გამოკითხვა |
იყენებთ CompinfoPack-ს?
ვიყენებ რეგულარულად
57 გამოკითხულთა (33%)
ვიყენებ ხანდახან
19 გამოკითხულთა (11%)
არ ვიყენებ
44 გამოკითხულთა (25%)
რა არის CompinfoPack?
51 გამოკითხულთა (29%)
|
|
ადგილმდებარეობა მთავარი » სიახლეები
სიახლეები
სიახლეები 2010
21 იანვარი
გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 21 იანვრისთვის.
აუდიო
Edifier Luna 5 Encore iF500 @ Digital Trends
Arctic Cooling E361-WM @ Tweaktown
Olive 4HD @ Digital Trends
კამერები
Panasonic HDC-SD10 Video Camera @ T-Break
კეისები
Cooler Master Gladiator 600 @ Tweaknews
Antec Two Hundred @ ThinkComputers
NZXT HADES Crafted Series @ Bona Fide Reviews
NZXT Tempest EVO @ OCIA
Cooler Master 690 II Advanced @ Techgage
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
23:00,
Power_VANO
|
22259 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
უფრთხილდით 'Internet Explorer'-ს
15.01.2010. გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა. მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.
რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.
კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს >> სრულად
03:15,
gearge
|
192908 ნახვა
| 18 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
MODU87+ და PRO87+
სულ უფრო და უფრო იზრდება კვების ბლოკების ხარისხი და ეფექტურობა. ერთ-ერთი უმსხვილესი და ლიდერი კვების ბლოკების OEM მწარმოებელი Enermax-ი წარმოადგენს ახალი სერიის კვების ბლოკებს MODU87+ და PRO87+ სერიებიდან.
კვების ბლოკების ეფექტურობა 87-92%-ის ფარგლებშია 20-100% დატვირთვაზე რაც 80plus Gold სტანდარტს შეესაბამება. კვების ბლოკები წარმოდგენილია შემდეგი მოდელების სახით:
MODU87+ 500W +12 ვოლტზე 41A
MODU87+ 600W +12 ვოლტზე 50A
MODU87+ 700W +12 ვოლტზე 58A
და
PRO87+ 500W +12 ვოლტზე 41A
PRO87+ 600W +12 ვოლტზე 50A
PRO87+ 700W +12 ვოლტზე 58A
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
23:05,
Power_VANO
|
26351 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
მზად ხართ განახლებისთვის?
Windows 7 უკვე ყველას გვიყვარს. 7 მგონი Microsoft-ის პირველი თანამედროვე ოპერაციული სისტემაა, რომელიც მომხმარებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან დიდი ინტერესით მიიღო. თუმცა, ბიზნეს სექტორებში ახალი ოპ. სისტემების ადაპტაცია მაინც შედარებით რთულად ხდება. ბიზნეს სექტორი ძირითადად დიდ განახლებებს, სერვის პაკეტებს უცდის ხოლმე.
როგორც ცნობილი გახდა, Microsoft-ი უკვე აქტიურად მუშაობს Windows 7-ის პირველ სერვის პაკეტზე. უფრო მეტიც, ZDNet-ის ბლოგერი, ადრიან კინგსლი აცხადებს, რომ Windows 7 SP1-ის პირველი ვერსიები უკვე მზადაა და ტესტირება გადის. მისი ინფორმაციით უკვე არსებობს რამდენიმე პოსტ-RTM ბილდიც.
პირველ სერვის პაკეტში სავარაუდოდ აქამდე გამოშვეული ყველა განახლება შევა. ასევე შეიძლება მივიღოთ USB 3.0-ის ოფიციალური მხარდაჭერაც.
სხვა წყარო, IT Chuiko აცხადებს, რომ მაიკროსოფტი პირველ სერვის პაკეტს თავისი პირმშოსთვის 2010 წლის ივნისში გამოუშვებს - ტესტერებისთვის, ხოლო საბოლოო ვერსია კი სექტემბერში იქნება ხელმისაწვდომი.
16:30,
Power_VANO
|
215758 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
18 იანვარი
როგორც იქნა, NVIDIA-მ ფარდა ახადა საიდუმლოებებს და თავისი ახალი თაობის ვიდეო პროცესორების არქიტექტურული დეტალები ცნობილი გახადა. როგორც იცით, ახალ არქიტექტურას Fermi ეწოდება.
NVIDIA Fermi არქიტექტურა
@ AnandTech
@ PC Perspective
@ Techgage
@ Neoseeker
@ Hot Hardware
@ Benchmark Reviews
@ Inside HW
@ Hardware Canucks
ლეპტოპები
ASUS UL30A Laptop @ InsideHW
პროცესორები
Intel i7 Extreme 920XM with NVIDIA GTX 280M Performance Review @ PC Perspective
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
19:17,
Power_VANO
|
25041 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
ამ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, Mozilla-ს Firefox პროექტის უფროსმა მაიკ ბალტცნერმა (Mike Beltzner) განაცხადა, რომ კომპანია რადიკალურად ცვლის ბრაუზერის შემუშავების სტრატეგიას და იგეგმება Firefox 3.7-ის გამოტოვება რელისების (გამოშვებების) გრაფიკიდან. ამის მაგიერ, ბრაუზერის ფუნქციონალური ცვლილებები გამოვა უსაფრთხოების განახლებებთან ერთად.
ეს ნიშნავს, რომ თითქმის უკვე დასრულებული Firefox 3.6-ის შემდეგი ვერსია იქნება განახლება, რომლის ოფიციალური სახელი ჯერ უცნობია და რომლის გამოსვლას 2010 წლის დასასრულს ან 2011 წლის დასაწყისში უნდა ველოდეთ.
შარშან Mozilla გეგმავდა გამოეშვა 3.6 და 3.7 ვერსიები მათ შორის მცირე დროის ინტერვალით - ოთხი ან ხუთი თვე. ამის შემდეგ, 2010 წლის ბოლო კვარტალში სამყაროსთვის უნდა წარმოედგინათ შემდეგი "მსხვილი განახლება", Firefox 4.0. მაგრამ 3.6 ვერსიის შემუშავებისას გადაწყდა ეს გრაფიკი შეცვლილიყო.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
11:00,
gearge
|
41336 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
16 იანვარი
გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 16 იანვრისთვის.
კეისები
LianLi LanCool PC-K58w @ Benchmark Reviews
გაგრილება
Arctic Cooling L2 Pro @ Technic3D
Arctic Cooling Arctic NC @ Vortez
Noctua NH-C12P SE14 CPU Cooler @ Tweaktown
XSPC X20 750 Reservoir Pump @ PureOverclock
პერიფერია
Mionix Naos 5000 @ XSReviews
მობ. ტელეფონები
LG Chocolate Touch Cell Phone @ Bay Reviews
კვების ბლოკები
Thermaltake TR2 RX 750w @ Hardware Secrets
Ultra X4 500w @ Bjorn3D
ვიდეო დაფები
Sapphire Radeon HD 5670 @ Hi Tech Legion
19:47,
Power_VANO
|
25840 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
უფასოდ, მხოლოდ 19 იანვრამდე!
მწარეა სისტემის დაზიანების შემთხვევაში ძვირფასი ფაილების დაკარგვასთან დაკავშირებული ტკივილი ... კარგი იქნებოდა მათი ასლი მქონოდა, სადმე ცალკე. გთავაზობთ როგორც მთლიანად ვინჩესტერის, ასევე კონკრეტული განყოფილებების სარეზერვო ასლების შემქმნელი პროგრამა Paragon Backup & Recovery 10-ის უფასო, Compact (მსუბუქ) ვერსიას. სრულთან შედარებით ფუნქციონალურად შეზღუდულ, მაგრამ ყველაზე ამომწურავ უფასო რედაქციაციას, რაც კი შემხვედრია.
Paragon Software ცნობილია პრომო აქციებით და ხშირად გვთავაზობს მათი პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის ცოტა შეკვეცილ ვერსიებს, სრულიად უფსოდ. კომპანიამ არც ამ შემთხვევაში უღალატია ტრადიციას და უანგაროდ გვაძლევს ოფიციალურ Paragon Backup & Recovery Compact ვერსიას (ჩვეულებრივ გაყიდულს $40-ად, ბურჟუაზიულ ქვეყნებში:-).
იჩქარეთ! მწარმოებლის აქცია გრძელდება მხოლდ 19 იანვრამდე.
ყველას, ვისაც გვესმის რეგულარული რეზერვირების აუცილებლობა, ვკითხულობთ >> სრულად!
04:16,
gearge
|
31812 ნახვა
| 3 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
SuperSpeed USB ჩვენს ფანჯრებში
HP გახდა ერთ-ერთი პირველი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც USB 3.0-ის მხარდამჭერი აპარატურა ჩაუშვეს ბაზარზე გასაყიდად. ფართო მასებისთვის უფრო მეტად ცნობილი, როგორც SuperSpeed USB, USB 3.0 ათჯერ უფრო მაღალ სიჩქარეებს გვთავაზობს, ვიდრე მისი უფრო ძმა, USB 2.0.
HP-ს წარმომადგენელმა, შეილა უოტსონმა CNET-თან საუბრისას დაადასტურა, რომ კომპანია თავის ინტერნეტ მაღაზია HP Direct-ის საშუალებით უკვე ყიდის Envy 15 ლეპტოპის რამდენიმე კონფიგურაციას, რომლებსაც USB 3.0-ის მხარდაჭერა აქვთ და აღჭურვილნი არიან AMD-ს ახალი DirectX 11-ის მხარდამჭერი Mobility Radeon HD 5830 სერიის ვიდეო დაფებით.
უოტსონმა მყიდველებს რჩევის სახით უთხრა, რომ არჩევანი შეაჩერონ Envy 15-ის USB 3.0-ის მხარდამჭერ მოდელებზე, Radeon HD 5830-ითა და Core i7 პროცესორებით. მოკლედ, გემოვნება შეილა უოტსონს აშკარად არ დაეწუნება :-)
ინტერვიუ სრულად შეგიძლია CNET-ის ვებ-გვერდზე იხილოთ.
13:05,
Power_VANO
|
76813 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
15 იანვარი - Radeon HD 5670
გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 15 იანვრისთვის. დღეს ყურადღების ცენტრში AMD/ATI-ს ახალი ვიდეო დაფა - Radeon HD 5670-ია, რომელიც სულ რაღაც 100$-ად იყიდება და შესანიშნავ წარმადობასთან ერთად, ისეთ ახალ ტექნოლოგიებსაც გვთავაზობს, როგორიც DirectX 11-ია.
Radeon HD 5670
@ Tweaktown
@ Anandtech
@ Hardware Heaven
@ Hardware Canucks
@ Benchmark Reviews
@ Neoseeker
@ PureOverclock
@ Tech Report
@ Bjorn3D
@ Legit Reviews
@ Rbmods
@ Ninjalane
@ Elite Bastards
@ OCC
@ AMDZone
@ PC Perspective
@ Hartware
@ CHW
კეისები
SilverStone Fortress FT02 @ Hardware Secrets
Raidmax Skyliner @ Hightech Reviews
Thermaltake Element V @ Legion Hardware
მონიტორები
Samsung 46B6000 46inch LED TV @ CCE Reviews
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
12:50,
Power_VANO
|
26345 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
პირველი გვერდი « 10 11 12 13 14 15 16 » ბოლო გვერდი
|
ჩემი ჩანართები |
თუ გსურთ რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, თქვენ ამ საიტზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემდგომ ავტორიზაცია...
|
ამჯერად საიტზეა |
მომხმარებელი: 0
სტუმარი: 72
|
სტატისტიკა |
სულ ვიზიტები: |
193837026 |
ვიზიტები დღეს: |
733 |
ვიზიტები თვეში: |
5620153 |
ვიზიტების პიკი: |
430763 |
ვიზიტები გუშინ: |
34094 |
დაწვრილებით
|
|
ჰიტები |
სულ ნახვა: |
223809163 |
ნახვები დღეს: |
24558 |
ჰიტები თვეში: |
5854208 |
ჰიტების პიკი: |
620001 |
ჰიტები გუშინდელი: |
51276 |
|
საიტი |
მომხმარებლები: |
14639 |
შეტყობინებები: |
0 |
თემები: |
0 |
ფაილები: |
62 |
მწარმოებლები: |
1 |
პროდუქცია: |
15 |
სიახლეები: |
2280 |
სტატიები: |
93 |
გალერეა: |
11 |
სულ გამოსახულებები: |
397 |
|
კომენტარები |
სიახლეები: |
2988 |
სტატიები: |
699 |
გალერეა: |
0 |
გამოკითხვა: |
137 |
ფაილები: |
373 |
|
|
|