გამოკითხვა |
იყენებთ CompinfoPack-ს?
ვიყენებ რეგულარულად
57 გამოკითხულთა (33%)
ვიყენებ ხანდახან
19 გამოკითხულთა (11%)
არ ვიყენებ
44 გამოკითხულთა (25%)
რა არის CompinfoPack?
51 გამოკითხულთა (29%)
|
|
ადგილმდებარეობა მთავარი » სიახლეები
სიახლეები
სიახლეები 2006
გამოვიდა ცნობილი არქივატორის ახალი სრული ვერსია. დიდ ახსნა არ უნდა იმას რომ პროგრამა 7-Zip-ი ინტუიციურად გასაგებია ყველასათვის. აღსანიშნავია ამ პროგრამის საკუთარი ფორმატის არქივი. არქივი ინახება ფორმატში 7z, მაგრამ ამ დროს ფაილები უფრო კარგად იკუმშება ვიდრე ცნობილ ZIP და RAR არქივატორებს შეუძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს არქივაციაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. 7-Zip-ი მუშაობს შემდეგი ფორმატის არქივებთან: 7z, ZIP, CAB, RAR, ARJ, GZIP, BZIP2, TAR, CPIO, RPM და DEB. შესაძლებელია თვითგახსნადი არქივების გაკეთება, ასევე შეიძლება არქივატორია პატარა მენიუ გამოიყენოთ იმისათვის, რომ რაღაც ინსტალერის მაგვარი პაკეტი გააკეთოთ.
პროგრამა ინტეგრირდება Windows-ის გარსში და ფაილების ეგრეთწოდებული შეკუმშვა/განკუშვა შესაძლებელია კონტექსტური მენიუდანაც.
მოკლედ ყველას ვისაც გსურთ უფასო არქივატორი მიიღოთ დააჭირეთ ბმულს.
20:08,
|
42553 ნახვა
| 3 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
მოკლედ თუ გინდათ საკუთარ ეკრანზე მომხდარი მოქმედებების ვიდეო ფაილად ჩაწერა, ეს პროგრამა დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით შეიძლება მთელი ეკრანის, ან მხოლოდ ნაწილის ჩაწერა. რა თქმა უნდა ვიდეო ფაილი იწერება AVI ფორმატში და სურვილის შემთვევაში შეიძლება მისი რედაქტირება და მონტაჟი
პროგრამა ასევე გაძლევთ საშუალებას ჩაწეროთ თქვენი აუდიო ხმაც, შედეგად შეძლება ვიდეო გაკვეთილების გამზადება, ჩათვალეთ პატარა სამუშაო სტუდია გაქვთ ხელთ :-)
შესაძლებლობების პატარა ჩამონათვალი: The newest enhancements include: - Flash 8 support with direct publishing to FLV - QuickTime 7 and H.264 support - Section 508-compliant captioning - Interactive quizzing and feedback - Side-by-side presentation of Webcam and screen video - Third-party video hosting
14:23,
|
28106 ნახვა
| 9 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
აბა Linux_ის მოყვარულებო აქეთ აქეთ. შეგიძლიათ დატკბეთ განახლებული ოპერაციული სისტემით SuSE Linux 10.0. ეს არის კომერციული ოპერაციული სისტემის უფასო ვერსია, რომელიც გამოირჩევა ყველაზე ძლიერი შესაძლებლობებით.
არის ორი ძირითადი ვერსია, პირველი Released Version, მეორე Development Version, მოკლედ ამჯერად შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ 5 დისკიანი სისტემა, პლიუს ერთი მინი დისკის იმიჯი. ჩაწერეთ ეს იმიჯი კომპაქტზე და მუშა სტაბილური სერვერი გექნებათ პირდაპირ კომპაქტზე :-)
13:12,
|
28855 ნახვა
| 6 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
აგერ ა ჩემო ტკბილო და მურაბა საზოგადოებავ მშვენიერი ფონტები არის თავისი ზიზილპიპილოებით ასე რომ გადაიწერეთ სრუილიასში ძალიან პატარაა სულ რაღაც 3.5 MB ა
12:28,
TERMO
|
36348 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
მოკლედ ამ ბროუზერს ხომ აღარ ეღირსა საბოლოო რელიზად გამოსვლა, აი, აი გამოვა, გამოვა და ისევ ბეტა ვერსია გამოდის, მგონი თქვენც დაიღალეთ, მაგრამ რა გიყოთ, ყველა პრეტენზია მწარმოებელთან.
დანარჩენი აღწერა სტანდარტულია, ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი და კარგი ბროუზერი, მაგრამ მე-9 ვერსია ოფიციალურად არაფრით არ გამოვიდა, ყველა მე-9 ვერსიაა არის BETA შესაბამისად პასუხისმგებლობას მის სტაბილურ მუშაობაზე არავინ არ იღებს :-) მაგრამ მოსინჯვა ყველას გვინდა, დაე მოვსინჯოთ.
11:53,
|
31106 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
რას ერჩით მშვენიერი სკინებია :) მე ძაან მომეწონა თუ თქვენც მოგეწონებათ აგერ არის და გადმოწერეთ თან არც ტვირთავს და არაფერი ასე რომ გიხაროდენ :D
ბიჭის სკინის გადმოწერა
გოგოს სკინის გადმოწერა
11:50,
TERMO
|
36109 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
როგორც ხდება ცნობილი კომპანია Microsoft-ი მაინც აღასრულებს თავის ოცნებას და თავის სათამაშო კონსოლში ჩაამონტაჟებს HD DVD დრაივს. ოგორც ვიცით თავიდან ანონსი კეთდებოდა რომ კომპანია Microsoft-ი მხოლოდ HD DVD სტანდარტს უჭერდა მხარს, მაგრამ დროთა განმავლობაშჳ ე სინფორმაცია გაქარწყლებული იყო. მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.
ნოემბრის შემდეგ მოსალოდნელია კონკურენტი სათამაშო კონსოლის გამოსვლა, როგორც ხვდებით საუბარია PlayStation 3 და Wii-ზე, რომლებიც SONY-ს განცხადებით აღჭურვილი იქნებიან Blu-ray DVD დრაივებით. არ დაგავიწყდეთ რომ კონსოლი გაიყიდება 500-600 დოლარად, მაშინ როდესაც თვითონ Blu-ray DVD დრაივი სავარაუდოდ ჯდება 600-700 დოლარი. უბრალოდ სხვა გზა არ არის, კონკურენტის სათამაშო Xbox ლამის ერთი წელია ბაზარზეა და უკვე გაიყიდა 10 მილიონი ეგზემპლარის სახით, თან გაცილებით იაფი ღირს, მთელი 200$-ით. იმისათვის რომ Xbox-ი კონკურენტუნარიანი დარჩეს კომპანია Microsoft-ი მას დაამატებს ახალ დიდი მოცულობის დრაივს, რომელიც კონკურენტის დრაივისგან განსხვავებით გაცილებით იაფი ჯდება. ჯერჯერობით ძნელია ზუსტი ფასების დასახელება, მაგრამ ფაქტი ერთია დიდი მოცულობის დისკების მხარდაჭერა Xbox-ს სჭირდება, ხოლო Toshiba-ს სჭირდება რომ მის სტანდარტს მხარდამჭერები ყავდეს და მისი დისკები იყიდებოდეს, უკვე გაყიდული 10 მილიონი კონსოლი ამის მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა.
11:19,
|
65965 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
გამოჩნდა ჯერჯერობით ალფავერსიის სახით ცნობილი ბროუზერი. შეგიძლიათ დაქაჩოთ და იხალისოთ. ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი, ამასობაში სტაბილური და თან დაცული ბროუზერი. თუმცა ნუ დაივიწყებთ ეს არის ალფა ვერსია, ანუ ბეტაც კი არ არის, მწარმოებელმაც კი არ იცის რას იზამს ეს პაკეტი, ასე რომ მოსინჯეთ მაგრამ ფრთხილად.
ახლა რეკლამის გარეშე თუ ვისაუბრებთ ეს არის ერთერთი IE-ს კონკურენტი, ამ ბროუზერს უფადნიდნენ მსოფლიო გადატრიალებას, სხვათაშორის IE-ს შემდეგ დღემდე ერთერთი ყველაზე პოპულარული ბროუზერია, მაგრამ აი რეკლამირებული სიჩქარე და დაცულობა ლეგენდების სფეროდანაა. არის სიჩქარე მაგრამ მაქსიმუმ 1-2 წამი, ასე რომ რაიმე განსაკუთრებულს ნუ ეძებთ.
10:41,
|
30179 ნახვა
| 3 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
კიდევ ერთი შპიონური მოდულების დეტექტორი, პროგრამა ვრცრელდება უფასოდ, ასე რომ ველას უპრობლემოდ შეუძია ჩამოქაჩვა და მოსინჯვა.
მოკლედ ბევრი ახსნა საჭირო არ არის, შეგაწუხად შპიონურმა მოდულებმა? მაშინ დროა დაასრულოთ მათი მუშაობა.
10:09,
|
33726 ნახვა
| 2 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
მიხარია და უნდა გაცნობოთ როგორც იქნება ამ პაკეტის საბოლოო ვერსია გამოვიდა, როგორც გაცსოვთ ადრე ამ პროგრამის ბეტა ვერსიას, ვერსიაზე ვდებდით, იყო პირველი, მეორე, მესამე და ლამის მეშვიდე ბეტა ვერსია და აგერ როგორც იქნა გამოვიდა სრული ვერსია.
ამ ვერსიაში არის ჩამატებული მთვარე და მარსი, ასე რომ ასტრონავტებო სწორდით სმენა, ჩართეთ ტურბო კომპიუტერები, მოუკიდეთ ინტერნეტს ცეცხლი და წინ კოსმოსის ასათვისებლად :-) ერთადერთი გულდასაწყვეტი ჩვენი ტერიტორიაა, ვერაფრით ვერ შევძელი თბილისის ხედების ახლოდან ნახვა :-) ან ძალიან საიდუმლო სახელმწოფო ვართ, ან NASA-ს არ ვაინტერესებთ :-)
ბევრისთვის პროექტი ნაცნობია, თითქმის იგივე გამოსახულებას ვიღებთ GOOGLE Earth-ის მეშვეობით, ორივე პროგრამა ინტერნეტიდან ქაჩავს გადაღებულ სურათებს და საკმაოდ გემრიელად ჭამს თქვენს ინტერნეტ ტრაფიკს, ასე რომ თუ ინტერნეტი აწონილი გაქვთ ჯობია პლანეტა რეალურ ცხოვრებაში ნახოთ და არა ეკრანზე, ხოლო თუ თქვენთვის შეზღუდვები არ არსებობს, მაშინ დაქაჩეთ და ისიამოვნეთ.
09:45,
|
26677 ნახვა
| 2 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
პირველი გვერდი « 216 217 218 219 220 221 222 » ბოლო გვერდი
|
ჩემი ჩანართები |
თუ გსურთ რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, თქვენ ამ საიტზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემდგომ ავტორიზაცია...
|
ამჯერად საიტზეა |
მომხმარებელი: 0
სტუმარი: 62
|
სტატისტიკა |
სულ ვიზიტები: |
193633478 |
ვიზიტები დღეს: |
15758 |
ვიზიტები თვეში: |
5416605 |
ვიზიტების პიკი: |
430763 |
ვიზიტები გუშინ: |
350712 |
დაწვრილებით
|
|
ჰიტები |
სულ ნახვა: |
223528656 |
ნახვები დღეს: |
15759 |
ჰიტები თვეში: |
5573701 |
ჰიტების პიკი: |
620001 |
ჰიტები გუშინდელი: |
352647 |
|
საიტი |
მომხმარებლები: |
14639 |
შეტყობინებები: |
0 |
თემები: |
0 |
ფაილები: |
62 |
მწარმოებლები: |
1 |
პროდუქცია: |
15 |
სიახლეები: |
2280 |
სტატიები: |
93 |
გალერეა: |
11 |
სულ გამოსახულებები: |
397 |
|
კომენტარები |
სიახლეები: |
2988 |
სტატიები: |
699 |
გალერეა: |
0 |
გამოკითხვა: |
137 |
ფაილები: |
373 |
|
|
|