მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Monday, 20.April 2009

Showing Up for Life : Willian H. Gates


ორიოდე საინტერესო ეპიზოდი ბილ გეიტსის ცხოვრებიდან

"კომპიუტერული მეცნიერებები" ნამდვილად ძალიან ახალგაზრდა ცნებაა. შეადარეთ ის მეცნიერების ტრადიციულ სახეებთან და ლამის არც გამოჩნდება - რაა 50-იოდე წელი ათეულ საუკუნეებთან შედარებით! მაგრამ თურმე ვირტუალური სამყაროც მოიყარა იმ ხნის, რომ მასში მოღვაწე ადამიანებზე ისტორიები დაიწეროს და მემუარები გამოიცეს - უილიამ გეითსმა, ბილ გეითსის მამამ (ის ახლა 84 წლისაა) გამოსცა თავისი წიგნი Showing Up for Life, სადაც მთელ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უყრის თავს. წიგნი, როგორც ამბობენ, საინტერესო საკითხავია, მაგრამ უფრო საინტერესო ბილ გეითსის შესახებ მასში მოყვანილი ისტორიებია. ჩვენ მოგითხრობთ ორ მათგანს.

13:36,   domen  |  57018 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 17.April 2009

Youtube ფილმებსა და გადაცემებს შემოგვთავაზებს


შემდგომ გასული წლის დამლევს მომხდარი პროვაიდერული ბუმისა, როცა რამდენიმე მსხვილმა პროვაიდერმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემოიყვანა საქართველოში "ევროპული ინტერნეტი" და მომხმარებელსაც საშუალება მიეცა, ცოტად თუ ბევრად მომატებული სიჩქარით ესეირნა არაქართულ საიტებზე, YouTube ჩვენშიც ძალიან პოპულარული გახდა. დღეში რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი სტუმრობს ამ რესურსს, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოს უდიდეს ვიდეოპორტალს შემოსავალი ფაქტობრივად არ მოაქვს.

22:58,   domen  |  21613 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 14.April 2009

Safe Calculator


დამალე იქ, სადაც არ ეძებენ

დღეს უამრავი "პროგრამა-სეიფი" არსებობს და ყველა ერთი მიდგომით მუშაობს - ვიღებთ ინფორმაციას თუ ფაილს, რომელიც არ გვინდა უცხო თვალმა ნახოს და ვშიფრავთ რაც შეიძლება ძლიერი ალგორითმით, რათა დეშიფრაცია წინასწარ მითითებული პაროლის გარეშე ძალიან ძნელი იყოს. ეს მიდგომა რეალური ცხოვრებიდანაა მოტანილი - ავიღოთ ნივთი, რომელსაც არავინ უნდა შეეხოს და მოვათავსოთ ის დიდ, მძიმე და დაცულ სეიფში, რომლის გაღება პაროლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

21:49,   domen  |  29291 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 13.April 2009

Win 7 Beta-დან RC-ზე გადასვლა შეუძლებელია?


პრობლემა და მოგვარების გზები

MS მთელი ძალით მუშაობს Vista-სა და Win7-ს შორის კომფორტული ხიდის გასადებად. ამჟამად Vista-დან მიგრირება კონფიგურაციის და პროგრამიების დაკარგვის გარეშე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი - Win7-ის ინსტალაციისას უბრალოდ აირჩევთ Upgrade-ს და ყველაფერი შენარჩუნდება, თქვენ კი ახალ სისტემას მიიღებთ; მაგრამ რა ხდება დანარჩენ სისტემებზე?

23:29,   domen  |  43658 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 10.April 2009

Conficker: Chapter 2, Episode 1


ყველას გვახსოვს საპირველაპრილოდ გასაშვები Conficker, ჩვენ არაერთი პოსტიც მივუძღვენით მასა და მისგან თავდაცვის საშუალებებს, მაგრამ პირველმა აპრილმა ისე წყნარად ჩაიარა, რომ საშუალოსტატისტიკურმა მომხმარებელმა ყველაფერი ხუმრობად ჩათვალა, კიბერ დაცვის ექსპერტებს კი ღამის გათენებაც კი არ დასჭირვებიათ. ნუთუ ყველაფერი მართლა ხუმრობა იყო?

21:24,   domen  |  88104 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 04.April 2009

Conficker მოდის ...


მაგრამ ჯერ არ მოსულა!

"ვირტუალური სამყარო პანიკამდეა მისული. ერთმა ვირუსმა, შეიძლება ითქვას, რომ "თითზე დაიხვია" წამყვანი ანტივირუსული ლაბორატორიები და კიბერ-დაცვის ექსპერტები" - საპირველაპრილო ხუმრობა? არავითარ შემთხვევაში! სხვა რომ არაფერი, ინტერნეტის საშიშროების საშუალო მაჩვენებელი, დაფუძნებული წამყვანი ანტივირუსული ლაბორატორიების საშუალო შედეგზე, უკვე კვირა იქნება რაც "ამაღლებული" დონიდან არ ჩამოსულა! ავტორის გამოცდილებაში ეს პირველადაა. პრობლემის სერიოზულობაში არავის უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, მაგრამ პანიკისთვის ნამდვილად ადრეა! Conficker "ბომბია" დისტანციური დეტონაციის სისტემის და კონკრეტულად რა შიგთავსით უკვე ავტორების გადასაწყვეტია. მაგრამ ნუ ელით ჰოლივუდის ფილმებისთვის დამახასიათებელ სპეც ეფექტებს, როცა ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს, ექსცენტრული ხაკერ-გენიოსის მიერ "Y" ღილაკზე დაჭერით აქტიურდება ინტერნეტთან შეერთებული ყველა კომპიუტერზე დამალული ვირუსი და ... მსოფლიოს ყველა კომპიუტერის მონიტორებზე, ტელევიზორებსა თუ სარეკლამო ეკრანებზე ჩნდება პაციფისტური შინაარსის ნაწერები, ფონდური ბირჟები წყვეტენ მუშაობას, ინფრასტრუქტურები გამოდიან მწყობრიდან, იწყება ანარქია და განუკითხაობა ... აბსურდია!

01:44,   gearge  |  27483 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 31.March 2009

ვიცავთ თავს Conficker-ისგან!


საუკეთესო დაცვა პრევენციაა

ხომ არ შეგაშინათ Conficker ჭიაყელაზე სიახლემ?! McAfee, Symantec, Eset, Kaspersky, Sophos და სხვა ანტივირუსულმა ლაბორატორიებმა კიდევ ერთი დონით ასწიეს ინტერნეტის საშიშროების მაჩვენებელები შესაბამის სკალებზე. მიუხედავად იმისა, თუ რას გვკარნახობენ ეს კომპანიები, ინტერნეტი დარჩება უაღრესად საშიშ ადგილად. როგორც ერთმა პატივცემულმა ადამიანმა თქვა: უსაბრთხო კომპიუტერი ის არის, რომელსაც გამოვრთავთ ქსელიდან, გავიტანთ სახლის გარეთ და დავმარხავთ 5 მეტრის სიღრმეზე მიწის ქვეშ. მგონი Conficker-ზე ცნობამ საბოლოოდ დაანგრია ლეგენდა იმის შესახებ, რომ არსებობს ფაილური ფორმატები, რომელთა გახსნა ყოველთვის უსაბრთხოა. უმრავლესობას გვეგონა, რომ საშიშროება EXE, MSI და DLL ფაილებში უნდა გვეძება, მაგრამ აგერ Conficker გავრცელების გარკვეულ სტადიაზე გრაფიკული (png, bmp, jpg, gif) ფაილის სახით წარმოგვიდგება. თუ ყურადღებას აქცევდით კომპინფოს ბეჭდურ გამოცემებს, გაგახსენდებათ ნიუზი ვირუსზე, რომელიც mp3 ფორმატის აუდიო ფაილებს აინფიცირებდა და ასეთნაირად ვრცელდებოდა. ნიუზის ავტორმა მაშინ მუსიკალური კოლექციის სასწრაფოდ სხვა ფორმატში გადაყვანაზე იფიქრა, არადა სულ ცოტა ხანში გახმაურდა სკანდალური შეცდომა Windows Media ფორმატში, რომელიც დაავადებულ კომპიუტერზე სრულ კონტროლს აძლებდა ბოროტმოქმედს. PDF ფორმატის საშიშროებებზე არაერთხელ დაწერილა, მათ შორის აქ, compinfo.ge-ზეც, Microsoft Office-ის ფორმატებში (DOC, RTF და სხვა) ხვრელები და მაკროს ვირუსების არსებობა ხომ უკვე არავისთვის უნდა იყოს სიახლე. მოკლედ, ყველა მიზეზი გვაქვს პარანოიისთვის, მაგრამ რა ვქნათ, თუ კომპიუტერთან კომფორტული მუშაობა გვინდა?! ნუთუ არ არსებობს დიდი წითელი ღილაკი, პანაცეა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგვანთავისუფლებს ყველა ბოროტმოქმედი პროგრამისგან? სამწუხაროდ არა, უნივერსალური გადაწყვეტილება არ არსებობს და ის ვერც იარსებებს. იყო დრო, როცა კარგი ანტივირუსი გარკვეულწილად საკმარისი იყო კომპიუტერის ვირუსული საშიშროებებისგან დასაცავად, მაგრამ ეს მიდგომა დღეს ვეღარ ამართლებს. 21-ე საუკუნეში ინტერნეტ უსაბრთხოება კომპლექსური (ანუ ბევრის მომცველი) საკითხია, რომელსაც დიდი სიბრთხილითა და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ; ამას თუგინდ Conficker-ის გავრცელების ტემპი ამტკიცებს. ჭიაყელა გარკვეულწილად პოლიმორფული (ანუ სახეცვალებადი) ვირუსის ხასიათს ატარებს, ჩვეულებრივ დაშიფრულია უნიკალური გასაღებებით და შეფუთული ისე, რომ შეუძლებელი გახადოს ანტივირუსის მიერ მისი შემოწმება გაშვებამდე. ამ ტიპის ბოროტმოქმედ პროგრამებთან ბრძოლა განსაკუთრებით უჭირთ ტრადიციული სიგნატურულ ტექნოლოგიაზე (ანუ საშიში პროგრამის ხელწერაზე, ასე ვთქვათ, თითის ანაბეჭდზე) დაფუძნებულ ანტივირუსებს. მიუხედავად იმისა, რომ Conficker ამ მომენტისთვის მხოლოდ სადემონსტრაციო, ეგრედწოდებულ "კონცეფციის დამადასტურებელ" ხასიათს ატარებს, არაფერი გვაშორებს მისგან სრულფასოვანი ვირუსის, შპიონის ან ნებისმიერი სხვა სახის ბოროტმოქმედი პროგრამის მიღებისგან!

მოდით, ერთად დავძლიოთ Conficker და მასთან ერთად გავაძლიეროთ კომპიუტერის იმუნიტეტი როგორც ამ კონკრეტული ჭიაყელას, ასევე სხვა ბოროტმოქმედ პროგრამის მიმართ.

22:41,   gearge  |  67707 ნახვა | 8 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

მეექვსე გრძნობა


ვაჰ!

მომავლის Microsoft-ისეული ხედვა მართლაც შთამბეჭდავი რამაა, მაგრამ რაც ახლა ვნახე, ყველა მოლოდინს აჭარბებს! წარმოგიდგენიათ, შეხვიდეთ ჩვეულებრივ მაღაზიაში (თუნდაც გვერდით სადარბაზოში, თამრიკოსთან), აიღოთ რაიმე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად შეფუთული პროდუქტი და პირდაპირ ამ შეფუთვაზე მიიღოთ ინტერაქტიული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ? ან შეხვდეთ მეგობარს და პირდაპირ მის მაისურზე მიიღოთ ინფორმაცია მისი ბლოგიდან თუ Facebook-იდან? ან "ფოტოაპარატის" ჟესტიკულაციით (ორივე ხელის საჩვენებელი და ცერა თითების ერთმანეთზე მიდებით) გადაიღოთ სურათი?

20:29,   domen  |  56012 ნახვა | 9 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 28.March 2009

დაიმალეთ, Conficker მოდის!


პირველი აპრილიდან, თქვენს მონიტორებზე!

ვირტუალური სამყარო პანიკამდეა მისული. ერთმა ვირუსმა, შეიძლება ითქვას, რომ "თითზე დაიხვია" წამყვანი ანტივირუსული ლაბორატორიები და კიბერ-დაცვის ექსპერტები, MS-მა $250,000 დააწესა მისი შემქმნელის სახელის სანაცვლოდ, ვირუსი კი უფრო და უფრო ვრცელდება და თვითგანახლებასაც კი აკეთებს - ახალ ფუქციებს იმატებს. არა, Windows პლატფორმას მისი პოპულარობის გამო ლამის გაჩენის დღიდან აქვს ვირუსები "მისჯილი", მაგრამ Conficker-ივით ჭკვიანი, ძლიერი და საშიში ბანდიტი ნამდვილად იშვიათი სანახაობაა.

22:16,   domen  |  94739 ნახვა | 12 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 27.March 2009

AV-Comparatives.org: Feb 2009


On-demand comparative

დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, რაც ალბათ საიტის ახალ დიზაინზე მუშაობით იყო გამოწვეული, Av-Comparatives.Org-მა, ერთადერთმა უფასო და ამავდროულად ავტორიტეტულმა ანტივირების მტესტავმა ლაბორატორიამ გამოაქვეყნა თებერვლისთვის დაგეგმილი On-Demand Comarative, ანუ საკუთარ ვირუსულ ბაზაზე სხვადასხვა ანტივირის "გადატარების" შედეგები.

22:30,   domen  |  78131 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 10 11 12 13 14 15 16 » ბოლო გვერდი