მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Sunday, 14.May 2006

7-Zip v4.42


გამოვიდა ცნობილი არქივატორის ახალი სრული ვერსია.  დიდ ახსნა არ უნდა იმას რომ პროგრამა 7-Zip-ი ინტუიციურად გასაგებია ყველასათვის. აღსანიშნავია ამ პროგრამის საკუთარი ფორმატის არქივი. არქივი ინახება ფორმატში 7z, მაგრამ ამ დროს ფაილები უფრო კარგად იკუმშება ვიდრე ცნობილ ZIP და RAR არქივატორებს შეუძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს არქივაციაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. 7-Zip-ი მუშაობს შემდეგი ფორმატის არქივებთან: 7z, ZIP, CAB, RAR, ARJ, GZIP, BZIP2, TAR, CPIO, RPM და DEB. შესაძლებელია თვითგახსნადი არქივების  გაკეთება, ასევე შეიძლება არქივატორია პატარა მენიუ გამოიყენოთ იმისათვის, რომ რაღაც ინსტალერის მაგვარი პაკეტი გააკეთოთ.

7-Zip v4.42

პროგრამა ინტეგრირდება Windows-ის გარსში და ფაილების ეგრეთწოდებული შეკუმშვა/განკუშვა შესაძლებელია კონტექსტური მენიუდანაც.

მოკლედ ყველას ვისაც გსურთ უფასო არქივატორი მიიღოთ დააჭირეთ ბმულს.

20:08,    |  41917 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Camtasia Studio 3.1.1


მოკლედ თუ გინდათ საკუთარ ეკრანზე მომხდარი მოქმედებების ვიდეო ფაილად ჩაწერა, ეს პროგრამა დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით შეიძლება მთელი ეკრანის, ან მხოლოდ ნაწილის ჩაწერა. რა თქმა უნდა ვიდეო ფაილი იწერება AVI ფორმატში და სურვილის შემთვევაში შეიძლება მისი რედაქტირება და მონტაჟი

Camtasia Studio 3.1.1

პროგრამა ასევე გაძლევთ საშუალებას ჩაწეროთ თქვენი აუდიო ხმაც, შედეგად შეძლება ვიდეო გაკვეთილების გამზადება, ჩათვალეთ პატარა სამუშაო სტუდია გაქვთ ხელთ :-)

შესაძლებლობების პატარა ჩამონათვალი:
The newest enhancements include:
- Flash 8 support with direct publishing to FLV
- QuickTime 7 and H.264 support
- Section 508-compliant captioning
- Interactive quizzing and feedback
- Side-by-side presentation of Webcam and screen video
- Third-party video hosting

14:23,    |  27937 ნახვა | 9 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

SUSE Linux v10.1 Final


აბა Linux_ის მოყვარულებო აქეთ აქეთ. შეგიძლიათ დატკბეთ განახლებული ოპერაციული სისტემით SuSE Linux 10.0. ეს არის კომერციული ოპერაციული სისტემის უფასო ვერსია, რომელიც გამოირჩევა ყველაზე ძლიერი შესაძლებლობებით.

არის ორი ძირითადი ვერსია, პირველი Released Version, მეორე Development Version, მოკლედ ამჯერად შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ 5 დისკიანი  სისტემა, პლიუს ერთი მინი დისკის იმიჯი. ჩაწერეთ ეს იმიჯი კომპაქტზე და მუშა სტაბილური სერვერი გექნებათ პირდაპირ კომპაქტზე :-)

13:12,    |  28655 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

FontHead


აგერ ა  ჩემო ტკბილო და მურაბა საზოგადოებავ  მშვენიერი  ფონტები არის  თავისი  ზიზილპიპილოებით ასე რომ გადაიწერეთ სრუილიასში  ძალიან პატარაა  სულ რაღაც 3.5 MB ა

12:28,   TERMO  |  36129 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Opera 9.0 Build 8406 Beta


მოკლედ ამ ბროუზერს ხომ აღარ ეღირსა საბოლოო რელიზად გამოსვლა, აი, აი გამოვა, გამოვა და ისევ ბეტა ვერსია გამოდის, მგონი თქვენც დაიღალეთ, მაგრამ რა გიყოთ, ყველა პრეტენზია მწარმოებელთან.

Opera 9.0 Build 8406 Beta

დანარჩენი აღწერა სტანდარტულია, ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი და კარგი ბროუზერი, მაგრამ მე-9 ვერსია ოფიციალურად არაფრით არ გამოვიდა, ყველა მე-9 ვერსიაა არის BETA შესაბამისად პასუხისმგებლობას მის სტაბილურ მუშაობაზე არავინ არ იღებს :-) მაგრამ მოსინჯვა ყველას გვინდა, დაე მოვსინჯოთ.

11:53,    |  30916 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ICQ 5.1 Skins


რას ერჩით მშვენიერი სკინებია :)  მე ძაან  მომეწონა  თუ თქვენც  მოგეწონებათ აგერ არის  და გადმოწერეთ   თან არც ტვირთავს და არაფერი ასე  რომ  გიხაროდენ :D

 

ბიჭის სკინის გადმოწერა        

 გოგოს სკინის გადმოწერა  

 

11:50,   TERMO  |  35869 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Xbox 360-სდაემატება HD DVD დრაივი


როგორც ხდება ცნობილი კომპანია Microsoft-ი მაინც აღასრულებს თავის ოცნებას და თავის სათამაშო კონსოლში ჩაამონტაჟებს HD DVD დრაივს. ოგორც ვიცით თავიდან ანონსი კეთდებოდა რომ კომპანია Microsoft-ი  მხოლოდ HD DVD სტანდარტს უჭერდა მხარს, მაგრამ დროთა განმავლობაშჳ ე სინფორმაცია გაქარწყლებული იყო. მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.

Xbox 360

ნოემბრის შემდეგ მოსალოდნელია კონკურენტი სათამაშო კონსოლის გამოსვლა, როგორც ხვდებით საუბარია PlayStation 3 და Wii-ზე, რომლებიც SONY-ს განცხადებით აღჭურვილი იქნებიან Blu-ray DVD დრაივებით. არ დაგავიწყდეთ რომ კონსოლი გაიყიდება 500-600 დოლარად, მაშინ როდესაც თვითონ Blu-ray DVD დრაივი სავარაუდოდ ჯდება 600-700 დოლარი. უბრალოდ სხვა გზა არ არის, კონკურენტის სათამაშო Xbox ლამის ერთი წელია ბაზარზეა და უკვე გაიყიდა 10 მილიონი ეგზემპლარის სახით, თან გაცილებით იაფი ღირს, მთელი 200$-ით. იმისათვის რომ Xbox-ი კონკურენტუნარიანი დარჩეს კომპანია Microsoft-ი  მას დაამატებს ახალ დიდი მოცულობის დრაივს, რომელიც კონკურენტის დრაივისგან განსხვავებით გაცილებით იაფი ჯდება. ჯერჯერობით ძნელია ზუსტი ფასების დასახელება, მაგრამ ფაქტი ერთია დიდი მოცულობის დისკების მხარდაჭერა  Xbox-ს სჭირდება, ხოლო Toshiba-ს სჭირდება რომ მის სტანდარტს მხარდამჭერები ყავდეს და მისი დისკები იყიდებოდეს, უკვე გაყიდული 10 მილიონი კონსოლი ამის მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა.

11:19,    |  64059 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Mozilla Firefox v2.0 Alpha 2


გამოჩნდა ჯერჯერობით ალფავერსიის სახით ცნობილი ბროუზერი. შეგიძლიათ დაქაჩოთ და იხალისოთ. ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი, ამასობაში სტაბილური და თან დაცული ბროუზერი. თუმცა ნუ დაივიწყებთ ეს არის ალფა ვერსია, ანუ ბეტაც კი არ არის, მწარმოებელმაც კი არ იცის რას იზამს ეს პაკეტი, ასე რომ მოსინჯეთ მაგრამ  ფრთხილად.

Mozilla Firefox v2.0 Alpha 2

ახლა რეკლამის გარეშე თუ ვისაუბრებთ ეს არის ერთერთი IE-ს კონკურენტი, ამ ბროუზერს უფადნიდნენ მსოფლიო გადატრიალებას, სხვათაშორის IE-ს შემდეგ დღემდე ერთერთი ყველაზე პოპულარული ბროუზერია, მაგრამ აი რეკლამირებული სიჩქარე და დაცულობა ლეგენდების სფეროდანაა. არის სიჩქარე მაგრამ მაქსიმუმ 1-2 წამი, ასე რომ რაიმე განსაკუთრებულს ნუ ეძებთ.

10:41,    |  29984 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Spyware Terminator v1.4.00.637


კიდევ ერთი შპიონური მოდულების დეტექტორი, პროგრამა ვრცრელდება უფასოდ, ასე რომ ველას უპრობლემოდ შეუძია ჩამოქაჩვა და მოსინჯვა.

Spyware Terminator v1.4.00.637

მოკლედ ბევრი ახსნა საჭირო არ არის, შეგაწუხად შპიონურმა მოდულებმა? მაშინ დროა დაასრულოთ მათი მუშაობა.

10:09,    |  33516 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

NASA World Wind v1.3.5 Final


მიხარია და უნდა გაცნობოთ როგორც იქნება ამ პაკეტის საბოლოო ვერსია გამოვიდა, როგორც გაცსოვთ ადრე ამ პროგრამის ბეტა ვერსიას, ვერსიაზე ვდებდით, იყო პირველი, მეორე, მესამე და ლამის მეშვიდე ბეტა ვერსია და აგერ როგორც იქნა გამოვიდა სრული ვერსია.

ამ ვერსიაში არის ჩამატებული მთვარე და მარსი, ასე რომ ასტრონავტებო სწორდით სმენა, ჩართეთ ტურბო კომპიუტერები, მოუკიდეთ ინტერნეტს ცეცხლი და წინ კოსმოსის ასათვისებლად :-)
ერთადერთი გულდასაწყვეტი ჩვენი ტერიტორიაა, ვერაფრით ვერ შევძელი თბილისის ხედების ახლოდან ნახვა :-) ან ძალიან საიდუმლო სახელმწოფო ვართ, ან NASA-ს არ ვაინტერესებთ :-)

ბევრისთვის პროექტი ნაცნობია, თითქმის იგივე გამოსახულებას ვიღებთ GOOGLE Earth-ის  მეშვეობით, ორივე პროგრამა ინტერნეტიდან ქაჩავს გადაღებულ სურათებს და საკმაოდ გემრიელად ჭამს თქვენს ინტერნეტ ტრაფიკს, ასე რომ თუ ინტერნეტი აწონილი გაქვთ ჯობია პლანეტა რეალურ ცხოვრებაში ნახოთ და არა ეკრანზე, ხოლო თუ თქვენთვის შეზღუდვები არ არსებობს, მაშინ დაქაჩეთ და ისიამოვნეთ.

09:45,    |  26488 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 216 217 218 219 220 221 222 » ბოლო გვერდი