მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Monday, 28.September 2009

Microsoft Courier


რევოლუცია!
ტექნოლოგიურ სამყაროში ყოველთვის არის რაღაც მიმართულება, რომელიც ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ნეტბუკები, სენსორული ეკრანის (touch-screen) მქონე სმარტფონები, რევოლუციური მუსიკალური პლეერები – ყველა ამათგანს თავის დროზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა. ამ მომენტში კი ასეთი აჟიოტაჟის ერთ–ერთი გამომწვევია Tablet–ები (სრულად Tablet PC–ები), ანუ მოწყობილობები, რომლებიც მხოლოდ სენსორული ეკრანისგან შედგებიან, მოიხმარენ რაც შეიძლება ნაკლებ ენერგიას და აქვთ შესაძლებლობათა რაც შეიძლება დიდი ნუსხა.


დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს საკუთარი თავის პატივისმცემელი ტაბლეტი

დიდი ხანია დადის ჭორები სხვადასხვა კომპანიის მიერ ტაბლეტის გამოშვების თაობაზე და ათასგვარი კონცეპტუალური დიზაინებიც იქმნება (იხ. სურათი ზემოთ), მაგრამ რაიმე საფუძვლიანი ნამუშევარი ან ჩამოყალიბებული პროდუქტი აქამდე არ ჩანდა.

და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია Microsoft Tablet–ის შესახებ, რომელიც სრულიად განსხვავებულ იდეას და დიზაინს გვთავაზობს და შესაძლებლობათა უზარმაზარ არეალს ფარავს.


Microsoft Tablet–ის ვირტუალური მოდელის ფოტო

ტაბლეტი ჩვეულებრივი წიგნივით იკეცება და გარედან ტყავის ყდაში ჩასმულ ჟურნალს ჰგავს. შედგება ორი ეკრანისგან (ორი "გვერდისგან"), რაც შეადგენს კიდეც მის მთავარ ინოვაციას და უამრავ შესაძლებლობას ხსნის: მაგალითად, შესაძლებელია, ერთ გვერდზე ბრაუზერი გქონდეთ გახსნილი, მეორეზე პერსონალური ჟურნალი და სასურველი ტექსტი თუ სურათი პირდაპირ გადააკოპიროთ ვებ–გვერდიდან ჟურნალში. შეიძლება ერთ გვერდზე კონტაქტების სია გახსნათ, მეორეზე – რუკა და კონტაქტის რუკაზე გადათრევით მისი ადგილმდებარეობა ნახოთ, შეიძლება გვერდებზე ორი სხვადასხვა ჟურნალი გახსნათ და ერთმანეთში გაცვალოთ ინფორმაცია ...

და ბოლოს – რადგანაც კურიერის დიზაინი ემთხვევა ჩვეულებრივი წიგნის დიზაინს – შეიძლება უბრალოდ წიგნი გახსნათ ორივე ეკრანზე და ჩვეულებრივად იკითხოთ.

ტაბლეტს აქვს 3 MP ფოტოკამერა, რომლითაც სურათების გადაღებაცაა შესაძლებელი. მის ერთადერთ ღილაკს კი ეკრანების შუაში მოთავსებული Home ღილაკი წარმოადგენს, რომლითაც – მიხვდებოდით – ორივე ეკრანის Home გვერდებზე შეიძლება დაბრუნება.

ტაბლეტი ჯერჯერობით იდეის დონეზეა და რეალურად გარანტია იმისა, რომ ტაბლეტი ოდესმე დღის სინათლეს იხილავს, არ არსებობს, მაგრამ თუ დავეყრდნობით სხვადასხვა ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოცემების "ინფორმატორებს" და შევხედავთ გაწეული სამუშაოს მოცულობას  – არსებობს მისი ვირტუალური მოდელი და არსებობს სადემონსტრაციო ვიდეორგოლიც (რომელშიც ერთ–ერთი კომპანიის ერთ–ერთი თანამშრომელი კურიერს იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში), შეიძლება ითქვას რომ შანსი (ძალიან!) დიდია, ეს მართლაც MS–ის ნამუშევარი იყოს და არა ვინმე მოცლილისა.

 Microsoft Courier–ის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ Gizmodo–ზე.

და ბოლოს, ვიდეორგოლი:
17:40,   domen  |  146962 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 27.September 2009

Copy Path Shell Extension


ფაილის მისამართის კოპირება ორი წკაპით
Windows Explorer არაა სრულყოფილი, მისი ფუნქციონალობა შეზღუდულია და მხოლოდ Windows–ის ვერსიის ცვლილებასთან ერთად იცვლება. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ტერმინი Shell Extensions. ის  აერთიანებს პატარა პროგრამებს, რომლებიც Windows Explorer–ში მცირე ცვლილებების შეტანით მის ფუნქციონალობას აუმჯობესებენ ან საერთოდ ახალ შესაძლებლობებს ამატებენ.

ერთ–ერთი ასეთია Vertigo Software–ის პროგრამისტის, Ralph Arvesen–ის მიერ შექმნილი პროგრამა Copy Path, რომლის ინსტალირების შემდეგაც საშუალება გექნებათ, ნებისმიერი ფაილის სრული მისამართი ორი წკაპით გადაიტანოთ გაცვლის ბუფერში (Clipboard), ანუ უბრალოდ დააკოპიროთ.

Copy Path Shell Extension Screenshot

როგორც სურათიდან ჩანს, პროგრამა ამას კონტექსტურ მენიუში საკუთარი ხაზის დამატებით ახერხებს. შესაძლებელია ფაილის სრული მისამართის, ქსელური მისამართის, მისი შემცველი საქაღალდის მისამართის ან ამ საქაღალდის ქსელური მისამართის დაკოპირება (უბრალოდ დააჭირეთ სასურველ მათგანს). შეამჩნევდით, ასევე შეიძლება ფაილის სახელის კოპირება, თუმცა ეს ხსენებადაც არ ღირს – მისი კოპირება უფრო მარტივად და სწრაფად შეიძლება: მიაწკაპეთ ფაილს, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს F2 და შემდეგ კომბინაციას Ctrl+C.
18:19,   domen  |  161431 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 26.September 2009

ManicTime


და თქვენ რას აკეთებთ?
კომპიუტერზე მომუშავე თუ მოთამაშე ხალხს ერთი დიდი პრობლემა გვაქვს – რამდენჯერ დაგღამებიათ კომპიუტერთან, მერე კი ვერ გაგიხსენებიათ, რაში გავიდა დრო? ManicTime ამის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დღის შეჯამება – ManicTime
დღის შეჯამება – ManicTime

ManicTime პატარა პროგრამაა, რომელიც ეშვება სისტემის ჩატვირთვასთან ერთად და მთელი დღის განმავლობაში აკვირდება, რომელი პროგრამაა აქტიური და რომელი ვებ–გვერდებია გახსნილი. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ კი ადგენს დღიურ სტატისტიკას და ლამაზი და კარგად აღქმადი გრაფიკების საშუალებით გამოსახავს მას. მხარდაჭერილია გრძელვადიანი სტატისტიკის შედგენა, კონკრეტული პროგრამების მოხმარების ხანგრძლივობის დათვლა, კომპიუტერის მოხმარების ხანგრძლივობის ჩვენება დღეების მიხედვით,და ა.შ.

პროგრამების მოხმარება დროის მიხედვით – ManicTime
პროგრამების მოხმარება დროის მიხედვით – ManicTime

ასევე შესაძლებელია დროის "დატეგვაც", მაგალითად შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ დრო 2 საათიდა 3 საათამდე (როცა გასული იყავით) ჭამაში და შესვენებაში დახარჯეთ, დრო 4 საათიდან 5–მდე (როცა IM–ს იყენებდით) – მეგობართან სალაპარაკოდ და ა.შ.

დროის დატეგვა – ManicTime
დროის დატეგვა – ManicTime

საბოლოო ჯამში კი თქვენ საშუალება გეძლევათ, თვალყური მიადევნოთ, თუ რას აკეთებდით მთელი დღის განმავლობაში და სამომავლოდ დაიხმაროთ ეს ინფორმაცია დღის დასაგეგმადაც. გრძელვადიანი მოხმარებლისას კი ManicTime შეუდარებელია  – მისი დახმარებით ძალიან მარტივად გაანალიზებთ, როდის და რას აკეთებდით (თუ აფუჭებდით) კომპიუტერთან. და, ბოლო–ბოლო, ზუსტად გაიგებთ, რამდენ ხანს ატარებთ მონიტორის წინ.
11:08,   domen  |  30186 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 25.September 2009

Google Picasa 3.5


სახის ამოცნობა!!
ჩვენს მკითხველებს ახსოვთ Google Picasa–ს მესამე ვერსიის ბეტა, რომელმაც ერთი რევოლუციური ფუნქცია მოიტანა – სახის ამოცნობა. პროგრამა საშუალებას იძლეოდა, აგვეტვირთა ჩვენი საყვარელი ფოტოები გუგლის სერვერებზე, იქ კი სპეციალური ალგორითმი მათში სახეებს ამოიცნობდა და განასხვავებდა კიდეც. ანუ, თუ ალგორითმს ერთხელ "გააცნობდით" თქვენს სამეგობროს, ის ყველა ახალ სურათზე თავისით შეძლებდა მათ ამოცნობას და სურათების შესაბამისად დატეგვას.

Google Picasa 3.5

ლამის იდილიური სიტუაციაა, ერთი წვრილმანი რომ არ გვიშლიდეს ხელს – საჭირო იყო სურათების სერვერზე ატვირთვა, სხვა შემთხვევაში სახის ამოცნობის ფუნქციას ვერ მიიღებდით. არადა, ზოგს სულაც არ უნდა სურათების ატვირთვა–გავრცელება, ზოგს კი ძალიანაც უნდა, მაგრამ ინტერნეტთან შეერთების სიჩქარე არ უწყობს ხელს (გეცნოთ?).

ამასობაში კი Picasa ვითარდებოდა და გუშინ გამოსულმა 3.5 ვერსიამ პირდაპირ პროგრამაში ჩაშენებული სახის ამოცნობა მოგვიტანა. ასე რომ, პარანიოდებისთვის და ნელი შეერთების მქონეებისთვის უკვე გვაქვს გამოსავალი – ჩამოტვირთეთ ახალი Picasa და გადაატარეთ ის თქვენს ფოტო კოლექციას.

სახის ამომცნობი Picasa 3.5–ში

Picasa–ს სხვა განახლებებიც აქვს: ჩაშენებული Google Maps საშუალებას მოგცემთ სურათებით გეო–ტეგირება (ანუ სურათის გადაღების ადგილის მითითება) სურათის პირდაპირ რუკაზე გადათრევა–დაგდებით განახორციელოთ, ასევე შესაძლებელია სურათების იმპორტის ფანჯარაში  სურათების პირდაპირ (იმპორტირების გარეშე) ვებ–ალბომებში ატვირთვა.

ყველაფერი ეს ძალიან კარგადაა მიმოხილული ოფიციალური ვიდეორგოლში:

18:11,   domen  |  137973 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 24.September 2009

მხარი დავუჭიროთ თამაშების ქართულ სტუდიას


სტუდია Jump or Fall

ქართული გეიმ დეველოპინგი ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელიც საქართველოში საკმაოდ რთულად ვითარდება, ძირითადად ფინანსების უქონლობის გამო. ფინანსური მხარის გამო ჩავარდა ისეთი დიდი პროექტიც, როგორიც ARMA-ს ქართული მოდის შექმნა იყო (ლინკი თემაზე - კომპინფოს ფორუმზე). პროექტს ირაკლი ქოქრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ უფრო Abnormalia-ს სახელით იცნობთ. Abnormalia წლებია ცდილობს ამ სფეროს განვითარებას და ქართველი გეიმ დეველოპერების გაერთიანებას. ამისთვის საიტიც არსებობს: http://geogamedev.net/forums

რაც შეეხება ჩვენს ნიუსს - თქვენ, კომპინფოს მომხმარებლებსა და მკითხველებს, ვისაც ქართული გეიმ დეველოპინგის განვითარება გსურთ, დღეს რეალურად შანსი გაქვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში.

საიტ Muse Games-ზე ამასწინათ საკმაოდ სერიოზული კონკურსი გამოჩნდა (http://musegames.com/game/submittedGames.do?order=votes). გეიმ დეველოპერებს ეძლეოდათ რეალური შანსი მოეპოვებინათ 10000 მარადმწვანის ტოლი დაფინანსება, დახმარება Muse Games-ისგან თამაშის დასრულებასა და შემდგომ მის გაყიდვაში. ერთადერთი, რაც საჭირო იყო, სტუდიებს თამაშის კონცეპტი და მუშა დემო ვერსია უნდა წარედგინათ. მოკლედ, Abnormalia-მ, ცხადია იცოდა ამ კონკურსის შესახებ და ინფორმაცია მიაწოდა ქართული კაზუალური თამაშების სტუდია Jump or Fall-ს.

10000 დოლარი მცირე თანხა არაა, ამ ფულით საწყის ეტაპზე სტუდიას შეეძლება თამაშის ძრავი, აპარატურა და სხვა საჭირო ტექნოლოგიები შეიძინოს. Jump or Fall-მაც არ დაიზარა და კონკურსისთვის წარმოადგინა თავისი თამაში Sheepomania. ჯერჯერობით თამაში 0.1.5 ვერსიაა, იგი დაჩქარებული წესით მომზადდა კონკურსისთვის და როგორც ავტორები გვპირდებიან, მალე დაემატება საკმაოდ ბევრი სიახლე როგორც კონცეპტს, ასევე გეიმპლეის.

ახლა კი, გადავიდეთ მთავარზე: ქართულ სტუდიას კონკურსში კონკურენტებიც ჰყავს. ფინალში გასასვლელად კი საჭიროა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის დაგროვება. ხმის მისაცემად უნდა შეხვიდეთ Muse Games-ის საიტზე, კონკურსის განყოფილებაში: http://musegames.com/game/submittedGames.do?order=votes და თამაშ Sheepomania-ს მისცეთ ხმა. გაითვალისწინეთ, ხმის მისაცემად საჭიროა საიტზე რეგისტრაციის გავლა. თუმცა, ჩვენი თოხვნა იქნება, ნუ დაიზარებთ ამ პროცესის გავლას. ეს რეალური შანსია, მიეცეს ქართულ თამაშების სტუდიას შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს და საქმიანობა სერიოზულ დონეზე დაიწყოს.

წარმატება და კონკურსში გამარჯვება ვუსურვოთ სტუდია Jump or Fall-ს!

16:26,   Power_VANO  |  30634 ნახვა | 9 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 20.August 2009

World of Warcraft: The Magazine


კვარტალური ჟურნალი WoW-ს შესახებ

World of Warcraft-ი იმ მცირერიცხოვანი თამაშების რიგს განეკუთვნება, რომელიც, რეალურად, შეიძლება შედევრად აღიარო. WoW-ს მილიონობით ადამიანი თამაშობს ყოველდღიურად, მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, ქართველებიც, რომელთა რიცხვი არც თუ ისე მცირეა. რაც მთავარია, WoW-ს მოთამაშეთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.

სწორედ ამ მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის დამატებითი კონტენტის შექმნის მიზნით, Blizzard-მა ხელშეკრულება გააფორმა გამომცემელ Future-თან, რომელიც შეთანხმების შესაბამისად, ყოველკვარტალურ ჟურნალს, World of Warcraft: The Magazine-ს გამოსცემს. ჟურნალი ხელმისაწვდომი იქნება და ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. მისი ყიდვა მომხმარებელს World of Warcraft-ის ანგარიშის მენეჯმენტის ან ჟურნალის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეეძლება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

17:43,   Power_VANO  |  34648 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 11.August 2009

არჩევანის ეკრანი Office 2010-ს, Win 7-ის მსგავსად


როდის მორჩება სისულეებს EU?

როგორც იცით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Microsoft-ი იძულებულია, Windows 7-ის იმ ვერსიებში, რომლებიც ევროპაში გაიყიდება, ბროუზერების ასარჩევი ეკრანი ჩააშენოს. გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და MS-იც დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ფორუმზე იხილოთ (ყურადღება მიაქციეთ ასარჩევ ეკრანს - რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, იგი ჩვენს საყვარელ Internet Explorer-ში ეშვება).

რამდენიმე დღის წინ Microsoft-მა განაცხადა, რომ ასარჩევ ეკრანს Office 2010-იც მიიღებს. ოფისის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს ფაილის ფორმატები, რომლებშიც დოკუმენტების შენახვა იქნება შესაძლებელი. არჩევანის ეკრანი პროგრამის პირველი გაშვებისას გამოჩნდება და არჩევანი ძალაში დარჩება იქამდე, სანამ მომხმარებელი თვითონ არ შეცვლის მას.

სამწუხაროდ, MS-ს არ გამოუქვეყნებია არჩევანის ეკრანის სურათები. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ DOC/DOCX ფაილებსა და ღია კოდის ODF ფორმატზე. WindowsITPro-ს ინფორმაციით EU-სა და Microsoft-ს შორის აღნიშნულ საკითხზე 10 წლიანი შეთანხმება არსებობს, შესაბამისად, Office-ს არჩევანის ეკრანი ძალაში 10 წლის მანძილზე იქნება.

Microsoft-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაწყებული Office 2010-დან, მომხმარებლებს, რომლებიც Office პროგრამების ნაკრებს ევროპის ეკონომიკურ ზონაში შეიძენენ, საშუალება ექნებათ აირჩიონ ძირითადი ფაილის ფორმატი, რომელშიც დოკუმენტები შეინახება. ასევე, Microsoft-ი შესაძლებელს გახდის აღნიშნული პროცესის ავტომატიზირებას ევროპული კომპანიებისთვის, რომლებსაც საშუალება ექნებათ აირჩიონ ფაილის ფორმატები, რომლებსაც მათი მომხმარებლები გამოიყენებენ.

საინტერესო ამ ნიუსში ორია - ერთი თვითონ ოფისის პროგრამების არჩევანის ეკრანი, მეორე კი - როდემდე/სადამდე EU, როდემდე/სადამდე?

20:40,   Power_VANO  |  177600 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 10.August 2009

Microsoft Windows 8 2012 წელს?


ინფორმაცია Microsoft-ის როუდმეპიდან

Windows 7 პრაქტიკულად უკვე მზადაა, უკვე არსებობს ოფიციალური RTM ვერსიები, რომლებითაც დაკომპლექტდება პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები და რომლებიც ფართო გაყიდვაში გაეშვება ოქტომბრიდან. იმის გამო, რომ Windows 7-ზე მომუშავე ჯგუფი საკმაოდ ენერგიულად მუშაობდა, ცოტა რთულია, ვივარაუდოთ, როდისთვის გამოვა Windows 8, ჩვენი საყვარელი ფანჯრების შემდეგი ინკარნაცია.

როგორც UX Evangelist ბლოგი იტყობინება, Windows 8 2012 წელს იხილავს მზის სინათლეს. სურათი, რომელსაც ზემოთ ხედავთ, ბლოგის მტკიცებით Microsoft-ის იტალიური წარმომადგენლობიდანაა გაპარული.

მიუხედავად იმისა, რომ როუდმეპის სურათი შესაძლოა, უბრალოდ ფოტოშოპის შედეგი იყოს, ვიცით, რომ Windows-ის შემდეგ ვერსიაზე Microsoft-ში უკვე მუშაობენ. Windows 7-ის გამოშვების ტემპებიდან გამომდინარე კი 2012 წელი ალბათ საბოლოო ვადა იქნება. თუმცა, ამ ვადის ოდნავ გადაწევაც შესაძლებელი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, Windows 7-მა იმედები გაამართლა და საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება.

22:42,   Power_VANO  |  156497 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Windows 7-ის აპგრეიდის ცხრილი


გზა განახლებისკენ

შეიძლება ძალიან გეწყინოთ, მაგრამ ვინც ამჟამად Windows XP-ს მომხმარებელი ბრძანდებით, Windows 7-ზე გადასვლისას სუფთა ინსტალაციის ამორჩევა მოგიწევთ, აპგრეიდის შესაძლებლობა ახალი ოპ. სისტემის ინსტალაციისას თქვენთვის არ იარსებებს. რაც შეეხება Windows Vista-ს, ამ შემთხვევაში Microsoft-ი გაცილებით ლოიალურია - სხვადასხვა შემთხვევაში შესაძლებელია როგორც განახლება, ასევე სუფთა ინსტალაცია. გთავაზობთ დეტალურ ცხრილს, სადაც ნახავთ თუ რომელი ოპ. სისტემიდან რა საშუალებები არსებობს Windows 7-ზე გადასასვლელად:

რომელ გზას აირჩევთ თქვენ?

22:00,   Power_VANO  |  69342 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 30.July 2009

Spotify


პორტალი მუსიკისკენ

გიყვართ მუსიკა? ვის არ უყვარს. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ერთსა და იმავე სიმღერებზე "იჭედებით", გბეზრდებათ და არ იცით, ახლის ძებნა სად დაიწყოთ? ან არ გაქვთ ის კომპოზიცია, რომლის მოსმენაც გინდათ და მოძებნა-ჩამოტვირთვაც გეზარებათ? მაშინ Spotify ზუსტად თქვენთვისაა, მოძებნეთ და მოუსმინეთ ნებისმიერი ჟანრის ნებისმიერ მომღერალს ნებისმიერ დროს, ყველანაირი ჩამოტვირთვების და ლოდინის გარეშე! Spotify-ს ქონა თითქმის მთელი მუსიკალური სამყაროს ქონას ნიშნავს.

08:09,   domen  |  120429 ნახვა | 44 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 3 4 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი