თქვენც გაძალებდათ გეოგრაფიის მასწავლებელი „გონებით მოგზაურობის“ მოწყობას და მასზე თემების წერას? დაახლოებით ასეთ სტილში: „დღეს ჩვენ გონებით ვიმოგზაურეთ მდინარე რაინზე, ვნახეთ შესანიშნავი ქალაქები დიუსელდორფი, კიოლნი და სტრასბურგი“ (მონდომებულებს შეეძლოთ მეტი ჩამოეთვალათ), შემდეგ იწყებოდა ამ ქალაქების აღწერა, გადადიოდა რაინის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიების აღწერაში და ეს ბედნიერება ჩრდილოეთის ზღვაში მთავრდებოდა. ახლაც მიკვირს, რატომ ითვლებოდა ეს საქმიანობა საინტერესოდ და სახალისოდ.
სულ რამოდენიმე წლის შემდეგ კი Google Maps-ის და მისი ერთ-ერთი სერვისის, Street View-ის წყალობით უკვე შეგვიძლია აღარ ვაწვალოთ ბავშვები „გონებით მოგზაურობით“ და მათ მართლა სახალისო რამ, „ვირტუალური მოგზაურობა“ შევთავაზოთ.
პირველი, როგორც იქნა, Speed Dial ფანჯარაში გაჩნდა ღილაკი Configure Speed Dial, რომელიც საშუალებას იძლევა, Speed Dial-ების რაოდენობა .ini ფაილების ჩიჩქნის გარეშე შევცვალოთ (თუმცა თქვენს გემოზე ვერ დააყენებთ, წინასწარ განსაზღვრული სიიდან მოგიწევთ არჩევა) და Speed Dial-ს ნებისმიერი ფონი (background) ავაკრათ.
ალბათ გაგიგონიათ Wii-ს შესახებ, მისი პოპულარობა მთლიანად განპირობებულია იმით, რომ გააჩნია რამდენადმე "ბუნებრივი" კონტროლერი, მაგალითად, შეიძლება ჯოისტიკის აქეთ-იქით ქნევა ან გვერდზე გადახრა და კონსოლი ამ ყველაფერს გაიგებს! ეს დიდ შესაძლებლობებს იძლევა თამაშისას, მაგალითად, შეიძლება ჯედაის როლი მოირგოთ და თქვენი ვირტუალური ხმალი მთლიანად გაიმეორებს ჯოისტიკის მოძრაობას ან კიდევ ბეისბოლის მატჩი ითამაშოთ ისევ ბუნებრივი მოძრაობით - ჯოისტიკი ამჯერად ბეისბოლის კეტის როლს შეასრულებს. მაგრამ მიუხედავად მთელი ეფექტისა, Wii-ს მხოლოდ თქვენი ხელის მოძრაობის დაჭერა შეუძლია (ამ დროს ჯოისტიკი ხელში უნდა გეჭიროთ), სხეულის სხვა ნაწილების გაკონტროლება მას არ შეუძლია.
ის, რაც ახლა უნდა ნახოთ, Wii-ს მოძველებულ და უსარგებლო ნივთად მოგაჩვენებთ! გაიცანით Natal, XBOX-ის დამატება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ითამაშოთ ყველანაირი კონტროლერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი სხეულის, ხმის და ჟესტების დახმარებით!
Acer-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია Windows 7-ის 23 ოქტომბერს გამოსვლის შესახებ "თითქმის მართალი" აღმოჩნდა, Wall Streent Journal-მა გამოაქვეყნა MS-ისგან აღებული ინტერვიუს ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ 22 ოქტომბრისთვის შესაძლებელი იქნება როგორც Windows 7-ით აღჭურვილი ბრენდ კომპების, ასევე ოპერაციული სისტემის ცალკე საინსტალაციო დისკის სახით შეძენა. არსებობს ინფორმაცია RTM თარიღზეც, სავარაუდოდ, ოპერაციული სისტემა პარტნიორებს ზაფულში, ივლისის შუა რიცხვებში უნდა მიეწოდოთ.
კარგი საძიებო სისტემა დღეს ყველაფერია, ამას Google თვალნათლივ აჩვენებს. მისი თითქმის ყველა დანარჩენი პროდუქტი რაღაც დოზით ეყრდობა შესანიშნავ საძიებო ძრავს და უზარმაზარ მონაცემთა ბაზას, ბევრი პროდუქტი კი მის გარეშე უბრალოდ არც იარსებებდა. ეს არც Microsoft-ს გამორჩენია, მაგრამ მისი საძიებო სისტემა Live Search საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა Google-ის იმავე სერვისთან შედარებით - თუ შარშანდელი მონაცემებით Google საძიებო ბაზრის 81%-ს ფლობდა, Live Search მხოლოდ 2.5%-ის დაკავებას ახერხებდა. რაღა თქმა უნდა, ეს MS-ს არ აწყობს და ბოლო დროს ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო აქტიურად მუშაობდა, ისმოდა ხმები რებრენდინგის (ამბობდნენ, რომ საძიებო სისტემის სახელი Kumo-ზე შეიცვლებოდა) და ძრავის განახლების თაობაზე და ცოტა ხნის წინ ყველაფერი დადასტურდა, MS მართლაც მუშაობდა ახალ საძიებო სისტემაზე, სახელად Bing, დაიდო მისი დემო ვიდეოკლიპები და სატესტო გაშვების დღედ ოთხშაბათი, 3 ივნისი დაითქვა, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზის სახით (რითაც MS ამ ბოლო დროს ნამდვილად გვანებივრებს) Bing დღეს, ადრე დილით გაეშვა.
როგორც ვიტყობინებოდით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ MS Windows 7 Starter-იდან სამპროგრამიანი შეზღუდვის ამოღებას გეგმავდა, სულ ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა Windows Team Blog-ზე. დეველოპერებმა გამოაქვეყნეს პოსტი, რომელშიც სიტყვა-სიტყვითაა აღწერილი, რომელი შესაძლებლობები ამოაკლდება Windows 7 Starter-ს. ესენია:
გამოვიდა Skype-ის ახალი, 4.1 ვერსიის ბეტა, რომელიც იმდენად საიტერესო განახლებას გვთავაზობს, რომ მისი ყურადღების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ამ ვერსიიდან სკაიპს შეუძლია მოსაუბრესთან თქვენი ეკრანის გაზიარება (Screen Sharing), იგივე ფუნქცია, რომელიც ამდენხანს მხოლოდ Remote Desktop კატეგორიის სოფტში (Radmin, TeamViewer) იყო მისაწვდომი.
როგორც წესი, პროგრამების ბეტა ვერსიებს არ ვდებთ ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია. Opera-მ გადაწყვიტა, თავისი ბრაუზერის მე-10-ე ვერსიაში ახალი გარსი (სკინი) გამოიყენოს და ამ ბილდში მისი პირველი სადემონსტრაციო ვერსია წარმოადგინა.
სხვა ცვლილებებიც ბევრია, მაგრამ ისინი ძირითადად სატესტო ვერსიისთვის დამახასიათებელი bugfix-ებია, დაწვრილებით მათ ჩამოთვლას არ მოვყვებით, ჩამონათვალი ბმულების ნაკრებში შეგიძლიათ იხილოთ. ვისაც გაინტერესებთ თქვენი ხელით დატესტოთ და შეაფასოთ განახლებული ბრაუზერი, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულებს.
Microsoft Windows Vista-მ ოფიციალურად შეაბიჯა თავის SP2-ის ხანაში. წინა თვეებში იტესტებოდა Service Pack 2-ის ბეტა და Release Candidate ვერსიები, შემდეგ მივიღეთ RTM და ფინალური ვერსიებიც. SP2-ში საკმაოდ ბევრი ბაგია გასწორებული. ასევე ინტეგრირებული ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის აღსანიშნავია Bluetooth v2.1-სა და Blu-ray დისკების ჩაწერის შესაძლებლობა.
Vista-სთან ერთად გამოვიდა Server 2008 SP2-იც. ორივე ინსტალერი გაერთიანებულია და მომხმარებლების მათი ჩამოტვირთვა შეუძლიათ Microsoft-ის საიტიდან:
32 ბიტიანი ვერსია და 64 ბიტიანი ვერსია.
თუმცა, ზოგიერთი მომხმარებელი, რომელიც Vista-ს საინსტალაციო პაკეტის რედაქტირებისთვის პროგრამა vLite-ს იყენებდა, შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებს წააწყდეს. კერძოდ, vLite-ს შესაძლოა ამოცლილი ჰქონდეს თქვენი სისტემიდან SP2-ის ინსტალაციისთვის საჭირო კომპონენტები. პრობლემის გადაჭრისთვის, Microsoft-მა საიტზე შესაბამისი ინსტრუქციაც დადო.
რაც შეეხება განახლებების Windows Update-ში გამოჩენის თარიღს, ეს დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება. მანამდე კი შეგიძლიათ გადმოქაჩოთ ახალი პაკეტი და თქვენს ოპ. სისტემას ახალი სული შთაბეროთ.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, ალბათ, Windows 7-ია და ყურადღების ცენტრშიც სწორედ ისაა, საკიმაო ინტერესს იმსახურებს Intel-ის პირმშოც. დიახ, დიახ, არ გეშლებათ, პროცესორების უდიდესმა მწარმოებელემა ოპერაციული სისტემა გამოუშვა. Intel-ის Moblin 2.0 Beta ოპ. სისტემა ლინუქსზეა ბაზირებული და განკუთვნილია სპეციალურად ნეტბუქებისთვის. სისტემა საკმაოდ მსუბუქია, მორგებული ნეტბუქების წარმადობაზე და ამასთანავე საკმაოდ ფუნქციონალურიც.
Intel Moblin 2.0-ის ინტერფეისი. მარტივი, სადა, ძალიან ლამაზი და ფუნქციონალური
Moblin 2.0-ის ტექნიკურ მოთხოვნებში შედის მხოლოდ Intel-ის გრაფიკულ ადაპტერზე ბაზირებული ლეპტოპის ქონა. თუმცა, წესით მისი ჩაწერა დესკტოპ კომპიუტერზეც არ უნდა იყოს პრობლემა, დრაივერის გადმოწერა შესაძლებელი იქნება დესკტოპ გრაფიკული ადაპტერისთვის. ერთი შეხედვით Moblin-ი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც საპრეზენტაციო ვიდეო კლიპშია ნაჩვენები, Moblin 2.0-ს მრავალი ტიპის ქსელების მხარდაჭერა აქვს დამატებული და უზრუნველყოფს თქვენი ნეტტოპის სრულ ინტეგრაციას ქსელებში.
საპრეზენტაციო ვიდეოსა და გადმოსაწერი ლინკების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.