დღეს ინტერნეტში გავრცელდა ASUS-ის მომავალი ფლაგმანის, ასევე მომავალ 890FX მიკროსქემაზე დაფუძნებული, Crosshair IV Extreme-ის ფოტოები. ერთი შეხედვით იგი საკმაოდ მიმზიდველია და შეუძლია ოვერქლოქერის გული ადვილად დაიპყროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მწარმოებლის პირველი დედა დაფაა, რომელსაც Lucid-ის Hydra ჩიპი ექნება, ასე რომ მითი Nvidia-ს და ATI-ს ვიდეო დაფების ASUS დედა დაფებზე გაერთიანებისა გაცოცხლდა.
როგორც აღინიშნა, სიახლე დაფუძნებულია AMD-ს 890FX ჩიპსეტზე, SB850 სამხრეთ ხიდით. ეს უკანასკნელი კი დედადაფას SATA 6Gbps-ით უზრუნველყოფს, ხოლო NEC-ის კონტროლერის საშუალებით პროდუქტი USB 3.0-თან იქნება თავსებადი. სხვა მხრივ სპეციფიკაციებში ვხვდებით ცხრა SATA პორტს, ხუთ PCI-Express x16, ერთ PCI და ოთხ DDR3 ტიპის მეხსიერების სლოტს.
როგორც ყველა ASUS' ROG ბრენდის დედა დაფას, Crosshair IV Extreme-შიც ვიხილავთ სხვადასხვა სახის ფუნქციებს, მაგ. ჩვენ უნდა ველოდოთ ორმაგ BIOS-ის ოპციას, ასევე ROG Connect და RC Bluetooth-ს და ა.შ. სიახლე არის მხოლოდ ის, რომ მომხმარებელს შეეძლება სასურველი PCI-Express x16 სალტეს ჩართვა/გამორთვა.
ახალი დედა დაფის სურათების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.