მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Saturday, 13.June 2009

Opera ვების თავიდან გამოგონებას აპირებს


ჰა?!

Opera ყოველთვის ინოვატორი იყო ბრაუზერების ბაზარზე და გუშინ Opera Watch-ზე ("თითქმის" ოფიციალური ბლოგი Opera-ს შესახებ) გამოქვეყნებულმა პოსტმა სახელით "Opera-ს უახლესი გამოგონება 16 ივნისს გამოქვეყნდება" ნამდვილად ინტერესი გამოიწვია.

14:54,   domen  |  31577 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

TeraCopy


ერთ-ერთი საკვანძო განახლება Windows Vista-სა და Windows 7-ში ფაილური ოპერაციების (წაშლა, კოპირება და ა.შ.) ასწრაფება გახლდათ, მაგრამ ისევ არსადაა ფილების კოპირების პროცესის დაპაუზების ან გაწყვეტილი კოპირების გაგრძელების ფუნქცია. TeraCopy გახლავთ პატარ პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ ხარვეზს ავსებს - ჩაწერის შემდეგ ის ანაცვლებს სისტემას მოყოლილ შესაბამის უტილიტას და ფაილების კოპირების ფუნქციას თავის თავზე იღებს.

14:01,   domen  |  51322 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 11.June 2009

თემების შექმნა, შენახვა და გაცვლა Windows 7-ში


რჩევები სოფტის შესახებ

Windows XP დიდ შესაძლებლობებს არ იძლევა სისტემის გარეგნობის ცვლილების მხრივ, სასურველი თემის (იგულისხმება დესკტოპის ფონი, ფანჯრების ფერი, სკრინსეივერი, სისტემის ხმები და ა.შ.) სრულად დაყენება კი იმდენად მოუხერხებელი და მომაბეზრებელი საქმეა, რომ ძალიან ბევრი არაფრის შეცვლასაც კი არ ცდილობს (კიდევ უფრო მეტმა უბრალოდ არ იცის, რომ შეცვლა შეიძლება). Windows 7-ში ამ მიმართულებასაც მიხედეს და არც ისე ახალი მიდგომის, თემების გამოყენებით შეიძლება ერთი წკაპით შევუცვალოთ სისტემას გარეგნობა და ხმიანობა.

22:15,   domen  |  50105 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 10.June 2009

iPhone 3G S


Speed!

WWDC-მდე რამდენიმე დღით ადრე მიმომხილველ ონლაინ-ჟურნალებსა და ბლოგებზე ატეხილ აჟიოტაჟში ერთი რამ ისმოდა მკაფიოდ - Apple წარმოადგენდა ახალ iPhone-ს, ამაში თითქმის ყველა თანხმდებოდა. და ასეც მოხდა. ორშაბათს გამართულ WWDC 2009-ზე Apple-მა ერთ-ერთი მთავარი სიახლე, iPhone 3G S, იგივე iPhone 3G Speed წარმოადგინა. ეს რიგით მესამე iPhone გახლავთ.

18:19,   domen  |  40665 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 09.June 2009

BB FlashBack Express


წინა სიახლეში მიმოვიხილეთ Faststone Capture, სკრინშოტების მომხსნელი პროგრამა, და რადგანაც ხანდახან მხოლოდ სტატიკური სურათები საკმარისი არაა, ახლა შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საუკეთესო უფასო პროგრამას, რომელსაც ეკრანის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება შეუძლია, გაიცანით BB Flashback Express.

21:26,   domen  |  60105 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 08.June 2009

Faststone Capture


სკრინშოტების მომხსნელი

კომპ. მანიაკის ცხოვრებაში არც ისე იშვიათია მომენტი, როცა საკუთარი ეკრანის გადაღება გვჭირდება, Vista-დან მოყოლებული ამას MS-იც მიხვდა და Snipping Tool, სკრინშოტის მომხსნელი პატარა გრაფიკული პროგრამა ჩაამატა ოპერაციულ სისტემაში. მაგრამ რა უნდა ქნან XP-ზე დარჩენილებმა ან მათ, ვისაც ცოტა მეტი ფუნქციონალობა სურს?

ამ უკანასკნელთათვის მრავალი პროგრამაა შექმნილი, დაწყებული დიდი და ფასიანი Snagit-იდან, დამთავრებული პატარა და უფასო Lightscreen-ით, რომელიც მიმდინარე (მაისის) CompinfoPack-ში შედის. მაშ, რომელია მათგან საუკეთესო სიმარტივის და ფუნქციონალობის მხრივ და თან უფასო? წარმოგიდგენთ Faststone Capture-ს.

23:01,   domen  |  41760 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 07.June 2009

Postbox


ელ. ფოსტის კლიენტი

ხანდახან საჭიროა ელ. ფოსტის ერთზე მეტი მისამართის ქონა (ვთქვათ, პირადი და სამსახურის ელ. ფოსტა) და რაც უფრო იმატებს ასეთი მისამართების რაოდენობა, მით უფრო ძნელი ხდება მათი შემოწმება ახალ წერილებზე, ყოველ ჯერზე ყველა მისამართის ცალ-ცალკე გახსნა მომაბეზრებელი და დამღლელი პროცესია.ამიტომ კაცობრიობამ შექმნა ელ. ფოსტის კლიენტების მთელი არმია, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ნაცნობ დესკტოპურ ინტერფეისში მოვუყაროთ თავი ყველა მისამართს, ავტომატურად მივიღოთ და ვაგზავნოთ წერილები ნებისმიერი მათგანიდან, დავახარისხოთ ისინი სხვადასხვა წესის მიხედვით, ვაინტეგროთ ისინი ორგანაიზერთან და კალენდართან და ა.შ. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - რომელია მათგან საუკეთესო?

ჩვენ შევეცადეთ მეილ კლიენტებს შორის ამოგვერჩია ერთი, რომელსაც ექნებოდა ყველა საჭირო შესაძლებლობა და (ზედ)მეტი არაფერი, იქნებოდა მსუბუქი, სტაბილური, სასიამოვნო მოსახმარი და რაც მთავარია, უფასო. ამ ნიშნით შეირჩა PostBox.

21:23,   domen  |  47883 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Windows 7-ის შეფუთვის სურათები გამოქვეყნდა


ჩვენს აქტიურ მკითხველებს ემახსოვრებათ კომპინფოზე ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებული Windows 7-ის შეფუთვის არაოფიციალური სურათები, დღეს ეს ყველაფერი (ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ Win7-ის გარშემო) დადასტურდა და ოფიციალური სახე მიეცა, MS-მა გაუშვა Windows 7-ის გვერდი Microsoft Store-ში (თუმცა ამწუთას გვერდი ბუტაფორიაა, მასზე Win7-ის შეკვეთა ჯერჯერობით არ შეიძლება) და იქ გამოქვეყნებული შეფუთვის სურათები პირდაპირ ემთხვევა არაოფიციალურ სურათებს.

11:03,   domen  |  59339 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ვხსნით მრავალ Skype-ს ერთდროულად


რჩევები სოფტის შესახებ

ქართულ და, ზოგადად, მსოფლიო ინტერნეტ-სივრცეში ხშირია შემთხვევა, როცა გვჭირდება მრავალი მესინჯერის ან ერთი მესინჯერის მრავალი სამომხმარებლო ანგარიშის (user accounts) ერთად ჩართვა. საბედნიეროდ, არსებობს მულტიპროტოკოლური მესინჯერები, ისეთები, როგორიცაა Pidgin, Digsby (შესულია CompinfoPack-ში) ან Meebo, მაგრამ ყველა მათგანს აქვს ერთი უსიამოვნო შეზღუდვა - ისინი მხარს არ უჭერენ Skype-ს.

მართალია, არსებობს Skype Launcher, რომლითაც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე Skype-ის ეგზემპლარის გაშვება, მაგრამ მისი ძველი ვერსიები, რბილად რომ ვთქვათ, კორექტულად ვერ მუშაობენ პროგრამის ახალ, მე-4 ვერსიასთან, Launcher-ის ახალი ვერსია კი ზედმეტ და ბევრისთვის რთულ კონფიგურირებას მოითხოვს. ამასობაში კი უმრავლესობამ არ იცის, რომ მე-4 ვერსიიდან Skype-ს საკუთარი ძალებით შეუძლია გაუშვას იმდენი ახალი ეგზემპლარი, რამდენსაც მოისურვებთ და ამის გაკეთება არავითარ სირთულესთან და ზედმეტ პროგრამასთან არ არის დაკავშირებული.

00:01,   domen  |  65179 ნახვა | 18 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 05.June 2009

Windows 7-ის ფასთა სქემა ცნობილია!


როგორც ვწერდით, Win7-ის შესახებ მხოლოდ ფასთა სქემა რჩებოდა გაურკვეველი და სულ ცოტა ხნის წინ მასაც ნათელი მოეფინა. Engadget-ელებმა გამოაქვეყნეს ძალიან საინტერესო ჩანაწერის სკრინი, რომელიც დაწერილია Best Buy-ს თანამშრომლის მიერ და ეხება კომპანიის Windows 7-ის სხვადასხვა ვერსიების გაყიდვის სტრატეგიას.

23:54,   domen  |  57517 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 6 7 8 9 10 11 12 » ბოლო გვერდი