მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2010
Friday, 26.March 2010

Internet Explorer 9


ახალი ღმერთი IEღოვლებისთვის!

ძმანო IEღოველნო, დადგა ჟამი, ოდეს ვეღარ გვეტყვიან მოციქულნი ისინი, ეშმაკისანი - ცეცხლკუდა მელია (FireFox), პოსტსაბჭოეთის ფავორიტი (Opera), გუგულის ფსეფდო შვილი (Chrome) და დამპალი ვაშლის ყუნწი (Safari), უგვანსა სიტყვას, ვითარცა: ჯავაი სკრიპტი თქვენი ზანტ არს და დონდლო, ვერა სცნობთ ესპერანტოს (სტანდარტები არ გესმითო, ე.ი.), ტვინსა სტ&%^&*თ (ოპ. მეხსიერებას იყენებთ ბევრსო, ე.ი.) და სხუა და სხუა ბრალდებანი იგი ეშმაკეულნი.

შესავალი გვეყო - Internet Explorer 9 მოდის!

IE 9 პრაქტიკულად 0-დან იწერება, ახალი რენდერინგის ძრავებით, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების მხარდაჭერით! მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, "მოციქულთა ეშმაკისასა" კარგი დღე არ ელით.

პირველი, რაც ყველას გაუხარდება, MS-ი აპირებს IE9 სტანდარტებთან სრულად თავსებადი გახადოს. IE9-ს ექნება HTML5, CSS3, SVG, XHTML და H.264/MPEG4 HTML5 ვიდეოს სრულყოფილი მხარდაჭერა.

ესეც ვიდეო-ინტერვიუ სტანდარტებისა და თავსებადობების შესახებ (ვიდეო ფაილის სანახავად დაგჭირდებათ Microsoft Silverlight-ის ინსტალაცია):

იგივე ვიდეოს ლინკი: http://channel9.msdn.com/posts/Charles/IE-...teroperability/

0-დანაა დაწერილი JavaScript ძრავი, სახელად "Chakra". რაც ყველაზე "მაგრად ასწორებს" Chakra მრავალნაკადიანი ძრავია, ანუ სრულად გამოიყენებს ჩვენი ახალ-ახალი 4 და მეტბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეებს.

დანარჩენი, უფრო მეტად საინტერესო ინფორმაციის სანახავად, დააჭირეთ სრულად-ს.

13:04,   Power_VANO  |  135074 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 22.March 2010

Windows 2008 Server R2-ის მორჯულება


Workstation-ად გადაქცევა

ბევრი სტატია თუ სახელმძღვანელო არსებობს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ზუსტად ასეთი სტატიებისა თუ სახელმძრვანელოების გადმოქართულებული ვერსიები გვხვდება ქართულ ვებ სივრცეში, რაც ერთი მხრივ ძალიან, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ავტორი შედის ჩიხში, უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ასეთ "გადმომთარგმნელებისთვის" პირადად დამისვამს კითხვა ამა თუ იმ საკითხის შესახებ (სტატიის/სახელმძღვანელოს ჩარჩოში) და პასუხად გაუგებარი მზერა მიმიღია (ან დუმილი და იგნორირება) :-).  დღეს სტატიის ავტორი რა თემასაც შეეჭიდა ნამეტანი პრობლემატურია, რადგან არსებობს ბევრი ნიუანსი რის გამოც პრობლომები იქმნება, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარ კომპიუტერზე გამოვცადო ეს ყველაფერი და მოვიყვანო ჩემს ჭკუაზე (უნდა აღინიშნოს, რომ სანამ საკუთარ კომპიუტერზე გადავწყვეტდი Windows 2008 Server R2-ის დაყენებას, რეპეტიცია გავიარე ვირტუალურ კომპიუტერებზე!) Windows 2008 Server R2-ი.

ნაბიჯი პირველი - დრაივერები

დრაივერებს რაც შეეხება, უამრავი მეთოდი ამოვიკითხე ამა თუ იმ სტატიაში და საიტზე, მაგრამ ჩემთვის საბოლოოდ მისაღები მხოლოდ მათი ხელით დაინსტალირება გახდა. არსებობს მეთოდი Windows Update-ის მეშვეობით ინსტალაციისა, თუმცა ქსელის კარტის დრაივერის გარდა მან ვერაფერი იპოვა, თუნდაც იგივე ვიდეო კარტის, ვებკამერის, BlueTooth-ის (თუმცა BlueTooth-ზე აუცილებლად სხვა სტატიასაც დავწერ რადგან სამ დღიანი ტანჯვა წამების შემდეგ ძლივს მოვარჯულე) და სხვ. რომლებსაც Windows 7 უპრობლემოდ პოულობს და აყენებს, ერთის მხრივ მართალიც არის რა საჭიროა სერვერზე ვებ კამერა ან თუნდაც ვიდეო კარტის დრაივერი?
 რაც შეეხება თავსებადობას 99% Windows 7-ის დრაივერებისა ინსტალირდება უპრობლემოდ და უპრობლემოდაც მუშაობს.  პრინციპი მარტივია, გამოუცდელი მომხმარებელი Windows 2008 Server-ს არ დააინსტალირებს, ხოლო გამოცდილმა ისიც იცის თუ როგორ მოიძიოს და დააინსტალიროს დრაივერი.

სტატიის სრულად სანახავად მიყევით ლინკს

20:21,   Power_VANO  |  163161 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 08.March 2010

The Overclocker - მე-9 ნომერი


მსოფლიოში პირველი ჟურნალი, სპეციალურად აჩქარების მოყვარულებისთვის

დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ოვერქლოქინგის, ქართულად იგივე აჩქარების შესახებ სპეციალიზებული ინგლისურენოვანი ჟურნალი გამოდის. თანაც, უკვე მე-9 ნომერია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ეს ჟურნალი მსოფლიოში პირველი პრეცედენტი და დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თანაც, არა მხოლოდ ოვერქლოქინგის განვითარების მხრივ. აჩქარება, რომელსაც წლების წინ დაწყევლილ მოვლენად აღვიქვამდით (თუმცა, ბევრისთვის ოვერქლოქინგი დღესაც კომპიუტერული საქმიანობის ეშმაკეულ მხარედ აღიქმება :-)), დღეს უკვე ჩვენი კომპიუტერთან თანაცხოვრების ყოველდღიური მოვლენა გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აჩქარება კომპ. ინდუსტრიის პროგრესს საგრძნობლად უწყობს ხელს. ყველზე თვალშისაცემი მაგალითი გაგრილების სისტემებია. ვისაც საშუალება გაქვთ, გადახედეთ წლების წინ არსებულ ჰაერის გაგრილების სისტემებს და შეადარეთ თანამედროვე ანალოგებს. ნელ-ნელა ფართო გავრცელებას ჰპოვებს წყლის გაგრილების სისტემებიც. ექსტრემალურ ოვერქლოქინგში კი კასკადურ გაგრილებას, მშრალ ყინულს, თხევად აზოტსა და თხევად ჰელიუმსაც კი იყინებენ!

მოკლედ, "ამაჩქარებლის" მე-9 ნომერში იხილავთ:

  • The Science of Overclocking - აკადემიურ-მეცნიერულად შესწავლილი "აჩქარება". ასეთი რამ ნამდვილად არავის გაქვთ წაკითხული აქამდე. სტატია გამიზნულია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ოვერქლოქერებისთვის. სტატიის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ იმ ტექნიკურ ცოდნას, რაც წარმატებული "აჩქარებისთვის" დაგჭირდებათ
  • ინტერვიუ მსოფლიოს ნომერ 1 ამაჩქარებლების გუნდთან - TEAM PURE-თან
  • ოვერქლოქინგი ინდოეთში (დიდი იმედი გვაქვს, ერთხელაც ამ განყოფილებაში საქართველოსაც ვიხილავთ)
  • ინტერვიუ ოვერქლოქერ Kiwi-სთან
  • + Intel-ის ახალი Clarkdale პროცესორებისა და ახალი ჩიპსეტების H55-ის ტესტირება. და რაც უფრო საინტერესოა, იხილავთ SATA 3 ტექნოლოგიის უამრავ ტესტს - თურმე SATA 3 კაბელის გამოყენებით თქვენი SATA 2 მოწყობილობა უფრო სწრაფად იმუშავებს!

ჟურნალის გადმოსაწერი ლინკებისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

18:48,   Power_VANO  |  45109 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 04.March 2010

Outpost 6.7 უფასოდ


6 თვის განმავლობაში

განსაკუთრებული შემოთავაზება, კომპინფოს სტუმრებისთვის. მიიღეთ Outpost Firewall Pro, რომლის ლიცენზია 1 კომპიუტერისთვის $40-ად იყიდება, უფასოდ! პრომო (სარეკლამო) აქციის ფარგლებში, PC Authority (კომპინფოს კოლეგა გამოცემა, ავსტრალიიდან:-) გვთავაზობს 6 თვის განმავლობაში მოქმედ ლიცენზიის გასაღებს Outpost Firewall Pro 6.7.3 ვერსიისთვის, სრულიად უანგაროდ.

დაინტერესებულები შევძლებთ მივიღოთ ოფიციალური, უფასო, სერიული ნომერი, თუ მივყვებით შემდეგ ინსტრუქციებს:

ყველას, ვინც არ იცით რას წარმოადგენს Outpost Firewall, გირჩევდით წაიკითხოთ >> სრულად

Outpost Firewall Pro მუშაობს Windows Vista, XP, Server 2003, Server 2008 და Windows 7 ოპ. სისტემებში.

  1. ესტუმრეთ 'Outpost Firewall Pro'-ს პრომო გვერდს მისამართზე:

    http://www.agnitum.com/promo/pc-authority/index.php

  2. შეიყვანეთ ფორმაში პრომო კოდი E9NZR-XY3RW-WK8CS-WKW85-XKNC2, სახელი და მუშა ელ. ფოსტის მისამართი (email), შემდეგ დააწკაპეთ “Send” ღილაკს.
  3. მომენტალურად გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც იხილავთ თქვენს პირად, უფასო, ლიცენზიის გასაღებს, პროგრამის აქტივაციისთვის. ამოიწერეთ ეს სერიული ნომერი.
  4. ჩამოტვირთეთ Outpost Firewall Pro 6.7.3:
  5. დააყენეთ Outpost Firewall Pro და დაარეგისტრირეთ, თქვენს მიერ ამოწერილი ლიცენზიის გასაღების გამოყენებით.
01:44,   gearge  |  39805 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 18.February 2010

ბეჭდვითი კომპინფო №2


ჟურნალის PDF ვერსია

პირობისამებრ, წარმოგიდგენთ ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფოს მე-2 ნომრის PDF ვერსიას. ჟურნალის მეორე ნომერში იხილავთ სტატიებს - როგორ დავყოთ დისკი; რომელი სჯობს - FAT32 თუ NTFS; რა სარგებლობა მოაქვს Intel HT-ს; ვინ არის პირველი ვირუსომანი; Windows XP SP2 - რა გელის წინ; სისტემის გატეხვა; მომხმარებლის ქსელით დაჰაკვა; გადაიტვირთები თუ არ გადაიტვირთები; ოვერქლოქირებული თაგვები; მონიტორის არჩევა. ასევე იხილავთ თამაშების მიმოხილვას და საინტერესო სიახლეებს.

ჟურნალის გადმოსაწერი ლინკისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

20:08,   Power_VANO  |  95294 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 09.February 2010

ბეჭდვითი კომპინფო №1 (ჟურნალის PDF ვერსია)


დიდი ხნის სურვილი ასრულებულია!

კომპინფო 2003 წლის 8 ივლისს დაარსდა, როგორც პირველი ქართული ონლაინ ჟურნალი. ონლაინ ჟურნალის პირველი ნომერი იმავე წლის აგვისტოში გამოიცა, სულ, ჯამში 27 ნომერი. 27-ვე ნომერი ამჟამადაც ჩვენს საიტზეა განთავსებული. მაგ გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2004 წლის 1 მაისიდან, კომპინფომ ინტერნეტიდან ფურცლებზე გადაინაცვლა (ბეჭდვითი ჟურნალის გამოშვების შემდეგ ონლაინ ვერსიის გამოშვება მცირე ხნით კვლავ გაგრძელდა, შემდეგ კი შეწყდა), ჟურნალი ყოველთვიურად ბეჭდვითი სახით გამოდიოდა. მკითხველის წახალისების მიზნით, 2004 წლის ოქტომბრიდან ჟურნალში დაწესდა კონკურსები, რომელშიც ფასიანი პრიზები თამაშდებოდა. ჯამში, ბეჭდვითი კომპინფოს 30 ნომერი გამოვიდა (ბოლო 2007 წლის აპრილში). შემდეგ კი, ბეჭდვითი ჟურნალის გამოცემაც შეწყდა. მიზეზები საკმაო იყო: სერვერის პრობლემები, დროის სიმცირე...

ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად ვიღებდით თხოვნებს ჩვენი მომხმარებლებისგან, რომ ბეჭდვითი კომპინფო ჩვენს საიტზეც დაგვედო. ზოგიერთს კოლექციის შევსება სურდა, ზოგს სულ არ ჰქონდა წაკითხული ბეჭდვითი კომპინფო და აინტერესებდა, ზოგს კი ნოსტალგიის გრძნობა აწუხებდა.

როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიღებულია :-) დღეიდან, ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფოს თითო ნომერი კვირაში ერთხელ ჩვენს საიტზე დაიდება, ჩამოსატვირთად. ჟურნალი ხელმისაწვდომია PDF ფორმატში, ასე რომ, მისი გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ პლატფორმაზე, ბევრ თანამედროვე მობილურ ტელეფონშიც კი.

მოკლედ, ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფოს პირველი ნომრის ჩამოსატვირთად, მიჰყევით ამ ბმულს.

15:47,   Power_VANO  |  102596 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 07.February 2010

Mass Effect 2


როგორც იქნა ციტადელის კონსულმა ირწმუნა, რომ რიპერები - მანქანათა უძველესი რასა მართლაც არსებობს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი გალაქტიკისათვის. პანიკის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი მოღალატე სპექტრს (სარენს) დაბრალდა, მეთაური შეპარდი კი გეთებთან საბრძოლველად გაგზავნეს. ერთი შეხედვით ყველაფერი დასრულდა...

...მაგრამ მათთვის, ვინც სიმართლე იცის, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება...

ერთ-ერთი სადაზვერვო მისიისას ჯერ კიდევ უცნობი (და ახალი) მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით ანადგურებს Normandy-ს, შეპარდი კი ღია კოსმოსში გაგლეჯილი სკაფანდრით აღმოჩნდება...

BioWare ზუსტად მისდევს დაგეგმილ გრაფიკს, არ გვიგვიანებს თამაშებს... ME2-ის სიუჟეტიც ისე განავითარეს, რომ მოთამაშეს მეორე თამაშში შეუძლია "შეიყვანოს" პირველი თამაშის პროფილი (რომელსაც სამწუხაროდ მცირედ, მაგრამ მაინც აქვს გავლენა ME2-ის სიუჟეტზე) და ამასთან მაინც შეცვალოს შეპარდის გარეგნობა. რათქმაუნდა, შეპარდი ხომ ღია კოსმოსში აღმოჩნდა, ფაქტობრივად მოკვდა და თავიდან "ააწყვეს", ასე რომ რა გახდა ერთი პლასტიკური ოპერაცია :-D და იცით რამდენი წელი გავიდა ME1-სა და ME2-ს შორის თამაშში? ზუსტად იმდენი, რამდენიც რეალობაში - 2 წელი და კიდევ ცოტა (PC ვერსიას ვგულისხმობ, თორემ კონსოლებზე ჯერ კიდევ 2007-ში იყო ME1)...

სტატიის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს

12:31,   Power_VANO  |  44503 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 06.February 2010

Warcraft (ფილმი) ოფიციალურად წარმოებაში ჩაეშვა


Work, Work. Yes me'lord

ყველა ასე თუ ისე დამწყებმა გეიმერმაც კი იცის Blizzard-ის Warcraft სერიის თამაშების შესახებ. Warcraft-ის ბოლო გაბრწყინება ონლაინ-მულტიპლეერი, MMORPG სტილის თამაში World of Warcraft-ია, რომელშიც რამდენიმე მილიონი ადამიანია ოფიციალურად (არსებობს არაოფიციალური სერვერებიც) ჩართული.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ Blizzard-ი ალაპარაკდა Warcraft სერიის ფილმად ქცევის შესახებ. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ფილმს თვითონ Blizzard-ი შექმნიდა (თუ გავითვალისწინებთ მის მიერ შექმნილ უამრავ ტრეილერს, რომელთა უმეტესობა ძალიან მაღალი ხარისხისაა, ფილმიც მშვენიერი უნდა გამოსულიყო), თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Warcraft Movie-ს "სხვები" დაამზადებდნენ.

IMDB-ს ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი სემ რაიმი იქნება (აწ უკვე გადადებული "ადამიანი-ობობა 4"-ის რეჟისორი), კრის მეთცენი კი სცენარისტი. ასევე IMDB-ს ინფორმაციით, ფილმი კინოთეატრებში 2011 წელს უნდა გამოვიდეს, თუმცა სტატუსი 2009 წლის 22 ივლისის შემდეგ არ განახლებულა, ამდენად, ინფორმაციის სისწორეზე საუბარი რთულია.

რაც შეეხება რეალურ სიახლეებს, ფილმის პროდიუსერმა, რობერტ ტაპერტმა განაცხადა, რომ Warcraft Movie წარმოებაშია ჩაშვებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე სცენარი მუშავდება. რაც შეეხება სემ რაიმის, ძია რობერტმა განაცხადა, რომ სემის ნაცვლად ვერ ილაპარაკებს. ასე რომ, სემ რაიმის რეჟისორად დამტკიცების ამბავი არ დადასტურდა.

იმედია ფილმს 2011 წელს მართლაც ვიხილავთ კინოთეატრებში.

11:05,   Power_VANO  |  36789 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 03.February 2010

YouTube სიახლეები


მნიშვნელოვანი განახლებები
ყურადღების ღირსია ბოლო დროს YouTube-ზე მომხდარი ცვლილებები, რომლებმაც, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, კომპანიისთვის დამახასიათებლად, ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაიარეს. 20 იანვარს ვიხილეთ  HTML5-ის მუშა მხარდაჭერა, TestTube სერვისის საშუალებით. 21-ში საცდელი, საგრძნობლად გამარტივებული ვიდეოს გვერდი. იმავე დღეს - Music Discovery Project, განახლებულ ვიდეო დამკვრელთან ერთად.



ლოგიკური კითხვა, რომელიც შეიძლება დაგებადოთ: "რა არის HTML5?"

როგორც ინჟინრები გვპასუხობენ, YouTube-ის ოფიციალურ ბლოგში, "HTML5 არის ახალი ვებ სტანდარტი, რომელიც სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას და განავრცობს თქვენს ვებ გამოცდილებას, მრავალი ახალი შესაძლებლობებით. YouTube-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ HTML5 შეიცავს ვიდეოსა და აუდიოს დაკვრის საშუალებებს. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები HTML5-თან თავსებადი ვებ ბრაუზერით და შესაბამისი ვიდეო/აუდიო კოდეკების მხარდაჭერით, შეძლებენ უყურონ ვიდეოს, ბრაუზერის პლაგინის (plugin) ჩამოტვირთვის აუცილებლობის გარეშე."

ამ დროისთვის HTML5-ის მხარდაჭერა მისაწვდომია მხოლოდ რჩეული ვიდეოებისთვის,  რამდენიმე ბრაუზერზე. არ არის მხარდაჭერილი ვიდეოები რეკლამებით, ან ანოტაციებით - მათ შორის [ოფიციალური] მასალა YouTube-ის პარტნიორებისგან - HTML5-ის დაგემოვნებას კი, მხოლოდ Google-ისვე Chrome, Apple Safari, ან 'Internet Explorer'-ის მომხმარებლები შეძლებენ. IE-სთვის აუცილებელია Chrome Frame პლაგინის დაყენება, რომელიც
"ძველი ვირის" [ასე აუცილებელი] ახალი ვებ სტანდარტით გამდიდრებას ემსახურება. 'Mozilla Firefox'-ის მოყვარულებს გვაწყენინეს, მელია არ არის მხარდაჭერილი (დროებით მაინც)!

Music Discovery Project, გაუმჯობესებულ დამკვრელსა და მოდერნიზებულ ვიდეოს გვერდზე წასაკითხად, ვაჭერთ ღილაკს >> სრულად!
03:20,   gearge  |  30626 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 01.February 2010

Assassin's Creed III


ოფიციალურად დაანონსდა

ოფიციალურად დაანონსდა Assassin's Creed III, რომელიც მომავალ ფინანსურ წელს გამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ საკულტო თამაშის ახალ ნაწილს 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა ველოდოთ - იუწყებიან Ubisoft-ის წარმომადგენლები თავიანთ პრეს-რელიზში. ამას გარდა, ცნობილია, რომ თამაშს ექნება მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი.

იგი არ იქნება სიკველის დამატება და წარმოადგენს დამოუკიდებელ თამაშს - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა Gamasutra-სთან ინტერვიუში. GameSpot-ის ჯურნალისტებმა მანამდე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ თამაშის მთავარი პერსონაჟად ისევ ეციო (Ezio) რჩება, რომელიც მეორე ნაწილში მოგვევლინა. თამაშის მესამე ნაწილზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

08:00,   Power_VANO  |  31230 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი