მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Friday, 19.May 2006

FastStone Image Viewer v2.6 Beta 3


ერთერთი სახელგანთქმული ჩქარი და სრულყოფილი გრაფიკული ფაილების დამთვალიერებელი პროგრამა, სხვათაშორის სურატების დათვალიერების გარდა პროგრამას შეუძლია სხვადასხვა ფაილების კონვერტირება შემდეგ ფორმატებში BMP, JPEG, JPEG 2000, GIF, PNG, PCX, TIFF, WMF, ICO, TGA.

FastStone Image Viewer v2.6 Beta 3

ასევე შეგიძლიათ სურათებს დაადოთ სხვადასხვა ეფექტები საერთო ჯამში მათი რაოდენობა 150-ს აღწევს. მოკლედ ყველას ვისაც ყელში ამოუვიდა უზომოდ გასივებული ACDSee თავისი ლიცენზიებით და ძალიან ნელი მუშაობით აშკარად შეუძლია ამ პროგრამაზე გადასვლა, თან პაკეტი აფსულუტურად უფასოდ ვრცელდება და არ შეიცავს არანაირ სარელამო და შპიონურ მოდულებს.

12:29,    |  35296 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

BitTorrent v4.9.5 Beta


პირიქგული ქსელების კლიენტ პროგრამა. მგონი ბევრმა იცით უკვე რა ხილია ეს ქსელი, BitTorrent-ის ქსელის ცნობილ Kazaa, eDonkey -სა და Emule-სგან განსხვავებით ორიენტირებულია დიდი ფაილების გადაქაჩვაზე, ამასობაში შეცვლილია სტრუქტურა, იმის მაგივრად რომ ერთი ფაილის დანაწევრებულად სხვადასხვა პიროვნებებს ჰქონდეთ, ერთი ფაილი აქვს მხოლოდ ერთ გამავრცელებელს, რომელიც დაინტერესებულია ფაილის გადაქაჩვით.

BitTorrent v4.9.5 Beta

შედეგად გადმოქაჩვა იწყება მომენტალურად, ყველანაირი სიაში და რიგში ჩაწერის გარეშე, სხვათაშორის ჩამოქაჩვაც შედარებით ჩქარი ტემპით მიმდინარეობს.
მოკლედ ვქაჩავთ, კარგი რაღაცაა

12:03,    |  28622 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Opera 9.0 Build 8414 Beta


ისეც ბეტად განახლდა ეს ბროუზერი. მოკლედ ამ ბროუზერს ხომ აღარ ეღირსა საბოლოო რელიზად გამოსვლა, თითქოსდა უკვე მორჩა ყველაფერი და აი დღე დღეზე სრული ვერსია გამოვა, მაგრამ მგონი მწარმოებლებმა ჩაიხვის და აღარც აპირებენ სრულ ვერსიაზე გადასვლას :-).

Opera 9.0 Build 8414 Beta

დანარჩენი აღწერა სტანდარტულია, ეს არის ერთერთი ყველაზე ჩქარი და კარგი ბროუზერი, მაგრამ მე-9 ვერსია ოფიციალურად არაფრით არ გამოვიდა, ყველა მე-9 ვერსიაა არის BETA შესაბამისად პასუხისმგებლობას მის სტაბილურ მუშაობაზე არავინ არ იღებს :-) მაგრამ მოსინჯვა ყველას გვინდამ დაე მოვსინჯოთ.

11:50,    |  26792 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

nVidia ForceWare 87.08 WHQL beta


მგონი დადგა დრო განვაახლოთ ჩვენი ვიდეო დაფის დრაივერები, მაშ ასე ვისაც აქვს NVIDIA-ს ვიდეო სისტემები ვთავაზობთ  87.08-ვერსიის დრაივერებს (ოღონდ  BETA ვერსიას). ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია  DirectX 9.0c -სთან მუშაობა, გაუმჯობესებელია OpenGL 2,0-ის მხარდაჭერა, ჩამატებული ახალი თამაშების ოპტიმიზირება და მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია SLI ტექნოლოგიისთვის რამდენიმე ახალი თამაში.

nVidia ForceWare 87.08 WHQL beta

მოკლედ განახლების და გეიმის მოყვარულებო დროა საკუთარი დრაივერები განაახლოთ! განსაკუთრებიჱთ იმ შემთხვევაში თუ ბოლო მოდელის ვიდეო სისტემები და 512 მეგაბაიტიანი მონსტრები გყავთ.  დრაივერები რა თქმა უნდა შექმნილია Windows 2000/XP -სთვის და იწონის 17 მეგაბაიტს

11:09,    |  25984 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

BIOS Agent 3.52


BIOS Agent 3.52 ეს არის პატარა უტილიტა რომელიც გიჩვენებთ თქვენი BIOS-ის პარამეტრების სისტემის გადატვირთვის გარეშე.  გარდა ამისა ეს უტილიტაგიჩვენებთ ინფორმაციას პროცესორის მეხსიერებისა და სხვა მოდულების შესახებ.

BIOS Agent 3.52

პროგრამა აჩვენებს შემდეგ მონაცემებს: BIOS Date, Motherboard OEM data, CPU data, BIOS Type, Motherboard Chipset, BIOS ROM data, BIOS ID String, Super I/O data, Memory data. ეს პროგრამა გამოადგება მათ ვინც თვალყურს ადევნებს BIOS_ის განახლებებს, გარდა ამისა შეგიძიათ პროგრამის მეშვეობით ამობეჭდოთ თქვენი BIOS_ის მონაცემები, დამეთანხმებით ერთერთი უნიკალური თვისებაა, აქამდე მხოლოდ ეკრანზე ნახვა შეიძლებოდა. მოკლედ მსურველები ვქაჩევთ, მითუმეტეს რომ პროგრამა უფასოდ ვრცელდება.

10:41,    |  32018 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 17.May 2006

გაქართულებული Windows XP


როგორც ვიუწყებოდით კომპანია UGT-ს 15 მაისს ორშაბათს გამართა გაქართულებული Windows XP-ს პრეზენტაციას. პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო მერიოტში. გავიხსენოთ ოფიციალური ინფორმაცია, პროექტი ანონსირებული იყო 2005 წლის თებერვალში, მუშაობა დაიწყო 2005 წლის აპრილ მაისში, როგორც შეპირებულები იყვნენ მუშაობა ერთი წლის თავზე დასრულდა და დღეს ხელთ გვაქვს პირველი გაქართულების ბეტა პაკეტი.

Windows-ის გაქართულების პროექტი

პროექტის ფარგლებში გადათარგმნილია არაერთი ათასი სიტყვა, მიუხედავად ამისა არსებობს კიდევ არაერთი გამორჩენილი ტერმინი და ხარვეზი.

კომპანია UGT-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერთან ვინც აღმოაჩენს აღნიშნულ ხარვეზებს. ამისათვის მეორე ქართულ კომპანიაში IT-Knowkedge გუშინდლიდან (სამშაბათიდან) წარმოდგენილია რამდენიმე გამართული კომპიუტერი ქართული ინტერფეისით.

15:00,    |  105702 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

CMS-Master 1.1


მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი CMS სისტემა,    სისტემა არის  ძალიან პატარა მაგრამ აქვს ძალიან  კარგი შესაძლებლობები თანაც  ძალიან გავრცელებულიც არ არის რაც წარმოქმნის  მის  უექსპლოიდობას ასე რომ  ვისაც გიყვართ ამდაგვარი  სიყვარულობები  აგერ არის და გადაიწერეთ

P.S.  დარწმუნებული ვარ რიჩარდი გადაიწერს :)

აბა თქვენ  იცით ლინკი სრულიადში

11:00,   TERMO  |  25860 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 16.May 2006

AutoPatcher for Windows XP May 2006 Update + April 2006 Full


ვებერთელა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ პაჩების ავტრომატურ ინსტალირებაში.  პაკეტი ვრცელდება ორ ვერსიად, ორივე მხოლოდ 32 ბიტიანია. არის LITE და FULL, მაგრამ ორივე ძალიან ბევრ იწონის, მაგრამ ზოგს ასეთიც სჭირდება.

AutoPatcher for Windows XP May 2006 Update + April 2006 Full

მაშ ასე FULL ვერსია იწონის 206 მეგაბაიტის, ხოლო LITE ვერსია იწონის 93 მეგაბაიტს. ასევე შეგიძლიათ ამოირჩიოთ მხოლოდ განახლებების ჩამოქაჩვა, მაგრამ დიდი შეღავათი წონაში არ იქნება. ეს  ბედნიერება გამოადგება იმ ხალხს რომლებიც ვერ ქაჩავენ განახლებებს იმის გამო რომ მათი Windows_ი ითხოვს MS-ის მოგონებულ შემოწმებას.

21:54,    |  88520 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Skype 2.0.0.105


ისევ განახლდა  საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამა. მაშ ასე ამჯერად საქმე გვაქვს ახალ მე-2 ვერსიასთან, რომელსაც ყველა პლიუსთან ერთად გააჩნია თავისი ვიდეო კონფერენცია, ამიერიდან დამოუკიდებელი პლაგინის სახით აღარაფერია დასაინსტალირებელი.

ახალ ვერსიაში იდეაში ახალი სარეკლამო აქციაა ჩაყოებული, კერძოდ ამერიკაში და კანადაში დარეკვა უფასოა. მაგრამ პირადად ასეთი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე, დარეკვის დროს მთხოვს საიტზე სტანდარტული სატელეფონო ბარათის შეძენას, შემდეგ შეიძლება დარეკვაში არაფერს მაცლიან, მაგრამ თავიდან ბარათში ფულის გადახდა არ მინდა :-) შეგიძლიათ თქვენ გარისკოთ.

21:22,    |  74188 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

nLite 1.0 RC8


საკმაოდ საჭირო პროგრამის განახლებული, მაგრამ ბეტა ვერსია. ეს პროგრამა თქვენს ჭკუაზე გამზადებინებთ Windows-ის საინსტალაციო პაკეტს, მაგალითად შეგიძლიათ დაყეენების წინ ამოშალოთ საინსტალაციო დისტრიბუტივიდან Outlook-ი ან MSN Messenger-ი და ასე შემდეგ, შეგიძლიათ პირიქით ჩაამატოთ დრაივერები და ასე შემდეგ, ახლა Photoshop-ის და ამდაგვარი დიდი პროგრამების ინტეგრირებაზე ნუ იოცნებებთ, თუმცა მწარმოებელი იძახის რომ ამ ვერსიაში ასეთი რაღაცაც შეიძლება.
სამაგიეროდ ნამდვილად შეიძლება CD ნომრის წინასწარ მითითება, ანუ ინსტალაციის დროს არ იქნება სადღაც ჩასახედი და საჩალიჩო რაღაც ციფრების აკრეფვა!

<img src="http://www.compinfo.ge/compinfo/news/images/1110dj.gif" border="0" alt="სურათი" name="image" width="104" height="233" />

მოკლედ ყველა ადმინს ეძღვნება, ან მოადმინო პიროვნებას. მოსინჯეთ არ გაგიჭირდებათ, იოლი გამოსაყენებელია, ყველაფერი ინტუიციურად მისახვედრია.

21:16,    |  39719 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 111 112 113 114 115 116 117 » ბოლო გვერდი