მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Tuesday, 30.June 2009

Firefox 3.5 გამოვიდა!


Firefox-ის 3.5 ვერსიის იმდენი RC გამოვიდა, რომ მომხმარებელთა საზოგადოებამ წუწუნიც კი დაიწყო, ბოლო-ბოლო RC მოაშორეთო პროდუქტს. Mozilla-შიც ძალიან სწრაფად ისმინეს მომხმარებლის მოთხოვნა - Firefox 3.5 დღეს გამოვიდა და მრავალი განახლება მოიტანა, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით საინტერესოა, კიდევ უფრო ცოტა კი - უნიკალური. რევოლუციური ჯერჯერობით არაფერია.

22:23,   domen  |  31775 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 28.June 2009

როგორ გავტეხოთ სკაიპი 7 წამში


შევთანხმდეთ - ყველას გვაქვს სკაიპი. კომუნიკაციის ეს საშუალება იმდენად მოედო საქართველოს, რომ სერიოზულ, ბიზნეს სექტორშიც შეაღწია, რაღა სალაპარაკოა თინეიჯერები, გაცნობის შემდეგ ზოგი ტელეფონის ნომრამდე სკაიპის სახელს უცვლის ხოლმე ახალგაცნობილს. სკაიპით ბევრი პირადი ინფორმაცია მიმოიცვლება და რაა ვინმეს მეგობართან გახუმრებაზე მარტივი, თუ ამ ვინმეს სკაიპის სახელი და პაროლი როგორღაც ხელში ჩაგივარდათ? მოკლედ, შევთანხმდეთ, სკაიპის "გატეხვის", ანუ როგორმე სხვის სამომხმარებლო ანგარიშში შეღწევის თემა დღეს კომპის ანა-ბანას უცოდინარ ახალგაზრდებში ძალიან აქტუალურია.

21:22,   domen  |  68563 ნახვა | 11 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 27.June 2009

რა არის ბრაუზერი?


კარგი, ცოტა ხანი მოვეშვათ ტექ. მანიაკების სამყაროს და გავიხედოთ ქუჩაში. თქვენი ნაცნობებიდან რამდენი ერკვევა კიბერ სამყაროს ხლართებში? კარგი, ცოტათი, არა, ბევრად გავაადვილოთ: რამდენმა იცის, რა არის ბრაუზერი? და თქვენ გგონიათ, მხოლოდ საქართველოში ხდება ეს, განვითარებუილ ქვეყნებში კი ძაღლებმაც იციან ციფრული სამყაროს ანა-ბანა? წარმოგიდგენთ გუგლის (ან მინიმუმ გუგლის თანამშრომლის) მიერ ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე (Times Square) ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს:

17:00,   domen  |  118944 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft Security Essentials გამოცდას აბარებს


5-იანზე!

MSE-ს შესახებ გამოქვეყნებულ სიახლეში ვწერდით, რომ პროგრამა აჩვენებდა შესანიშნავ შედეგს რესურსების მოხმარების მხრივ, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის თქმა შეიძლებოდა მის რეალურ ღირებულებაზე - ვირუსების აღმოჩენა/განდგურების მაჩვენებელზე. დღეიდან უკვე პროგრამის ამ მხარეზეც გვექნება წარმოდგენა, AV-Test.org-მა, ერთ-ერთმა ცნობილმა ანტივირუსულმა ტესტურმა ლაბორატორიამ გატესტა MSE საწყის დონეზე - პროგრამას მოუწია სხვადასხვა სახის სულ 3200-მდე ცნობილ ბოროტმოქმედ ფაილს გამკლავებოდა.

08:29,   domen  |  72240 ნახვა | 11 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 26.June 2009

ProService საჩუქარს უკეთებს ახალგაზრდებს


უფასო ჰოსტინგი ყველას!

ProService ერთ-ერთი ძველი და მსხვილი მოთამაშეა ქართულ ვებ-მომსახურების ბაზარზე. მის პორტფოლიოში საკმაოდ სერიოზული პროექტები შედის და თუმცა ვერაფერს ვიტყვით მის ჰოსტინგზე, დღეს ეს ჰოსტინგი ერთ-ერთ უპირატესად ითვლება ქართულ პირობებში. ინოვაციაც (თუ ინოვაციის სურვილი) ზუსტად ასეთი კომპანებისგან მოდის ხოლმე, რადგანაც მათ შესაბამისი მომზადების კადრებიც ჰყავთ და სახსრებიც გააჩნიათ.

14:42,   domen  |  29874 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft Office 2010 Beta - სატესტო პროგრამა


მონაწილეები Office 2010-ის სრულ ვერსიას მიიღებენ!

MS, კარგა ხანია, Office 2010-ზე, MS Office-ის შემდეგ ვერსიაზე მუშაობს, პირველი Preview ბილდები დიდი ხნის წინ გაიპარა ინტერნეტში და ახლა MS უკვე ბეტა ვერსიის სატესტო პროგრამისთვის ემზადება. რაც ძალიან საინტერესოა, კორპორაცია სთავაზობს უბრალო მომხმარებლებს, ჩაერთონ ბეტა ტესტირების პროგრამაში, მიიღონ ლეპტოპი უფასოდ (თუმცა დროებით), იმუშაონ ამ ლეპტოპზე ინსტალირებულ Office 2010-ზე ყოველდღიურად, თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე (არანაირი ვალდებულება და ძალდატანება!) და პეროიდულად გააგზავნონ კომენტარები და აღმოჩენილი შეცდომები MS-ში. პროგრამის დასრულების შემდეგ კი ისინი უფასოდ მიიღებენ MS Office-ის სრულ (მიმდინარე სრული ვერსია, Office 2007 Ultimate $680 ღირს) ვერსიას.

11:12,   domen  |  61890 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 25.June 2009

Windows 7-ის ოფიციაალური ფასთა სქემა


გამოვიდა!

დაახლოებით სამი კვირის წინ ინტერნეტში "გაიპარა" Best Buy-ს გეგმა Windows 7-ის გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც არაოფიციალურ (და ძალიან იმედისმომცემ) ინფორმაციას იძლეოდა Windows 7-ის ფასთა სქემის შესახებ. დღეს MS-მა ოფიციალურ ფასთა სქემა გამოაქვეყნა და შეიძლება ითქვას, რომ იმედები არც ისე გამართლდა.

Windows 7 Packaging

ფასთა სქემა ასე გამოიყურება:

19:21,   domen  |  60759 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Gmail Ninja


Gmail ერთ-ერთი უპოპულარულესი და ალბათ ყველაზე მოსახერხებელი და "ყველაზე უფასო" ელ. ფოსტის სერვისია ამ პლანეტაზე. ჩვენთანაც კი, მიუხედავად Yahoo Mail-ის დიდი პოპულარობისა, ის ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და ბევრისთვის შეუცვლელ ელ. ფოსტად იქცევა. გარდა იმისა, რომ მას ბევრი წმინდა პროგრამული სახის უპირატესობა აქვს თავის კონკურენტებთან შედარებით, ის თავის მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობდა სხვადასხვა ფუნქციების მიმოხილვებს, რომლებიც პროდუქტის უკეთ გაცნობასა და გამოყენებაში ეხმარებოდა ახალბედებს. ბოლოს კი მთელმა ინფორმაციამ ერთად მოიყარა თავი და დღეს Gmail Ninja გახდა მისაწვდომი.

14:43,   domen  |  23953 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft Security Essentials Beta


მაკისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი არგუმენტი PC პლატფორმის (ანუ MS-ის) წინააღმდეგ ვირუსების არსებობა გახლავთ (თუმცა ამ არგუმენტს დიდი დღე აღარ უწერია), ამიტომ Microsoft დიდი ხანია ცდილობს თავის მომხმარებლებს რამენაირად მიანიშნოს დაცვის აუცილებლობაზე (გახსოვთ შესაბამისი შეტყობინება XP-ზე?) და შესთავაზოს კიდეც საკუთარი უფასო ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა. აქამდე ამ მოვალეობას Windows Live OneCare ასრულებდა (და არც ისე ცუდ შედეგებს აჩვენებდა Av-Comparatives-ის ტესტებში), გუშინ კი გამოვიდა MS-ის ახალი ანტივირუსი, სახელად Microsoft Security Essentials (MSE), რომელმაც უნდა შეცვალოს OneCare - იდეაში, უკეთესობისკენ.

12:07,   domen  |  50032 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 24.June 2009

Windows 7 Beta-ს ვალიდურობის ვადა იწურება


პირველ ივლისს

ჩვენ ვწერდით, რომ Windows 7 RC-ს მფლობელებს ან 2010 წლის 1 მარტამდე RTM-ზე გადაბარგება მოუწევთ, ან ორ საათში ერთხელ გადატვირთვის ატანა, მაგრამ ეს მხოლოდ RC-ს მფლობელებს არ ეხებათ. თუ ვინმეს ისევ Win7 Beta უყენია, დროა, Win7 RC-ზე გადაბარგებაზე იზრუნოს, Beta ვერსია გადატვირთვებს 1 ივლისს დაიწყებს.

11:58,   domen  |  60222 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 5 6 7 8 9 10 11 » ბოლო გვერდი