მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Friday, 26.May 2006

RapidUp 1.1a




მოგეხსენებათ რა  ტასკა არის უცხოურ სერვერებზე ფაილების ატვირთვა ეს პროგრამა ამას გაგიადვილებთ  ამ პროგრამით შეგიძლიათ ატვირთოთ ისეთ პოპულარულ სერვერებზე როგორებიცაა
• RapidShare
• BaDonGo
• FileFront
• MegaShares
• MegaUpload
• SendSpace
• SexUploader
• Uploading
• UploadPort
• zUpload

ლინკი სრულიადში
02:11,   TERMO  |  31905 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

განახლებული ფორუმი გაიხსნა


როგორც შეგპირდით განახლებული ფორუმი გაიხსნა, ამჯერად ფორუმი ძლიერი ბირთვის გამოყენებითაა აგებული, რა თქმა უნდა აქ საკუთარი ნახელავი შედარებით ცოტაა, სამაგიეროდ შესაძლებლობებია ოხრადაა, მგონი ცხოვრებაში აღარ მოგვიწევს ბირთვის შეცვლა :-), განახლებები ალბათ იქნება, მაგრამ მაგით არაფერი არ ფუჭდება.

მოკლედ  მსურველებს შეუძლიათ დაიწყონ ახალ ფორუმზე რეგისტრირება, თუ იპოვით შეცდომებს შეგვატყობინეთ, ერთი შეცდომა ახლაც ვიცი, მაგრამ მაგის გასწორების თავი არ მაქვს, თან რამდენადაც ვნახე ყველა განულებულ ფორუმში ეგ შეცდომა არსებობს, კერძოდ ”ჩემი ასისტენტის” გამოძახებისას რაღაც გაუგებარი თეთრი ობიექტი ჩნდება, რომელიც ფარავს საჭირო ველებს, მაგისთვისაც მოვიცლი უახლოეს დღეებში :-) ოფიციალური ვერისიისთვის ლამის 200$-ს ამჯერად ვერ გადავიხდი, მაგას მირჩევნია კიდევ ერთი სუპერ გათამაშება მოვაწყო :-) პრიზები მეტი კი არ დამიჯდა, ვიტყოდი ცოტათი იაფიც კი დაჯდა :-).

მოკლედ დავიწყეთ ახალი პოსტები, სვალიდან ნიუსებსაც მივხედავ თორემ ეს 2-3 დღეა გადამიყოლა ფორუმის კონფიგურირებამ, თქვენ კი პროგრამული შიმშილი გაქვთ.

P.S. ჰო მართლა თუ რომელიმე პოსტის გადმოტანა გსურთ ძველი ფორუმიდან მითხარით რაღაცას მოვიფიქრებ, თუმცა ჯერ არ ვიცი რას :-)

01:21,    |  23157 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 25.May 2006

ჩვენი ფორუმი დაიხურა


ჩვენი ფორუმი დაიხურა. სამწუხაროდ მარტივი ფორუმი გვქონდა და აშკარად ბევრ პრობლემებს წარმოქმნიდა. ამიტომ ფორუმი დავხურეთ :-).

რამდენიმე საათში ჩაირთველა განახლებული ფორუმი IPB-ს ბირთვზე, ამჯერად მიმდინარეობს ბოლო ნიუანსების ჩასწორება და ტესტირება.

სამწუხაროდ შეუძლებელი აღმოჩნდა საიტზე დარეგისტრირებული სახელების გადატანა ფორუმის ბირთვში, ასე რომ ფორუმში რეგისტრაცია ხელახლა იქნება გასავლელი, საქმის გასამარტივებლად ჯერჯერობით გამორთული გვაქვს ფოსტის რეგისტარციის დადასტურება, წესით ამან უნდა გაამარტოვოს საქმე.

მოკლედ მონიშნული იყო რამდენიმე მოდერატორი, დარეგისტრირდით იგივე სახელით და შეგვატყობინეთ, თუ მოდერატორობის ხასიათზე ისევ ხართ, ჰო მართლა შეკვეცილია ბევრი განყოფილება, იყო 42 განყოფილება და დარჩა 21 ნახევარი შევკვეცეთ, რითაც მგონი ცოტაოდენ მოვაგვარეთ აურზაური.

მოკლედ თუ ფორუმზე რაიმე გქონდათ დასაპოსტი რამდენიმე საათი მოიცადეთ და...

18:28,    |  25014 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 24.May 2006

PHP Scripts


პირველ რიგში დიდი ბოდიში იმასთვის რომ ეს 2 დღეა ცოტა ვპასიურობ ეს ჩემმა დაბადების დღემ გამოიწვია  მაგრამ არაუშავს ავინაზღაურებ :)   და  შემოგთავაზებთ 2660  PHP სკრიპტს  ლინკები და ჩამონათვალი სრულიადშI

12:05,   TERMO  |  27904 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Puppy Linux 1.0.9


კიდევ ერთი Linux-ის განახლებული დისტრიბუტივი. ყველა სხვა ვერსიისგან განსხავვებით ეს პაკეტი მოითხოვს ყველაზე ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას და მისი ჩატვირთვა შეიძლება USB მოწყობილობიდანაც.

აღნიშნული პაკეტი ყურადღებას იპყრობს თავისი სიმარტივით და რესურსებისადმი საკმაოდ მოკრძალებული მოთხოვნილებებით, ყევდება ინსტალირდება ჩქარა და რაც მთავარია მუშაობს ძალიან ჩქარა. ახალ ვერსიაში განახლებულია ბროუზერი Firefox -ი ვერსიამდე 1.5.0.3, ჩანაცვლებულია ტექსტური რედაქტორი Beaver  უფრო პროგრესულით Geany 0.5,  და დამატებულია პროგრამა Transmission 0.5 რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ  Bittorrent-ის ქსელებთან მუშაობა.

09:54,    |  28819 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Berry Linux 0.7 - იაპონელი პინგვინები


გამოვიდა იაპონული Linux_ის ახალი ვერსია სახელად Berry Linux. ეს არს ჩამტვირთავი დისკი რომელიც დაფუძნებულია Red Hat Linux -ისა და Knoppix-ზე. სისტემა ჩატვრთვისას თვითონ ადეტექტირებს აპარატურულ ნაწილს, სცნობს ძალიან ვევრ აპარატურას, პრაქტიკულად ყველა სახის აუდიო და ვიდეო დაფებს, SCSI  და USB   მოწყობილობებს.

ახალი ოპერაციული სისტემა შეიძლება იტვირთებოდეს კომპაქტიდან, ან ვინჩესტერიდან, ორიენტირებულია საგანმანათლებლო სექტორისთვის.
ახალ ვერსიაში შესულია:  Kernel 2.6.16.16, KDE 3.5.2, X.Org 7.0, Firefox 1.5.0.3, Thunderbird 1.5.0.2, WINE 0.9.13

09:06,    |  26937 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 23.May 2006

Windows Genuine Advantage WGA fixer killer


მოკლედ მგონი სახელიდან მიხვდით ეს არის პატარა უტილიტა რომელიც თქვენს სისტემა სგადააჩვევს Genuine Advantage-ს შემოწმებისგან, ანუ ამ უტილიტის დაინსტალირების შემდეგ შეგიძლიათ თამამად გაიაროთ განახლებები.

რამდენადაც ვიცი Microsoft-მა წინა კვირიდან ბრმა ამორჩევით იუზერებისთვის დაიწყო ახალი პაკეტის დაუკითხავი ინსტალირება. ამ პაკეტის დაინსტალირების შემდეგ (ყენდება განახლებებთან ერთად) სისტემის ჩატვირთვისას გამოდის Pup UP ფანჯარა რომელიც გატყობინებთ რომ თქვენი სისტემა არალიცენზირებულია, იდეაში არაფერს გიფუჭებთ უბრალოდ ეფ ფანჯარა ხტება. ჯერჯერობით მისი გასატეხი არაფერი მინახავს (რეალურად განახლებებს არ ვაყენებ XP-ზე და არც მიჩალიჩია გატეხვა), მაგრამ ამ უტილიტის გამოყენების დროს შანსი გაქვთ რომ ეგ საზიზღალი შემმოწმებელი პაკეტი თქვენთან საერთოდ არ დაინსტალირდება. ისე კაცმა არ იცის რამდენ ხანს გაამართლებს ეს მეთოდი.

14:11,    |  137326 ნახვა | 22 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Crystal Clear Visual Style


საყვარელი ოპერაციული სისტემა Windows XP-ს განახლებული სტილი, მისი მეშვეობით შეგიძიათ შეცვალოთ სისტემის ხედი, ანუ გადაუხვიეთ სტანდარტებს და დატკბით სადა სილამაზით.

სტილის ინსტალირება ძალიან მარტივია, გახსენით ჩამოქაჩული არქივი და შეინახეთ სადაც გინდათ, შემდეგ შედით სასურვეკ საქარალდეში (არქივში ორი სტილია) და ნებისმიერ თემას ორჯერ დააჭირეთ, სტილი თვითონ შევა ძალაში.

13:50,    |  82269 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

RivaTuner 2.0 RC 16


გამოვიდა განახლებული პროგრამა რომელიც გამოადგება nVidia და ATI-ის მფლობელებს, რისთვის? იმისთვის რომ ააჩქაროთ თქვენი ვიდეო სისტემა.
ახალ ვერსიაში დამატებულია:
- განახლებულია Detonator და ForceWare-ის დრაივერების ბაზები
- განახლდა Catalyst 6,4, 6,4 hotfix

როგრამა გათვლილია გავრცელებულ API Direct3D/OpenGL -ის პაკეტზე, ცვლილებებს ახდებს დრაივერების და ოპ-სისტემის დონეზე. შეუძია ყოველი სხვადასხვა პროგრამისთვის ცალცალკე პროფილი გამოიყენოს, მოკლედ ძალიან საჭირო რამ არის, ვიტყოდი განეკუთვნება კლასს Must Have. პროგრამა მუშაობს შემდეგ ოპ სისტემებზე: Windows 98/Me/NT/2000/XP

12:32,    |  30031 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

FlashGet 1.72


მგონი ბევრი ახსნა არ მჭირდება იმაზე რომ ეს არის ერთერთი ცნობილი ჩამომქაჩვენლი პროგრამა, ვინც ყველაფერი იცის შეუძლია ახსნა განმატრების გარეშე დაქაჩოს, დანარჩენი კი ისმენს უფრსწორედ კითხულობს რისთვისაა ეს პროგრამა საჭირო.

ბევრი მომხმარებელი იყენებს internet Explorer-ს როგორც წესი ამ ბროუზერს  აქვს ფაილების ჩამოქაჩვის მწირი შესაძლებლობა. თავისი  ჩამოქაჩვის ძალებით ბროუზერი ქაჩავს ერთი წყაროდან, შედეგად ფაილი ნელა მოდის, ასევე თუ ფაილის ჩამოქაჩვის დროს ინტერნეტ კავშირი გაწყდა და ფაილი დაქაჩული არ იყო მაშჳნ შეგვიძლია ამ ფაილს დავემშვიდობოთ. ამიტომ არის მოგონებული სხვადასხვა დაუნლოად მენეჯერები, რომლებსაც შეუძლიათ ფაილი ერთდროულად რამდენიმე სერვერიდან დაქაჩონ, შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ და გააგრძელონ ფაილის ჩამოქაჩვა. მოკლედ ინტერნეტ დამოუკიდებლობის პროგრამებია :-)

11:05,    |  26152 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 208 209 210 211 212 213 214 » ბოლო გვერდი