ვერსიები
რა თქმა უნდა ერთდროულად გამოვიდა 32 და 64 ბიტიანი ვერსიები, რა თქმა უნდა ნებისმიერი მათგანი შეგიძლიათ დააყენოთ, ოღონდ პირადად არ გირჩევდით 64 ბიტიან ვერსიაზე გაგიჟებას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა გექნებათ უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება აღიქვათ და იდეაში შეგეძლებათ უფრო დიდი ციფრების გამოთვლა, რეალურად დღეს 64 ბიტიან ბევრ პროგრამას ვერ ნახავთ. ხოლო 64 ბიტიან გარსში 32 ბიტიანი პროგრამების მუშაობა გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ასე რომ მოდას ნუ აყვებით ცივად გათვალეთ რა საქმიანობას ეწევით, გაქვთ თუ არა შესაბამისი პროცესორი, დედა დაფა და რაც მთავარია, ოპერაციული სისტემის გარდა, გაქვთ თუ არა სხვა 64 ბიტიანი პროგრამები.
საინსტალაციო პაკეტი დღესდღეობით ვრცელდება ეგრეთწოდებული VISTA ULTIMATE ვერსიის სახით, ან VISTA ENTERPRISE-ს სახით. განსხვავება მხოლოდ ერთია. პირველ ვერსიაში ერთდროულად არის ინტეგრირებული:
Windows Vista Starter
Windows Vista Business
Windows Vista HomeBasic
Windows Vista HomePremium
Windows Vista Ultimate
Windows Vista BusinessN
Windows Vista HomeBasicN
ხოლო VISTA ENTERPRISE-ში კი მხოლოდ ENTERPRISE ვერსია არის.
მოკლედ ვიტამინები შემდეგშია - Microsoft-ის ახალი პოლიტიკით, თქვენ ყიდულობთ ერთ დისკს რომელზეც პრაქტიკულად ყველა ვერსიაა, შემდეგ კი იმის და მიხედვით რომელი ვერსიის სერიული ნომერი გაქვთ, იმ ვერსიას აინსტალირებთ. თუ მოისურვებთ ახალ ვერსიაზე გადასვლას, აღარაა საჭირო მთლიანი დისკის შეძენა, უბრალოდ ამოირჩევთ ახალ ვერსიას და მის სერიულ ნომერს შეიყვანთ შემდეგ კი გაივლით აქტივაციის პროცედურას. სხვათაშორის ამავე პოლიტიკის მიხედვით შეგიძლიათ დისკზე არსებული ნებისმიერი ვერსია დააინსტალიროთ ყველანაირი სერიული ნომრის გარეშე. 3 დღეში აქტივაცია სავალდებულო რჩება, მაგრამ შეიძლება შეკვეცილ რეჟიმში მთელი 30 დღის განმავლობაში მუშაობა. ეს მოფიქრებულია არა იმისათვის რომ თქვენ იმამაძაღლოთ (რასაც რა თქმა უნდა პირველ რიგში გააკეთებთ), არამედ მოფიქრებულია იმისათვის რომ სურვილის შემთხვევაში სანამ ახალი ვერსიის ლიცენზიას შეიძენთ, შეგეძლოთ თქვენსავე კომპიუტერზე პრაქტიკაზე გატესტოთ რა სიახლეს, ან შესაძლებლობებს გთავაზობთ ესა თუ ის ვერსია.
ამ პოლიტიკიდან გამონაკლისია ეგრეთწოდებული Enterprise ვერსია. რომელიც არ შეიცავს სხვა საინსტალაციო პაკეტს და ასეთ საინსტალაციო დისკიზე მხოლოდ ერთი ვერსიაა ჩაწერილი, მგონი ხვდებით რომ ეს არის Windows VISTA Enterprise.
ვერსიების შერჩევა, არჩევა და შესაძლებლობების შედარება ჩვენს წინა სტატიაში შეგიძლიათ. ამ წუთისთვის კი შესავალ ინფორმაციას ვთვლი ამოწურულად და გადავდივართ თვითონ ინსტალაციის პროცედურაზე.
ინსტალაცია
მაშ ასე ვთვლით რომ საინსტალაციო დისკი გვაქვს, ან მისი ექვივალენტი დისკის იმიჯი. ჯერ განვიხილავთ ინსტალაციის სტანდარტულ ვერსიას რა თქმა უნდა სუფთა კომპიუტერზე ინსტალაცია, ან ვთვლით რომ ადრე იყო ამ კომპიუტერზე სხვა ოპერაციული სისტემა და ვაყენებთ ან ახალ განყოფილებაზე, ან ვშლით ძველ სისტემას და მთლიანად გადავდივართ Windows VISTA-ზე.
მოკლედ იმიჯი ვირტუალურ დრაივში, ან DVD დისკი რეალურ დრაივში და დავიწყეთ ინსტალაცია (იმედია ოპტიკური მოწყობილობა როგორც ჩამტვირთავი ისე გვაქვს BIOS-ში დაყენებული).
ჩატვირთვის დროს პირველად მივიღებთ შავ ეკრანს რომელზეც მოძრაობს მომწვანო ფერის ხაზი, ამ დროს ინსტალერი ემზადება. გადადის გრაფიკულ რეჟიმში და გამოაქვს პირველი დიალოგის ფანჯარა.
შემოთავაზებულია შემდეგი:
1 - დასაინსტალირებელი ენა (იდეაში მხოლოდ ინგლისურია, შეიძლება ვინმეს რუსული პაკეტი გქონდეთ, მაშინ რა თქმა უნდა იქნება რუსული ენა, ქართული უახლოეს რამდენიმე წელიწადში არ იგეგმება.)
2 - დროისა და ვალუტის ამორჩევა (იდეაში აქ ვირჩევთ რომელი დროის სარტყელში ვართ, ამაშივე იგულისხმევა შესაბამისი ზომა წონის და ვალუტის ერთეულებიც), გირჩევდით ეს ველი დატოვოთ ისე როგორც არის, მას მოგვიანებით შევცვლით, ან თუ ძალიან გინდათ შეგიძლიათ ამოირჩიოთ Georgian (Georgia), ამ დროს სისტემას მიეთითება რეგიონად საქართველო და აქედან გამომდინარე შესაბამისი ვალუტის, დროისა და ზომის ერთეულები. ასევე ამავე დროს მოხვდება ავტომატურად მესამე პუნქტის შეცვლაც.
3 - კლავიატურიდან შეყვანის მეთოდი - იგულისხმება რა განლაგებით და ენაზე იქნება დაუკითხავად ტექსტის შეყვანა. ერთის მხრივ სასიხარულოა ის გარემოება რომ მეორე პუნქტში Georgian-ის ამორჩევისას აქ ავტომატურად ყენდება კლავიატურის განლაგება Georgian (QWERTY), ანუ ინგლისური კლავიატურის განლაგება (სხვათაშორის VISTA-ში XP-სავით უნიკოდის განლაგება მხოლოდ ერთ ძველ საბეჭდ მანქანაზე არ არის აგებული, ამისთვის დიდი მადლობა MS და მათ ვინც MS-ს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მოსახლეობის 95-98% სწორედ ამ QWERTY განლაგებას იყენებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძიათ გამოიყენოთ რუსული განლაგება, საბეჭდი მანქანა და კაცმა არ იცის კიდევ რა ჯიშის განლაგება, მოკელდ ამიერიდან საკუთარ ჭკუაზეც კი შეიძლება კლავიატურის მორგება). მაგრამ ინსტალაციის პირველივე ეტაპზე ქართული კლავიატურის არჩევა იმას ნიშნავს რომ სისტემა საწყის ენად დააყენებს ქართულს, შესაბამისად ეს შემდგომში თავსატკივარს გაგვიხდის პაროლების შეყვანას და სხვა ამდაგვარ საკითხებს. ანუ მაგალითად პაროლების აკრეფვა ინგლისური ასოების მაგივრად მოხდება ქართული ასოებით. თუ შემთხვევით ინგლისურზე გადაერთვებით პაროლი არარ იმჲშავებს და ასე შედმეგ. ამიტომ ჯობს ინსტალაციის ამ ეტაპზე უცვლელად დავტოვოთ მეორე და ეს მესამე პუნქტიც, მათი შეცვლა უმტკივნეულოდ შემდგომაც შეიძლება. ამ ეტაპზე მე სწორედ ასე მოვიქცევი.
მოკლედ მიიღეთ გადაწყვეტილება და დააჭირეთ ღილაკს NEXT.
შემდგომ ვიღებთ ფანჯარას სადაც შემოთავაზებულია, ან სისტემის ინსტალირება, ან დამატებითი უტილიტებით სარგებლობა. თუ ახალ კომპიუტერზე ვაინსტალირებთ სისტემას რომელზეც ადრე არაფერი იყო ინსტალირებული და დისკიც დაყოფილი არ არის, მაშინ ისღა დაგვრჩენია დავაჭიროთ ღილაკს Install Now.
ალბათ მაქსიმუმ რამდენიმე მილიწამი მოიცდით და მიიღებთ ფანჯარას სადაც შემოთავაზებული იქნება სერიული ნომრის შეყვანა. აქ 10-ჯერ დაფიქრდით სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი
ერთი შეკითხვა მაქვს კომპიუტერი რო ვიკიდე მას მოყვა ვინდოუს ვისტა და მისი დრაივერების დისკი და შემდეგ კომპიუტერს რაგაც ვირუსი შეეყარა და მინდოდა გადამეყენებინა იმ დისკიტ რომელიც მოყვა კომპს და რიცა ვაკენებდი იკ მთხოვდა სერიულ ნომეს სერიული ნომერი კომპზე ეწერა და ის წარსერა მოძვრა და ვერ ვნახე და სერიული ნომრის გარეშე რო დავაინსტალირე რამე პრობლემა შემექმნება??????????????? გთხოვთ არ დაგეზაროთ თუ ვინმემ იციტ კომენტარებში დატოვეტ დზმურად