დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ოვერქლოქინგის, ქართულად იგივე აჩქარების შესახებ სპეციალიზებული ინგლისურენოვანი ჟურნალი გამოდის. თანაც, უკვე მე-9 ნომერია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ეს ჟურნალი მსოფლიოში პირველი პრეცედენტი და დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თანაც, არა მხოლოდ ოვერქლოქინგის განვითარების მხრივ. აჩქარება, რომელსაც წლების წინ დაწყევლილ მოვლენად აღვიქვამდით (თუმცა, ბევრისთვის ოვერქლოქინგი დღესაც კომპიუტერული საქმიანობის ეშმაკეულ მხარედ აღიქმება :-)), დღეს უკვე ჩვენი კომპიუტერთან თანაცხოვრების ყოველდღიური მოვლენა გახდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აჩქარება კომპ. ინდუსტრიის პროგრესს საგრძნობლად უწყობს ხელს. ყველზე თვალშისაცემი მაგალითი გაგრილების სისტემებია. ვისაც საშუალება გაქვთ, გადახედეთ წლების წინ არსებულ ჰაერის გაგრილების სისტემებს და შეადარეთ თანამედროვე ანალოგებს. ნელ-ნელა ფართო გავრცელებას ჰპოვებს წყლის გაგრილების სისტემებიც. ექსტრემალურ ოვერქლოქინგში კი კასკადურ გაგრილებას, მშრალ ყინულს, თხევად აზოტსა და თხევად ჰელიუმსაც კი იყინებენ!

მოკლედ, "ამაჩქარებლის" მე-9 ნომერში იხილავთ:
-
The Science of Overclocking - აკადემიურ-მეცნიერულად შესწავლილი "აჩქარება". ასეთი რამ ნამდვილად არავის გაქვთ წაკითხული აქამდე. სტატია გამიზნულია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ოვერქლოქერებისთვის. სტატიის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ იმ ტექნიკურ ცოდნას, რაც წარმატებული "აჩქარებისთვის" დაგჭირდებათ
-
ინტერვიუ მსოფლიოს ნომერ 1 ამაჩქარებლების გუნდთან - TEAM PURE-თან
-
ოვერქლოქინგი ინდოეთში (დიდი იმედი გვაქვს, ერთხელაც ამ განყოფილებაში საქართველოსაც ვიხილავთ)
-
ინტერვიუ ოვერქლოქერ Kiwi-სთან
-
+ Intel-ის ახალი Clarkdale პროცესორებისა და ახალი ჩიპსეტების H55-ის ტესტირება. და რაც უფრო საინტერესოა, იხილავთ SATA 3 ტექნოლოგიის უამრავ ტესტს - თურმე SATA 3 კაბელის გამოყენებით თქვენი SATA 2 მოწყობილობა უფრო სწრაფად იმუშავებს!
ჟურნალის გადმოსაწერი ლინკებისთვის დააჭირეთ სრულად-ს.