მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Tuesday, 02.February 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


2 თებერვალი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 2 თებერვლისთვის.

აუდიო
Arctic Sound E361-WM Earbods @ DragonSteelMods
Mionix Keid Headphones @ Metku

კეისები
NZXT Hades @ OCIA
Silverstone Fortress FT02 @ Hardware Canucks
Cooler Master Gladiator 600 @ Hi Tech Legion
NZXT Tempest-EVO @ Benchmark Reviews
Lian Li PC-A70F @ TweakPC
SilverStone SG05 @ Legit Reviews

გაგრილება
Silverstone NT07-AM2 1U @ Frostytech
Titan TTC-G9TZ @ BayReviews
Thermaltake DuOrb @ DragonSteelMods

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

22:22,   Power_VANO  |  20874 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 01.February 2010

ორ და სამ არხიანი ოპ. მეხსიერების არქიტექტურა


რას ნიშნავს, როგორ მუშაობს

ორარხიანი მეხსიერების არქიტექტურა (Dual-Channel Memory Architecture) არის ტექნოლოგია, რომელიც თეორიულად აორმაგებს მეხსიერებიდან მეხსიერების კონტროლერისკენ ინფორმაციის გამტარობას. ორარხიანი მეხსიერება იყენებს 2x64-ბიტიან მეხსიერების არხს, რაც 128-ბიტიან გადაცემას გვაძლევს. ეს არქიტექტურა ეძლევა დედა დაფას და არა მეხსიერების მოდულს, ასე რომ, ერთმა და იმავე მოდულებმა ზოგ დედა დაფაზე შეიძლება იმუშავონ ორარხიან რეჟიმში, ზოგზე კი - არა (თუკი ასეთი დინოზავრები კიდევ არსებობენ).

მოქმედების პრინციპი

ორარხიან არქიტექტურას სჭირდება ორარხიანი მეხსიერების მხარდაჭერის მქონე დედა დაფა და ორი, ან მეტი DDR, DDR2 ან DDR3 მეხსიერების მოდული. ეს მოდულები თანმხვედრ სლოტებში იდგმება, რომლებიც, როგორც წესი ერთი ფერისაა, როგორც, მაგალითად, აი ამ შესანიშნავ EVGA-ს დედა დაფაზე:

სტატიის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს.

12:59,   Power_VANO  |  26739 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ფლეშ დრაივები


გავერკვეთ ცოტა

1. ტექნოლოგია.

Flash დრაივების ტექნოლოგია ნაწილობრივ მოძველებულ EEPROM-ზეა აგებული. EEPROM (Electrically Erasable Programmable Read-Only Memory), ანუ "ელექტრონულად წაშლადი მეხსიერება" ტექნოლოგია იყო, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა ჩიპზე ინფორმაციის ჩაწერა, მაგრამ მისთვის კიდევ რამე ინფორმაციის მიმატებისთვის საჭირო იყო მთელი ინფორმაციის ამოშლა და უკვე შევსებულის ახლიდან ჩაწერა. EEPROM ცოტათი გააუმჯობესეს, მეხსიერების მატარებელი დაყვეს ბლოკებად ისე, რომ ახალი ინფორმაციის დასამატებლად ყველა ბლოკის ამოშლა საჭირო აღარ იყო. ამასთან ერთად გაზარდეს ჩაწერა-წაშლის სიჩქარეები და მიიღეს ე.წ. EEPROM Flash memory. USB ტექნოლოგიის გამოჩენამ შესაძლებელი გახადა ინფორმაციის მეტ-ნაკლებად სწრაფი გაცვლის მქონე ინტერფეისის შეცვლა, რომელიც "ცხელ" რეჟიმში იმუშავებდა (ანუ მოწყობილობის PC-ზე მიერთებისთვის საჭირო არ იყო PC-ს გათიშვა). ჰოდა ჩვენთვის ნაცნობი ფლეშ-დრაივი ფაქტობრივად EEPROM Flash memory-ს USB ინტერფეისზე "დასმული" მინი-ვერსიაა.

2000 წელს კომპანიებმა IBM და M-Systems-მა ერთად წარმოადგინეს პირველი ფლეშ დრაივი სახელწოდებით "DiskOnKey". აი ისიც:

სტატიის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს.

10:44,   Power_VANO  |  86397 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Assassin's Creed III


ოფიციალურად დაანონსდა

ოფიციალურად დაანონსდა Assassin's Creed III, რომელიც მომავალ ფინანსურ წელს გამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ საკულტო თამაშის ახალ ნაწილს 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა ველოდოთ - იუწყებიან Ubisoft-ის წარმომადგენლები თავიანთ პრეს-რელიზში. ამას გარდა, ცნობილია, რომ თამაშს ექნება მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი.

იგი არ იქნება სიკველის დამატება და წარმოადგენს დამოუკიდებელ თამაშს - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა Gamasutra-სთან ინტერვიუში. GameSpot-ის ჯურნალისტებმა მანამდე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ თამაშის მთავარი პერსონაჟად ისევ ეციო (Ezio) რჩება, რომელიც მეორე ნაწილში მოგვევლინა. თამაშის მესამე ნაწილზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

08:00,   Power_VANO  |  31375 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 31.January 2010

AMD-ს პირველი ფინანსური წარმატება 3 წლის განმავლობაში


Q4, 2009. უფროსი "მეგობრის" დახმარებით

2009 საკმაოდ დატვირთული, და ამასთანავე მომგებიანი წელი აღმოჩნდა AMD-სთვის. ევროკომისიამ Intel-ი კონკურენციის შავბნელ გზებში დაანაშაულა და 1.45 მილიარდიანი ჯარიმაც გადაახდევინა. მართალია, წილი აქედან AMD-ს არ მიუღია, თუმცა, მალე იგივე გამოძიება აშშ-შიც დაიწყო. ჯამში, Intel-მა და AMD-მ "მოილაპარაკეს". გარიგების შედეგად, სხვადასხვა შეთანხმებებთან ერთად, მწვანე ბანაკმა ლურჯი გიგანტისგან 1.25 მილიარდი "ქეში" მიიღო, კომპენსაციისთვის. სამაგიეროდ, AMD-მ Intel-ის წინააღმდეგ შეტანილი ყველა საჩივარი გამოიტანა სასამართლოებიდან.

დამატებითი 1.25 მილიარდი მარადმწვანის საშუალებით (+ კარგი გაყიდვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ვიდეო დაფების ბაზარზე), AMD-მ კვარტალურ ანგარიშში პირველი მოგება, დადებითი ბალანსი აჩვენა ბოლო 3 წლის მანძილზე. 2009 წლის მე-4 კვარტლისთვის მწვანე ბანაკის მოგებამ 1.65 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია, ვიდრე მე-3 კვარტალის შედეგი და 42%-ით მეტი, ვიდრე 2008 წლის მე-4 კვარტალი.

ვისაც გსურთ AMD-ს ანგარიშის სრულად ნახვა, მიჰყევით ლინკს.

13:02,   Power_VANO  |  149698 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


31 იანვარი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 31 იანვრისთვის.

აუდიო
Arctic Cooling E351-WM Earphones @ BayReviews

კამერები
Kodak Zi8 @ Digital Trends

კეისები
Corsair Obsidian 800D @ PureOverclock
Cooler Master HAF 932 AMD Limited Edition Case @ Bigbruin

გაგრილება
Zalman CNPS10X Flex @ Hardware Canucks
Antec Notebook @ Hi Tech Legion

მონიტორები
Samsung SyncMaster F2380 23-inch Monitor @ PCStats

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

12:58,   Power_VANO  |  26264 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ASUS ARES - წარმადობის ახალი ღმერთი


მალე!

კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი ფირმული წარმოების ვიდეო დაფა ASUS ARES, რომელიც მის წინამორბედ MARS-ს საუკეთესო 3D-ამაჩქარებლის გვირგვინს წაართმევს. ეს გრაფიკული ადაპტერი დაფუძნებულია ორ RV870 ჩიპზე, აქედან გამომდგინარე სიხშირეებმა უნდა შეადგინოს 850/4800 მჰც (ბირთვი/მეხსიერება). ამ გაგებით ASUS-ის ახალი პროდუქტსა და რეფერენსულ Radeon HD 5970-ს შორის მხოლოდ სიხშირეები იქნება განსხვავებული.

NordicHardware.com-ის კოლეგებს თუ დავუჯერებთ, ზემოთმოყვანილი დებულება არასწორია, რადგან ASUS ARES-ის მეხსიერება შეადგენს 4 გბ-ს (2 x 2 გბ), კვებისთვის კი მას აქვს ერთი 6-პინიანი და ორი 8-პინიანი მაკავშირებლები, რაც თეორიულად ნიშნავს, რომ მუშაობისთვის ახალ ორთავიან მონსტრს 525 W დასჭირდება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას არ ექნება რეფერენსული გაგრილების სისტემა.

ცნობილია, რომ ASUS ARES-ის ფასი ASUS MARS-თან შედარებით, შესამჩნევად დაბალი იქნება: თუ ეს უკანასკნელი ღირდა 1500$, მაშინ 3D-ამაჩქარებლების ბრძოლის ღმერთის ფასი იქნება დაახლოებით 1000$, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ მას არცთუისე ცოტა მყიდველი ეყოლება, MARS-თან შედარებით.

სიახლის ავტორი: Ber0
წყარო: Overclockers.ge

12:50,   Power_VANO  |  175186 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 30.January 2010

Gigabyte GA-890GPA-UD3H


ახალი დედა დაფა მწვანე ბანაკისთვის

საიტ http://www.semiaccurate.com-ს ხელში ჩაუვარდა Gigabyte-ის მომავალი დედა დაფა AMD-ს ჩიპსეტზე 890G.

აღსანიშნავია, რომ დედა დაფა აღჭურვილია Gigabyte-ის 333 ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს რომ მას აქვს SATA 6Gbps-ის მხარდაჭერა. AMD 850 სამხრეთ ხიდის საშუალებით დაფას აქვს 6 ასეთი პორტი და არა 4. ასევე დაფას აქვს USB 3.0-ის მხარდაჭერა, რასაც NEC-ის კონტროლერი უზრუნველყოფს.

დადებული სურათი

დაფაზე ინტეგრირებულია გრაფიკული ჩიპი DirectX 10.1-ის მხარდაჭერით. აქვს D-sub, DVI და HDMI ვიდეო გამოსავალები. დამატებით გვაქვს ერთი ცალი PS/2 პორტი, ოთხი ცალი USB 2.0, ორი USB 3.0, ერთი ცალი FireWire, Gigabit Ethernet და 7.1 არხიანი აუდიო გამოსავალი ოპტიკურ S/PDIF-თან ერთად.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

13:00,   Power_VANO  |  24612 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


30 იანვარი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 30 იანვრისთვის.

აუდიო
Mionix Keid 20 Gaming Headset @ TestFreaks
G-Cube IB-990T Crystal Beats Headphones @ Tweaknews
Arctic Cooling E361-WM Headphones @ Elite Bastards

კეისები
NZXT Hades @ Hardware Secrets
Zalman MS1000-HS2 @ PCPerspective
Lancool Dragon Lord PC-K58 @ Pro-Clockers
NZXT Gamma @ Hi Tech Legion

გაგრილება
Glacialtech Igloo 5610 Plus @ Frostytech
Cooler Master Hyper 212 @ Overclockers Online
Noctua NH-C12P SE14 @ Hardware Overclock
Noctua NH-U12P SE2 @ Legit Reviews

პროცესორები
AMD Phenom II X4 910e @ PCStats

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

12:56,   Power_VANO  |  28331 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 29.January 2010

Intel მე-6 სერიის ჩიპსეტები


Q2, 2010 - Q1, 2011

იაპონურ საიტ ASCII-ზე დაიდო ინფორმაცია Intel-ის ახალი, მეექვსე თაობის ჩიპსეტების შესახებ, რომლებიც გაყიდვაში ამა წლის მეორე კვარტალიდან 2011 წლის პირველ კვარტალამდე გაეშვენიან.


დააჭირეთ სურათს სრულ ზომაში სანახავად

როგორც სურათზე ხედავთ Intel X68+ICH11-ს 2010 წლის Q2-ში ვიხილავთ. X68 ჩიპსეტი LGA1366 პროცესორებს დაუჭერს მხარს, ექნება როგორც ახლანდელი 1366 სოკეტის პროცესორების, ასევე Intel-ს მომავალი 6 ბირთვიანი პროცესორების მხარდაჭერა. Intel P65/H65/Q65 ანუ Mid-end ჩიპსეტები გაყიდვაში 2011 წლის პირველ კვარტალში გამოვლენ და როგორც მოსალოდნელი იყო, ექნებათ LGA1156 პროცესორების მხარდაჭერა. მეექვსე სერიის ყველა დედაპლატა აღჭურვილი იქნება DMI 2.0 სალტით, ასევე SATA 6 გბ/წმ-ითა და USB 3.0-ით.

სიახლის ავტორი: KemOCeR
წყარო: Overclockers.ge

20:59,   Power_VANO  |  86265 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 8 9 10 11 12 13 14 » ბოლო გვერდი