რამდენიმე დღის წინ Internet Explorer 5, 6, 7 და მე-8 ვერსიებში აღმოჩენილი მეხსიერების ბაგის შესახებ ვიტყობინებოდით. კოდში არსებული შეცდომა შემტევს საშუალებას აძლევდა გვერდი აევლო ფაილის ჩამოტვირთვის დიალოგისთვის და ამ გზით "მტრული" ფაილი მსხერპლის კომპიუტერში ჩაეტვირთა და გაეშვა. ამ ყველაფერს ორი დიდი კორპორაცია - Google და Adobe შეეწირნენ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჯერ კიდევ Internet Explorer 6-ს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ "დაავადებულთა" სიაში მაიკროსოფტის ბოლო ქმნილებაც შედიოდა, IE 8-ს მეხსიერების შეცდომებთან დაკავშირებით გარკვეული დაცვები გააჩნია და ამ ექსპლოიტის ამუშავება მასზე გაცილებით რთულია.
დიდ კორპორაციებში მომხდარის გამო Microsoft-ი სწრაფად ამოქმედდა და 2 დღის წინ "პატჩებიც" გამოუშვა. განახლებები ხელმისაწვდომია MS-ის საიტიდან ამ ლინკზე.
ვინც საკუთარი კომპის უსაფრთხოებას განსაკუთრებულ მნიშნვნელობას ანიჭებთ და გსურთ, რომ ყველა ხვრელი თქვენს სისტემაში დახურული იყოს, განაახლეთ სისტემები. მით უმეტეს, Trojan.Malscript!html, ექსპლოიტი, რომელიც გამოყენებულ იქნა შეტევებისთვის, უკვე გავრცელებულია უამრავ საიტზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ანტივირუსული კომპანიის, Symantec-ის რეპორტი აღნიშნულ ტროიანთან დაკავშირებით.
შემქმნელი: CHENGDU YIWO Tech Development Co.
ვრცელდება: უფასოდ, მხოლოდ 2010 წლის 1 თებერვლამდე
ოპერაციული სისტემები: Windows XP/Vista/Windows 7 32/64 ბიტიანი
პროგრამის ენა: ინგლისური
ჩამოსატვირთი ბმული: EASEUS Partition Master Professional 4.1.1 (MajorGeeks.Com)
სკაიპის ბოლო ბეტა ვერსია 4.2.0.14 მხარს უჭერს HD ვიდეო ზარებს 1280*720 გარჩევადობით და 30 კადრი/წამში სიხშირით, ეს მონაცემები კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება...
თუმცა ამ სიამოვნებისთვის საჭირო იქნება სპეციალური HD ვებკამერა, რომელსაც სულ მალე გამოუშვებენ ბაზარზე Skype-ს პარტნიორი FAcevision და In Store Solution.
მინიმალური აპარატურული მოთხოვნებია:
1მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტ არხი
HD Webcam
1,8 Ghz პროცესორი
ასეთი ინტერნეტი საქართველოში საკმაოდ ცოტას აქვს, თუმცა ვიმედოვნოთ თანდათან ყველაფერი მოგვარდება :)
გადმოსაწერი ლინკებისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
Windows 7 უკვე ყველას გვიყვარს. 7 მგონი Microsoft-ის პირველი თანამედროვე ოპერაციული სისტემაა, რომელიც მომხმარებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან დიდი ინტერესით მიიღო. თუმცა, ბიზნეს სექტორებში ახალი ოპ. სისტემების ადაპტაცია მაინც შედარებით რთულად ხდება. ბიზნეს სექტორი ძირითადად დიდ განახლებებს, სერვის პაკეტებს უცდის ხოლმე.
როგორც ცნობილი გახდა, Microsoft-ი უკვე აქტიურად მუშაობს Windows 7-ის პირველ სერვის პაკეტზე. უფრო მეტიც, ZDNet-ის ბლოგერი, ადრიან კინგსლი აცხადებს, რომ Windows 7 SP1-ის პირველი ვერსიები უკვე მზადაა და ტესტირება გადის. მისი ინფორმაციით უკვე არსებობს რამდენიმე პოსტ-RTM ბილდიც.
პირველ სერვის პაკეტში სავარაუდოდ აქამდე გამოშვეული ყველა განახლება შევა. ასევე შეიძლება მივიღოთ USB 3.0-ის ოფიციალური მხარდაჭერაც.
სხვა წყარო, IT Chuiko აცხადებს, რომ მაიკროსოფტი პირველ სერვის პაკეტს თავისი პირმშოსთვის 2010 წლის ივნისში გამოუშვებს - ტესტერებისთვის, ხოლო საბოლოო ვერსია კი სექტემბერში იქნება ხელმისაწვდომი.
ამ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, Mozilla-ს Firefox პროექტის უფროსმა მაიკ ბალტცნერმა (Mike Beltzner) განაცხადა, რომ კომპანია რადიკალურად ცვლის ბრაუზერის შემუშავების სტრატეგიას და იგეგმება Firefox 3.7-ის გამოტოვება რელისების (გამოშვებების) გრაფიკიდან. ამის მაგიერ, ბრაუზერის ფუნქციონალური ცვლილებები გამოვა უსაფრთხოების განახლებებთან ერთად.
ეს ნიშნავს, რომ თითქმის უკვე დასრულებული Firefox 3.6-ის შემდეგი ვერსია იქნება განახლება, რომლის ოფიციალური სახელი ჯერ უცნობია და რომლის გამოსვლას 2010 წლის დასასრულს ან 2011 წლის დასაწყისში უნდა ველოდეთ.
შარშან Mozilla გეგმავდა გამოეშვა 3.6 და 3.7 ვერსიები მათ შორის მცირე დროის ინტერვალით - ოთხი ან ხუთი თვე. ამის შემდეგ, 2010 წლის ბოლო კვარტალში სამყაროსთვის უნდა წარმოედგინათ შემდეგი "მსხვილი განახლება", Firefox 4.0. მაგრამ 3.6 ვერსიის შემუშავებისას გადაწყდა ეს გრაფიკი შეცვლილიყო.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
მწარეა სისტემის დაზიანების შემთხვევაში ძვირფასი ფაილების დაკარგვასთან დაკავშირებული ტკივილი ... კარგი იქნებოდა მათი ასლი მქონოდა, სადმე ცალკე. გთავაზობთ როგორც მთლიანად ვინჩესტერის, ასევე კონკრეტული განყოფილებების სარეზერვო ასლების შემქმნელი პროგრამა Paragon Backup & Recovery 10-ის უფასო, Compact (მსუბუქ) ვერსიას. სრულთან შედარებით ფუნქციონალურად შეზღუდულ, მაგრამ ყველაზე ამომწურავ უფასო რედაქციაციას, რაც კი შემხვედრია.
Paragon Software ცნობილია პრომო აქციებით და ხშირად გვთავაზობს მათი პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის ცოტა შეკვეცილ ვერსიებს, სრულიად უფსოდ. კომპანიამ არც ამ შემთხვევაში უღალატია ტრადიციას და უანგაროდ გვაძლევს ოფიციალურ Paragon Backup & Recovery Compact ვერსიას (ჩვეულებრივ გაყიდულს $40-ად, ბურჟუაზიულ ქვეყნებში:-).
იჩქარეთ! მწარმოებლის აქცია გრძელდება მხოლდ 19 იანვრამდე.
ყველას, ვისაც გვესმის რეგულარული რეზერვირების აუცილებლობა, ვკითხულობთ >> სრულად!
ექსკურსი შორეულ 1991 - 1992 წლებში. ამ 35 წუთიან ვიდეოში სთივ ჯობსი (Steve Jobs) წარმოგვიდგენს NeXTSTEP Release 3 ობიექტზე ორიენტირებულ ოპერაციულ სისტემას, მისი რევოლუციური სამომხმარებლო გარსით, პროგრამული უზრუნველყოფით, ქსელური შესაძლებლობებითა და პოტენციალით, როგორც პროგრამულ/აპარატული პლატფორმა პროგრამისტისთვის.
NeXTSTEP, 1991 - 1992 წლები
ხომ არ გეცნობათ? ბევრი პროგრამა თუ შესაძლებლობა ხაზგასმული ამ ვიდეოში (როგორც განვითარარებული საფოსტო კლიენტი, სერვისების მინიუ, დოკი, Sidebar და სხვა) უკვე Macintosh OS X-ისა და Windows-ის (ბოლო ვერსიების) ნაწილია. ის რაც გამორჩეული და ინოვაციური იყო NeXTSTEP-ში, შესაძლოა მიღებულად და ჩვეულებრივად ჩაითვალოს დღესდღეობით, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ ეს ვიდეო ჩაწერილი იყო თითქმის 19 წლის წინ! კოპიუტერი გამოყენებული სადემონსტრაციოდ აწყობილი იყო 33Mhz 68040 პროცესორზე - ალბათ 50-100-ჯერ უფრო ნელი, ვიდრე ის რომელსაც ეხლა იყენებთ.
სტატიის სრულად სანახავად მიყევით ლინკს >>> სთივ ჯობსი წარმოგვიდგენს NeXTSTEP R3-ს, სრულად.
ზუსტად შობას, 7 იანვარს გამოვიდა Orbitdownloader-ის ახალი, 3.0.0 ვერსია, მცირე გრაფიკული სახეცვლილების გარდა პროგრამას გაუჩნდა მოსახერხებელი ტეგების ფუნქცია, რომელიც ჩემი აზრით აქამდეც უნდა ჰქონოდა :)
Orbit Downloader-ის წარმატება გარდა "ჩვეულებრივი" ფუნქციებისა, განპირობებულია იმით, რომ მისი საშუალებით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ე.წ Streaming Media-ს ჩაწერა ბრაუზერიდან Get it ღილაკით: ერთი კლიკითაა შესაძლებელი Youtube და ყველა მსგავსი საიტებიდან ვიდეოს გადმოწერა, ასევე ინტერნეტ–რადიოებიდან მუსიკის გადმოწერა. Get it ღილაკი Internet Explorer-ის გარდა მუშაობს Firefox-შიც, Grab++ ფუნქციის საშუალებით, კი ყველა მხარდაჭერილი ბრაუზერიდანაა Streaming Media-ს გადმოწერა შესაძლებელი.
პროგრამის გადმოსაწერი ლინკებისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ვირუსებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამებისგან (Malware) საწმენდ უტილიტას Norman-ისგან. მაიკროსოფტის ცნობილი Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის წარმოადგენს ანტივირუსულ სკანერ-მწმინდავს, ანუ არ შეუძლია დაგიცვათ ინფიცირებებისგან. მისი ერთადერთი მოვალეობაა აღმოაჩინოს და გაანადგუროს Malware ვინდოუზ სისტემებში.
ჩვეულებრივი ანტივირუსებისგან განსხვავებით, ანტივირუსული სკანერ-მწმინდავები გამოირჩევიან მუშაობის მაღალი ხარისხით. ვისაც დაგაინტერესათ, სიახლის სანახავად, დააჭირეთ სრულად-ს.
ტრადიციულად განახლდა უფასო ანტივირუსული სკანერები Kaspersky Lab, Dr. Web და სხვა მწარმოებლებისგან. პროგრამები წარმოადგენენ აუცილებელ არსენალს ნებისმიერი Windows მომხმარებლისა, რომელსაც ხშირად უწევს კომპიუეტრების წმენდა ვირუსებისა და სხვა საზიზღრობისგან. უბრალოდ ჩაწერეთ დისკზე ან ფლეშ დრაივზე და იქიდან დაასკანირეთ კლიენტ კომპიუტერები.
ეჭვი გაქვთ რომ კომპიუტერში რამე საზიზღრობა ჩაგიბუდდათ, გინდათ დარწმუნდეთ რომ თქვენი ანტივირუსი ეფექტურად გიცავთ, ან გინდათ დაეხმაროთ სხვას კომპიუტერის ვირუსებისგან გაწმენდაში - შესაძლოა ამით თავსაც კი ირჩენთ? მაშინ ვკითხულობთ დამატებით ინფორმაციას - ვაჭერთ სრულად-ს!