მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Monday, 05.June 2006

Paint.NET v2.63


მოკლედ წარმოგიდგენთ საინტერესო პროგრამას, ეს არის უფასო პროექტი, მიზნად კი ისახავს ჩვენს საყვარელ სისტემაშჳ არსებული უსახური გრაფიკული რედაქტორის შეცვლას, საუბარია შემოტენილ Paint-ზე. გახსოვთ ხომ? რაღაც უსახური და პრაქტიკულად ყველანაირი შესაძებლობებით შეზღუდული. მაშ ასე დადგა დრო გავაძლიეროთ ეს პროგრამა.


მოკლედ უფასო პროექტი მუშაობს .NET Framework 2,0 ტექნოლოგიაზე, ხსნის რამდენიმე გრაფიკულ ფორმატს, ასევე შეუძლია შეინახოს რამდენიმე ფორმატში, სხვა პატარა გრაფიკული რედაქტორებისგან განსხავვაებით შეუძლია შრეებთან (ლეერებთან) მუშაობა და აქვს ეფექტების სია, შესაძლებელია ეფექტების ჩამატება. და ეს ყველაფერი 30 უფრო პატარა პაკეტში ვიდრე საყოველთაოდ ცნობილი გრაფიკული პაკეტი ADOBE Photoshop-ი მოკლედ ვქაჩავთ და ვტკბებით.

08:38,    |  25981 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 03.June 2006

Windows XP-ს ქართული ენის LIP ფაილი


დღეს ფოსტაზე მივიღეთ ერთერთი მკითხველისგან წერილი, რომელშიც შემოთავაზებული იყო აღნიშნული ფაილი. მოკლედ კომპანია UGT კი შეგვპირდა რომ 1 ივნისს ეს ფაილი ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ მათ საიტზე ასეთი რამ ჯერ წარმოდგენილი არ არის.  ამიტომ დიდ მადლობას ვუხდით შემოთავაზებული შესაძებლობისთვის პიროვნებას სახელად ”irmisnaxtomi”. ცოტა არ იყოს უცნაური სახელია, როგორც ვიცით ასეთი სახელით და შესაბამისი პროგრამის ეგიდით ხორციელდება ქართული სასწავლებლების გაქართულებული Linux-ითა და კომპიუტერებით აღჭურვა. რა ვქნათ ასეთი სახელი დაირქვა ამ კაცმა. შემდეგში თუ სურვილი ექნება თვითონ გამოჩნდება აქ (ისე სასურველი არის).

ახლა თვითონ პაკეტზე. პროგრამა წარმოადგენს LIP (Language Interface Pack ) პაკეტს. ანუ იგი აქართულებს სისტემას ზედაპირულად მაქსიმუმ 80%-ით. MUI-სგან განსხვავებით რომელიც მთლიანად ბირთვს ცვლის. UGT-ს სპეციალისტებმა რატომღაც ამ მეთოდს მიმართეს. შედეგად პაკეტის ინსტალირება და ამოინსტალირება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ შეუძებელია სხვადასხვა პროფილებში სხვადასხვა ენების დაყენება, თუ ეს პაკეტი დაყენდა ყველა პროფილში ერთიანი ენა იქნება.

უსიამოვნო ფაქტორი
სამწუხაროდ გამართლდა ყველაზე ცუდი პროგნოზი, თუ გახსოვთ (და თუ წაიკითხეთ ჩვენი სტატია ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი) კომაპნია UGT-ს მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ვიკითხეთ ხომ არ იქნება ამ პაკეტში ვალიდაციის სისტემა ჩაყოლებული, როგროც კომპანიის წარმოადგენლებმა გვითხრეს ეს მხოლოდ Microsoft-ის პრეროგატივაა და ქართული კომპანიები Microsoft-ის პოლიტიკაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდნენ.

20:32,    |  75204 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 02.June 2006

Microsoft Soccer Scoreboard


კომპანია Microsoft-მა საჩუქარი გაუკეთა ყველა ფეხბურთის მოყვარულს. ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად კომპანიამ გამოუშვა პატარა უფასო პრაგრამა, რომლის ჩამოქაჩვაც ყველას შეუძლია.  პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში გაიგოთ რომელი გუნდი რა ანგარიშით რომელ ადგილზეა, რომელ გუნდს რომელ დღეს ვისთან აქვს შეხვედრა და ასე შემდეგ.

თუ გავითვალისიწნებთ ჩვენთან ტოტალიტაზორების უაზრო ბუმს და აურაცხელი ფანატების არმიას, რომლებსაც თამაშიც მაგივრად ადგილზე ჯდომა და მატჩის ყურება უყვართ, გამოვა რომ ეს პროგრამა ორმაგ როლს შეასრულებს, იქნება თქვენი ინფორმატორი, ტან დაგეხმარებათ იმაში რომ ადგილზე იჯდეთ და არ გაინძრეთ :-) 

15:32,   lukatar  |  25669 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

CPU-Z 1.34


განახლდა საკამოდ კარგი პროგრამა პროცესორების და სისტემის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.  სოფტი არ საჭიროებს ინსტალაციას, იგი პირდაპირ იშვება, ამასობაში გაწვდით ინფორმაციას რომელი პროცესორი გაოიყენება ამა თუ იმ სისტემაში, რა ტექნოპროცესითაა დამზადებული, არის თუ არა აჩქარებული, რომელი დედა დაფაა გამოყენებული, რა მეხსიერების მოდულებია და რა სიხშირეზე მუშაობენ, რა ლატენტურობის მხარდაჭერა აქვთ და ასე შემდეგ.

ახალ ვერსიაში ჩამატებულია შემდეგი სიახლეები:
- AMD socket AM2/S1/F (rev F.) CPUs support.
- Enhanced Performance Profile (EPP) memory information report.
- Added Trc (bank cycle time) in DDR2 SPD report.
- Added Trc (bank cycle time) on i925, i945, i955, i975 chipsets.
- FB-DIMM DDR2 SPD information report.
- Core 2 Duo names and logos added.
- Turion 64 X2 logo added.
- Several bug fixed.
პროგრამა განეკუთვნება კლასს MUST HAVE ასე რომ ვქაჩავთ

14:45,    |  26425 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Adobe Reader 7.0.8


განახლდა ცნობილი უფასო პროგრამა, რომელიც მუშაობს PDF ფაილებთან. პროგრამაში გასწორებულია რამდენიმე შეცდომა, გაუმჯობესებულია ფაილების გამოჩენა. დაჩქარებულია მუშაობა.

თეორიაში ყველაფეირ ახალი კარგია, მაგრამ თუ მანიაკალური ლტოლვა არ გამოძრავებთ ყველაფრის განახლებაზე შეგიძლიათ არც დაქაჩოთ, მაგრამ ყველაფერი ახალი ძალიან გემრიელი და სანატრელია :-)

14:05,    |  25987 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Ubuntu Linux v6.06 LTS (Dapper Drake)


განახლდა ცნობილი Linux-ის დისტრიბუტიბი. ბირთვი აგებულია Debian-ის ბაზაზე, პაკეტში შეგის ცნობილი გრაფიკული გარსი Gnome და უამრავი სხვა პროგრამული პაკეტი.

ბოლო ვერსია აგებულია Linux kernel 2.6.15, გარდა ამისა შეცვლილია ცოტათი თვითონ ინსტალატორიც. პაკეტზე საკმაოდ ვრცელი სტატია ჩვენს ბეჭდვით ჟურნალშიც იყო. პაკეტი საკმაოდ პატარაა და მთელი საჭირო პროგრამებიანად ერთ კომპაქტზე ეტევა.  ახალი ვერსიის ჩამოსაქაჩათ კი დააჭირეთ ბმულს.

13:34,    |  26718 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Mozilla Thunderbird v1.5.0.4


Mozilla suite-ის საფოსტო კლიენტ პროგრამა, ვრცელდება უფასოდ, დაცულია სპამისგან, გააჩნია SSL-ის მხარდაჭერა, structured words, კვოტირებები, სკინები, გაფორმებები, ცვალებადი თულბარები, მოკლედ მაგარი პროგრამაა, აკეთებს ყველაფერს წერილების მიღების ჩათვლით ;-) (მგონი იღებს წერილებსაც, თუ არ გჯერავთ თვითონ შეამოწმეთ)

მოკლედ თუ სულით და გულით ვერ იტანთ Outlook-ს მაშინ დროა ამ პროგრამაზე გადაბარგდეთ, სხვათაშორის Fire Fox-თან ერთად სტანდარტული პროგრამების მშვენიერი ალტერნატივაა.

13:07,    |  27818 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Mozilla Firefox v1.5.0.4 Final


განახლდა ცნობილი უფასო ინტერნეტ ბროუზერი, ახალ ვერსიაში გასწორებულია ბევრი შეცდომები, ამჯერად მგონი ბეტა ტესტირება მორჩა და საბოლოო სახით არის გამოსული, მოკლედ ყველას ვისაც ცეცხლოვანი მელაკუდები მოსწონს შეუძლია ჩამოქაჩოს.

იმედია ცოტახანს მაინც გაძლებს ეს პროგრამა განახლებების გარეშე თორემ დავიღალე მისი ახალი ვერსიების განთავსებით და რაც მთავარია ჩემი ბროუზერის განახლებით. მართალია დიდად არ ვიყენებ, მაგრამ მინიმუმ 3 განსხავავებული ბროუზერი მაინც მაქვს, რა იცი რაში დაგჭირდება :-)
მოკლედ ბმულზე წკაპი და მიიღებ ჩამოსაქაჩ ბმულს

12:36,    |  26979 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

პირველი არხის ვებ-რესურსი


ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, ბევრი იცვლება და კიდევ კარგი იცვლება უკეთესობისკენ, მაგრამ ზოგიერთისთვის ცხოვრება როგორც იყო წინა საუკუნეში ასევე დარჩა.

დღეისათვის საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, იგივე  საზოგადოებრივი არხი წინა საუკუნის მაუწყებლობით ჩნდება ინტერნეტში. გარდა იმისა რომ ვებ-რესურსი არ არის დინამიური და არ იყენებს რაიმე პროგრამირების ენას (აწყობილია უბრალო HTML ების მეშვეობით), ასევე არ იყენებს კარგახანია სტანდარტად მიღებულ უნიკოდ შრიფტებს, კერძოდ UTF-8 კოდირების, ან sylfaen-ს ან Glaxo-ს.  კიდევ ასატანი იქნებოდა ეს ფაქტი რომ არა დამატებითი მოუხერხებლობა, საიტზე არც კი არის მითითებული გამოყენებული შრიფტების ჩამოქაჩვის შესაძებლობა.

საინტერესოა როგორ აპირებენ ამ ტელევიზიის მესვეურები, ან ყოველკვირეული პროგრამების განთავსებას, ან  სხვადასხვა პროგრამებისა და ფილმების ანონსირებას.
მეორე უბედურება ის არის რომ ამ საიტიდანვე არის განთავსებული იგივე გაფორმებისა და გამზადების ”საქართველოს რადიოს ვებ-რესურსი” და მეორე არხის ვებ-რესურსი. საინტერესოა აპირებენ რაიმეს შეცვლას თუ არა? ამასობაში ინტერნეტში ამ რესურსების  სარეკლამო ბანერები უკვე გადის :-).
განხილვა ფორუმზე

12:15,    |  28516 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 01.June 2006

PhotoShop CS2 Video Lessons


ესეიგი  ხომ იცით როგორ მიყვარს ეს  პროგრამა  ხოოდა  ეხლა გთავაზობთ  ვიდეო გაკვეთილებს ძალიან მაგარია  გირჩევთ გადმოწეროთ  ლინკი  და შემადგენლობა სრულიადში

13:17,   TERMO  |  21914 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 106 107 108 109 110 111 112 » ბოლო გვერდი