მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Thursday, 07.May 2009

Windows XP Mode Beta უკვე მისაწვდომია


ყველასთვის

როგორც უკვე იცით, MS ამზადებს ახალ ტექნოლოგიას, სახელად XP Mode, რომელიც საშუალებას გვაძლევს, Windows XP-სთან თავსებადი პროგრამები Windows 7-ში გავუშვათ ყველანაირი ვირტუალური შუამავლების გარეშე. Windows 7 RC-ს გამოსვლასთან ერთად ეს ტექნოლოგია (თუმცა ჯერჯერობით ბეტა ვერსიაში მყოფი) მისაწვდომია ყველასთვის, რაღა თქმა უნდა, უფასოდ.

18:40,   domen  |  50959 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft თავს დაიცავს Windows 7-ის არალეგალურად მომხმარებლებისგან


... ავტო-გადატვირთვით

Windows 7 RC ოფიციალურად გამოვიდა და უფასოდაა ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩვენს რამდენიმე მომხმარებელს შეკითხვაც დაებადა - რატომ გვაძლევს MS ოფიციალურ გასაღებს სისტემის აქტივაციისთვის? პასუხი მარტივია, სისტემა სატესტო ვერსიაში იმყოფება და MS-იც ამიტომ არიგებს მას უფასოდ - რაც მეტი ადამიანი გატესტავს Win7 RC-ს, მით მეტი ბაგის აღმოჩენა და გასწორება გახდება შესაძლებელი.

16:34,   domen  |  55270 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 05.May 2009

Windows 7 RC უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია ყველასთვის!


ყვე-ლას-თვის!

ჩვენმა საყვარელმა Microsoft-მა პირობა შეასრულა და 30 აპრილს Windows 7 RC ხელმისაწვდომი გახდა MSDN-სა დაTechNet-ის ხელმომწერებისთვის. დღეს კი, Microsoft-მა მეორე პირობაც შეასრულა და მომვალი ოპერაციული სისტემა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა ყველა მსურველისთვის. დიახ, დღეიდან უკვე შეგიძლიათ Microsoft-ის სერვერიდან ოფიციალურად გადმოიწეროთ Windows 7 RC 7100 ბილდი, როგორც 32, ასევე 64 ბიტიანი ვერსია და მიიღოთ ოფიციალური გასაღებიც თქვენი სისტემისთვის.

მაიკროსოფტმა პრეს-რელიზში განაცხადა, რომ Windows 7-ის Release Candidate (RC) ფაზაში გადასვლა ნიშნავს იმას, რომ სისტემა დამზადების ფინალურ ეტაპზე გადავიდა და უკვე მზადაა პარტნიორი კომპანიებისთვის, ახალი პროგრამების, დრაივერებისა და სერვისების შესაქმენალად, IT პროფესიონალებისთვის, რათა შეაფასონ, როგორ უმუშავებს ახალ სისტემა და უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა გაეცნონ Windows 7-ს.

"ჩვენ ვუსმენდით ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს და ვითვალისწინებდით მათ რჩევებსა და შენიშვნებს, რაც უმნიშვნელოვანესია Windows 7-ის მომზადებისთვის. შედეგად, დღეს ხელმისაწვდომია ვინდოუსის ისტორიაში ყველაზე ხარისხიანი Release Candidate ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხისა და თავსებადობის იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის, რათა ახალი სისტემა გატესტონ და მასთან ინტეგრირებაზე დაიწყონ ზრუნვა," - განაცხადა მაიკროსოფტის ვინდოუს განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა ბილ ვეგთემ.

რაც შეეხება ოპ. სისტემის აპარატურულ მოთხოვნილებებს, იგი Windows 7 RC-სთვის შემდეგნაირად გამოიყურება (ეხება Ultimate ვერსიას, რომელიც დღესდღეობითაა ხელმისაწვდომი):

  • 1 გჰც ან უფრო სწრაფი 32-ბიტიანი (x86) ან 64-ბიტიანი (x64) პროცესორი
  • 1 გბ RAM (32-ბიტი)/2 გბ RAM (64-ბიტი)
  • 16 GB მოცულობა მყარ დისკზე (32-ბიტი)/20 GB (64-ბიტი)
  • DirectX 9-ის მხარდამჭერი გრაფიკული ადაპტერი Windows Display Driver Model 1.0 ან უფრო მაღალით
  • აქვე, აღსანიშნავია, რომ Windows 7 საკმაოდ კარგად მუშაობს ნეტტოპებზეც კი. ასე რომ, წარმადობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა გქონდეთ.

    შედარებისთვის, იხილეთ Windows Vista-ს მინიმალური აპარატურული მოთხოვნები:

  • 1 გჰც ან უფრო სწრაფი პროცესო (32 ან 64-ბიტიანი)
  • 512 მბ RAM (Home Basic ვერსიისთვის); 1 გბ RAM სხვა დანარჩენი ვერსიებისთვის
  • 15 გბ მოცულობა მყარ დისკზე
  • DirectX 9-ის მხარდამჭერი გრაფიკული ადაპტერი 32 მბ მეხსიერებით (Home Basic-ისთვის); 128 მბ მეხსიერება + WDDM-ის მხარდაჭრა ყველა სხვა ვერსიისთვის.
  • თუ დააკვირდებით, Windows 7-ის მოთხოვნილებები იგივეა, რაც Vista-სი, თუმცა, Vista მინიმუმ 2 წლით უფროსია. შეიძლება ითქვას, რომ ოპ. სისტემის აპარატურული მოთხოვნილებები საკმაოდ მისაღებ დონეზეა კომპიუტერების უმეტესობისთვის. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთსა და იმავე აპარატურაზე Windows 7 უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე Windows Vista. ასეთი ტესტირება ჩვენც ჩავატარეთ. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Windows 7 RC-ს გადმოსაწერი ბმულის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.

    17:57,   Power_VANO  |  44915 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Tuesday, 28.April 2009

    Windows 7-ის ტორენტული ბილდები ვირუსს შეიცავენ


    Windows 7 საჯარო ბეტა ვერსიის გამოსვლის დღიდან წლის სიახლედ იქცა, MS-ის ახალი მიდგომის - მომხმარებლისთვის მოსმენის და მისი შენიშვნების გათვალისწინებს - გამო კი სისტემის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მის გარშემო აჟიოტაჟი რამდენიმე თვეა, არ ჩამცხრალა.

    ერთ-ერთი "გასართობი" მომხმარებლისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში ტორენტებზე გაპარული ახალ-ახალი ბილდების დაქაჩვა და ინსტალირება იყო და Win7 RC-ს მოახლოებასთან ერთად სავარაუდო RC ბილდების დაქაჩვების რაოდენობაც გაიზარდა. ყველა ცდილობს, ნამდვილი RC რაც შეიძლება მალე, თუნდაც არაოფიციალური და საფრთხის შემცველი გზით ჩაიგდოს ხელში, არადა მისი ოფიციალური რელიზის დღე კარსაა მომდგარი - 5 მაისს ბილდი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

    როგორც აღმოჩნდა, სავარაუდო RC ბილდების ტორენტებიდან ქაჩვას და ინსტალირებას გარდა დროის და DVD დისკების უაზროდ ხარჯვისა სხვა დიიიდი მინუსიც აქვს - აღმოჩენილია ბილდი, რომლის Setup.exe-ც (ინსტალაციის გამშვები) ვირუსს შეიცავს! ვიღაცამ ზუსტად ისე მოინდომა ხელის მოთბობა ამ აურზაურზე, როგორც მაკების ბოტნეტის შემქმნელმა.

    22:07,   domen  |  47646 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Sunday, 26.April 2009

    ბმუ.ლი


    ქართული სიახლე!

    ქართულ ციფრულ სინამდვილეში ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათად თუ კეთდება რამე ახალი და ნამდვილად საინტერესო/უნიკალური/გამოსადეგი რაიმე. ვებში ისევე, როგორც ნახევარი წლის წინ, დღესაც ძალიან პოპულარულია ვარეზი, "ოდნოკლასნიკები" და მაივიდეო (ერთადერთი საინტერესო ამ მხრივ ბლოგინგის ოდნავ გამოცოცხლებაა), დესკტოპ სეგმენტში კი საერთოდ სამარისებური სიჩუმეა. და ეს ყველაფერი საზღვარგარეთული ნამდვილი "Big Bang-ის" ფონზე, როცა  ლამის ყოველდღე რამდენიმე ძალიან საინტერესო (თუნდაც პატარა) პროგრამა და კიდევ უფრო საინტერესო ვებ-სერვისი გამოდის სცენაზე.

    ამ შესავლის მერე უკვე ნათელია, როგორ სასიხარულო და მისასალმებელია ყოველი ქართული ციფრული წამოწყება. დღეს ზუსტად ერთ მათგანს წარმოგიდგენთ, ორიგინალური სახელით - ბმუ.ლი.

    14:05,   domen  |  20936 ნახვა | 9 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Saturday, 25.April 2009

    ანბანი დედამიწის ენაზე


    საკმაოდ უცნაურ ნაშრომს წავაწყდი დღეს ინტერნეტში - ვიღაც მოცლილმა ნახევარი წლის განმავლობაში Google Earth-ის საშუალებით შეაგროვა შენობების, ტყეების, მთების და მდინარეების სურათები, რომლებიც ზევიდან რამდენადმე წააგვანან ინგლისური ანბანის ასოებს. ნამდვილად საინტერესო სანახავია :-)

    20:32,   domen  |  24494 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     

    Windows XP Mode


    ვაჰ!

    Vista-ს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი უკუთავსებადობის არქონა, ანუ XP-ს პროგრამების ნაწილთან უთავსებადობა გახლდათ. მრავალმა მომხმარებელმა დაკიდევ უფრო მეტმა "მცირე ბიზნესის" წარმომადგენელმა სწორედ ამ მიზეზით არჩია XP-ზე დარჩენა და ჩანს, ეს ხალხი არც 7-ს უყურებს კარგი თვალით - თუ პროგრამა Vista-ზე არ მუშაობს, 7-ზე როგორ იმუშავებს?

    როგორც აქამდე ჩანდა, MS ამის გამოსწორებას "დუნედ" ცდილობდა - შვიდის ახალი არქიტექტურა საშუალებას იძლევა ავამუშავოთ რამდენიმე იმ პროგრამათაგანი, რომლებიც Vista-ში არ მუშაობენ, მაგრამ ეს დიდს არაფერს ნიშავს, მომხმარებლებს სრული უკუთავსებადობა სჭირდებათ.

    და, ბოლოს და ბოლოს, გუშინ WindowsTeamBlog.com-ზე გაკეთდა განცხადება Windows XP Mode-ის შესახებ, ეს გახლავთ Microsoft Virtual PC-ზე დაშენებული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, Windows XP-ს ნებისმიერი პროგრამა გავუშვათ შვიდში!

    19:54,   domen  |  51157 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Friday, 24.April 2009

    ვირუსი მაკებისგან ბოტნეტს ქმნის


    ეპლის ფან მომხმარებლებს ("ეპლისტებს", შემოკლებით) Mac OS-ის დასაცავად ყოველთვის მოჰყავთ ხოლმე ერთი არგუმენტი - ვირუსების არარსებობა, რაც იძლევა ფუფუნებას იმისა, რომ არ იქონიონ ანტივირუსები და არ აჭამონ მათ სისტემური რესურსები. ეს მართალია, მაგრამ გამოწვეულია არა იმით, რომ Mac OS ზებუნებრივი სისტემაა და ვირუსები არ ეყრება, არამედ იმ ფაქტით, რომ ამ სისტემის წილი ბაზარზე მცირეა და ბოროტმოქმედებსაც ნაკლებად აინტერესებთ მისთვის ვირუსების წერა. თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და Mac OS-ის წილის ზრდასთან ერთად იზრდება დაინტერესება "არც ისე კარგი ხალხის" მხრიდან.

    01:19,   domen  |  18977 ნახვა | 8 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Thursday, 23.April 2009

    Edison - ვიზუნოთ დედამიწაზე


    და საკუთარ სახსრებზე

    გუშინ აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე. დღე, როცა ტარდება ათასგვარი ღონისძიება იმისთვის, რომ ფართო მასებმა გაიგონ, რა ზიანი მოაქვს თითოეულ უსარგებლოდ ანთებულ ნათურას გარემოსთვის. ამასობაში კი "კიბერ ბაიტებმა" გავიგოთ, რა ზიანი მოაქვს თითოეულ უქმად ჩართულ კომპს და ვეცადოთ, სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს თავსაც და გარემოსაც. ამაში პატარა პროგრამა, სახელად Edison დაგვეხმარება.

    20:01,   domen  |  23589 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Wednesday, 22.April 2009

    Windows 7 Starter


    მართლა ასე ცუდია?

    წარუმატებელი Vista-დან დაწყებული MS თავისი ოპერაციული სისტემის მრავალ ნაირსახეობას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს Ulimate - ყველა მისაწვდომი ფუნქციით აღჭურვილი ვერსია, მაგრამ საზღვარგარეთ ეს ვერსია ორას მარადმწვანეზე მეტი ღირს და, განსხავვებით საქართველოსგან, მის მოსახმარად ლიცენზიის ყიდვაა საჭირო, ასე რომ, ყველა ამ ვერსიას ნამდვილად ვერ შესწვდება.

    ამასობაში MS ცდილობს ლინუქსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და მინიმალურ ფასად გვთავაზობს Starter ვერსიას, რომელშიც მაქსიმალურადაა შეკვეცილი ყველა ფუნქცია, მაგალითად, არ გვაქვს არანაირი Aero Glass ან 64 ბიტიანი ვერსია და რაც მთავარია - სისტემა ერთდროულად სამ პროგრამაზე მეტს არ გაგაშვებინებთ. კარგი, ჯანდაბას აერო, მის გარეშე გაიძლება (ჩვენთან ისეთი ფორუმელებიც მოიძებნენ, ვინც 7-ში პირველად Windows Classic თემა მოიკითხა :-)), 64 ბიტიან ვერსიასაც მგონი ბევრი არ ვიყენებთ, მაგრამ რა ვუყოთ შეზღუდვას სამ პროგრამაზე?!

    22:19,   domen  |  43189 ნახვა | 8 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    პირველი გვერდი « 9 10 11 12 13 14 15 » ბოლო გვერდი