მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Friday, 02.April 2010

სიახლე Microsoft-ისგან


Windows MultiPoint Server 2010

რამოდენიმე წუთია Windows MultiPoint Server 2010-ის შესახებ სიახლეს წავაწყდი Microsoft-ის საიტზე და შვალები შუბლზე ამივიდა :-) წარმოიდგინეთ, რომ გსურთ კომპიუტერის სასწავლო კაბინეტის მოწყობა, რა დაგჭირდებათ ამისათვის? დაგჭირდებათ ვთქვათ 5 კომპიუტერი თავისი კლავიატურით, თაგვით და მონიტორით მეთანხმებით? ახლა კი ვნახოთ რა შეუძლია Windows MultiPoint Server 2010-ს.

აი თუ რა საოცრებებს გვთავაზობს Windows MultiPoint Server 2010, ამისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

06:58,   Giena  |  130648 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 31.March 2010

Right Click Context Menu Extender for Windows 7 v2.0


Right-Click Extender v2

Right Click Context Menu Extender for Windows 7 არის პატარა მოსახერხებელი უტილიტა Windows 7-ისთვის კონტექტური მენიუს ფუნქციონალობის გასაუმჯობესებლად. მას შეუძლია დაამატოს ან ამოიღოს კონტექსტური მენიუს პუნქტები, სია საკმაოდ მრავალფეროვანია: Desktop-ის კონტექსტურ მენიუში შეიძლება:

 Right-Click Extender v2

Administrtator Command Promt (CMD-ს გახსნა ადმინისტრატორის უფლებებით)

Take Ownership -მომხმარებლის მიერ ფაილებზე (მათ შორის სისტემურზე)სრული უფლებების აღება

open with notepad

show/hide folder/file და მრავალი სხვა... მოკლედ, გამოსადეგი განსაკუთრებით მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს ამ ოპერაციების "ტრადიციული" მეთოდით გაკეთება.

ვისაც დაგაინტერესათ, გადმოწერეთ აქედან:www.thewindowsclub.com/downloads/Right-Click%20Extender.zip    (460კბ)

მთავარი გვერდი www.thewindowsclub.com/right-click-context-menu-extender-for-windows-7-released

16:52,   Gio_kiborg  |  151478 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 26.March 2010

Internet Explorer 9


ახალი ღმერთი IEღოვლებისთვის!

ძმანო IEღოველნო, დადგა ჟამი, ოდეს ვეღარ გვეტყვიან მოციქულნი ისინი, ეშმაკისანი - ცეცხლკუდა მელია (FireFox), პოსტსაბჭოეთის ფავორიტი (Opera), გუგულის ფსეფდო შვილი (Chrome) და დამპალი ვაშლის ყუნწი (Safari), უგვანსა სიტყვას, ვითარცა: ჯავაი სკრიპტი თქვენი ზანტ არს და დონდლო, ვერა სცნობთ ესპერანტოს (სტანდარტები არ გესმითო, ე.ი.), ტვინსა სტ&%^&*თ (ოპ. მეხსიერებას იყენებთ ბევრსო, ე.ი.) და სხუა და სხუა ბრალდებანი იგი ეშმაკეულნი.

შესავალი გვეყო - Internet Explorer 9 მოდის!

IE 9 პრაქტიკულად 0-დან იწერება, ახალი რენდერინგის ძრავებით, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების მხარდაჭერით! მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, "მოციქულთა ეშმაკისასა" კარგი დღე არ ელით.

პირველი, რაც ყველას გაუხარდება, MS-ი აპირებს IE9 სტანდარტებთან სრულად თავსებადი გახადოს. IE9-ს ექნება HTML5, CSS3, SVG, XHTML და H.264/MPEG4 HTML5 ვიდეოს სრულყოფილი მხარდაჭერა.

ესეც ვიდეო-ინტერვიუ სტანდარტებისა და თავსებადობების შესახებ (ვიდეო ფაილის სანახავად დაგჭირდებათ Microsoft Silverlight-ის ინსტალაცია):

იგივე ვიდეოს ლინკი: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...teroperability/

0-დანაა დაწერილი JavaScript ძრავი, სახელად "Chakra". რაც ყველაზე "მაგრად ასწორებს" Chakra მრავალნაკადიანი ძრავია, ანუ სრულად გამოიყენებს ჩვენი ახალ-ახალი 4 და მეტბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეებს.

დანარჩენი, უფრო მეტად საინტერესო ინფორმაციის სანახავად, დააჭირეთ სრულად-ს.

13:04,   Power_VANO  |  135073 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


26 მარტი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 26 მარტისთვის.

აუდიო
World of Warcraft Wireless Headset @ PC Game Examiner
Arctic Cooling E361-WM & E352 Earphones @ HardwareHeaven

კეისები
Cooler Master CM 690 II Advanced @ ThinkComputers
In Win Griffin @ Hardware Secrets
Raidmax Quantum @ OCC

გაგრილება
Arctic Cooling Accelero Twin Turbo Pro @ Vortez
Prolimatech Megahalems Rev.B @ Tweaknews

პროცესორები
AMD Phenom II X2 555 Black Edition @ Vortez
AMD Phenom II X2 555 Black Edition @ ITShootOut

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

13:01,   Power_VANO  |  25158 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 22.March 2010

Windows 2008 Server R2-ის მორჯულება


Workstation-ად გადაქცევა

ბევრი სტატია თუ სახელმძღვანელო არსებობს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ზუსტად ასეთი სტატიებისა თუ სახელმძრვანელოების გადმოქართულებული ვერსიები გვხვდება ქართულ ვებ სივრცეში, რაც ერთი მხრივ ძალიან, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ავტორი შედის ჩიხში, უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ასეთ "გადმომთარგმნელებისთვის" პირადად დამისვამს კითხვა ამა თუ იმ საკითხის შესახებ (სტატიის/სახელმძღვანელოს ჩარჩოში) და პასუხად გაუგებარი მზერა მიმიღია (ან დუმილი და იგნორირება) :-).  დღეს სტატიის ავტორი რა თემასაც შეეჭიდა ნამეტანი პრობლემატურია, რადგან არსებობს ბევრი ნიუანსი რის გამოც პრობლომები იქმნება, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარ კომპიუტერზე გამოვცადო ეს ყველაფერი და მოვიყვანო ჩემს ჭკუაზე (უნდა აღინიშნოს, რომ სანამ საკუთარ კომპიუტერზე გადავწყვეტდი Windows 2008 Server R2-ის დაყენებას, რეპეტიცია გავიარე ვირტუალურ კომპიუტერებზე!) Windows 2008 Server R2-ი.

ნაბიჯი პირველი - დრაივერები

დრაივერებს რაც შეეხება, უამრავი მეთოდი ამოვიკითხე ამა თუ იმ სტატიაში და საიტზე, მაგრამ ჩემთვის საბოლოოდ მისაღები მხოლოდ მათი ხელით დაინსტალირება გახდა. არსებობს მეთოდი Windows Update-ის მეშვეობით ინსტალაციისა, თუმცა ქსელის კარტის დრაივერის გარდა მან ვერაფერი იპოვა, თუნდაც იგივე ვიდეო კარტის, ვებკამერის, BlueTooth-ის (თუმცა BlueTooth-ზე აუცილებლად სხვა სტატიასაც დავწერ რადგან სამ დღიანი ტანჯვა წამების შემდეგ ძლივს მოვარჯულე) და სხვ. რომლებსაც Windows 7 უპრობლემოდ პოულობს და აყენებს, ერთის მხრივ მართალიც არის რა საჭიროა სერვერზე ვებ კამერა ან თუნდაც ვიდეო კარტის დრაივერი?
 რაც შეეხება თავსებადობას 99% Windows 7-ის დრაივერებისა ინსტალირდება უპრობლემოდ და უპრობლემოდაც მუშაობს.  პრინციპი მარტივია, გამოუცდელი მომხმარებელი Windows 2008 Server-ს არ დააინსტალირებს, ხოლო გამოცდილმა ისიც იცის თუ როგორ მოიძიოს და დააინსტალიროს დრაივერი.

სტატიის სრულად სანახავად მიყევით ლინკს

20:21,   Power_VANO  |  163161 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 18.March 2010

CompinfoPack : მარტი 2010


მორიგი გამოშვება

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ CompinfoPack-ის მორიგ “რუტინულ” გამოშვებას. ამჯერად სიახლე ერთადერთია – Sumatra Reader–ის არაპოპულარულობის გამო Foxit Reader დაბრუნდა ნაკრებში. და რა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა განახლდა ბოლო ვერსიამდე.

სამწუხაროდ, Best Buy ვერ განახლდა იმის გამო, რომ კომპიუტერული ტექნიკის მსხვილი მაღაზიები დროებით დახურულია.

CompinfoPack : მარტი 2010

ჩამოსატვირთი ლინკის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.

15:16,   domen  |  133387 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 17.March 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


17 მარტი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 17 მარტისთვის.

აუდიო
Arctic Cooling E352 Earphones @ Tweaktown
Arctic Sound E361-BM Earbuds @ Techgage

კეისები
NZXT Hades @ Rbmods

გაგრილება
Coolink Corator DS CPU Cooler @ Legit Reviews
Gelid Tranquillo CPU Cooler @ Hardware Canucks
Zaward Vapor 120 CPU Cooler @ Overclockers Online
ProlimaTech Armageddon CPU Cooler @ Benchmark Reviews

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

13:23,   Power_VANO  |  28845 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 10.March 2010

ASUS-ის ახალი ნეტტოპი USB 3.0-ის მხარდაჭერით


CeBIT 2010

თუ გამოფენა CeBIT 2010-ს დავუჯერებთ Asus-ი ალბათ ერთერთი მთავარი მწარმოებელია რომელიც ახალი ინტერფეისის USB 3.0-ის დანერგვას ცდილობს. ამ ინტერფეისით კომპანია უშვებს არა მარტო დედა დაფებს, ნოუთბუქებს და ნეთბუქებს, არამედ როგორც საიტ Engadget გვატყობინებს, Asus-მა USB 3.0-ით აღჭურვა თავისი მოწყობილობები ე.წ. "ნეტტოპ"-ები.

CeBIT 2010 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნეტტოპი Asus EB1501U, რომელიც უკვე მოძველებულ Ion პლატფორმაზეა, ორბირთვიანი Atom 330 პროცესორით და რაც მთავარია ახალი USB 3.0 ორი პორტით.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

22:18,   Power_VANO  |  32016 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Cooler Master V6 GT


ქულერი ორი ვენტილატორით

გამოფენა CES 2010 (ეს სხვაა CeBIT არ გეგონოთ, თუმცა რა აზრი აქვს ჩვენთან არც ერთი არ ტარდება), წარმოდგენილი იყო Cooler Master V6 GT ახალი ქულერი, რომელსაც ტრადიციული Tower ფორმა აქვს, 6 ცალი U ფორმის სითბური მილაკით და აღჭურვილია ორი ცალი 120 მმ-იანი ვენტილატორით ბრუნვის სიჩქარის რეგულირებით.

ვენტილატორების სამაგრები ანტივიბრაციულია, ქულერის თავზე შეგვიძლია ვნახოთ გადამრთველი რომლითაც განათების ფერი შეგვიძლია შევცვალოთ. ბრუნვის სიჩქრე 600-დან 2200 RPm-მდე, ჰაერის მაქსიმალური ნაკადი 111,2 კუბური ფუტი წუთში. ხმაურის დონე 13-დან 30 Dba-მდე. ქულერი გამოვა მაისი ბოლოს და სავარაუდო ფასი 60 ევროა.

ასევე გაყიდვაში გამოვა შედარებით იაფი ქულერი V6, რომელსაც არ ექნება განათება და სითბური მილაკები მონიკელებული არ იქნება. ასევე ჰაერის მაქსიმალური ნაკადი იქნება 85,5 კუბური ფუტი.

სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge

22:05,   Power_VANO  |  31746 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 09.March 2010

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


9 მარტი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 9 მარტისთვის.

კამერები
JVC Picsio GC-FM1 Camcorder @ Hardware Secrets

კეისები
Cooler Master CM 690 II Advanced @ TweakPC
SilverStone Fortress FT02 @ Phoronix

გაგრილება
Noctua NH-D14 @ Bjorn3D
XSPC 5870 Razor GPU Water Block @ PureOverclock
Zalman CNPS10X Flex Heatsink @ Frostytech

მონიტორები
Zalman Trimon 22" Stereoscopic Monitor @ OCModShop

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

11:38,   Power_VANO  |  25050 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 5 6 7 8 9 10 11 » ბოლო გვერდი