მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Wednesday, 24.May 2006

Berry Linux 0.7 - იაპონელი პინგვინები


გამოვიდა იაპონული Linux_ის ახალი ვერსია სახელად Berry Linux. ეს არს ჩამტვირთავი დისკი რომელიც დაფუძნებულია Red Hat Linux -ისა და Knoppix-ზე. სისტემა ჩატვრთვისას თვითონ ადეტექტირებს აპარატურულ ნაწილს, სცნობს ძალიან ვევრ აპარატურას, პრაქტიკულად ყველა სახის აუდიო და ვიდეო დაფებს, SCSI  და USB   მოწყობილობებს.

ახალი ოპერაციული სისტემა შეიძლება იტვირთებოდეს კომპაქტიდან, ან ვინჩესტერიდან, ორიენტირებულია საგანმანათლებლო სექტორისთვის.
ახალ ვერსიაში შესულია:  Kernel 2.6.16.16, KDE 3.5.2, X.Org 7.0, Firefox 1.5.0.3, Thunderbird 1.5.0.2, WINE 0.9.13

09:06,    |  26909 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 23.May 2006

Crystal Clear Visual Style


საყვარელი ოპერაციული სისტემა Windows XP-ს განახლებული სტილი, მისი მეშვეობით შეგიძიათ შეცვალოთ სისტემის ხედი, ანუ გადაუხვიეთ სტანდარტებს და დატკბით სადა სილამაზით.

სტილის ინსტალირება ძალიან მარტივია, გახსენით ჩამოქაჩული არქივი და შეინახეთ სადაც გინდათ, შემდეგ შედით სასურვეკ საქარალდეში (არქივში ორი სტილია) და ნებისმიერ თემას ორჯერ დააჭირეთ, სტილი თვითონ შევა ძალაში.

13:50,    |  81784 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

კომპინფოელთა გალერეა


ესეიგი  და ვინჩის კოდით მთელი საიტი დაიგრუზა  ხოდა ეხლა განტვირთვისათვის ასეთი რაღაც მოვიფიქრე    მოდით ფორუმის ერთ თემაში კერძოდ კი აი აქ     მინდა  დავაგდოთ  ჩვენი სურათები მე უკვე დავდე  თუ რატომ ვაკეთებ ამას  ფორუმში  დავწერე აბა თქვენ იცით ვიცნობდეთ ერთმანეთს :D   ეხლა ველოდები თქვენს სურათებს

http://www.compinfo.ge/index.php?p=showtopic&toid=94&fid=1&area=1

00:51,   TERMO  |  27454 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 22.May 2006

Google Pack v1.1.489.27609 (Beta)


ცნობილი კომპანიის, ცნობილი და გამოცდილი პროგრამების დასაქაჩი ბმული, ამ ნაკრებში შედის Google Earth, Picasa, Google Desktop, Google Toolbar for IE, Google Talk, Google Video Player და Google Screensaver.

გარდა ამისა ახალ პაკეტთან ერთად სერვერი გვთავაზობს სხვა მწარმოებლების შემდეგ პროდუქტებსაც:  Mozilla Firefox with Google Toolbar, Ad Aware SE Personal, Norton Antivirus 2005 Special Edition (ექვსთვიანი მუშა ვერსია უფასოდ), Adobe Reader 7, RealPlayer, GalleryPlayer HD Images და Trillian. მგონი კარგი ნაკრებია და თუ გვსურს მათი დაქაჩვა გადავდივართ მწარმოებლის რესურსზე.
 

13:04,    |  32131 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

AutoHotkey v1.0.44.02


ეს არის კლავიატურის შესაძლებლობების გამფართოებელი პროგრამა, უფროსწორედ მისი მეშვეობით შეგიძლიათ აურაცხელი მოკლე კლავიში და ბრძანება შექმნათ. შევეცდები მარტივად აგიხსნათ მისი მუშაობის პრინციპი.

 

ბევრმა ახალბედამ არ იცის რომ კლავიატურული კომბინაციებით შეიძლება ამა ტუ იმ ბრძანების გამოძახება, ყველაზე სტანდარტული და ყველასთვის ნაცნობი კომპინაციები კი არის CTRL+C, CTRL+V, CTRL+X, CTRL+Z  და ასე შემდეგ, იმედია იცით რას აკეთებენ ეს კომბინაციები, მოკლედ თუ თაგუნიას მეშვეობით მენიუში ძრომიალი ყელში ამოგივიდათ, დააყენეთ ეს პროგრამა, დანიშნეთ ახალი კლავიატურული კომბინაცია და მორჩა შეგიძიათ ყველაფერი კლავიატურით აკეთოთ. გარდა სტანდარტული მოდიფიკატორი ლლ;ავიშებისა CTRL - ALT - SHIFT პროგრამას შეუძლია გამოიყენოს Windows key და Capslock გარდა ამისა მაქსიმალურად იყენებს ჯოისტიკის შესაძლებლობებს.

მოკლედ კლავიატურით მომუშავეებისთვის მისწრებაა.

12:07,    |  28388 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Adobe Photoshop - სახელმძღვანელო(ქართულად)


ჩვენს საიტზე სულ იდება  რაღაც  პროგრამული ენის შესასწავლი თუ რაიმე პროგრამის შესასწავლი წიგნები მაგრამ  ყველა არის ან ინგლისურად ან  რუსულად  დღეს კი მოხდა  გამონაკლისი და მინდა  შემოგთავაზოთ  ქართულად დაწერილი წიგნი სადაც არის 100 გაკვეთილი ტექსტის  ეფექტების შესახებ, წიგნი არის  დაწერილი  ძალიან მარტივი ენით და იმათაც  ვისაც არაფერი გაეგება ფოტოშოპის შეუძლია დაჯდეს წაიკითხოს და  დამერწმუნეთ ყველაფერს გაიგებს 

წიგნი დაწერა  კოტე  იულდაშევმა  და აქედან გამომდინარე  ყველა საავტორო უფლება მას ეკუთვნის  მე  უბრალოდ ვთხოვე ეს წიგნი რათა  თქვენთვის მეჩვენებინა

პ.ს. წიგნის რაიმე კომერციული სახით გამოყენება დაუშვებელია  საავტორო უფლებები დაცულია!!

ლინკი სრულიადში

11:52,   TERMO  |  58318 ნახვა | 12 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

AntiVir PersonalEdition Classic 7 (v6.34.01.119)


კიდევ ერთი ახალი ანტივირუსი, ამჯერად გერმანული წარმოების. ანტივირუსი წარმოადგენს მშვენიერი დაცვის სისტემას, აქვს სკანერი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პროცესს ამოწმებს: არქივები, დოკუმენტები, საინსტალაციო პაკეტები, მაკროსები. ამასობაში ბევრ რესურსს ზოგიერთი ანტივირუსივით არ მოითხოვს.

 

რა თქმა უნდა აქვს მუდმივი განახლება ინტერნეტით, ავტომატურად შეიცავს 150 000 ვირუსის დაჭერის რეცეპს და რაც მთავარია მუშაობს უნიკოდ სახელების მქონე ფაილებთან. ეს უკანასკნელი საკმაოდ აქტუალურია ქართულ Windows-ის გამოსვლასთან ერთად, სხვა ანტივურუსები ხომ ქართული სახელის მქონე დოკუმენტების ვერ აღიქვავენ სწორედ და შესაბამისად არც ასკანირებენ ვირუსის არსებობაზე.

11:22,    |  32159 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

WinAntiVirus Pro 2006 2.0.225.2 Full


ეს არის ერთერთი ახალი თაობის ანტივირუსი, რომელიც ამ ბოლოდროს გამოჩნდა, იხვეჭავს პოპულარობას და წინ მიიწევს პარაზიტებთან ბრძოლაში.  როგორც ამბობენ ბევრ რესურსს არ მოითხოვს, შესაბამისად შეიძლება კომპიუტერმა ამოისუნთქოს.

აქვს მუდმივი ბაზების განახლება ინტერნეტის მეშვეობით, ბევრ კონფიგურირებას არ საჭიროებს, დააყენე და უკვე მუშაობს. იჭერს პრაქტიკულად ყველა ახალი ტაობის ვირუსებს, ისტორიულ ეგზემპლარებთან თავისი ახალგაზრდობის გამო საქმე არ ჰქონია, იმედია არც შეგხვდებათ 1191-1995 წლის ვირუსები :-).

10:52,    |  29988 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

FastStone Image Viewer v2.6 (Beta 4)


ერთერთი სახელგანთქმული ჩქარი და სრულყოფილი გრაფიკული ფაილების დამთვალიერებელი პროგრამა, სხვათაშორის სურათების დათვალიერების გარდა პროგრამას შეუძლია სხვადასხვა ფაილების კონვერტირება შემდეგ ფორმატებში BMP, JPEG, JPEG 2000, GIF, PNG, PCX, TIFF, WMF, ICO, TGA.

ასევე შეგიძლიათ სურათებს დაადოთ სხვადასხვა ეფექტები საერთო ჯამში მათი რაოდენობა 150-ს აღწევს. მოკლედ ყველას ვისაც ყელში ამოუვიდა უზომოდ გასივებული ACDSee თავისი ლიცენზიებით და ძალიან ნელი მუშაობით აშკარად შეუძლია ამ პროგრამაზე გადასვლა, თან პაკეტი აფსულუტურად უფასოდ ვრცელდება და არ შეიცავს არანაირ სარელამო და შპიონურ მოდულებს.

10:14,    |  33816 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Vista Transformation Pack v4.0


საჩუქარი ყველას ვისაც ძველი ორერაციული სისტემის ხედი მოსწყინდა, ახალ სისტემამდე ლამის 6 -8 თვე დარჩა, მანამდე კი ხედები გვინდა:-).
მოკლედ როგორ თვლით კომენტაერები საჭიროა? მგონი არა, მაგრამ ვინც არ იცის ავუხსნი, მაინც ყველამ ყველაფერი ხომ არ იცის.

თუ გაქვს დაინსტალირებული Windows XP და გინდა რომ შენი სისტემა გამოიყურებოდეს როგორც Windows Vista, მაშინ გჭირდება სპეციალური პროგრამული პაკეტი, რომელიც მთლიანად შეცვლის შენი სისტემის ხედს, გაფორმებას, ჩატვირთვას, ხმებს, ღილაკებს, ხატულებს, მოკლედ ყველაფერს.  სწორედ ასეთ პროგრამასთან გაქვს ამჯერად შეხება.
ქაჩავ, აინსტალირებ, გადაიტვიეთები და ვუალია, ახალი სისტემაც დაგვიყენებია :-)

09:05,    |  99469 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 109 110 111 112 113 114 115 » ბოლო გვერდი