მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Sunday, 24.May 2009

ვბლოკავთ რეკლამებს


რჩევები Opera-ს შესახებ

რეკლამები არავის გვიყვარს, მით უმეტეს, თუ ძალიან არასასიამოვნო ადგილებშია განთავსებული - მაგალითად, ფორუმის პოსტებს შორის, სიახლის ტექსტში საიტებზე და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც მისი ყოფნა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის წაკითხვას ან ნავიგაციას ართულებს. მოკლედ, რეკლამების მოშორება საიტის მფლობელის მეტს ყველას უხარია და თუ მაინცდამაინც სენტიმენტალური გრძნობები არ გაქვთ ამ უკანასკნელის და მისი შემოსავლის მიმართ, დაიკაპიწეთ ხელები და გავეცნოთ, რა საშუალებები აქვს Opera-ს რეკლამების დასაბლოკად.

20:04,   domen  |  28531 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Gmail Inbox Preview


Gmail-მა ბოლო წლებში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, რაც რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა. სისწრაფე, მეგობრული ინტერფეისი, ორგანიზების მშვენიერი შესაძლებლობები, საფოსტო ყუთის დიდი მოცულობა და ბოლოს, პატარ-პატარა ფუნქციები, რომლებიც Gmail Labs Feature-ის სახელითაა ცნობილი. Labs-ს ეკუთვნის ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა Youtube-ის ვიდეო-რგოლების, Picasa-ს და Flickr-ის ალბომების წერილშივე ჩვენების ფუნქცია, წერილების ავტომატური თარგმნის ფუნქცია, Mouse Gestures-ს მხარდაჭერა თქვენს საფოსტო ყუთში და მრავალი სხვა.

13:07,   domen  |  23274 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 23.May 2009

Windows 7 Starter-ს სამი პროგრამის შეზღუდვა აღარ ექნება?!


ჩვენ ცოტა ხნის წინ მიმოვიხილეთ Windows 7 Starter და დავასკვენით, რომ სამპროგრამიანი შეზღუდვა (მით უმეტეს ნეტბუკებისთვის) არც ისე მძიმე ასატანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, იდეაში უბრალო მომხმარებელი შეიძლება საერთოდ ვერც კი წააწყდეს ამ ბარიერს. CNet-ელმა Ed Bott-მა დაამტკიცა ეს, Lee Mathews-მა DownloadSquad-იდან კი განაცხადა, რომ მან გაუშვა Firefox, Internet Explorer, TeamViewer, ImgBurn, Pidgin, Avast, FastStone Capture და uTorrent Win7 Starter-ზე ისე, რომ სისტემას ერთი არ დაუჩივლია.

21:52,   domen  |  65174 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Google Chrome 2.0


მეტი საქმე, ნაკლები გაფორმება

წელიწად-ნახევრის წინ Google-მა არც ისე არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და გამოუშვა საუკთარი ბრაუზერი, Google Chrome. ბრაუზერი თავიდანვე გამოირჩეოდა სისწრაფით და სიმარტივით, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ახალ პროდუქტს, აკლდა "სიმწიფე" - პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც წლების მანძილზე იდება პროდუქტში და უფრო სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდის მას.

21:22,   domen  |  25579 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 19.May 2009

ვირტუალური Wi-Fi Windows 7-ში


ერთი ადაპტერი ორად

ალბათ ყველა იცნობთ Intel-ის Hyper-Threading ტექნოლოგიას. პირველად ეს ტექნოლოგია სამყაროს Pentium 4-ის ეპოქაში მოევლინა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ერთბირთვიანი Pentium 4-ები ოპ. სისტემის მიერ ორ პროცესორად აღიქმებოდა. ჯამში, ხდებოდა რესურსების უკეთესად გამოყენება და წარმადობა იზრდებოდა. მსგავს ტექნოლოგიაზე Microsoft-იც მუშაობდა, ოღონდ, უმავთულო ქსელების განხრით. Microsoft-ის ტექნოლოგიის საშუალებით ოპ. სისტემას ერთი ფიზიკური უმავთულო ქსელის ადაპტერი ორად უნდა აღექვა.

დროთა განმავლობაში მაიკროსოფტმა თითქოს მიივიწყა ეს საინტერესო ტექნოლოგია, მაგრამ istartedsomething-ის ინფორმაციით, Windows 7 Release Candidate ვერსიაში აღნიშნული ტექნოლოგია ჩაშენებულია და მუშაობს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით არცერთი მწარმოებლის დრაივერებში აღნიშნული ფუნქციის მხარდაჭერა არაა რეალიზებული, შესაბამისად, ტექნოლოგიის გამოყენება შეუძლებელია.

ალბათ დაგაინტერესებთ, რაში შეიძლება გამოდგეს ვირტუალური ადაპტერი. პრაქტიკაზე ორი ადაპტერის გამოყენებით შესაძლებელია როგორც Wi-Fi სიგნალის მიღება, ასევე თქვენი კომპიუტერის Hot-Spot-ად ქცევაც. ანუ ერთი ადაპტერი სიგნალს იღებს, მეორე კი გადასცემს. ვირტუალური ადაპტერის გამოყენებით ამ ფუნქციებს ერთი ადაპტერი შეითავსებს. მგონი მშვენიერი იდეაა.

იმავე istartedsomething-ის განცხადებით, Virtual Wi-Fi-ს მხარდაჭერის ჩამატება დრაივერებში სავალდებულო იქნება Windows 7 Certified ლოგოს მისაღებად, შესაბამისად, ახალ დრაივერებს ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭრით მალე ვიხილავთ.

თუ Windows 7 აღმოაჩენს თქვენს კომპიუტერში უმავთულო ადაპტერს, ავტომატურად დააინსტალირებს ვირტუალურ ადაპტერსაც. ახალი ადაპტერისთვის განკუთვნილი კავშირი გამოჩნდება Network Connections საქაღალდეში, Wireless Network Connection 2 სახელით. რაც შეეხება აპარატურის სახელს იგი იქნება Microsoft Virtual WiFi Miniport adapter. ცხადია, ვირტუალური ადაპტერი მიბმულია ფიზიკურ ადაპტერზე. თუ ფიზიკურ უმავთულო ადაპტერს გათიშავთ, გაითიშება ვირტუალურიც.

დღევანდელი ინფორმაციით, Virtual Wi-Fi-ს საშუალებით მხოლოდ ერთი ვირტუალური ადაპტერის შექმნა შეიძლება, რომელიც მიბმული იქნება ფიზიკურ ადაპტერზე. ტექნიკური ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ საზოგადოებას გაეცნობა WinHEC სესიაზე - "Wireless LAN Enhancements in Windows 7."

20:31,   Power_VANO  |  43086 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 17.May 2009

ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ


რჩევები Opera-ს შესახებ

Opera-ს მომხმარებლებს ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ქრება ძველი ჩამოტვირთვები ჩამოტვირთვების მენეჯერიდან სისტემის გადატვირთვის შემდეგ და ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ ხანდახან დაუმთავრებელი ჩამოტვირთვებიც ქრებიან ჩამოტვირთვების მენეჯერიდან. არადა ხანდახან ეს დაუმთავრებელი ჩამოტვირთვა 1.5 გიგაბაიტიანი ფილმის 90%-ზე მისული ნაწილია! დღეს ვისწავლით, როგორ აღვადგინოთ და გავაგრძელოთ სისტემის გადატვირთვის შემდეგ გამქრალი ჩამოტვირთვები.

18:16,   domen  |  31211 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 13.May 2009

Windows 7 : გამოშვების ოფიციალური თარიღი და შეფუთვის არაოფიციალური სურათები


დიდი ხანია, ხმები დადის, რომ Win7 2010 წლამდე გამოვიდოდა. ცოტა ხნის წინ ეს ნაწილობრივ Acer-მაც დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ მათი 23 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ნეტტოპს (Z5600) Windows 7-ის საბოლოო ვერსია ექნებოდა, მაგრამ დღეს MS-მა ყველა ეჭვი გაფანტა - მათ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Windows 7-ის საბოლოო ვერსიის გამოშვება დაგეგმილია "ასვენების სეზონისთვის", რომელიც აშშ-ში დაახლოებით ნოემბრის ბოლოდან იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. ასე რომ, 2010 წელს მსოფლიო ახალი ოპერაციული სისტემით შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ეს დაახლოებით ორი თვით უსწრებს დაგეგმილ "სამწლიან ციკლს", რომლის მიხედვითაც MS ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გამოუშვებს ახალ სისტემას - Windows Vista Retail ბაზარზე 2007 წლის 30 იანვარს გამოჩნდა.

11:54,   domen  |  47279 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 11.May 2009

Windows 7 Upgrade Advisor


მზად ხარ განახლებისთვის?

როგორც ვიცით, MS ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ Windows 7-ზე გადასვლა მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება კომფორტული იყოს. სულ ცოტა ხნის წინ გამოშვებული Windows 7 Upgrade Advisor ამ მიმართულებით შექმნილი კიდევ ერთი უტილიტაა, ის შეამოწმებს თქვენს კომპიუტერს Win7-ის მინიმალურ Hard მოთხოვნებზე, თითოეული მოწყობილობის და პროგრამის თავსებადობაზე და შესაძლო პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ გაცნობებთ.

19:31,   domen  |  61889 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 09.May 2009

Mozilla prism


ინტერნეტი ნაჭრებად

Mozilla უკვე ლამის წელიწად-ნახევარია თავის ახალ პროექტზე, Prism-ზე მუშაობს და დღეს მისი პირველი ბეტა ვერსია წარმოადგინა. იდეა ძალიან მარტივია და სახელი "პრიზმა" მას სრულად წარმოადგენს - აინსტალირებთ პატარა პროგრამას, რომელიც საშუალებას გაძლევს, შექმნათ პატარა "ვებ-პროგრამები", რომლებიდანაც თითოეული მინიმალისტურ ბრაუზერს წარმოადგენს და მომართულია მხოლოდ ერთი, წინასწარ მითითებული საიტის გახსნაზე. ასე გასინჯეთ, მას მისამართის ველიც კი არ აქვს!

18:27,   domen  |  39425 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

შევცვალოთ Speed Dial-ის სურათი


რჩევები ოპერას შესახებ

ყველამ ვიცით, რომ IE-ს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული ბრაუზერია და რომ FF-მა მთელი ანტარქტიდა დაიპყრო, მაგრამ საქართველოში, მოგვწონს თუ არა, რატომღაც Opera ძალიან პოპულარული რჩება და ეს ჩვენს საიტზეც აისახება - ჩვენი მომხმარებლების ნახევარი Opera-ს იყენებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხანდახან შემოგთავაზოთ პატარ-პატარა ჰაკები, რომლებიც Opera-ს ჩვენთვის უფრო სასიამოვნო მოსახმარს და ჩვენზე მორგებულს გახდის.

14:56,   domen  |  28550 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 8 9 10 11 12 13 14 » ბოლო გვერდი