მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2008
Wednesday, 26.November 2008

Fedora 10 (Cambridge)


დამრგვალდა! დღეს უბრალოდ კაი დღეა თან ისიც ემატება რომ დღეს გამოვიდა (დარელიზდა როგორც ბარბაროსი IT-შნიკები იტყვიან :) ) ლინუქსის ცნობილი დისტრიბუტივი Fedora 10 (კოდური სახელით: (Cambridge).

ალბათ სიმბოლურია მაგრამ 10 ვერისის გამოსვლასთან ერთად OS-ში მოხდა კარდინალური ცვლილებები, უკეთესობისკენ რათქმაუნდა სიახლეენი ძალიან ბევრია , მაგ: დაემატა “upgrade” (Rawide -ში არ შეგეშალოთ ეს გარდამავალი რაგაც სშუალო სისტემა იყო ) ამ სიახლის დამატებით თქვენ შეგიძლიათ თამამად დააყენოთ ახალი სისტემა - მომხმარებლის ფაილების და რაც მთავარია კონფიგურაციის შეუცვლელად , ინსტალერი აგრეთვე ცნობს Rad Hat Linux (ერთი კანტორაა მაინც :) )

20:04,   Frrrredo  |  21229 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 17.September 2008

Launchy


ბევრს (განსაკუთრებით კომპის მოყვარულ ხალხს) ალბათ აწუხებს დესკტოპის გადავსების პრობლემა – რამდენიმე ათეული თუ ასეული საჭირო პროგრამის ინსტალირების შემდეგ ან დესკტოპი გვევსება ამდენივე მალსახმობით, ან პროგრამების გასაშვებად Program Files–ში გვიწევს შესვლა და იქ საქაღალდეების ქექვა საჭირო გამშვები ფაილის მისაგნებად. კიდევ უკეთესი, თუ ეს ფაილი მწარმოებლის სახელიან საქაღალდეშია მოთავსებული, Search Companion–ის ყეფას ვერ გადაურჩებით :–)

19:17,   domen  |  37766 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 16.September 2008

Picasa v3.0 Beta


ისევ რევოლუცია, ისევ Google–ისგან :–)

პიკასო ყველას გაგვიგია, Google, მართალია, საქართველოში პიკასოსავით პოპულარული არაა, მაგრამ მაინც ბევრმა ვიცით, აი Google Picasa კი უკვე რაღაც ახალია.

თუმცა რაღა ახალი, აგერ უკვე მესამე ვერსიის ბეტაც გამოვიდა და უამრავი გაუმჯობესება მოიტანა თან. პროგრამის ფოტო მენეჯერს შესანიშნავი ფოტო დამთვალიერებელიც დაემატა და უკვე თამამად შეიძლება, პროგრამა საუკეთესო ფოტო "იარაღად" დასახელდეს.

21:30,   domen  |  42297 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 04.September 2008

Google Chrome


კოდური სახელი: Chromium
2008 წლის 2 სექტემბერს სამყაროს მოევლინა კიდევ ერთი ახალი ბროუზერი, ამჯერად Google–ისგან!

პლატფორმა: Win32
ლიცენზია: BSD license
კოდი: ღია
მარენდერებელი ძრავი: WebKit
ლოკალიზაცია: 43 ენის მხარდაჭერა
გამოყენებული ტექნოლოგიები: V8 JavaScript ბიბლიოთეკები

Google Chrome Browser
16:22,   Frrrredo  |  42908 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 07.August 2008

GTA IV PC-ზე ნოემბერში გამოვა!


18/21 ნოემბერი - ამერიკა/ევროპა

გუშინ კომპანია Rockstar Games-ის და GTA IV-ის ოფიციალურ საიტებზე გამოჩნდა სიახლე, რომელიც ბევრ გეიმერს ოცნებას აუხდენს. GTA IV PC-ზე გამოვა! და გამოვა არა მომავალ წელს, არამედ 2008 წელს, 2008 წლის ნოემბერში.

18 ნოემბერს თამაშის რელიზი მოხდება ამერიკაში, ხოლო 21 ნოემბერს - ევროპაში. სპეციალურად PC ვერსიისთვის, Rockstar Games-ი გვპირდება გაუმჯობესებულ Multiplayer რეჟიმს.

გასაგებია, რომ თამაშის PC ვერსიის დამუშავება საკმაო ხნის წინ დაიწყო, უბრალოდ, არ ხმაურდებოდა, რათა მეტი მოგება მიეღო მწარმოებელს თამაშის კონსოლური ვერსიების გაყიდვით.

მოკლედ, ვიცდით ნოემბრამდე და მანამდე ვამზადებთ ჩვენს სისტემებს GTA IV-ისთვის. რაც უფრო უკეთესი სისტემა გექნებათ, მით უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ GTA IV-სგან :-)

11:02,   Power_VANO  |  47277 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 16.July 2008

VMWare Thinapp


დღეს რუსულ ვარეზებზე ხეტიალისას წვაწყდი ერთ ძალზე საინტერესო და ზოგჯერ ფრეად საჭირო პროგრამას, კერზოდ კი VMware ThinApp
მისი გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან (სადაც თუ არ ხართ დარეგისტრირებული იქვე დარეგისტრირდებით).

რას აკეთებს ეს პროგი: პორტატულ აპლიკაციებს (ანუ პროგრამებს) შეხვედრიხართ ალბათ რომელიმე ცნობილი პროგრამის პორტატულ ვერსიას, www.portablefreeware.com ამ მხრივ საუკეთესო საიტია, თუმცა ისინი სხვა ხერხებითაა უმეტესობა აწყობილი
რაა საჭირო: სუფთა სისტემა (უმჯობესია ვირტუალური ამას თვითონ პროგიც გვეუბნება) და ის პროგრამა რომლის გაპორტატულებაც გვინდა
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიიღება ეთი ფაილი (გამზადებული პროექტის პაპკაში არის bin პაპკა და იქ ასევე შეიძლება ცალკეული კომპონენტების გამოყოფაც, მაგალითად Aimersoft DVD Studio Pack 5 ნაწილად დავშალე:
ერთი თვითონ გამშვები რომელშიც ოთხივე ნაწილია: DVD Ripp, Video Convert, Audio convert და DVD build და ეს მოხსენებული მოდულები ცალ-ცალკე მუშაობენ ვირტუალურშიც და რეალურშიც 5-ზე.
პროგრამა ძალზე ადვილი მოსახმარია, დაწვრილებითი ახსნებია მის "ოსტატში" (კაცი თუ ვირტუალური კომპის გამართვას ახერხებ ThinApp-ის გამოყენება არ გაგიჭირდება)
ვირტუალურ XP-ზე გაკეთებული პაკეტები რეალურ Vista-ზეც მშვენივრად გაეშვა.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

20:22,   Gio_kiborg  |  44847 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Firefox 3 Final


მზადება გინესისთვის
ეს პოსტი უბრალოდ "შემხსენებელია" – FF–ის ფანებო და მომხმარებლებო, Firefox 3 17 ივნისს ემზადება გამოსასვლელად და არა მხოლოდ – FF–ის საზოგადოებას გადაწყვეტილი აქვს, შეიყვანოს ეს ბრაუზერი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც გამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე გადმოწერადი პროგრამული პროდუქტი.

Download Day - English

საიტზე Spread Firefox მოცემულია ფორმა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეატყობინოთ Mozilla–ს (უფრო სწორად – დაიფიცოთ), რომ 17 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში თქვენ იქნებით ერთ–ერთი, ვინც გადმოწერს FF 3–ს.

ფორმაზე გადასასვლელად დააჭირეთ სურათს. წარმატებებს გისურვებთ ;–)

მე პირადად ცოცხალი თავით ამ ფორმას არ შევავსებ :–D
12:50,   domen  |  50128 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Opera 9.5


Kestrel is out!
სიმართლე რომ ვთქვათ, Kestrel უკვე სამი დღეა, რაც გამოვიდა, მაგრამ საიტზე დადება ვერ მოვახერხეთ :–)

მოკლედ, RC–ს გამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში Opera–ს Desktop ვერსიის დეველოპერებმა გაასწორეს ყველა ბოლო შეცდომა, რომლის შეტყობინებაც მოასწრო ტესტერთა საზოგადოებამ და გამოუშვეს ყველაზე სწრაფი Final ვერსია, რომელიც კი მინახავს :–)

Opera 9.5 (Kestrel) is out!

თუმცაღა არსებობს მოსაზრება, რომ ასე სწრაფად ფინალური ვერსიის გამოშვება არ შეიძლებოდა და ნაწილობრივ ეს მართალიცაა – ბრაუზერი რატომღაც მოიხმარს მეტ მეხსიერებას, ვიდრე მისივე ბეტა ბილდები და ერთ–ორ სიტუაციაში (თუმცა ასეთი სიტუაციებში ჩვეულებრივი მომხმარებლები ნაკლებად მოხვდებიან) იკრეშება კიდეც. ასე რომ, მათ, ვინც მიჩვეულია 9.2x ვერსიების უპირობო სიმსუბუქეს და სტაბილურობას, შეუძლიათ შემდეგ ბილდს დაუცადონ; აი მათ კი, ვისაც უნდა გამოსცადოს ახალი, მართლა საოცრად გაუმჯობესებული ოპერა (მერწმუნეთ – ღირს!), მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულებს:
12:28,   domen  |  36050 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 15.June 2008

Yahoo! თავს ანებებს Microsoft-თან მოლაპარაკებებს


აქციების ფასი კიდევ უფრო ეცემა...

რამდენიმე დღის წინ Yahoo-მ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Microsoft-თან დასრულებულია. Yahoo-ს წარმომადგენლების განცხადებით კვირას, საიდუმლო შეხვედრაზე, MS-მა უარი განაცხადა მთელი კომპანიის ყიდვაზე და გამოთქვა სურვილი, ეყიდა მხოლოდ Yahoo-ს საძიებო პორტალი. Yahoo-ს კი თავისი პორტალი ძალიან ძვირფასად მიაჩნია და, შესაბამისად, MS-ის შემოთავაზება უარყო.

მოლაპარაკებების ჩაშლამ იმოქმედა Yahoo-ს აქციებზეც, რომელთა ფასი 23.52$-მდე დაეცა. და ეს იმ ფონზე, რომ მაიკროსოფტი Yahoo-ს 33$-ს სთავაზობდა ერთ აქციაში თავის დროზე.


Yahoo-ს CEO ჯერი იანგი
(ფრთხილად, ჯერი, ფრთხილად...
სამსახურის გარეშე არ დარჩე :-))

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ Yahoo-ს აქციონერებმა სარჩელი შეტანეს სასამართლოში დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია, რომ საბჭომ უარყო მაიკროსოფტის 40$ - 1 აქციაში შემოთავაზება. ეს ნიშნავს, რომ MS თითქმის 100%-იან დანამატს უხდიდა Yahoo-ს! როგორც ჩანს, ჯერი იანგსა და დირექტორთა საბჭოს არანაირ ფასად არ სურთ კომპანიის მაიკროსოფტისთვის მიყიდვა.
აქციების ფასის ვარდნა და მოლაპარაკებების ჩაშლა დადებითი მოვლენაა კარლ იკანისთვის (Carl Icahn), რომელიც უკვე საკმაოდ გაბრაზებულ აქციონერებს უფრო ადვილად გადაიბირებს (წარმოიდგინეთ თქვენი თავი, ფლობთ კომპანიის აქციებს, რომლის ფასიც 23$-ია, შესაძლებელი იყო, თქვენ ერთ აქციაში 23-ის მაგივრად 40$ მიგეღოთ და მხოლოდ დირექტორთა საბჭოსა და კომპანიის დამაარსებლის პირადი ინტერესების გამო თქვენ ეს მოგება ვერ მიიღეთ, საინტერესოა ვის მიემხრობოდით? :)). Yahoo-ს აქციონერების ყოველწლიური კრება დაგეგმილია აგვისტოში, სადაც კარლ იკანი აქციონერების დახმარებით შეეცდება გადააყენოს დირექტორთა საბჭო. ზაფხულის ბოლომდე კი, იკანის განცხადებით, ის გეგმავს სერიოზულ წმენდას Yahoo-ში. წმენდას უპირველესად ჯერი იანგი შეეწირება. ეს ყველაფერი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იკანმა მიზანი აისრულა და საბჭოში თავისი გუნდის წევრები მოიყვანა.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
09:38,   Power_VANO  |  69331 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 11.June 2008

Opera v9.5 RC


მზადება გამოსვლისთვის
Opera 9.5 (Kestrel) alpha-ს გამოსვლიდან ვადევნებ თვალყურს ბრაუზერის განვითარებას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიამ ლამის თავიდან შექმნა ბრაუზერი. თავიდან გადაწერილია ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ - მარენდერირებელი ძრავები, მომხმარებლის დაცვის სისტემები, ძირითადი სტილი და მოდულები, ნოლიდანაა შექმნილი უამრავი სასარგებლო ნაწილი - Dragonfly, Quick Find, Opera Link ...

Opera 9.5 (code name Kestrel) RC

რაც მთავარია, დროზე მიხვდნენ დეველოპერები, რომ საკუთარი სტანდარტების მოგონება პროგრამის გაფორმების და ქცევის მხრივ ბრაუზერს რაღაც დონის "რკინის" აუდიტორიას კი სძენდა, მაგრამ ფართო ბაზარზე გასვლა ასე გაჭირდებოდა და ახლა საერთო სტანდარტებთან მიახლოებული User Experience FF-ის და IE-ს მომხმარებლებსაც თავს მეტ-ნაკლებად მშობლიურ გარემოში აგრძნობინებს.

გირჩევთ ყველას, ვისთვისაც ინტერნეტი მხოლოდ Internet Explorer–თან არ ასოცირდება ;–)
18:05,   domen  |  37259 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 15 16 17 18 19 20 21 » ბოლო გვერდი