მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Friday, 26.May 2006

OpenOffice.org 2.03 RC2


განახლდა ალტერნატიული საოფისე პროგრამა, ანუ კიდევ ერთხელ ვცდილობთ წავაქციოთ Microsoft  Office :-). პაკეტი OpenOffice შეიცავს ტექსტურ რედაქტორს, ელექტრონული ცხრილების პროგრამას, პრეზენტაციების შესაქმნელ პაკეტს. ყველა პროგრამა თავსებადია ცნობილ MS Office-ს პაკეტებთან, ფაილების მიმოცვლა უმტკივნეულოდ ხორციელდება.

პაკეტში OpenOffice ასევე არის გრაფიკასთან და HTML თან სამუშაო პროგრამები, თუმცა ცოტა თავისებურია და მიჩვევაა საჭირო. პაკეტი მთლად პატარა არ გეგონოთ, ინსტალაციის შემდეგ გააჩნია რა კონფიგურაციას დააინსტალირებთ, მიიღებთ 89-დან 117 მეგაბაიტამდე პროგრამულ უზრუნველყოფას. პაკეტი მუშაობს სხვადასხვა პლატფორმებზე, არსებობს Windows-ის, Linux-ის და Solaris (x86 და SPARC)-ის ვერსიები. მაგრამ გთავაზობთ მხოლოდ Windows_ის ვერსიის ბმულს.

19:56,    |  27050 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Skype 2.0.0.107 & Skype 2.5.0.91 Beta


ისევ განახლდა  საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ 2,0 და  2,5 ვერსიასთან.

ახლა სატელევიზიო რეკლამებს იმედია არ უჯერებთ! ქალაქის ტელეფონზე და მობილურზე დარეკვა უფასო არ არის, ასეთ რამეში არ მოტყუვდეთ, ქალაქის ნომრებზე ინტერნეტის მეშვეობით რეკავთ ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი გაქვთ 12 ევროიანი ბარათი, შემდეგ თითო წუთი ითვლება 1-2 ცენტის საფასურად. კი ჩვენი სატელეფონო კომპანიებისგან განსხვავებით იაფია, მაგრამ მიეჩვიეთ ხმის დაგვიანებს. აი მობილურებზე დარეკვას არ გირჩევთ, ჯერ-ერთი ძვირია, მეორეც  მოუხერხებელია. წუთი დაგიჯდებათ 31 ცენტი, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ამ მომსახურების ცენტრი, ხოლო სხვა ქვეყნის ოპერატორის მეშვეობით გადმორეკვა კი ძალიან ძვირი ჯდება!

19:43,    |  58457 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

nVidia ForceWare 91.28 Beta


განახლებული დრაივერები nVidia-ს ვიდეო დაფების მოყვერულებისთვის. მაშ ასე ვისაც აქვს NVIDIA-ს ვიდეო სისტემები ვთავაზობთ 91.28 -ვერსიის დრაივერებს (ოღონდ  BETA ვერსიას). ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია  DirectX 9.0c -სთან მუშაობა, გაუმჯობესებელია OpenGL 2,0-ის მხარდაჭერა, ჩამატებული ახალი თამაშების ოპტიმიზირება და მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია SLI ტექნოლოგიისთვის რამდენიმე ახალი თამაში.

მოკლედ განახლების და გეიმის მოყვარულებო დროა საკუთარი დრაივერები განაახლოთ! განსაკუთრებიჱთ იმ შემთხვევაში თუ ბოლო მოდელის ვიდეო სისტემები და 512 მეგაბაიტიანი მონსტრები გყავთ.  დრაივერები რა თქმა უნდა შექმნილია Windows 2000/XP -სთვის და იწონის 29 მეგაბაიტს.

დაწვრილებითში შეგიძლიათ ნახოთ  რომელი ვიდეო დაფების მხარდაჭერაა რეალიზებული ამ ვერსიაში.

19:32,    |  23135 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Slax Linux v5.1.6


გიყვართ ცოცხალი დისკები? ანუ ისეთი კომპაქტები როემლზეც ოპერაციული სისტემაა ჩაწერილი და ამასობაში სისტემა კომპში ინსტალირებას არ საჭიროებს. ვიტყოდი ეს ერთერთი მშვენიერი შესაძლებლობაა გაეცნო ახალ სისტემას მისი ინსტალირების გარეშე.

SLAX 5.1.4

მოკლედ  განახლდა კიდევ ერთი LINUX-ის ცოცხალი დისკის სისტემა. მსურველებს შეუძლიათ ჩამოქაჩონ, ჩაწერონ დისკზე და შემდეგ ჩაიტვირთონ ამ დისკიდან, სხვა თუ არაფერი LINUX-ის პანიკურ შიშს გადალახავთ :-), გამოცდილი მომხმარებლები კი გამოიყენებენ ავარიული შემთხვევებისთვის, მაშინ როდესაც სისტემა ამა თუ იმ მიზეზების გამო კომპიუტერიდან არ ირთვება.

19:24,    |  28315 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Symantec LiveUpdate 3.0.166


კომპანია Symantec-მა გამოუშვა განახლებული LiveUpdate. თუ იყენებთ ამ კომპანიის მიერ გამოშვებულ პროგრამებს მაშჳნ ეს პაკეტი აუცილებლად გამოგადგებათ. პროგრამა ტავსებადია Symantec-ის ყველა პროდუქტთან.

პროგრამის მეშვეობით ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ რა განახლება გამოვიდა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ჩამოქაჩოთ და დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერში.საკმაოდ მოსახერხებელი რამ არის.

19:20,    |  30645 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Nokia PC Suite 6.8 Release 22


საკონტაქტო პროგრამა NOKIA-ს ტელეფონების მფლობელებისთვის.
სტანდარტულად პროგრამა თელეფონის მფლობელებს აძლევს შესაძებლობას ნახონ მიღებული შეტყობინებები, შემომავალი და გამავალი ზარები, ატვირთოთ მობილურშჳ თამაშები, მუსიკები, ზარები, სურათები.

პროგრამის ახალი შესაძლებლობების მოკლე ჩამონათვალი:
Key features :
· Automatic, secure data, information, pictures, and music transfer from phone to phone or phone to PC
· Fast, easy connection to the Internet
· Connect wirelessly or via cable
· Connect by using your phone as a modem
· Manage messages, contacts, images, and music
· Synchronize your phone and PC calendars
· Install Java™-based applications in your phone
· Convert ringing tone formats
· Play multimedia messages and videos
· Send text messages from the PC
· Back up and restore phone files
· Over 30 languages

19:17,    |  14980 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

RapidUp 1.1a




მოგეხსენებათ რა  ტასკა არის უცხოურ სერვერებზე ფაილების ატვირთვა ეს პროგრამა ამას გაგიადვილებთ  ამ პროგრამით შეგიძლიათ ატვირთოთ ისეთ პოპულარულ სერვერებზე როგორებიცაა
• RapidShare
• BaDonGo
• FileFront
• MegaShares
• MegaUpload
• SendSpace
• SexUploader
• Uploading
• UploadPort
• zUpload

ლინკი სრულიადში
02:11,   TERMO  |  31916 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

განახლებული ფორუმი გაიხსნა


როგორც შეგპირდით განახლებული ფორუმი გაიხსნა, ამჯერად ფორუმი ძლიერი ბირთვის გამოყენებითაა აგებული, რა თქმა უნდა აქ საკუთარი ნახელავი შედარებით ცოტაა, სამაგიეროდ შესაძლებლობებია ოხრადაა, მგონი ცხოვრებაში აღარ მოგვიწევს ბირთვის შეცვლა :-), განახლებები ალბათ იქნება, მაგრამ მაგით არაფერი არ ფუჭდება.

მოკლედ  მსურველებს შეუძლიათ დაიწყონ ახალ ფორუმზე რეგისტრირება, თუ იპოვით შეცდომებს შეგვატყობინეთ, ერთი შეცდომა ახლაც ვიცი, მაგრამ მაგის გასწორების თავი არ მაქვს, თან რამდენადაც ვნახე ყველა განულებულ ფორუმში ეგ შეცდომა არსებობს, კერძოდ ”ჩემი ასისტენტის” გამოძახებისას რაღაც გაუგებარი თეთრი ობიექტი ჩნდება, რომელიც ფარავს საჭირო ველებს, მაგისთვისაც მოვიცლი უახლოეს დღეებში :-) ოფიციალური ვერისიისთვის ლამის 200$-ს ამჯერად ვერ გადავიხდი, მაგას მირჩევნია კიდევ ერთი სუპერ გათამაშება მოვაწყო :-) პრიზები მეტი კი არ დამიჯდა, ვიტყოდი ცოტათი იაფიც კი დაჯდა :-).

მოკლედ დავიწყეთ ახალი პოსტები, სვალიდან ნიუსებსაც მივხედავ თორემ ეს 2-3 დღეა გადამიყოლა ფორუმის კონფიგურირებამ, თქვენ კი პროგრამული შიმშილი გაქვთ.

P.S. ჰო მართლა თუ რომელიმე პოსტის გადმოტანა გსურთ ძველი ფორუმიდან მითხარით რაღაცას მოვიფიქრებ, თუმცა ჯერ არ ვიცი რას :-)

01:21,    |  23166 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 25.May 2006

ჩვენი ფორუმი დაიხურა


ჩვენი ფორუმი დაიხურა. სამწუხაროდ მარტივი ფორუმი გვქონდა და აშკარად ბევრ პრობლემებს წარმოქმნიდა. ამიტომ ფორუმი დავხურეთ :-).

რამდენიმე საათში ჩაირთველა განახლებული ფორუმი IPB-ს ბირთვზე, ამჯერად მიმდინარეობს ბოლო ნიუანსების ჩასწორება და ტესტირება.

სამწუხაროდ შეუძლებელი აღმოჩნდა საიტზე დარეგისტრირებული სახელების გადატანა ფორუმის ბირთვში, ასე რომ ფორუმში რეგისტრაცია ხელახლა იქნება გასავლელი, საქმის გასამარტივებლად ჯერჯერობით გამორთული გვაქვს ფოსტის რეგისტარციის დადასტურება, წესით ამან უნდა გაამარტოვოს საქმე.

მოკლედ მონიშნული იყო რამდენიმე მოდერატორი, დარეგისტრირდით იგივე სახელით და შეგვატყობინეთ, თუ მოდერატორობის ხასიათზე ისევ ხართ, ჰო მართლა შეკვეცილია ბევრი განყოფილება, იყო 42 განყოფილება და დარჩა 21 ნახევარი შევკვეცეთ, რითაც მგონი ცოტაოდენ მოვაგვარეთ აურზაური.

მოკლედ თუ ფორუმზე რაიმე გქონდათ დასაპოსტი რამდენიმე საათი მოიცადეთ და...

18:28,    |  25025 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 24.May 2006

Puppy Linux 1.0.9


კიდევ ერთი Linux-ის განახლებული დისტრიბუტივი. ყველა სხვა ვერსიისგან განსხავვებით ეს პაკეტი მოითხოვს ყველაზე ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას და მისი ჩატვირთვა შეიძლება USB მოწყობილობიდანაც.

აღნიშნული პაკეტი ყურადღებას იპყრობს თავისი სიმარტივით და რესურსებისადმი საკმაოდ მოკრძალებული მოთხოვნილებებით, ყევდება ინსტალირდება ჩქარა და რაც მთავარია მუშაობს ძალიან ჩქარა. ახალ ვერსიაში განახლებულია ბროუზერი Firefox -ი ვერსიამდე 1.5.0.3, ჩანაცვლებულია ტექსტური რედაქტორი Beaver  უფრო პროგრესულით Geany 0.5,  და დამატებულია პროგრამა Transmission 0.5 რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ  Bittorrent-ის ქსელებთან მუშაობა.

09:54,    |  28826 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 108 109 110 111 112 113 114 » ბოლო გვერდი