Opera ყოველთვის ინოვატორი იყო ბრაუზერების ბაზარზე და გუშინ Opera Watch-ზე ("თითქმის" ოფიციალური ბლოგი Opera-ს შესახებ) გამოქვეყნებულმა პოსტმა სახელით "Opera-ს უახლესი გამოგონება 16 ივნისს გამოქვეყნდება" ნამდვილად ინტერესი გამოიწვია.
ერთ-ერთი საკვანძო განახლება Windows Vista-სა და Windows 7-ში ფაილური ოპერაციების (წაშლა, კოპირება და ა.შ.) ასწრაფება გახლდათ, მაგრამ ისევ არსადაა ფილების კოპირების პროცესის დაპაუზების ან გაწყვეტილი კოპირების გაგრძელების ფუნქცია. TeraCopy გახლავთ პატარ პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ ხარვეზს ავსებს - ჩაწერის შემდეგ ის ანაცვლებს სისტემას მოყოლილ შესაბამის უტილიტას და ფაილების კოპირების ფუნქციას თავის თავზე იღებს.
Windows XP დიდ შესაძლებლობებს არ იძლევა სისტემის გარეგნობის ცვლილების მხრივ, სასურველი თემის (იგულისხმება დესკტოპის ფონი, ფანჯრების ფერი, სკრინსეივერი, სისტემის ხმები და ა.შ.) სრულად დაყენება კი იმდენად მოუხერხებელი და მომაბეზრებელი საქმეა, რომ ძალიან ბევრი არაფრის შეცვლასაც კი არ ცდილობს (კიდევ უფრო მეტმა უბრალოდ არ იცის, რომ შეცვლა შეიძლება). Windows 7-ში ამ მიმართულებასაც მიხედეს და არც ისე ახალი მიდგომის, თემების გამოყენებით შეიძლება ერთი წკაპით შევუცვალოთ სისტემას გარეგნობა და ხმიანობა.
WWDC-მდე რამდენიმე დღით ადრე მიმომხილველ ონლაინ-ჟურნალებსა და ბლოგებზე ატეხილ აჟიოტაჟში ერთი რამ ისმოდა მკაფიოდ - Apple წარმოადგენდა ახალ iPhone-ს, ამაში თითქმის ყველა თანხმდებოდა. და ასეც მოხდა. ორშაბათს გამართულ WWDC 2009-ზე Apple-მა ერთ-ერთი მთავარი სიახლე, iPhone 3G S, იგივე iPhone 3G Speed წარმოადგინა. ეს რიგით მესამე iPhone გახლავთ.
წინა სიახლეში მიმოვიხილეთ Faststone Capture, სკრინშოტების მომხსნელი პროგრამა, და რადგანაც ხანდახან მხოლოდ სტატიკური სურათები საკმარისი არაა, ახლა შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საუკეთესო უფასო პროგრამას, რომელსაც ეკრანის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება შეუძლია, გაიცანით BB Flashback Express.
კომპ. მანიაკის ცხოვრებაში არც ისე იშვიათია მომენტი, როცა საკუთარი ეკრანის გადაღება გვჭირდება, Vista-დან მოყოლებული ამას MS-იც მიხვდა და Snipping Tool, სკრინშოტის მომხსნელი პატარა გრაფიკული პროგრამა ჩაამატა ოპერაციულ სისტემაში. მაგრამ რა უნდა ქნან XP-ზე დარჩენილებმა ან მათ, ვისაც ცოტა მეტი ფუნქციონალობა სურს?
ამ უკანასკნელთათვის მრავალი პროგრამაა შექმნილი, დაწყებული დიდი და ფასიანი Snagit-იდან, დამთავრებული პატარა და უფასო Lightscreen-ით, რომელიც მიმდინარე (მაისის) CompinfoPack-ში შედის. მაშ, რომელია მათგან საუკეთესო სიმარტივის და ფუნქციონალობის მხრივ და თან უფასო? წარმოგიდგენთ Faststone Capture-ს.
ხანდახან საჭიროა ელ. ფოსტის ერთზე მეტი მისამართის ქონა (ვთქვათ, პირადი და სამსახურის ელ. ფოსტა) და რაც უფრო იმატებს ასეთი მისამართების რაოდენობა, მით უფრო ძნელი ხდება მათი შემოწმება ახალ წერილებზე, ყოველ ჯერზე ყველა მისამართის ცალ-ცალკე გახსნა მომაბეზრებელი და დამღლელი პროცესია.ამიტომ კაცობრიობამ შექმნა ელ. ფოსტის კლიენტების მთელი არმია, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ნაცნობ დესკტოპურ ინტერფეისში მოვუყაროთ თავი ყველა მისამართს, ავტომატურად მივიღოთ და ვაგზავნოთ წერილები ნებისმიერი მათგანიდან, დავახარისხოთ ისინი სხვადასხვა წესის მიხედვით, ვაინტეგროთ ისინი ორგანაიზერთან და კალენდართან და ა.შ. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - რომელია მათგან საუკეთესო?
ჩვენ შევეცადეთ მეილ კლიენტებს შორის ამოგვერჩია ერთი, რომელსაც ექნებოდა ყველა საჭირო შესაძლებლობა და (ზედ)მეტი არაფერი, იქნებოდა მსუბუქი, სტაბილური, სასიამოვნო მოსახმარი და რაც მთავარია, უფასო. ამ ნიშნით შეირჩა PostBox.
ჩვენს აქტიურ მკითხველებს ემახსოვრებათ კომპინფოზე ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებული Windows 7-ის შეფუთვის არაოფიციალური სურათები, დღეს ეს ყველაფერი (ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ Win7-ის გარშემო) დადასტურდა და ოფიციალური სახე მიეცა, MS-მა გაუშვა Windows 7-ის გვერდი Microsoft Store-ში (თუმცა ამწუთას გვერდი ბუტაფორიაა, მასზე Win7-ის შეკვეთა ჯერჯერობით არ შეიძლება) და იქ გამოქვეყნებული შეფუთვის სურათები პირდაპირ ემთხვევა არაოფიციალურ სურათებს.
ქართულ და, ზოგადად, მსოფლიო ინტერნეტ-სივრცეში ხშირია შემთხვევა, როცა გვჭირდება მრავალი მესინჯერის ან ერთი მესინჯერის მრავალი სამომხმარებლო ანგარიშის (user accounts) ერთად ჩართვა. საბედნიეროდ, არსებობს მულტიპროტოკოლური მესინჯერები, ისეთები, როგორიცაა Pidgin, Digsby (შესულია CompinfoPack-ში) ან Meebo, მაგრამ ყველა მათგანს აქვს ერთი უსიამოვნო შეზღუდვა - ისინი მხარს არ უჭერენ Skype-ს.
მართალია, არსებობს Skype Launcher, რომლითაც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე Skype-ის ეგზემპლარის გაშვება, მაგრამ მისი ძველი ვერსიები, რბილად რომ ვთქვათ, კორექტულად ვერ მუშაობენ პროგრამის ახალ, მე-4 ვერსიასთან, Launcher-ის ახალი ვერსია კი ზედმეტ და ბევრისთვის რთულ კონფიგურირებას მოითხოვს. ამასობაში კი უმრავლესობამ არ იცის, რომ მე-4 ვერსიიდან Skype-ს საკუთარი ძალებით შეუძლია გაუშვას იმდენი ახალი ეგზემპლარი, რამდენსაც მოისურვებთ და ამის გაკეთება არავითარ სირთულესთან და ზედმეტ პროგრამასთან არ არის დაკავშირებული.
როგორც ვწერდით, Win7-ის შესახებ მხოლოდ ფასთა სქემა რჩებოდა გაურკვეველი და სულ ცოტა ხნის წინ მასაც ნათელი მოეფინა. Engadget-ელებმა გამოაქვეყნეს ძალიან საინტერესო ჩანაწერის სკრინი, რომელიც დაწერილია Best Buy-ს თანამშრომლის მიერ და ეხება კომპანიის Windows 7-ის სხვადასხვა ვერსიების გაყიდვის სტრატეგიას.