ის რაც ერთი წლის წინ ja_ja-მ დაწერა კომპინფოზე, მეტნაკლებად გამართლდა. თუ გაინტერესებთ, რას ვგულისხმობ დააჭირეთ აქ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია LGA715-ზე უცნობია, თუმცა ინფორმაცია LGA1366-ზე დადასტურდა.
სიმართლე რომ ითქვას, ის უფრო გასაკვირი იყო, რომ ნეჰალემი LGA775-ზე იმუშავებდა... ახალ სოკეტზე გადასვლა კი აბსოლუტურად გასაგებია. ახალ პროცესორებს ინტეგრირებული ექნებათ მეხსიერების კონტროლერი, რომელსაც DDR3-ის მხარდაჭერა ექნება. ნეჰალემს დასჭირდება ახალი ჩიფსეტი და არ იმუშავებს არც LGA775-ზე და არც სერვერულ LGA771-ზე.
მოკლედ, 2008 წლის მეოთხე კვარტალში დიდი ცვლილებები იგეგმება, ჩვენც მოუთმენლად ველით სიახლეებს...
უკვე ვიცით, რომ 2008 წლის ბოლოს ინტელი ახალ პროცესორებს გამოუშვებს, ეს იქნება Nehalem. ახალი პროცესორები 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადდება, თუმცა მათში რამდენიმე რადიკალური ცვლილება იქნება: პროცესორში ინტეგრირებული იქნება მეხიერების კონტროლერი, რომელსაც DDR3-ის მხარდაჭერა ექნება და ასევე ექნება QuickPath (QPI inter chip communication protocol) ტექნოლოგიის მხარდაჭერაც. ეს უკანასკნელი ინტელის პასუხია AMD-ს Hypertransport-ზე.
Nehalem/Bloomfield-ს დასჭირდება ახალი ჩიპსეტი Tylersburg-DT, რომელიც თავის მხრივ, აღჭურვილი იქნება ICH10 სამხრეთ ხიდით. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წლის მეოთხე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.
მანამდე კი ბაზარს Penryn-ის ოჯახის წარმომადგენელი, 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული ოთხბირთვიანი Yorkfield პროცესორები შეავსებენ. ასევე გამოვა X48 ჩიპსეტი, რომელსაც FSB 1600 -ის მხარდაჭერა ექნება და Penryn-სა და Nehalem-ს შორის არსებულ დროს მეტნაკლებად შეავსებს...
Nvidia-მ გამოუშვა Tripple SLI. მიუხედავად იმისა, რომ გეგმაში Quad SLI-ს გამოშვება იყო, როგორც რამდენიმე წყარო იტყობინება, კომპანიამ ვერ მიიღო სასურველი შედეგი ოთხი ვიდეო დაფის გამოყენებით. სწორედ ეს გახდა Tripple SLI-ს გამოშვების მიზეზი.
ბევრი მწარმოებელი უკმაყოფილო დარჩა Quad SLI-ს ტესტებისგან, რომელსაც ძალიან მცირე მატება ჰქონდა წარმადობაში, ამიტომ Nvidia-მ არჩევანი Tripple SLI-ზე შეაჩერა. როგორც აცხადებენ, ეს საუკეთესო იყო, რისი გაკეთებაც კომპანიას ამჟამად შეეძლო.
ამასობაში, ვიცით, რომ ATI Quad CrossFire-ზე მუშაობს, რომელიც 2008 წლის დასაწყისში უნდა იყოს მზად. ასე რომ, Nvidia-ს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს გადასაჭრელი.
ასევე, გასათვალისწინებელია ინტელის განცხადებაც, რომ SkullTrail პლატფორმას Quad SLI-ს მხარდაჭერა ექნება. შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ უკვე რაღაც შედეგები არის ამ მხრივ. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.
ჯერჯერობით nVidia მხოლოდ Triple SLI-ს ამუშავებას ახერხებს, მაგრამ თუ კომპანია Quad SLI-სთვის შექმნის დრაივერს, Skulltrail პლატფორმას ამ ტექნოლოგიის სრულფასოვანი მხარდაჭერა ექნება.
შეგახსენებთ, რომ Skulltrail მაღალწარმადობიანი, ორპროცესორიანი გადაწყვეტაა, ძირითადად ენთუზიასტებისა და გეიმერებისთვის.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით, ახალ პლატფორმას არ ექნება Quad Crossfire-ის მხარდაჭერა (შესაძლოა, საერთოდაც არ ჰქონდეს).
Skulltrail პლატფორმას აქვს 8 გბ FBDIMM და Socket 771-ზე მომუშავე პროცესორების მხარდაჭერა. შესაბამისად, საუკეტესო არჩევანი ახალი პლატფორმისთვის იქნება QX9775, რომელიც 3.2 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და FSB 1600-ის მხარდაჭერა ექნება.
2008 წლის პირველ კვარტალში, ინტელი გეგმავს, გამოუშვას ორი პროცესორი eXtreme Edition ოჯახიდან, ესენი იქნებიან QX9775 და QX9770. ორივე მათგანი იმუშავებს 3.2 გჰც სიხშირეზე, ექნებათ FSB 1600 მჰც.
ორივე პროცესორს ექნება 12 მბ კეშ მეხსიერება და 4 ბირთვი. ერთადერთი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ QX9775-ს ექნება socket 771-ის მხარდაჭერა და SkullTrail პლატფორმისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო QX9770-ი LGA775-ზე იმუშავებს.
ორივე პროცესორი განკუთვნილი იქნება 12 ნოემბერს გამოშვებული QX9650-ს შესაცვლელად, რომელიც 3 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და FSB 1333 მჰც-ის მხარდაჭერა ექნება.
როგორც იცით, ინტელი 12 ნოემბერს ახალ 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ პროცესორებს გამოუშვებს, Penryn-ის ოჯახიდან. თუმცა ნოემბერში წარმოდგენილი პროცესორები იქნებიან eXtreme Edition ოჯახის წარმომადგენლები, შესაბამისად მათი ფასი 999$ და 1300$ იქნება. ხოლო რაც შეეხება ჩვენთვის მისაღებ სამომხმარებლო ბაზარს, ამ ბაზრისთვის პროცესორები 2008 წლის იანვარში გამოვა.
ამასობაში, არსებულ პროცესორებზე ფასები კიდევ უფრო ეცემა. E6850 უკვე 235 ევრო ღირს. ამერიკაში ამ პროცესორს 270$-ად იშოვნით. რაც შეეხება ახალ პროცესორს, Core 2 Duo E8500 გამოსვლისას 270$ ეღირება და ყველზე სწრაფი ორბირთვიანი პროცესორი იქნება ბაზარზე.
როგორც უკვე იცით, ინტელის სტანდარტული გეგმის მიხედვით, კომპანია გეგმავდა 12 ნოემბერს გამოეშვა QX9650, 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორი პენრინის ოჯახიდან, 12 მბ კეშ მეხიერებითა და 1333 მჰც-იანი სისტემური სალტით.
თუმცა, ინტელმა გეგმები ოდნავ შეცვალა და გადაწყვიტა, რომ QX9650-თან ერთად გამოუშვას მისი უფროსი ძმა, კოდური სახელით - DT C2QXEE 3.2G, რომელიც 3.2 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და უმცროსი ძმისგან განსხვავებით ექნება 1600 მჰც-იანი სისტემური სალტე.
ახალი სისტემური სალტის ოფიციალური მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ X38 და X48 ჩიფსეტებს ექნებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესორი არ იმუშავებს P35 ჩიფსეტზე, უბრალოდ, მაღალი სისტემური სალტის სიხშირის ხელით დაყენება მოგიწევთ :)
მოკლედ, დიდი ბრძოლისათვის წინასწარი მზადება საკმაოდ დიდი ტექმპით მიმდინარეობს, ჩვენ კი ველოდებით 12 ნომბრის მოსვლას და ბრძოლის შედეგებს....
რამდენიმე წყარო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია AMD მუშაობს 2.8 გჰც-იანი (თუ 3.0 გჰც-იანის არა) Phenom FX-ის გამოშვებას. თუმცა, ამის გაკეთება კომპანიისთვის საკმაოდ რთულია, ამიტომ მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმში მიდის. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ AMD-ს ამ პროცესორების გამოშვება 2007 წელს სურს!
Rev B2F, რომელიც Barcelona ბირთვის ახალი რევიზიაა, კომპანიას აძლევს საშუალებას 2.5 გჰც-იან ზღვას გადასცდეს და გამოუშვას უფრო მძლავრი პროცესორები.
ასევე, ტესტებს საკმაოდ გაუხარდებათ, ერთნაირი სიხშირის 3.0 გჰც-იანი ფენომისა და FSB1333 Yorkfield 3.0 გჰც-ის შედარება. ასევე, FSB1600-იან, 3.2 გჰც-იან მოდელს (რომელზეც შემდეგ ნიუსში მოგიყვებით) საკმაოდ კარგი შანსები ექნება 3.0 გჰც-იანი ფენომის წინააღმდეგ. მოკლედ, ყველანი მოუთმენლად ველოდებით ახალი პროცესორების გამოსვლას, ტესტირებებსა და AMD-ს ბედის გადაწყვეტას.
IDF 2007-ზე კომპანია ინტელმა წარმოადგინა 45-ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პენრინის პროცესორები, რომელთა პირველი წარმომადგენელი, QX9650 ბაზარზე 11 ნოემბერს გამოვა. უკვე ცნობილია დესკტოპ პროცესორების მიახლოებით ფასებიც:
მოდელი | სიხშირე | კეშ-მეხსიერება | ფასი |
ოთხბირთვიანი პროცესორები | |||
QX9650 | 3 გჰც | 12 მბ | $999 |
Q9550 | 2,83 გჰც | 12 მბ | $530 |
Q9450 | 2,66 გჰც | 12 მბ | $316 |
Q9300 | 2,50 გჰც | 6 მბ | $266 |
ორბირთვიანი პროცესორები | |||
E8500 | 3,16 გჰც | 6 მბ | $266 |
E8400 | 3,00 გჰც | 6 მბ | $183 |
E8300 | 2,83 გჰც | 6 მბ | - |
E8200 | 2,66 გჰც | 6 მბ | $163 |
როგორც უკვე იცით, ინტელის პირველი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული 12 ნოემბერს გამოვა გაყიდვაში, ხოლო რაც შეეხება პენრინის ოჯახის სხვა წარმომადგენლებს, ისინი იანვრიდან იხილავენ მზის სინათლეს. ეს ეხება როგორც დესკტოპ პროცესორებს, ასევე სერვერულსა და მობილურ პლატფორმასაც. ამჟამად თითქმის ყველა პროცესორის მიახლოებით ფასი ცნობილია.
სერვერული პროცესორების, Harpertown და Wolfdale-ის ფასები:
კოდური სახელი | მოდელი | სამუშაო სიხშირე | სისტემური სალტე | კეშ-მეხსიერების მოცულობა | მაქსიმალური ენერგომოხმარება | გამოსვლის თარიღი | ფასი |
Harpertown | X5472 | 3,0 გჰც | 1600 მჰც | 12 მბ | 120 ვატი | ნოემბერი 2007 | $958 |
E5472 | 3,0 გჰც | 1600 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $1022 | |
E5462 | 2,8 გჰც | 1600 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $797 | |
X5460 | 3,16 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 120 ვატი | ნოემბერი 2007 | $1172 | |
X5450 | 3,0 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 120 ვატი | ნოემბერი 2007 | $915 | |
E5450 | 3,0 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $851 | |
E5440 | 2,83 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $690 | |
E5430 | 2,66 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $455 | |
E5420 | 2,50 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $316 | |
E5410 | 2,33 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $256 | |
E5405 | 2,00 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $209 | |
Harpertown LV | L5420 | 2,50 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 50 ვატი | იანვარი 2008 | $380 |
L5410 | 2,33 გჰც | 1333 მჰც | 12 მბ | 50 ვატი | იანვარი 2008 | $320 | |
Wolfdale-DP | X5272 | 3,40 გჰც | 1600 მჰც | 6 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $1172 |
X5260 | 3,33 გჰც | 1333 მჰც | 6 მბ | 80 ვატი | ნოემბერი 2007 | $851 | |
E5205 | 1,86 გჰც | 1066 მჰც | 6 მბ | 65 ვატი | ნოემბერი 2007 | $177 | |
Wolfdale-DP LV | L5250 | 3,16 გჰც | 1333 მჰც | 6 მბ | 40 ვატი | იანვარი 2008 | - |