როგორც ვიუწყებოდით კომპანია UGT-ს 15 მაისს ორშაბათს გამართა გაქართულებული Windows XP-ს პრეზენტაციას. პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო მერიოტში. გავიხსენოთ ოფიციალური ინფორმაცია, პროექტი ანონსირებული იყო 2005 წლის თებერვალში, მუშაობა დაიწყო 2005 წლის აპრილ მაისში, როგორც შეპირებულები იყვნენ მუშაობა ერთი წლის თავზე დასრულდა და დღეს ხელთ გვაქვს პირველი გაქართულების ბეტა პაკეტი.
პროექტის ფარგლებში გადათარგმნილია არაერთი ათასი სიტყვა, მიუხედავად ამისა არსებობს კიდევ არაერთი გამორჩენილი ტერმინი და ხარვეზი.
კომპანია UGT-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერთან ვინც აღმოაჩენს აღნიშნულ ხარვეზებს. ამისათვის მეორე ქართულ კომპანიაში IT-Knowkedge გუშინდლიდან (სამშაბათიდან) წარმოდგენილია რამდენიმე გამართული კომპიუტერი ქართული ინტერფეისით.