გამოკითხვა |
იყენებთ CompinfoPack-ს?
ვიყენებ რეგულარულად
57 გამოკითხულთა (33%)
ვიყენებ ხანდახან
19 გამოკითხულთა (11%)
არ ვიყენებ
44 გამოკითხულთა (25%)
რა არის CompinfoPack?
51 გამოკითხულთა (29%)
|
|
ადგილმდებარეობა მთავარი » სიახლეები
სიახლეები
სიახლეები 2006
ცნობილი მედია პლეერი, პლიუს ცნობილი iPod_ის საკონტაქტო, ანუ სინქრონიზატორი პროგრამა. თუ ვინმეს გაქვთ ზემოთხსენებული აპარატურა, გსურთ სიმრერების გადაწერა, კოდირება, პლეი ლისტეის შექმნა ვქაჩავთ.

მოკლედ მსურველები ვქაჩავთ.
17:28,
|
39511 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
კომპანია RealTek-მა გამოუშვა ახალი WHQL-დრაივერების ნაკრები Realtek ALC AC97 Audio Driver 3.73 და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფაც. AC97-კოდეკები გამოდგება შემდეგი ჩიპებისთვის ALC-101/201/202/203/250/650/655/658/850 მიდის ოპერაციულ სისტემებზე Windows 9x/ME/NT/2000/XP/2003. როგორც წესი ხმის ეს ჩიპები აყენია დედა დაფების 75 პროცენტ შემთხვევაში.

მოკლედ განახლების მსურველები ვაწვებით ბმულს
17:27,
|
37058 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
ისევ განახლდა (ოღონდ ბეტა ვერსიამდე) საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ 2,5 ვერსიასთან.

ახლა სატელევიზიო რეკლამებს იმედია არ უჯერებთ! ქალაქის ტელეფონზე და მობილურზე დარეკვა უფასო არ არის, ასეთ რამეში არ მოტყუვდეთ, ქალაქის ნომრებზე ინტერნეტის მეშვეობით რეკავთ ოღონდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი გაქვთ 12 ევროიანი ბარათი, შემდეგ თითო წუთი ითვლება 1-2 ცენტის საფასურად. კი ჩვენი სატელეფონო კომპანიებისგან განსხვავებით იაფია, მაგრამ მიეჩვიეთ ხმის დაგვიანებს. აი მობილურებზე დარეკვას არ გირჩევთ, ჯერ-ერთი ძვირია, მეორეც მოუხერხებელია. წუთი დაგიჯდებათ 31 ცენტი, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ამ მომსახურების ცენტრი, ხოლო სხვა ქვეყნის ოპერატორის მეშვეობით გადმორეკვა კი ძალიან ძვირი ჯდება!
17:26,
|
71721 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
ეს პროგრამა ალბათ უფრო გამოადგებათ ჩატების მოყვარულებს, მისი მეშვეობით შეიძლება ჩვეულებრივი BMP, ICO, JPG გრაფიკიდან ASCII ანუ ტექსტური გრაფიკის მიღება.

მსურველები ვქაჩავთ.
17:24,
|
33445 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
კიდევ ერთი შუტერი. ისევ ფანტასტიკისა და კოსმოსის თემაზე, თქვენს წინ იშლება მშვენიერი კოსმოსური ხედები, დროა ბრძაოლაში ჩაებათ, მაგრამ სადაა ეს ბრძოლა? რომელ გალაქტიკაში?

პროგრამა განეკუთვნება არკადის კლასს, მთავარი ისევ და ისევ სისწრაფეა, მაგრამ გამორმებაც მშვენიერ სიმაღლეზეა, ასე რომ თუ ეს ჟანრი მოგწონთ დაქაჩეთ. აქ კი შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამის მოთხოვნებს: Windows 95/98/ME/2000/XP Pentium II 500 or better Direct3D compatable video card 128 mb ram or better DirectX 8.1 or higher
17:23,
|
30395 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
განახლდა ცნობილი უფასო ინტერნეტ ბროუზერი, ახალ ვერსიაში გასწორებულია ბევრი შეცდომები, ამჯერად მგონი ბეტა ტესტირება მორჩა და საბოლოო სახით არის გამოსული, მოკლედ ყველას ვისაც ცეცხლოვანი მელაკუდები მოსწონს შეუძლია ჩამოქაჩოს.

იმედია ცოტახანს მაინც გაძლებს ეს პროგრამა განახლებების გარეშე თორემ დავიღალე მისი ახალი ვერსიების განთავსებით და რაც მთავარია ჩემი ბროუზერის განახლებით. მართალია დიდად არ ვიყენებ, მაგრამ მინიმუმ 3 განსხავავებული ბროუზერი მაინც მაქვს, რა იცი რაში დაგჭირდება :-)
მოკლედ ბმულზე წკაპი და მიიღებ ჩამოსაქაჩ ბმულს
17:21,
|
41566 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
მოკლედ კომპანია Microsoft_მა უყურა, უყურა სხვა კომპანიებს როგორ უშვებდნენ სხვადასხვა ლოკალურ საძიებო სისტემებს, რომელბიც ოპერაციულ სისტემაში ინტეგრირებულ საძიებო სისტემას აშკარად სჯობნიდნენ და ბოლოს თქვა: მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო ;-) ასე გაჩნდა ახალი ლოკალური საძიებო სისტემა სახელად Windows Desktop Search, დღეს უკვე ამ პროგრამამ მიაღწია 3,0 ვერსიას.

მაშ ასე უკვე ცნობილია სხვადასხვა პაკეტებიდან ამ პროგრამის მუშაობის პრინციპი და გამოყენების არეალი, პროგრამა ეძებს თქვენს კომპიუტერზე ყველა ფაილს, იმახსოვრებს ყველაფერს, აწარმოებს ინდექსირებას და შემდეგში როდესაც რაღაცის მოძებნა დაგჭირდებათ ოღონდ მოისურვეთ და... პროგრამა იმახსოვრებს არა მარტო ტექსტურ ფაილებს, იმახსოვრებს სურათებს, მედია ფაილებს და საერთოს 200-მდე სხვადასხვა ფორმატის ფაილს, შედეგად ძიება საკმაოდ იოლდება და ძალიან ჩქარა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა GOOGLE_ს მოყვარულები ამ პროგრამას დაბადებას არ აპატიებენ და წიხლებით შესდგებიან ;-), მაგრამ სანამ გაკიცხავთ მოსინჯეთ, პირადი აზრით ძალიანაც კარგი რამ არის.
17:20,
|
69380 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
საკმაოდ ძლიერი პროგრამა AUTORUN-მენიუების გასაკეთებლად, როგროც ხვდებით ეს პროგრამა შეგაქმნევინებთ კომპაქტ დისკების მენიუებს, რომლის მეშვეობითაც შესძლებთ ნავიგაციის გაკეთებას და სხვადასხვა პროგრამების გამოძახებას, რა თქმა უნდა იმ პროგრამების რომლებიც კომპაქტზეა ჩაწერილი, თუმცა შეიძლება ძირითადი სტანდარტული პროგრამების გამოძახებაც.

მოკლედ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საკუთარი საინსტალაციო დისკები, რომლებიც თქვენი მენიუთი გამოიძახებენ ინსტალერ პროგრამებს. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის ღილაკების და ფონების შექმნა, მოკლედ გირჩევთ.
17:19,
|
34144 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
მოკლედ ამ ბროუზერს ხომ აღარ ეღირსა საბოლოო რელიზად გამოსვლა, აი, აი გამოვა, გამოვა და ისევ ბეტა ვერსია გამოდის, მგონი თქვებნც დაიღალეთ, მაგრამ რა გიყოთ, ყველა პრეტენზია მწარმოებელთან.

დანარჩენი აღწერა სტანდარტულია, ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი და კარგი ბროუზერი, მაგრამ მე-9 ვერსია ოფიციალურად არაფრით არ გამოვიდა, ყველა მე-9 ვერსიაა არის BETA შესაბამისად პასუხისმგებლობას მის სტაბილურ მუშაობაზე არავინ არ იღებს :-) მაგრამ მოსინჯვა ყველას გვინდამ დაე მოვსინჯოთ.
17:18,
|
37673 ნახვა
| 2 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
კიდევ ერთი პროგრამა რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენი ვინჩესტერის ჯანმრთელობას, ცდილობს წინასწარ განსაზღვროს თქვენი ვინჩესტერის მწყობრიდან გამოსვლის დრო. თუ ასეთს აღმოაჩენს რა ტქმა უნდა შეგატყობინებთ.

როგროც წესი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსის პრინციპზე არ არის აწყობილი, მეცნიერებაში ასეთ უაზრობებს ნაკლებად ენდობიან, პროგრამა უბრალოდ იყენებს SMART ტექნოლოგიის ანალიზებს რაღა შეადგინოს რეპორტი, როგროც ვიცით SMART-ის თვალყურს ადევნებს ვინჩესტერის წარმატებით ჩართვას, თავაკების წაკითხვა ჩაწერის შედეგებს ტემპერატურას და ასე შედმეგ, საერთო ჯამში გარკვეული არასასურველი მდგომარეობის წინასწარმეტყველება შეიძლება, ოღონდ რა თქმა უნდა ეს 100%-იანი წინასწარმეტყველება არ არის.
17:16,
|
36512 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
პირველი გვერდი « 221 222 223 224 225 226 227 » ბოლო გვერდი
|
ჩემი ჩანართები |
თუ გსურთ რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, თქვენ ამ საიტზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემდგომ ავტორიზაცია...
|
ამჯერად საიტზეა |
მომხმარებელი: 0
სტუმარი: 53
|
სტატისტიკა |
სულ ვიზიტები: |
240437449 |
ვიზიტები დღეს: |
858 |
ვიზიტები თვეში: |
1124566 |
ვიზიტების პიკი: |
430763 |
ვიზიტები გუშინ: |
5061 |
დაწვრილებით
|
|
ჰიტები |
სულ ნახვა: |
365932921 |
ნახვები დღეს: |
23450 |
ჰიტები თვეში: |
10043210 |
ჰიტების პიკი: |
755022 |
ჰიტები გუშინდელი: |
164024 |
|
საიტი |
მომხმარებლები: |
14640 |
შეტყობინებები: |
0 |
თემები: |
0 |
ფაილები: |
62 |
მწარმოებლები: |
1 |
პროდუქცია: |
15 |
სიახლეები: |
2280 |
სტატიები: |
93 |
გალერეა: |
11 |
სულ გამოსახულებები: |
397 |
|
კომენტარები |
სიახლეები: |
2988 |
სტატიები: |
699 |
გალერეა: |
0 |
გამოკითხვა: |
137 |
ფაილები: |
373 |
|
|
|