მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Sunday, 21.May 2006

Realtek AC'97 Audio Driver v3.88


კომპანია RealTek-მა გამოუშვა ახალი WHQL-დრაივერების ნაკრები  Realtek ALC AC97 Audio Driver 3.73 და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფაც. AC97-კოდეკები გამოდგება შემდეგი ჩიპებისთვის ALC101/201/202/203/250/650/653/655/658/861 მიდის ოპერაციულ სისტემებზე Windows 9x/ME/NT/2000/XP/2003. როგორც წესი ხმის ეს ჩიპები აყენია დედა დაფების 75 პროცენტ შემთხვევაში.

მოკლედ განახლების მსურველები ვაწვებით ბმულს

13:19,    |  31014 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

eMule Xtreme 0.47a v5.1.2


ცნობილი P2P ქსელების დაუღალავი მუშაკი. დროით გამოცდილი და დაჭკვიანებული ვირუკელა დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ მიმოცვლის ქსელების მეშვეობით ფილმების , სურათების სიმღერებისა და სხვა გასართობი თუ სასწავლი ინფორმაციის მოძიებაში.

ერთდერთი რაც უნდა იცოდეს ამ ვერსიის მფლობელმა, ეს არის ექტრემალური ვერსია, ანუ მუშაობის პრინციპი შემდეგია, ელ-ვირი იწყებს ნელა დაქაჩვას, შემდეგ უმატებს და ექაჩება მაქსიმალური კონექტებიდან და მაქსიმალური სიჩქარით, ჩემდეგ ისევ აგდებს სიჩქარეს.
ეს გაკეთებულია იმისათვის რომ თქვენ წამარამა არ დაგბლოკონ მაღალი სიჩქარით  ჩამოტვირთვისათვის.

11:52,    |  29567 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

eDonkey 2000 v1.4.4


ანუ ელექტრო ვირი.  ეს არის P2P ქსელებიდან ფაილების ჩამოსაქაჩი პროგრამა. ალბათ იცით რა არის P2P ქსელები, ანუ მე-შენ, შენ-მე.

მართალია ეს ქსელები სულ უფრო და უფრო გავრცელებული ხდებიან, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ რომ ამ ქსელებიდან მშვენივრად გადმოდიან თქვენს კომპიუტერზე ყველა ჯიშის ვირუსები და ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქსელებს უკვე ოფიციალურ დონეზე უტევენ სხვა და სხვა ვირუsების მეშვეობით. რატომ? იმიტომ, რომ მწყობრიდან გამოიყვანონ, ან თვითონ ქსელი, ან ქსელში გავრცელებული ფაილები მოკლედ დათრევისთვის სტანდარტულად ვაწვებით ბმულს

10:41,    |  29031 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

HDClone Free Edition 3.1.11


განახლდა უფასო პროგრამა დისკების  შიგთავსის კოპირებისთვის, ეს პაკეტი წარმოადგენს უფასო ვერსია, მუშაობა კი დაფუძნებულია სექტორ-სექტორ კოპირებაზე, შედაგად მიიღება ორიგინალი დისკის სრული ასლი. პროგრამა მუშაობს IDE/ATA/SATA დისკებთან.

კოპირების სიჩქარე აღწევს 300 მეგაბაიტს წამში, საკლაოდ კარგიო სიჩქარეა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ უფასო ვერსიაა.  ამ ვერსიაში მოხსნილია პრობლემა დისკების მოცულობასთან შეიიძლება 137 გიგაბაიტზე მეტ ვინჩესტერებთან მუშაობა. პროგრამა რა თქმა უნდა გამოადგება  დისკებზე არსებული ინფორმაციის კლონირების მსირველებს, შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს ოპერაციული სისტემის კოპირებისთვსი და კომპაქტ დისკების კოპირებისთვის.

09:41,    |  28537 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

phpMyAdmin v2.8.1


განახლდა უფასო PHP სკრიპტების ნაკრები My SQL მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ.

პროგრამა განეკუთვნება უფასო ვერსიებს, სხვათაშორის ამ პროგრამას შეუძლია ქართულად საუბარიც, იშვიათი სასიამოვნო ფაქტია არა :-)

ჩამოქაჩვის ინსტრუქციებისთვის ვაწვებით ბმულს

09:13,    |  76350 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Nullsoft Scriptable Install System v2.17


კომპანია Nullsoft-ის უფასო საინსტალაციო პაკეტის შესაქმნელი პროგრამა. თუ გაერკვევით მარტივი სკრიპტირების ენაში შესძლებთ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის საინსტალაციო პაკეტის შექმნას.

პაკეტის მეშვეობით შეიძლება სტანდარტული ინსტალერის გაკეთება, ან სკრიპტების ენის გამოყენებით შეიძლება ცოტათი ჩახლართული საინსტალაციო სისტემის შექმნა. მაგალითად სად სურს მომხმარებელს ინსტალირება რა ჩაიწეროს სისტემაში, შეტანილი იყოს თუ არა რეესტრში ცვლილებები და ასე შედმეგ.

02:00,    |  40375 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 20.May 2006

1800 პლუგინი ფოტოშოპისათვის


აგერ  ა პლუგინები  დიზაინერებს  გამოადგებათ  მეტი რა კომენტარი დაუწერო ეხლა ამას   სრულიადშია ლინკი და დაქაჩეთ მე ვიწერ უკლვე :)

02:33,   TERMO  |  30174 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 19.May 2006

Microsoft Windows Media Player 11.0.5358.4827


ვიცი რომ ამ პლეერმა ბევრი საკამათო სიტუაცია გამოიწვია. ამიტომ გთავაზობთ ოფიციალურ ვერსიას და ინსტალირების ნორმალურ მეთოდს.  მგონი მესამედ ვათავსებთ ამ სიახლეს :-). მოკლედ პირველ რიგში ჩამოქაჩვა, რა თქმა უნდა ამჯერად მოცემულია რეალური ორიგინალი ბმული, ფაილი დევს მწარმოებლის საიტზე ანუ Microsoft-ის საიტზე. პაკეტი იწონის 24 მეგაბაიტს, იგივე ფაილი დევს ჩვენს საიტზეც, ორიგინალი ვერსია, შეგიძლიათ ნახოთ ამ განყოფილებაში.

ჩამოქაჩვის შემდეგ რა თქმა უნდა იწყება ინსტალირება.  ორიგინალი ინსტალერი ითვალისიწნებს თქვენი Windows-ის ლიცენზიის შემოწმებას, თუ ოფიციალური ვერსია გაქვთ უბრალოდ გაუშვით შესრულებაზე ჩამოქაჩული პაკეტი, თუ არა და ვკითხულობთ ინსტრუქციებს.

16:00,    |  110348 ნახვა | 19 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Skype 2.5.0.82 Beta for Windows


ისევ განახლდა (ოღონდ ბეტა ვერსიამდე)  საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ 2,5 ვერსიასთან.

Skype 2.5.0.82 Beta for Windows

ახალ ვერსიაში ჩამატებულია SMS-ების გაგზავნის შესაძლებლობა. სამწუხაროდ შეტყობინებები უფასო არ არის, ჯდება 2-დან 10 ცენტამდე გააჩნია ქვეყანას და ოპერატორს. გაგზავნის უფლების მისაღებად ჯერ მწარმოებლის საიტზე უნდა შეიძინოთ სატელეფონო ბარათი შემდეგ კი შეგიძლიათ SMS-ების გაგზავნა. ჯერჯერობით არ ხორციელზება SMS-ის მიღება თვითონ Skype-ს მომხმარებლის მიერ. იმედია ნელნელა ეს შესაძლებლობაც ჩაემატება პაკეტში.

14:04,    |  65448 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

G Data Anti...worm 1.006.0152


ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა უფასო ანტივირუსები, სწერედ ერთერთი ასეთი ანტივირუსია G Data Anti...worm. მისი მთავარი ამოცანაა დაიჭიროს ინტერნეტით ან რაიმე სხვა გზით გავრცელებული ვირუსები.

ორიენტაცია ვირუსული კი აქვს, მაგრამ გადახრა ჭიაყელებისკენ აქვს ამიტომ პროგრამა ძირითადად ებრძვის შემდეგი კლასის ჭიაყელებს backdoors - Mytob, Mydoom, Beagle, Netsky, Sasser, Blaster Zafi, Mabutu. Startpage  და რამდენიმე სხვას. მოკელდ უფასოდ და ტან კარგი მებტძოლი ქუჩაში არ აგდიაოოო, ასე რომ დაქაჩეთ :-)

13:26,    |  29642 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 110 111 112 113 114 115 116 » ბოლო გვერდი