მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Tuesday, 10.March 2009

Win7 მუშაობს VAIO P-ზე


თითქმის უპრობლემოდ

ნეტბუკები (NetBook), იგივე "ინტერნეტ ტერმინალები", ანუ სუსტი, ძირითადად ელ.ფოსტის, ჩატისა და ინტერნეტში სეირნობისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ნოუთბუქები ბაზარზე გამოჩენის დღიდან ძალიან პოპუალრულები არიან. რა სუსტი და მცირე ზომისაც არ უნდა იყოს, ნეტბუკიც კომპია და თავისი ოპერაციული სისტემა სჭირდება. აქ კი MS, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან დიდი ანგარიშით აგებს ლინუქსთან.

19:34,   domen  |  44296 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 09.March 2009

Firefox-ს ბაზრის 100% უკავია!..


.. ანტარქტიდაზე

ინტერნეტის და მისი მომხმარებლების ზრდის ტემპების გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ ბრაუზერების ბაზარი დუღს და გადმოდუღს. IE, Opera, Firefox, Safari, Chrome, Avant, Flock ... ყველას ჰყავს თავისი რამდენიმე მილიონიანი (თუ მილიარდიანი?) "რკინის აუდიტორია", მაგრამ არცერთს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ რომელიმე კონტინენტი სრულად დაიპყრო, გარდა Firefox-ისა.

23:28,   domen  |  116993 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 07.March 2009

უფასო ანტივირუსული სკანერები


მორიგი განახლება

განახლდა უფასო ანტივირუსული სკანერები Kaspersky Lab, Dr. Web და რიგი სხვა მწარმოებლებისგან. პროგრამები წარმოადგენენ აუცილებელ არსენალს ნებისმიერი Windows მომხმარებლისა, რომელსაც ხშირად უწევს კომპიუეტრების წმენდა ვირუსებისა და სხვა საზიზღრობისგან. უბრალოდ ჩაწერეთ დისკზე ან ფლეშ დრაივზე და იქიდან დაასკანირეთ კლიენტების კომპიუტერები.

19:30,   gearge  |  65231 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft აფართოებს Win7-იდან მოცილებადი კომპონენტების ჩამონათვალს


IE8 სიაშია!

შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ იყო შავბნელი დრო, როცა სისტემიდან უბრალო MSN Messenger-ის მოცილება ფაქტობრივად სისტემის სტაბილურობაზე უარის თქმას ნიშნავდა, სისტემის გაფუჭების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა კი IE-ს წაშლა გახლდათ. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, MSN Messenger საერთოდ Live Messenger-ად გადაკეთდა და სისტემას აღარც კი მოჰყვება, IE-ს ამოინსტალირების მცდელობა კი კატასტროფას მაინც აღარ იწვევს (თუმცა მისით მოსარგებლე პროგრამების არასწორი მუშაობის მიზეზი ხდება). სულ ახლახანს კი MS-მა გამოაცხადა, რომ Win7-ის RC საშუალებას იძლევა, თითქმის ყველა სისტემას მოყოლილი და მასთან ერთად ინტალირებული პროგრამა "გამოვრთოთ".

19:29,   domen  |  64423 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 06.March 2009

Eset NOD32


დიდი განახლება

მსოფლიოში საკმაოდ ბევრი პრემიუმ ანტივირუსული პროდუქცია არსებობს, მაგრამ საქართველოში სულ რამოდენიმეა პოპულარული ძირითადად მათზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისა და ადვილად გატეხვადობის გამო. მათგან ერთ-ერთია Eset-ის წარმოებული NOD32, რომელიც გაჩენის დღიდან გამოირჩევა სიმსუბუქით, სისწრაფით და ლიცენზიების ადვილად მოპოვების შესაძლებლობით. ანტივირმა დროთა განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა, დაიხვეწა, გაძლიერდა და აგერ v4.0-მდეც მოვიდა. შეგახსენებთ, რომ მისი ბოლო ვერსიებია v3.0.x, ანუ ეს განახლება ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევად, მასში ბევრი სიახლეა თავმოყრილი.

21:11,   domen  |  53917 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Opera v9.64


გეგმიური განახლება

ამ ბრაუზერს დიდი წარდგენა არ სჭირდება, უბრალოდ ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ გამოვიდა Opera-ს განახლებული, 0.01-ით წინ წაწეული ვერსია. სიახლეები ვერსიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არ არის, გასწორებულია რამოდენიმე ბაგი და დამატებულია აღნიშვნის ღირსი ერთი სიახლე: DEP-ისა (Data Execution Prevention - Win XP-ის დაცვის სისტემა) და ASLR-ის (Address Space Layout Randomization - Win Vista-სა და Win 7-ის დაცვის ტექნოლოგია) მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ Opera-თი სისტემაში შეღწევა გაძნელდება, ანუ პროგრამის გამოყენება კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა.

04:00,   domen  |  25149 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 05.March 2009

Norman Malware Cleaner


2009.03.02

განახლდა ვირუსებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამებისგან (Malware) საწმენდი უტილიტა Norman-ისგან. მაიკროსოფტის ცნობილი Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის წარმოადგენს ანტივირუსულ სკანერ-მწმინდავს, ანუ არ შესწევს ძალა დაგიცვათ ინფიცირებებისგან. მისი ერთადერთი მოვალეობაა აღმოაჩინოს და გაანადგუროს ინფექციები ვინდოუზ სისტემებში. ასევე Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის არ შეიცავს სრულ ანტივირუსულ ბაზას, ამის მაგივრად Malware Cleaner სისტემის სპეციალურ ადგილებში ეძებს და ეფექტურად ანადგურებს მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ და საშიშ ვირუსებს, ჭიაყელებს, პროგრამა შპიონებს, ტროიანულ ცხენებსა და სხვა.

20:26,   gearge  |  76199 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 02.March 2009

Virtual PC 2007 SP1


კიდევ ერთ განახლება

დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოვიდა პირველი სერვის პაკეტი Microsoft-ის ცნობილი ვირტუალური კომპიუტერისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ Virtual PC თავდაპირველად წარმოადგენდა ფასიან პროდუქტს, შემუშავებულს კომპანია Connectix-ის მიერ, რომელიც 2006 წელს Microsoft-მა თავფეხიანად ჩაყლაპა და ახლა მის მიერ დაწერილ პროგრამულ უზრუნველყოფას თავისი სახელით ავრცელებს, ოღონდ უფასოდ. თუ არ გინდათ თქვენი ორიგინალი სისტემის დაზიანება და ამასობაში საჭიროა რაიმე პროგრამის ან პარამეტრის ტესტირება, ეს პროგრამა სრულად გამოგადგებათ, რადგან, როგორც სახელიდან შეგიძლიათ დაასკვნათ, ის ქმნის ვირტუალურ კომპიუტერს, რომლის შიგნითაც თავისუფლად და უსაბრთხოდ შეძლებთ ექსპერიმენტების ჩატარებას.

20:53,   gearge  |  50842 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft მომავლის საკუთარ ხედვას აქვეყნებს


შთამბეჭდავია!

ყოველთვის, როცა Microsoft-ის მიერ შემუშავებულ ნოვატორულ იდეებზე ვფიქრობ, მახსენდება Steve Jobs-ის ლეგენდარული ჩანაწერი (2:50): "The only problem with Microsoft is they just have no taste. They have absolutely no taste. And I don't mean that in a small way, I mean that in a big way, in the sense that they don't think of original ideas, and they don't bring much culture into their products."

დღეს ნანახმა ვიდეო კლიპმა კი საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ეს ჩანაწერი, რბილად რომ ვთქვათ, მოძველდა და დღევანდელ სიტუაციას აღარ შეეფერება. Microsoft-მა გამოაქვეყნა ხუთწუთიანი ვიდეო კლიპი, რომელშიც ასახულია კომპანიის ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი გარემო ათი წლის შემდეგ. მთავარი აქცენტი გაკეთებულია Touch და Natural User ინტერფეისებზე, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმარუთლებებით მუშაობს.

20:15,   domen  |  53218 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 28.February 2009

ვიკიპედია. თქვენთან. თაროზე.


ვიკიპედიას შეძენა წიგნურ ფორმატში რომ შესაძლებელია, უკვე დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ თქვენი ფავორიტი ვიკიპედიური სტატიების წიგნად შეძენა რაღაც ახალია - PediaPress საშუალებას აძლევს ნებისმიერს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ თაროზე ვიკიპედიას სტატიებისგან შემდგარი წიგნი შემოდოს. სერვისი მისაწვდომია 7 ენაზე, ეს ენებია: გერმანული, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, დანიური, პოლონური და გამარტივებული ინგლისური. ინგლისურის მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის მუშაობს, ისიც არასრულფასოვნად და სატესტო რეჟიმში.

21:37,   domen  |  22080 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 12 13 14 15 16 17 18 » ბოლო გვერდი