მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Tuesday, 24.March 2009

FF ცვლის New Tab-ის დიზაინს


უკეთესობისკენ

Opera-ს ნოვატორობა ცნობილია, ისიც ცნობილია, რომ მისი Speed Dial, ანუ ცარიელი გვერდის "შევსების" ნოვატორული გზა ლამის ყველა ბრაუზერში დაინერგა (უფრო გაპრიალებული და შელამაზებული, მაგრამ იდეა იგივეა), FF-ისთვის კი შესაბამისი გაფართოებაც შეიქმნა (Firefox Speed Dial), მაგრამ, როგორც ჩანს, Mozilla-მ მიმბაძველობა აღარ იკადრა და საკუთარი, საფირმო New Tab-ის დიზაინი შექმნა. საკმაოდ საინტერესოც, უნდა ითქვას.

21:33,   domen  |  32215 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 22.March 2009

Mozilla Fennec Beta1


FF მობილურ ბაზარს უმიზნებს

დღეს ბრაუზერი ყველაზე მოთხოვნადი სოფტია და ლოგიკურიცაა, რომ ზუსტად ამ სფეროშია ყველაზე დაუნდობელი კონკურენცია. თუ დესკტოპ სეგმენტს გადავხედავთ, პატიოსან ბრძოლაში Firefox იმარჯვებს და ბაზრის თითქმის მეოთხედს ფლობს, მაგრამ როგორც კი პერსონალურ კომპიუტერებს გავცდებით, Opera უპირობო ლიდერია - ესაა ბრაუზერი ყველა Java-Enabled ტელეფონისვის, ყველა სმარტფონისთვის, Wii-სთვის, PSP-სთვის ... და Mozilla-მ გადაწყვიტა, ნელ-ნელა ჩამოართვას Opera-ს ეს ტიტული. დაწყებით კი სმარტების ბაზრიდან დაიწყო და სულ ცოტა ხნის წინ თავისი მობილური ბრაუზერის, Fennec-ის პირველი ბეტა ვერსია წარმოადგინა.

14:07,   Gio_kiborg  |  29133 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Avira AntiVir Personal 9.0.0.386


დიდი განახლება

Avira AntiVir Personal განახლდა ვერსიამდე 9.0.0.386. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ახალ ვერსიის ნომერზე გადასვლა. Personal ვერსია უკვე შპიონური პროგრამებისგანაც დაგვიცავს! აქამდე ეს შესაძლებლობა მხოლოს ფასიან პაკეტებში იყო მისაწვდომი! დიახ, აღარაა საჭირო პრემიუმ გასაღებებზე ნადირობა სრულფასოვანი, მაღარლი ხარისხის დაცვის მისაღებად! უფასო AntiVir Personal ამიერიდან გვთავაზობს ყველა შესაძლებლობას, რასაც მოველით ნებისმიერი სრულფასოვანი [ფასიანი] ანტივირუსული პაკეტისგან: ვირუსებისა და შპიონური პროგრამებისგა სრული დაცვას, Adware, Rootkit-ებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამების აღმოჩენისა და ნეიტრალიზების საშუალებას, ევრისტიკას და ასე შემდეგ. პასუხი კითხვაზე "რომელ ანტივირუსს მირჩევდი" უკვე ცალსახაა: უფასო Avira AntiVir Personal 9-ს!

02:03,   gearge  |  59862 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 20.March 2009

არ გცალიათ სალოცავად?


ინტერნეტის გამოჩენამ ბევრი რამე გააადვილა. მაგალითად, შეიძლება რამდენიმე წკაპით ყველა შენს მეგობარს ანახო შენი ბოლო მოგზაურობის სურათები, ესაუბრო რამდენიმე ადამიანს ვიდეო-კონფერენციის რეჟიმით, აგზავნო ფოსტა, რომელიც 2-3 წამში მიდის დანიშნულების ადგილზე და ა.შ., ინტერნეტს ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება. თუმცა, აქვე საკმაოდ სასაცილო თუ სატირულ წამოწყებებსაც შეხვდებით. რას იტყოდით, ვინმეს რომ შემოეთავაზებინა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შენს მაგივრად წავიკითხავო ლოცვებს?
21:23,   domen  |  20501 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Advanced SystemCare Free


v3.2.0
რით შეიძლება გაარჩიოთ ახლადდაყენებული და რამოდენიმე თვის სისტემა ერთმანეთისგან? სწორია, სისწრაფით. სისტემის "იდეალურ მდგომარეობაში" შენარჩუნება გამოცდილების პრივილეგიაა, შედარებით ახალბედებს კი ყველაფერი პრიველივე დღეს ან ერთი თვის თავზე მაინც ეჭედებათ, უბრალო ოპერაციების შესრულებას წუთები სჭირდება, სისტემის ჩართვის პროცესში კი შეგიძლიათ ჩაის დალევაც კი მოასწროთ. გამოსავალი აქიდან? - სისტემის გადაყენება. მაგრამ კვირაში ერთხელ სისტემის გადაყენება არავის სიამოვნებს, ამიტომ გამოჩნდა ბევრი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი, რომლებიც გვპირდებიან, რომ მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ ჩვენი სისტემა ახალივით სწრაფად და მსუბუქად იმუშავებს. ასეთი მწარმოებელი იმდენად ბევრია, რომ ამ ტიპის პროგრამებს საკუთარი სახელი აქვთ - მათ ოპტიმიზატორებს ეძახიან.

მართალია, ყველა გვპირდება, რომ მისი სოფტი იმუშავებს საუკეთესოდ, მაგრამ რეალურად სულ თითზე ჩამოსათვლელი მუშა ოპტიმიზატორი არსებობს, აქიდან უმრავლესობა ფასიანია, მაგრამ, როგორც ყველგან, აქაც არსებობს ერთი-ორი შესანიშნავი უფასო ალტერნატივა. დღეს ერთ ასეთ მაგთანს წარმოგიდგენთ, სახელად Advanced Systemcare Free.
13:24,   Gio_kiborg  |  20637 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 19.March 2009

Windows Internet Explorer 8 FINAL


IE8-ს ფინალურმა ვერსიამ მზის სინათლე იხილა

ბოლო დროს ვებ-ბროუზერების ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. თუ ადრე Microsoft-ის ქმნილებას ბაზარზე დომინანტური პოზიცია ეკავა 90% და მეტი წილით, დღეს სიტუაცია შეიცვალა. ძველი კონკურენტები მოძლიერდნენ, გამოჩნდნენ ახლებიც. 2007 წელს Apple-მა Safari 3 გამოუშვა, ახლა კი მე-4 ვერსიაზე მუშაობს. Mozilla-მ Firefox 3 2008 წლის 17 ივნისს წარუდგინა საზოგადოებას.2008 წლის 8 ოქტომბერს ბაზარზე Opera 9.6 გამოჩნდა. ოპერას გუნდი ამჟამად ბროუზერის მე-10 ვერსიაზე მუშაობს. 2008 წლის ბოლოს, 11 დეკემბერს ბაზარზე ოფიციალურად შევიდა Google-იც, რომელმაც თავისი ბროუზერი - Chrome წარმოადგინა. მხოლოდ მაიკროსოფტი იყო ჩუმად, ჩუმად მუშაობდა Internet Explorer 8-ზე, რომლის ბეტა ვერსიებიც 2008 წლის მეორე ნახევარში უკვე ხელმისაწვდომი იყო. Microsoft-ის ბოლო სრული ვერსია IE7 იყო, რომელიც 2006 წელს იქნა გამოშვებული.


IE8 in action! გაზრდილი სისწრაფე, დაცულობა, ახალი ბროუზინგის რეჟიმები და
კიდევ უამრავი ახალი ფუნქცია, აი რას გვპირდება მაიკროსოფტი

როგორც უკვე ვთქვით, IE8-ზე მუშაობა სოფტვეირ გიგანტმა 2008 წელს დაიწყო და პირველი ბეტა ვერსიაც მალევე გამოჩნდა. 2009 წლის იანვარში მას მოჰყვა პირველი RC ვერსია, რომლის გამოყენებაც ყოველდღიური ბროუზინგისთვის უკვე სავსებით შესაძლებელი იყო. ასევე ამ ვერსიაში ფართოდ იყო წარმოდგენილი IE8-ის ახალი ფუნქციები და შესაძლებელობები. დღეს კი, შუადღისას სამყაროს Windows Internet Explorer 8-ის საბოლოო, ფინალური ვერსია მოევლინა! დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

23:05,   Power_VANO  |  68977 ნახვა | 16 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 18.March 2009

iPhone OS 3.0


ანუ 2.0 + 1

Apple iPhone-მა გამოშვების დღიდან უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, გვახსოვს მის შესაძენად Apple Store-ებთან და AT&T-ს ოფისებთან ორი დღით ადრე დაკავებული რიგები, ზე-პოზიტიური განხილვები და ბუმი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. დღესაც, iPhone სმარტფონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ტელეფონია. პარადოქსია, მაგრამ მოწყობილობას ისეთი საბაზისო და "ყველას უნდა ჰქონდეს" ფუნქციები არ გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად, Copy-Paste ფუნქციონალობა, MMS, ხმოვანი ბრძანებები და ა.შ. და რაც Apple-მა გამოაცხადა, რომ 17 მარტს iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის 3.0 ვერსიას წარმოადგენდა, ინტერნეტში მრავალი სასურველი ახალი შესაძლებლობებს სია გაჩნდა, მიმდინარეობდა დისკუსიები და სჯა-ბაასი, რა ექნებოდა და რა არა ახალ ვერსიას. ვნახოთ, რა მოგვიტანა მან.

22:18,   domen  |  20469 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 17.March 2009

Firefox v3.1 Beta 3


Mozilla-ს გადაწყვეტილებით Beta 4 კოდური სახელით Shiretoko ახალი 3,5 ვერსიის ნომრით გამოვა, რამაც ხაზი უნდა გაუსვას მასში მომხდარი ცვლილებების მნიშვნელობას. ასე იყო მელიას პირველი ვერსიიდან 1,5-ზე გადასვლისასაც. ცვლილებები მართლაც მნიშვნელოვანია. ისინი უმთავრესად გამოიხატება უახლეს ჯავასკრიფტების ძრავაში, სახელწოდებით TraceMonkey. Firefox 3.5 Beta 4-ის გამოსვლა აპრილის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, მანამდე კი 3.1 Beta 3 უკვე აქაა.

01:13,   gearge  |  29006 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 15.March 2009

Opera Turbo


დიდი სიახლე!
Opera Software საქართველოში კარგადაა ცნობილი თავისი ბრაუზერის დესკტოპ ვერსიით, მაგრამ მსოფლიოში მას უფრო მეტად Opera Mini-ს შემქმნელად იცნობენ და კომპანიაც თავს არ ზოგავს, რომ ამ მიმართულებით სიახლეები შემოგვთავაზოს ხოლმე. Opera Mini-ს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში სერვერების პარკები ემსახურებიან: მომხმარებლის მოთხოვნილი გვერდი ჯერ ამ სერვერებში გადის კომპრესირებას და მობილური დისპლეისთვის ოპტიმიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ეგზავნება მომხმარებელს, რითაც ამ უკანასკნელის ტრაფიკიც იზოგება და, შესაბამისად, ჯიბეც. მაგრამ დაბალი სიჩქარეები დესკტოპ მომხმარებლებსაც გვაწუხებს და ხანდახან ვებ-გვერდების კომპრესირებულ ვარიანტში მიღებაზეც არ ვიტყოდით უარს (მაგალითად, მობილური ინტერნეტით ან ნებისმიერი სხვა სერვისით სარგებლობისას, სადაც გადასახდელი თანხა დახარჯული ტრაფიკის მიხედვით განისაზღვრება). ამ ყველაფერზე Opera-შიც იფიქრეს და წარმოგიდგენთ Opera v10-ის ახალ ალფა ბილდს Opera Turbo-ს მხარდაჭერით.
20:39,   domen  |  18510 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 14.March 2009

Google Voice


დარწმუნებული ვარ, ყველას გქონიათ შემთხვევა, როცა რაღაც მიზეზით, ვთქვათ, მაგთიდან ბილაინზე გადასვლა გინდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი ნომრის ნაცნობ-მეგობრებში დარიგებას დიდი დრო უნდა, ვერ ახერხებთ. ასე არა მხოლოდ საქართველოში ხდება, ამიტომ 2005 წელს დაარსდა კომპანია GrandCentral, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ერთ უნიციფირებულ ნომერზე რამდენიმე მიბმულიყო და მასზე შემოსული ზარები მიბმულ ნომრებზე მისამართდებოდა, ანუ შესაძლებელი იყო ოპერატორის ისე შეცვლა, რომ ნომერი არ შეცვლილიყო. სერვისმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ კომპანია 2007 წელს Google-მა იყიდა (95 მილიონ დოლარად!) და თითქოს გააქრო. GrandCentral-ის მომხმარებლებს ანგარიშები გაეყინათ, კომპანიისგან კი საერთოდ არაფერი ისმოდა. მაგრამ ინვესტიცია, მით უმეტეს თუ ის გუგლისგანაა და 95 მილიონი დოლარის ღირებულების, უკვალოდ არ ქრება - სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წარმოადგინა GrandCentral-ის საფუძველზე შექმნილი ახალი სერვისი - Google Voice.

19:11,   domen  |  21351 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 11 12 13 14 15 16 17 » ბოლო გვერდი