მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2007
Tuesday, 27.November 2007

AMD-ს პროცესორების მოდელების ნომრები


დიდი რიცხვი უკეთესს ნიშნავს. ყველაფერი მარტივია...

AMD-ს განცხადებით, მისი პროცესორების მოდელების ნომრების სტრუქტურა საკმაოდ მარტივია. რაც უფრო დიდია რიცხვი, მით უფრო უკეთესი პროცესორი იმალება მის უკან. შედეგად, 9x00 უკეთესია 7x00-ზე.

Image

კომპანიამ დასახელებებიდან ამოიღო X4, რადგან მიიჩნია, რომ ეს უფრო დამაბნეველად მოქმედებდა მომხმარებლებზე.

Phenom 9600 AMD-ს ყველაზე სწრაფი პროცესორია, 9700 უფრო სწრაფი იქნება, რომელსაც მოყვება 9800, და ა.შ.

საინტერესოა, რა მოხდება Phenom 9900-ის შემდეგ, როცა AMD-ს უბრალოდ ნომრები აღარ ექნება :). Phenom 9900 ამჟამინდელი ინფორმაციით 2.6 გჰც-იანი მოდელი იქნება, რომელსაც 2008 წლის დასაწყისში ველოდებით. 9900-ის შემდეგ ამდ-ს ალტერნატივის მოძებნა მოუწევს. თუმცა, ჯერჯერობით კომპანიას 2.6 გჰც-ისგან რამდენიმე თვე აშორებს.

ასევე, 9xxx 4 ბირთვიანი პროცესორების აღმნიშვნელი ნომერია.

22:59,   Power_VANO  |  25305 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel's X48-ს DDR2-ის მხარდაჭერაც ექნება


DDR3 მაინც ძალიან ძვირია...

როგორც ცნობილი იყო, ინტელის მომავალ ჩიფსეტს, X48-ს DDR2-ის მხარდაჭერა აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ინტელმა არსებული მეხსიერების კონტროლერი გააუმჯობესა და დაამატა DD2-ის მხარდაჭერა.

Image

გაუმჯობესებული მეხსიერების კონტოროლერი უკეთეს წარმადობას უზრუნველყოფს DDR2-ის გამოყენების შემთხვევაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, X48-ს DDR2-ის მხარდაჭერა კარგი მიზეზის გამო არ დამატებია. DDR3 ჯერ კიდევ ძალიან ძვირია, მათთვისაც კი, ვინც დიდ თანხას გადაიხდის X48-ზე აწყობილ დედა დაფაში.

ისევე როგორც X38-ის შემთხვევაში, X48-ს შემთხვევაშიც გამოვა დედა დაფები DDR2-სა და DDR3-ის მხარდაჭერით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ე.წ. კომბო დაფების გამოსვლა, რომელთაც ორივე სტანდარტის მხარდაჭერა ექნებათ.

სავარაუდოდ, X48 ჩიფსეტზე აწყობილი დედა დაფები ბაზარზე გამოჩნდება 2008 წლის დასაწყისში.

22:47,   Power_VANO  |  24426 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

G92, 8800 GTS უკვე მზადაა!


რელიზი 2 კვირაში + მცირე ტესტირება

nVidia გამოუშვებს G92, D8P-ის ახალ, უფრო სწრაფ ვერსიას 2007 წელს. ეს რელიზი, წინასწარი ინფორმაციით, 2 კვირის ვადაში შედგება.

Image

Fudzilla-ს განცხადებით, ახალი დაფების რელიზი 3 დეკემბრის შემდეგ მოხდება, ეს თარიღი კი დაახლოებით 1 კვირაში დადგება.

როგორც ცნობილია, ევროპაში G92 ჩიპები სანთლითაა საძებნი, ახალი დაფაც ამავე ჩიპზეა რეალიზებული, შედეგად, ალბათ, ისევ მოგვიწევს 8800 GTS-ის ძებნა :) თუმცა ეს კარგი პერიოდია Geforce 8800 GTX / Ultra დაფებისთვის, რადგანაც მათზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება.

რაც შეეხება D8E-ს, რომელიც რეალურად ორი G92 ჩიპია, სავარაუდოდ, გამოვა 2008 წლის პირველ კვარტალში.

ესეც შეპირებული მცირე ტესტი: EVGA 8800 GTS SSC

22:20,   Power_VANO  |  27119 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

G96 მარტში გამოვა


nVidia-ს ახალი მეინსტრიმი

nVidia-ს ამჟამინდელი, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მას არ გააჩნია Radeon 3850-ის კონკურენტი დაფა. ატი-ს ქმნილება 8600 GTS-ს სწრაფია (ოვერლოკირებული დაფები არ ითვლება) და ღირს მიახლოებით 150 ევრო (256 მბ მეხსიერებით).

Image

წელს nVidia-მ საკმაოდ მომგებიანი სეგმენტი დაუთმო ATI-ს და კონკურენტი დაფა არ ექნება 2008 წლის მარტამდე. ამ დროს გამოვა G96, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს Radeon 3850-ს და შესაბამისი კლასის ვიდეო დაფებს.

ჯერჯერობით ბევრი არაა ცნობილი ახალი ჩიპის შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, nVidia მეინსტრიმს გადაიყვანს 256 ბიტიან მეხსირების ინტერფეისზე.

21:59,   Power_VANO  |  26822 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 16.November 2007

დიდი ქულერი კეისისთვის Akasa-სგან


220 მილიმეტრიანი ვენტილატორი...

კომპანია Akasa-მ წარმოადგინა ახალი ქულერი, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერის კეისში ჰაერის ცირკულაციისთვის.

Akasa 220 mm Case Fan

ვენტილატორის გაბარიტებია 220 x 220 x 30 მმ. იგი აღჭურვილია საკისარებით და ბრუნავს 600 ბრუნი/წუთში სისწრაფით. მისი ხმაურის დონე კი 23.48 დეციბელია. ამასობაში ვენტილატორს შეუძლია საათში 95,63  კუბური მეტრი ჰაერის გადაცემა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ასევე ახალი პროდუქტი აღჭურვილია ექვსი ლურჯი დიოდით.

რაც შეეხება ფასს, იგი საკმაოდ მისაღებია და როგორც მწარმოებელი აცხადებს 14 ევროზე ნაკლები იქნება.

10:50,   Power_VANO  |  23729 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 12.November 2007

Intel-ის 45 ნმ პროცესორების ოფიციალური რელიზი


დღეს Penryn-ის დაბადების დღეა...

დღეს, 12 ნოემბერს, ოფიციალურად მოევლინა სამყაროს ინტელის 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორები, რომლებიც Penryn ოჯახის წარმომადგენლები არიან. დღეს ანონსირებული პროცესორები განკუთვნილია სერვერებისთვის, სამუშაო სადგურებისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის. მათგან, 15 პროცესორი განეკუთვნება Intel Xeon-ის ოჯახს, ხოლო მხოლოდ ერთი - Core 2 Extreme QX9650, განკუთვნილია დესკტოპ სისტემებისთვის.

45-нм процессоры Intel

ანონსირებული პროცესორების სრული სიის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

12:02,   Power_VANO  |  20818 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 04.November 2007

ELCOMCAUCASUS 2007


ტექნო-გამოფენა თბილისში

თბილისი გათამამებული არ არის ტექნოლოგიური გამოფენებით. ასე რომ, ყველა ასეთი ღინისძიება ტექნოლოგიურ მანიაკებს განსაკუთრებით უხარიათ. არ დავმალავთ და გაცნობებთ, რომ ჩვენც არანაკლებ გვიხარია და ველოდებით საინტერესო გამოფენას. როგორც წესი, ELCOMCAUCASUS იმართება შემოდგომაზე, ტარდება დიდუბეში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე. ორგანიზატორებმა არც წელს გვიღალატეს და 6-დან 8 ნოემბრის ჩათვლით მე-11 პავილიონში (წერეთლის 118ა) ჩატარდება მე-8 ინტერნაციონალური ტექნოლოგიური გამოფენა ELCOMCAUCASUS 2007.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგიური მიღწევები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, კომუნიკაციები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ თბილისში ასეთი გამოფენები იშვიათია, ასე რომ, მის გამოტოვებას არ გირჩევთ. გამოფენა ტარდება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიისიის მხარდაჭერით.

შარშანდელისგან განსხვავებით წელს მე-11 პავილიონი მთლიანად თავისუფალია (შარშან ნახევარ პავილიონში ”საქართველოს ბანკი” მუშაობდა) ანუ წესით, ELCOMCAUCASUS 2007-მა მის წინამორბედს უნდა აჯობოს :-)

გამოფენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10 საათზე  და გასტანს 8 ნოემბრის 6 საათამდე. გაითვალისწინეთ, რომ გამოფენა 24 საათი არ მუშაობს, ყოველ საღამოს იხურება, ასე რომ მსურველებმა იჩქარეთ. ასევე, გაითვალისწინეთ წინა წლების გამოცდილება, გამოფენაზე დასწრება ფასიანია. შარშან ფასი 2 ლარი იყო, თუმცა წელს შეიძლება ფასი გაიზარდოს (რამდენიმე კვირის წინ გამართულ AutoShow-ზე შესვლა 5 ლარი ღირდა) ან ისევ 2 ლარის ზღვარზე გაჩერდეს. ასევე, გამოფენა ზოგიერთისთვის, მაგალითად სტუდენტებისთვის, შესაძლოა უფასო იყოს. ამიტომ, სტუდბილეთები თან იქონიეთ.

გამოფენაზე გელით შემდეგი თემატიკის პავილიონები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელური სისტემები, აუდიო და ვიდეო სისტემები, საბანკო დაცვის სისტემები, კავშირგაბმულობა, სარეკლამო ტექნოლოგიები, დაზგა-დანადგარები და სხვა.

15:22,   Power_VANO  |  22726 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ჯეოსელის Wi-Fi ინტერნეტი უფასოდ


როგორც ხედავთ, მაგთის შემდეგ, ჯეოსელმაც გადაწყვიტა უფასო Wi-Fi დაშვების წერტილების გახსნა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია. შესაძლოა, ხარიხსი მთლად კარგი არ იყოს, მაგრამ მთავრია, რომ ინტერნეტი უფასოა და ნელ-ნელა ქალაქში დაშვების წერტილების რაოდენობა იზრდება.

გთავაზობთ ამონარიდს ჯეოსელის საიტიდან:

ჯეოსელმა დაიწყო ახალი სერვისის Wi-Fi დანერგვა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ უმავთულო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უფასოდ პორტატული კომპიუტერით Wi-Fi დაფარვის ზონაში.

სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველას ვისაც პორტატულ კომპიუტერში აქვს Wi-Fi მოდული ან აქვს Intel Centrino ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

უმავთულო ინტერნეტის სიჩქარე დაფარვის ზონაში შეადგენს 1 მბ/წმ.

უფასო Wi-Fi დაფარვის ზონებია (Hot-Spots):

მისამართები:
1. მეიდან კლუბი  / 6, რკინის რიგის ქუჩა
2. რესტორანი მეიდანი / 6, რკინის რიგის ქუჩა.
3. 2 Side – Left Side (ქართული რესტორანი) / 7, ბამბის რიგის ქუჩა.
4. Café Cache  / ბამბის რიგის ქუჩა 7
5. კანაპე          / აბაშიძის ქუჩა 14
6. ბატონები      / ჭავჭავაძის ქუჩა 4ა
7. China Town / ლესელიძის ქუჩა 44
8. ინგლისური ჩაის სახლი  / მარჯანიშვილის ქუჩა 5
9.  ლიტერატურული კაფე/ თარხნიშვილის ქუჩა 2
10. ლიტერატურული კაფე კინო ამირანი  / კოსტავას ქუჩა 36
11. 2 Side – Right Side / ბამბის რიგი 7
12. ბერლინი / ყაზბეგის ქუჩა
13. 12 Shardin  / შარდენის ქუჩა 12

ჯეოსელი განაგრძობს Wi-Fi დაფარვის წერტილების გაზრდას და წლის ბოლოსთვის ქალაქის მრავალ ადგილას შეგეძლებათ ისარგებლოთ ჯეოსელის უმავთულო ინტერნეტით.

როგორც კომპანია გვპირდება, ქსელი წლის ბოლოსთვის გაცილებით უფრო ფართო იქნება. ძალიან კარგი, მაგრამ ორივე კომპანიას რჩევის სახით ვეტყოდი: კარგი იქნება უფასო Wi-Fi ინტერნეტის დაშვების წერტილები გაკეთდეს უნივერსიტეტებთან/უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, პარკებსა და სკვერებში (რამდენიმეში უკვე არის) და მსგავს ადგილებში.

15:08,   Power_VANO  |  20224 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 02.November 2007

USB 3.0, როგორც FireWire-ის ალტერნატივა


სიახლეები 2008 წლისთვის

როგორც უკვე იცით, IDF 2007-ზე ინტელმა განაცხადა, რომ რამდენიმე სხვა კომპანიასთან ერთად დაიწყო მუშაობა ახალ, USB 3.0 სტანდარტზე, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 4 გბ/წმ-ზე მეტი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი USB 2.0-ის მაქსიმალური სიჩქარე პროგრამულ დონეზე 300 მბ/წმ-ია, ანუ ახალი სტანდარტი დაახლოებით 10-ჯერ უფრო სწრაფი იქნება. ასევე, USB 3.0-ს ექნება ტრაფიკის პრიორიტიზების საშუალება (QoS - Quality of Service), რაც ახალ სტანდარტს საშუალებას მისცემს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს IEEE 1394 სტანდარტს, რომელიც ცნობილია, როგორც

кабель USB 3.0

13:01,   Power_VANO  |  24275 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Phenom X4 GP-7000 VS Athlon 64 X2 6400+


Phenom X4 gets crushed...

ერთ-ერთმა ტაივანურმა ბლოგმა მოახერხა AMD Phenom X4 GP-7000-ის ხელში ჩაგდება და, რა თქმა უნდა, ჩაატარა ტესტები. ახალი პროცესორი შეადარეს Athlon 64 X2 6400+-ს, თუმცა ტესტების შედეგები არც თუ ისე კარგია...

ამ ორი პროცესორის შედარება არც ისე სამართლიანია, რადგან Phenom X4 GP-7000 მხოლოდ 2.0 გჰც-იანია და აქვს 4 ბირთვი, ხოლო Athlon 64 X2 6400+ მუშაობს 3.2 გჰც-ზე და აქვს 2 ბირთვი.

Image


დედაპლატა აწყობილი იყო AMD RD790 ჩიფსეტზე. მეხსირებად გამოყენებულ იქნა 2 გბ Corsair DDR2-1066, ხოლო ვიდეო დაფად - 8600 GT.

12:51,   Power_VANO  |  21911 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 40 41 42 43 44 45 46 » ბოლო გვერდი