დაპირებისამებრ, Intel-ს 32 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Westmere ოჯახის წარმომადგენლები Clarkdale და Arrandale ბირთვებზე აგებული პროცესორები ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა CES 2010-ზე უნდა წარედგინა საზოგადოებისთვის, თუმცა ლურჯმა გიგანტმა "წყალობა მოიღო" და დეტალები ახალი პროცესორების შესახებ, ფასების ჩათვლით, უკვე ცნობილია.
ახალ პროცესორებს ახალი ჩიპსეტებიც მოჰყვა, თუმცა, სამწუხაროდ არცერთ მათგანს არ გააჩნია USB 3.0-სა და SATA 6 გბ/წმ-ის მხარდაჭერა. დედა დაფების დამამზადებლებს ძველებურად დამატებითი მოწყობილობების გამოყენება მოუწევთ ამ ფუნქციების ასამუშავებლად.
მარცხნივ - ძველი. მარჯვნივ კი - ახალი :)
Westmere ოჯახი ძირითადად (6-ბირთვიანი Gulftown-ის გამოკლებით) 2-ბირთვიან პროცესორებს მოიცავს და Nehalem არქიტექტურის შემცირებული ვარიანტია. ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი პროცესორთან ერთად, ერთ კრისტალზეა მოთავსებული. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიახლე გრაფიკული პროცესორის ცენტრალური პროცესორის კრისტალზე მოთავსებაა, რაც Intel-ის ინტეგრირებულ გრაფიკულ ადაპტერს ახალ შესაძლებლობებს უხსნის და საშუალებას აძლევს, რეალური კონკურენცია გაუწიოს AMD-სა და NVIDIA-ს ანალოგიურ ადაპტერებს. ასევე, ახალი პროცესორები აღჭურვილია შიფრირების ახალი ინსტრუქციებით (AES-NI), რაც ზოგადად შიფრირება-დეშიფრირების პროცესს დააჩქარებს (ეს შეეხება Windows 7-სა და Vista-ში ინტეგრირებულ BitLocker-საც).
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.