მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Tuesday, 09.May 2006

iTunes 6.0.4.2


ცნობილი მედია პლეერი, პლიუს ცნობილი iPod_ის საკონტაქტო, ანუ სინქრონიზატორი პროგრამა. თუ ვინმეს გაქვთ ზემოთხსენებული აპარატურა, გსურთ სიმრერების გადაწერა, კოდირება, პლეი ლისტეის შექმნა ვქაჩავთ.

iTunes 6.0.4.2

მოკლედ მსურველები ვქაჩავთ.

17:28,    |  37678 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Realtek ALC AC97 Audio Driver 3.87


კომპანია RealTek-მა გამოუშვა ახალი WHQL-დრაივერების ნაკრები  Realtek ALC AC97 Audio Driver 3.73 და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფაც. AC97-კოდეკები გამოდგება შემდეგი ჩიპებისთვის ALC-101/201/202/203/250/650/655/658/850 მიდის ოპერაციულ სისტემებზე Windows 9x/ME/NT/2000/XP/2003. როგორც წესი ხმის ეს ჩიპები აყენია დედა დაფების 75 პროცენტ შემთხვევაში.

Realtek ALC AC97 Audio Driver 3.87

მოკლედ განახლების მსურველები ვაწვებით ბმულს

17:27,    |  35258 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Skype 2.5.0.72 Beta


ისევ განახლდა (ოღონდ ბეტა ვერსიამდე)  საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ 2,5 ვერსიასთან.

Skype 2.5.0.72 Beta

ახლა სატელევიზიო რეკლამებს იმედია არ უჯერებთ! ქალაქის ტელეფონზე და მობილურზე დარეკვა უფასო არ არის, ასეთ რამეში არ მოტყუვდეთ, ქალაქის ნომრებზე ინტერნეტის მეშვეობით რეკავთ ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი გაქვთ 12 ევროიანი ბარათი, შემდეგ თითო წუთი ითვლება 1-2 ცენტის საფასურად. კი ჩვენი სატელეფონო კომპანიებისგან განსხვავებით იაფია, მაგრამ მიეჩვიეთ ხმის დაგვიანებს. აი მობილურებზე დარეკვას არ გირჩევთ, ჯერ-ერთი ძვირია, მეორეც  მოუხერხებელია. წუთი დაგიჯდებათ 31 ცენტი, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ამ მომსახურების ცენტრი, ხოლო სხვა ქვეყნის ოპერატორის მეშვეობით გადმორეკვა კი ძალიან ძვირი ჯდება!

17:26,    |  66959 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ASCII Art Generator v3.2.2 retail


ეს პროგრამა ალბათ უფრო გამოადგებათ ჩატების მოყვარულებს, მისი მეშვეობით შეიძლება ჩვეულებრივი BMP, ICO, JPG გრაფიკიდან ASCII  ანუ ტექსტური გრაფიკის მიღება.

ASCII Art Generator v3.2.2 retail

მსურველები ვქაჩავთ.

17:24,    |  31743 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Awem Alien Stars v1.21


კიდევ ერთი შუტერი. ისევ ფანტასტიკისა და კოსმოსის თემაზე,  თქვენს წინ იშლება მშვენიერი კოსმოსური ხედები, დროა ბრძაოლაში ჩაებათ, მაგრამ სადაა ეს ბრძოლა? რომელ გალაქტიკაში?

Awem Alien Stars v1.21

პროგრამა განეკუთვნება არკადის კლასს, მთავარი ისევ და ისევ სისწრაფეა, მაგრამ გამორმებაც მშვენიერ სიმაღლეზეა, ასე რომ თუ ეს ჟანრი მოგწონთ დაქაჩეთ.
აქ კი შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამის მოთხოვნებს:
Windows 95/98/ME/2000/XP
Pentium II 500 or better
Direct3D compatable video card
128 mb ram or better
DirectX 8.1 or higher

17:23,    |  28722 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Mozilla Firefox 1.5.0.3 Final


განახლდა ცნობილი უფასო ინტერნეტ ბროუზერი, ახალ ვერსიაში გასწორებულია ბევრი შეცდომები, ამჯერად მგონი ბეტა ტესტირება მორჩა და საბოლოო სახით არის გამოსული, მოკლედ ყველას ვისაც ცეცხლოვანი მელაკუდები მოსწონს შეუძლია ჩამოქაჩოს.

Mozilla Firefox 1.5.0.3 Final

იმედია ცოტახანს მაინც გაძლებს ეს პროგრამა განახლებების გარეშე თორემ დავიღალე მისი ახალი ვერსიების განთავსებით და რაც მთავარია ჩემი ბროუზერის განახლებით. მართალია დიდად არ ვიყენებ, მაგრამ მინიმუმ 3 განსხავავებული ბროუზერი მაინც მაქვს, რა იცი რაში დაგჭირდება :-)
მოკლედ ბმულზე წკაპი და მიიღებ ჩამოსაქაჩ ბმულს

17:21,    |  39452 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft Windows Desktop Search (WDS) 3.0 Beta


მოკლედ კომპანია Microsoft_მა უყურა, უყურა სხვა კომპანიებს როგორ უშვებდნენ სხვადასხვა ლოკალურ საძიებო სისტემებს, რომელბიც ოპერაციულ სისტემაში ინტეგრირებულ საძიებო სისტემას აშკარად სჯობნიდნენ და ბოლოს თქვა: მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო ;-) ასე გაჩნდა ახალი ლოკალური საძიებო სისტემა სახელად Windows Desktop Search, დღეს უკვე ამ პროგრამამ მიაღწია 3,0 ვერსიას.

Microsoft Windows Desktop Search (WDS) 3.0 Beta

მაშ ასე უკვე ცნობილია სხვადასხვა პაკეტებიდან ამ პროგრამის მუშაობის პრინციპი და გამოყენების არეალი, პროგრამა ეძებს თქვენს კომპიუტერზე ყველა ფაილს, იმახსოვრებს ყველაფერს, აწარმოებს ინდექსირებას და შემდეგში როდესაც რაღაცის მოძებნა დაგჭირდებათ ოღონდ მოისურვეთ და...
პროგრამა იმახსოვრებს არა მარტო ტექსტურ ფაილებს, იმახსოვრებს სურათებს, მედია ფაილებს და საერთოს 200-მდე სხვადასხვა ფორმატის ფაილს, შედეგად ძიება საკმაოდ იოლდება და ძალიან ჩქარა მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა GOOGLE_ს მოყვარულები ამ პროგრამას დაბადებას არ აპატიებენ და წიხლებით შესდგებიან ;-), მაგრამ სანამ გაკიცხავთ მოსინჯეთ, პირადი აზრით ძალიანაც კარგი რამ არის.

17:20,    |  62864 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Longtion AutoRun Pro Enterprise v8.0.0.70


საკმაოდ ძლიერი პროგრამა AUTORUN-მენიუების გასაკეთებლად, როგროც ხვდებით ეს პროგრამა შეგაქმნევინებთ კომპაქტ დისკების მენიუებს, რომლის მეშვეობითაც შესძლებთ ნავიგაციის გაკეთებას და სხვადასხვა პროგრამების გამოძახებას, რა თქმა უნდა იმ პროგრამების რომლებიც კომპაქტზეა ჩაწერილი, თუმცა შეიძლება ძირითადი სტანდარტული პროგრამების გამოძახებაც.

Longtion AutoRun Pro Enterprise v8.0.0.70

მოკლედ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საკუთარი საინსტალაციო დისკები, რომლებიც თქვენი მენიუთი გამოიძახებენ ინსტალერ პროგრამებს. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის ღილაკების და ფონების შექმნა, მოკლედ გირჩევთ.

17:19,    |  32188 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Opera 9.0 Build 8393 Beta


მოკლედ ამ ბროუზერს ხომ აღარ ეღირსა საბოლოო რელიზად გამოსვლა, აი, აი გამოვა, გამოვა და ისევ ბეტა ვერსია გამოდის, მგონი თქვებნც დაიღალეთ, მაგრამ რა გიყოთ, ყველა პრეტენზია მწარმოებელთან.

Opera 9.0 Build 8393 Beta

დანარჩენი აღწერა სტანდარტულია, ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი და კარგი ბროუზერი, მაგრამ მე-9 ვერსია ოფიციალურად არაფრით არ გამოვიდა, ყველა მე-9 ვერსიაა არის BETA შესაბამისად პასუხისმგებლობას მის სტაბილურ მუშაობაზე არავინ არ იღებს :-) მაგრამ მოსინჯვა ყველას გვინდამ დაე მოვსინჯოთ.

17:18,    |  35553 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Hard Disk Sentinel v1.30


კიდევ ერთი პროგრამა რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენი ვინჩესტერის ჯანმრთელობას, ცდილობს წინასწარ განსაზღვროს თქვენი ვინჩესტერის მწყობრიდან გამოსვლის დრო.  თუ ასეთს აღმოაჩენს რა ტქმა უნდა შეგატყობინებთ.

Hard Disk Sentinel v1.30

როგროც წესი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსის პრინციპზე არ არის აწყობილი, მეცნიერებაში ასეთ უაზრობებს ნაკლებად ენდობიან, პროგრამა უბრალოდ იყენებს SMART ტექნოლოგიის ანალიზებს რაღა შეადგინოს რეპორტი, როგროც ვიცით SMART-ის თვალყურს ადევნებს ვინჩესტერის წარმატებით ჩართვას, თავაკების წაკითხვა ჩაწერის შედეგებს ტემპერატურას და ასე შედმეგ, საერთო ჯამში გარკვეული არასასურველი მდგომარეობის წინასწარმეტყველება შეიძლება, ოღონდ რა თქმა უნდა ეს 100%-იანი წინასწარმეტყველება არ არის.

17:16,    |  34447 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 221 222 223 224 225 226 227 » ბოლო გვერდი