მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Friday, 25.December 2009

გამოსამშვიდობებელი პოსტი


ზედმეტი ახსნა–განმარტების გარეშე გთავაზობთ პოსტს ჩვენი ფორუმიდან:

“სანამ კომპინფო გათიშული იყო, თვალის ექიმთან მომიწია რამდენიმე კონსულტაციის გავლა და ამეკრძალა კომპიუტერთან დღეში ერთ საათზე მეტი ხნით დაჯდომა. დაახლოებით რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩემს მდგომარეობაზე, გეტყვით, რომ აქამდე დღეში 4-5 საათს მაინც ვატარებდი ეკრანის წინ :–)

ეს შეზღუდვა პირდაპირ მოქმედებს ჩემზე, როგორც კომპინფოს ჟურნალისტზე – ერთი საათი უბრალოდ ფიზიკურად არაა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც კარგად გადავათვალიერო მსოფლიო კომპ. სიახლეების არხი, რომ არაფერი ვთქვათ ერთი მაინც ხარისხიანი სიახლის/განხილვის დაწერაზე, ფორუმის მოდერირებაზე, CompinfoPack–ზე და კიდევ ერთი–ორ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა საიტის ჩართვისას. ამას დავამატოთ ისიც, რომ თითქმის ყოველდღიურად კომპიუტერისთვის გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი ჩემი სტუდენტური სამუშაოებისთვის მეხარჯება და თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვთვლი, რომ მოვალეობებს, რომლებსაც მაკისრებს ფორუმის ადმინისტრატორობა და საიტის რედაქტორობა, ვეღარ შევასრულებ და, შესაბამისად, ვტოვებ ჩემს პოსტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით.”

[რაც შეეხება CompinfoPack–ს, მისი განახლება იგეგმება, მაგრამ რამდენად განხორციელდება, ჯერჯერობით უცნობია.]

ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობდით ჩემს მოწოდებულ ინფორმაციას და ხელს გვიწყობდით საიტის განვითარებაში.

22:47,   domen  |  57468 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Bluetooth 4.0-ის სპეციფიკაციები გამოქვეყნდა!


უფრო მძლავრი და უფრო ეკონომიური ლურჯკბილა

ყველას გვიყვარს Bluetooth-ი. ჩვენი უმრავლესობის მობილური ტელეფონებიც ამ ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და აქტიურად ვიყენებთ მას მეგობრებთან ფაილების გასაცვლელად თუ სხვა საქმიანობისთვის. თუმცა, "ლურჯკბილას" მუდამ ერთი უარყოფითი მხარე ჰქონდა - დიდი ენერგომოხმარება. ჩართული Bluetooth-ი ტელეფონის ბატარეას საკმაოდ მალე "წოვს" ენერგიას. Bluetooth SIG (Special Interest Group)-მა, რომელიც პასუხს აგებს და მუშაობს ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე, განაცხადა "ლურჯკბილას" ახალი ვერსიის, Bluetooth 4.0-ის დამზადების შესახებ. გამოქვეყნდა ახალი ტექნოლოგიების სპეციფიკაციებიც - როგორც იქნა, ენერგომოხმარების პრობლემა საბოლოოდ დაძლეულია.

Bluetooth 4.0-ის სპეციფიკაციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • ულტრადაბალი ენერგომოხმარება, როგორც პიკურ, ასევე საშუალო და ლოდინის რეჟიმში მუშაობისას.
  • წლობით მუშაობის საშუალება "აბის" ტიპის ბატარეებზე.
  • გაზრდილი სამუშაო არეალი 100+ მეტრამდე.
  • დრო კავშირის დასამყარებლად და ინფორმაციის გადაცემის დასაწყებად - სულ რაღაც 3 მილიწამი.
  • 128-ბიტიანი AES შიფრაციის მხარდაჭერა.

Bluetooth-ის ახლანდელი, 3.0 ვერსია მიღებულ იქნა ამა წლის აპრილში. ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურის ბაზარზე გამოჩენა 2010 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი.

22:10,   Power_VANO  |  22770 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


25 დეკემბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 25 დეკემბრისთვის.

კამერები
Veho Muvi Mini DV Camcorder @ XSReviews

კეისები
NZXT Gamma @ RBmods
Silverstone Raven 2 @ Metku
NZXT Panzerbox @ Tweaknews
Cooler Master AMD Limited Edition HAF 932 @ OCIA

გაგრილება
USB Cooling Cooler 2 @ Legit Reviews

ოპ. მეხსიერება
Compustocx 4GB Kit DDR3 - 1333/PC3-10600 @ OCInside

დედა დაფები
Intel DP55WG and DP55KG P55 Motherboards @ Legit Reviews
ECS A785GM-M @ OCC

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

19:41,   Power_VANO  |  27246 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 22.December 2009

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


22 დეკემბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 22 დეკემბრისთვის.

აუდიო აპარატურა
PC Gaming Headset Roundup @ PC Game Examiner

კეისები
AzzA Solano 1000 @ Tweaktown

გაგრილება
Evercool HPK-10025EA CPU Cooler @ Hardware Secrets
Noctua NH-U9B Special Edition SE 2 @ OCC

ოპ. მეხსიერე
G.Skill RipJaws DDR3 Kit F3-12800CL7D 4GB @ Benchmark Reviews
G.Skill PI Blue 2200MHz @ Bjorn3D
Corsair Dominator 6GB PC3-12800 RAM @ TechwareLabs

პერიფერია
Gaming Mouse Roundup @ PC Game Examiner
SteelSeries Merc Stealth Gaming Keyboard @ Tweaktown

კვების ბლოკები
Zalman ZM600-RS @ Hardware Secrets

ინფ. მატარებლები
Kingston SSD V Series 40GB @ Hardware Canucks

12:32,   Power_VANO  |  25439 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 21.December 2009

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


21 დეკემბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 21 დეკემბრისთვის.

კეისები
Cooler Master HAF 932 AMD Edition @ Hardware Secrets

გაგრილება
Titan Fenrir CPU Cooler Christmas @ Hardware Bistro
Zalman CNPS10X Quiet CPU Cooler @ Tweaknews

მონიტორები
Samsung SyncMaster P2350 LCD Monitor @ Benchmark Reviews

ქსელები
ASUS WL-520gU Home Gateway Wierless Router @ TechwareLabs

პერიფერია
Logitech G19 Gaming Keyboard @ ASE Labs
EFO Wireless Handheld PC keyboard @ Rbmods

ლეპტოპები
Alienware M17X Notebook @ T-break

კვების ბლოკები
Mushkin Volta 600w @ OCC

ინფ. მატარებლებლები
G.Skill Falcon II 128GB SSD @ Technic3D

ვიდეო დაფები
ATI Radeon HD 5970 @ InsideHW

13:00,   Power_VANO  |  23453 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 20.December 2009

NVIDIA vs Intel: ამჯერად კარიკატურებით


NVIDIA-ს "დიპლომატია"

კვირის დასაწყისში NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენ-სუნ ჰუანგმა, რომელიც საკმაოდ არაორდინალური გამოსვლებითაა ცნობილი, განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ დაწყებული ანტიმონოპოლიური გამოძიება Intel-ის წინააღმდეგ მთლიანად შეცვლიდა კომპიუტერულ ინდუსტრიას.

"წარმოვიდგენ, ერთ დღეს, როცა Intel-ი ვეღარ შეძლებს გადაეღობოს მომხმარებლებს და ხელი შეუშალოს მათ, ისიამოვნონ ჩვენი პროდუქციით... და გამოცადონ კომპ. ტექნოლოგიები ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ მათ." - განაცხადა ჰუანგმა თავის გამოსვლაში.

ამასთან ერთად, NVIDIA-მ ლურჯ გიგანტთან ბრძოლისთვის ახალი ფრონტი გახსნა. NVIDIA-ს დიზაინერები გულმოდგინედ მუშაობენ კარიკატურებზე, სადაც Intel-ია გაშარჟებული.

დანარჩენი კარიკატურების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

15:33,   Power_VANO  |  186513 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel Core i3, i5 Intel Core i3, i5 Arrandale და Clarkdale CES 2010-ზე, 7 იანვარს!


მანამდე კი სურათებით დატკბით

ცხადია, საიდუმლო არაა, რომ ლურჯი გიგანტი, Intel-ი, ახალი წლისთვის 32 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებულ პროცესორებს ამზადებს ახალი კომპიუტერებისთვის. თუმცა, ამავე დროს დიდი ინტერესია Arrandale და Clarkdale ჩიპებისადმი, რომლებსაც პროცესორის ბირთვთან ერთად ვიდეო ჩიპიც ინტეგრირებული ექნებათ, ერთ კრისტალზე. სწორედ ამ ჩიპების ანონსი მოხდება 2010 წლის 7 იანვარს, საერთაშორისო კომპ. ტექნოლოგიების გამოფენა CES 2010-ზე.


Arrandale - მობილური ჩიპი

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჩიპები დამზადებულია უკვე გამოცდილ და წარმატებით რეალიზებულ Nehalem არქიტექტურაზე. როდის ვიხილავთ ამ პროცესორებს ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია (თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, მალე მოხდება). მანამდე კი შეგიძლიათ სურათებით დატკბეთ.

დანარჩენი სურათებისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

15:21,   Power_VANO  |  83338 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


20 დეკემბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 20 დეკემბრისთვის.

კეისები
Lian Li PC-X1000 @ Tweaktown
NZXT Gamma @ OCC
Cooler Master HAF-932 AMD Edition @ Benchmark Reviews
Cooler Master Elite 310 @ ThinkComputers

გაგრილება
Thermaltake Massive23 CS Notebook Cooler @ iGadget Life
Swiftech Apogee XT Extreme CPU Waterblock @ Legit Reviews

პროცესორები
Intel Core i7-975 Extreme Edition Processor @ TechARP

ოპ. მეხსიერება
G.Skill ECO Series PC3-12800 CL7 4GB @ Legion Hardware

დედა დაფები
ASUS P7P55D Deluxe @ Legit Reviews

პერიფერია
Logitech diNovo Edge Mac Edition @ ASE Labs
Roccat Sota @ XSReviews

კვების ბლოკები
Seasonic X-650w @ Technic3D
Zalman ZM770-XT @ Hardware Secrets
Nexus NX5000 R3 530w @ XtremeComputing

ინფორმაციის მატარებლები
Thermaltake Muse eSATA 3.5" Aluminum HDD Enclosure @ Bona Fide Reviews
Thermaltake BlacX Duet HDD Docking Station @ TechwareLabs

ვიდეო დაფები
Sapphire Radeon HD 5770 Vapor-X @ Techgage
ASUS EAH 5750 @ Bjorn3D

12:20,   Power_VANO  |  24198 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 19.December 2009

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


19 დეკემბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 19 დეკემბრისთვის.

აუდიო სისტემები
SteelSeries Siberia V2 Pro Gaming Headset @ Tweaktown
Beats by Dre Studio headphones @ T-break

გაგრილება
Xigmatek Dragoon and Cuirassier Memory Heat Spreaders @ Tech Reviews
Noctua NH-D14 and NH-U9B SE2 @ Neoseeker

 

ოპ. მეხსიერება
Geil Black Dragon DDR3 Gaming Series 4GB @ OCC
Team PC3-12800 Xtreem LV 4GB Memory Kit @ Tweaktown

პერიფერია
Veho VMS-004 Deluxe USB Microscope @ Tech Lobby
Microsoft Explorer Netbook/Notebook Mini Mouse @ Tweaknews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

19:16,   Power_VANO  |  23530 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 01.November 2009

DjVuLibre v3.5.22


წიგნის ციფრულ ფორმატში გადაყვანა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ როგორ, ეს უკვე პრობლემაა. თუ წიგნს დავასკანერებთ და მასზე OCR სოფტს (ხელნაწერის ამომცნობს) გავუშვებთ, პირველ რიგში, დაიკარგება ნაწერის ინდივიდუალობა (მაგალითად, ძველი ქართული ხელნაწერები) და მეორე რიგში ნახატების “ამოცნობა” იქნება შეუძლებელი, თუ გვერდს პირდაპირ სურათულ ფორმატში შევინახავთ, მაშინ ზომის პრობლემა გვექნება –  გვერდის კარგ ხარისხში შენახვას 20 მბ–ზე მეტი სჭირდება. გასაგებია, რომ ასეთი ხარისხით სკანირებულ თუნდაც 100 გვერდიან წიგნს ვერავის გაუგზავნით.

მოკლედ, საჭირო გახდა ახალი მიდგომა, რომელიც ამ ორი მეთოდის საუკეთესო თვისებებს შეათავსებდა და ასე გაჩნდა ღია და უფასო ფორმატი DjVu (იკითხება “დეჟავუ”), რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, გვერდს შლის ფონად (სურათები და ქაღალდის ფაქტურა) და ტექსტად და პირველს ინახავს მაქსიმალურად კარგი ხარისხით, მეორეს კი მინიმალურით. ასე შენახული გვერდი მაქსიმალურად პატარაცაა და მაქსიმალურად ხარისხიანიც.

ამ თვისებების გამო DjVu ძალიან პოპულარული გახდა სკანირებული ტექსტის შესანახად და მასში შენახულ წიგნებსაც ხშირად წააწყდებით. თუმცა მხოლოდ შენახვა საკმარისი არაა, .djvu ფაილის გასახსნელად სპეციალური პროგრამა, სახელად DjVuLibre დაგჭირდებათ (ასევე გამოგადგებათ ჩვენ მიერ უკვე მიმოხილული STDU Viewer).

პროგრამის მოხმარება ძალიან მარტივია და მის ცალკე განხილვას არ შევუდგებით.

16:17,   domen  |  82466 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 13 14 15 16 17 18 19 » ბოლო გვერდი