მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Wednesday, 07.October 2009

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


5 ოქტომბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 5 ოქტომბრისთვის.

დედა დაფები
10 Low-Budget AMD Motherboards @ InsideHW
MSI P55-GD65 Motherboard @ Bjorn3D
ASRock M3A770DE Motherboard @ TweakTown



ვიდეო დაფები
PowerColor Radeon HD 5870 @ Neoseeker
Gigabyte GV-N26SO-896I @ Bjorn3D
Zotac GeForce 9500GT 512Mb Graphics Card Video @ eTeknix.com

ინფორმაციის მატარებლები
Transcend Ultra Series 120GB 2.5-inch Solid State Drive @ TweakTown

კეისები
Gigabyte Cupio 6140 Mid Tower Quiet PC Case @ Bigbruin.com

გაგრილება
Tuniq Tower 120 Extreme Cooler @ Overclocker Cafe
Titan Skalli @ OCC
Thermaltake Massive23 ST Notebook Cooler @ OCIA.net

კვების ბლოკები
Seasonic 850WATT S12D PSU @ Bjorn3D
Azza Titan 850W @ DriverHeaven.net

18:03,   Power_VANO  |  23619 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 26.September 2009

Lucid HYDRA 200-ის ვიდეო პრეზენტაცია


და ტექნიკური დეტალები პირველწყაროდან

რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდით, რომ Intel Developer Forum 2009 San Francisco-ზე Lucid HYDRA 200 ჩიპის პრემიერა შედგა. აღნიშნული პროდუქტი საშუალებას იძლევა ერთად ვამუშავოთ ნებისმიერი სიმძლავრის და განსხვავებული მწარმოებლის ვიდეო დაფა, ამასთან, წარმადობის მატება თითქმის წრფივია. აღნიშნული შესაძლებლობები მიუღწეველია დღეს არსებული ATI CrossFireX და NVIDIA SLI-სთვის.

ინტერნეტ რესურს PC Perspective-მა მოახერხა და Lucid-ის ბიზნეს დეველოპინგის პრეზიდენტისგან, ოფირ რემეზისგან ჩაწერა ინტერვიუ. დაახლოებით 20 წუთიან ვიდეო რგოლში წარმოდგენილია საპრეზენტაციო სისტემები Lucid HYDRA 200-ის გამოყენებით + ბატონი ოფირი საკმაოდ ბევრ ტექნიკურ დეტალზე საუბრობს. ვიდეო რგოლის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

19:56,   Power_VANO  |  25205 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

IDF 2009 SF: Intel-ი 22 ნმ ჩიპების დემონსტირებას ახდენს


კომპანიის გეგმები 2011+ წლისთვის

Intel Developer Forum-ზე საკმაო ინფორმაცია გაჟღერდა Clarkdale (ჩიპი დესკტოპ სისტემებისთვის) და Arrandale (ჩიპი მობილური სისტემებისთვის) პროცესორების შესახებ. დამზადებისას ტექნიკური წუნი მცირეა, შესაბამისად, ორივე ბირთვზე აგებული პროცესორების მალე გაყიდვაში გაეშვება. Clarkdale-იც და Arrandale-ც Westmere ოჯახში ერთიანებდებიან. Westmere კი Intel-ის 32 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორების დიდი ოჯახია.



მარკ ბორი 22 ნმ ტექნოპროცესის შესახებ საუბრობს

ფორუმზე Intel-მა წარმოადგინა მუშა ჩიპები Sandy Bridge არქიტექტურიდან, რომლებიც ბაზარზე 2010 წელს გამოვა და Westmere-ს ჩაანაცვლებს. Westmere-ი დღევანდელი Nehalem-ის 32 ნმ "შეკუმშული" ვარიანტია, Sandy Bridge კი 32 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებული სრულიად ახალი არქიტექტურის პროცესორების ოჯახი იქნება. 2011 წელს მას Ivy Bridge-ი ჩაანაცვლებს, 22 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული "შეკუმშული" ვარიანტი, ხოლო 2012 წელს კი ვიხილავთ კიდევ ერთ ახალ არქიტექტურას - Haswell-ს. ასეთია Intel-ის Tick-Tock სტრატეგია. ყოველი Tick-ი ახალ ტექნოპროცესზე გადასვლას აღნიშნავს, Tock-ი კი ახალი არქიტექტურის აღნიშვნისთვის გამოიყენება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს

18:48,   Power_VANO  |  67276 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft-ის "ვარდისფერი" სმარტფონები


ორი მოდელის სურათები ინტერნეტში "გაიპარა"

Microsoft-ისა და Apple-ის ბრძოლა ათწლეულებს ითვლის. უბრალო პერსონალური კომპიუტერიდან დაწყებული, მუსიკალური პლეერებითა და მობილური ტელეფონებით დამთავრებული, ეს ორი კომპანია ერთმანეთს ყველა სფეროში ებრძვის. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი მუშაობდა სმარტფონების ახალ სერიაზე, კოდური სახელით "Pink" (ვარდისფერი). რამდენიმე დღის წინ კი, ინტერნეტ რესურს Gizmodo-მ Microsoft-ის ორი სმარტფონის სურათები გაავრცელა.

პირველი ტელეფონი, კოდური სახელით "Turtle" ცოტათი Palm Pre-ს წააგავს. "კუს" სლაიდერის ტიპის დიზაინი აქვს და აღჭურვილია QWERTY კლავიატურით. ყურსასმენების კონექტორი აპარატის ზედა ნაწილშია განთავსებული, microSD სლოტი კი მარცნივ, კლავიატურის გვერდით. რაც შეეხება ფოტოკამერას, იგი სმარტფონის უკანა მხარესაა განთავსებული.


Microsoft "Turtle"

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს

18:11,   Power_VANO  |  135363 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


26 სექტემბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 26 სექტემბრისთვის.

ლეპტოპები
Alienware M15x Core i7 @ Driverheaven

პროცესორები
Intel Core i7 Mobile Processor (Clarksfield) @ HotHardware.com
Intel Core 2 Duo Processors Revisited @ iXBT Labs



დედა დაფები
Asus P7P55D Deluxe @ XSReviews
EVGA X58 SLI Micro LGA1366 mATX Motherboard @ Hardware Canucks
Jetway HA08 Combo L Socket AM2+ Motherboard @ Pro-Clockers

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს

16:43,   Power_VANO  |  25246 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 24.September 2009

IDF 2009 SF: Intel-მა მუშა Larrabee წარმოადგინა!


Intel-ი დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე მომავალ წელს

გასული საუკუნის 90-იან წლებში გრაფიკული ჩიპების მწარმოებლების ბაზარზე რამდენიმე მძლავრი კომპანია "გარდაიცვალა." ერთი მეორემ იყიდია, გაჩნდნენ ახლები და ა.შ. რეალურად, ბაზარს ბოლოს მხოლოდ ორი - ATI და NVIDIA შემორჩნენ. მოგვიანებით ATI პროცესორების მწარმოებელმა მწვანე გიგანტმა - AMD-მ შეისყიდა. მიუხედავად იმისა, რომ AMD-ს დიდი ბრძოლა ჰქონდა გამართული Intel-თან, სადაც თითქმის ყველა ფრონტზე აგებდა, ATI-მ მოახერხა და HD 4000 სერიის ვიდეო დაფების გამოშვებით AMD-ს წარმატებებს დაუდო სათავე.

მანამდე კი, Intel-ის მზერას არ გამორჩენია იაფიანი კომპიუტერებისა და ლეპტოპების ბაზარი, სადაც ძლიერი ვიდეო დაფები საჭირო არ იყო. სწორად შერჩეული სტრატეგიის ხარჯზე Intel-ის ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერები დღეს დომინანტურ პოზიციაში იმყოფებიან - ნეტტოპების, ლეპტოპებისა და იაფიანი კომპიუტერებისა და სერვერების ბაზარზე. თითქოს ბაზარზე ყველას თავისი ადგილი ეკავა, თუმცა, NVIDIA-მ ახალი შესაძლებლობების გამოყენება გადაწყვიტა - ახალი Ion პლატფორმითა და მობილური გრაფიკული ადაპტერებით NVIDIA ინტეგრირებული ვიდეო დაფების ბაზარზე შეიჭრა და Intel-ის პოზიციებისთვის წყლის შეყენება სცადა. გუშინ კი AMD-მ პირველი DirectX 11-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეო დაფები წარმოადგინა და ბაზარზე ამ მხრივ ლიდერის პოზიციაში აღმოჩნდა. NVIDIA-ს "პასუხი" მომავალ წლამდე არ იქნება... Intel-ი კი... მგონი ამ კომპანიას არ დარჩენია სფერო, სადაც თავისი პროდუქცია არ აქვს წარმოდგენილი. 2010 წლის პირველ ნახევარში ლურჯი გიგანტი ჰაი-ენდ დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე შესვლას და NVIDIA-სა და AMD-სთვის გვირგვინების ჩამორთმევას აპირებს. ალბათ გაგიგიათ Larrabee - სწორედ ისაა Intel-ის საიდუმლო იარაღი.


Larrabee id Software-ის Enemy Territory: Quake Wars-ის
სცენას არენდერებს. ახალი ვიდეო ჩიპი იქნება პირველი
და ერთადერთი, რომელიც x86 ტექნოლოგიაზე იმუშავებს.
Intel-ის განცხადებით, სცენაში გამოყენებული წყლის
ეფექტების მისაღებად Larrabee-ს სჭირდება
მხოლოდ და მხოლოდ 10 ხაზიანი კოდი C++-ში.

Larrabee საზოგადოებამ პირველად 2008 წლის აგვისტოში ნახა, დღეს კი ის რეალობაა. გუშინ Intel-მა სან ფრანცისკოში მიმდინარე IDF-ზე საზოგადოებას Larrabee-ის მუშა მოდელები წარუდგინა.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

19:53,   Power_VANO  |  58674 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

ATI Radeon HD 5800 სერიის პრემიერა


ATI Radeon HD 5870 და 5850

გუშინ AMD-მ ოფიციალურად წარმოადგინა ATI Radeon HD 5870 და ATI Radeon HD 5850 ვიდეო დაფები. შესაბამისად, ATI/AMD-სა და NVIDIA-ს შორის ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო.

ორივე ვიდეო დაფა ბაზარზე პირველები არიან DirectX 11-ის, Shader Model 5.0-ისა და OpenCL-ის მხარდაჭერით. მათ შორის, ფლაგმანი ATI Radeon HD 5870 დღესდღეობით არსებულ ერთბიართვიან ვიდეო დაფებს შორის ყველაზე დიდი წარმადობის მქონეა - მისი წარმადობა 2.72 ტერაფლოპს აღწევს. რაც შეეხება მის უმცროს ძმას, ATI Radeon HD 5850-ს, მისი წარმადობა 2.09 ტერაფლოპის ტოლია.

ორივე ვიდეო დაფა აგებულია TSMC-ის 40 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით. RV870 კრისტალის ზომა 334 კვადრატული მმ-ია (2.15 მილიარდი ტრანზისტორი). ამასთან, HD 5870 აღჭურვილია 1600 სტრიმ პროცესორით, 80 ტექსტურების მოდულითა და 32 რასტერიზაციის ბლოკით. რაც შეეხება HD 5850-ს, მისთვის ეს მაჩვენებლები 1440-ის, 72-ისა და 32-ის ტოლია, შესაბამისად.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს

18:45,   Power_VANO  |  26427 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 23.September 2009

Lucid HYDRA 200-ის პრემიერა შედგა


IDF 2009 SF

Intel-მა, როგორც უკვე ვიცით, მოახერხა NVIDIA-სგან SLI ლიცენზიის მიღება თავისი უახლესი ჩიპსეტებისთვის - X58 და P55-ისთვის. შესაბამისად, ამ ჩიპსეტებზე NVIDIA SLI-ს ასამუშავებლად დამატებით nForce 200 ჩიპების დაყენება საჭირო არაა. ალბათ ასევე გახსოვს ერთი წლის წინ ანონსირებული Lucid HYDRA. კომპანია LucidLogix Technologies მიზნად SLI-სა და CrossFireX-ის ალტერნატივის შექმნას ისახავდა, რომელსაც არ ექნებოდა შეზღუდვები, რომლებიც ამ ტექნოლოგიებს ახასიათებთ. ასევე, შესაძლებელი იქნებოდა NVIDIA-სა და ATI-ს ვიდეო დაფების ერთად მუშაობა, და რაც მთავარია, კომპანია წარმადობის თითქმის წრფივ ზრდას გვპირდებოდა. კომპანიამ პირობა შეასრულა და გამოუშვა ჩიპი Lucid HYDRA 100, რომელიც დაკისრებულ სამუშაოს ასრულებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო მან გავრცელება ვერ ჰპოვა.

დღეს კი, სან ფრანცისკოში მიმდინარე IDF-ზე LucidLogix Technologies-მა წარმოადგინა ახალი პროდუქტი - Lucid HYDRA 200 - დესკოპებისა და ლეპტოპებისთვის. მისი ენერგომოხმარება სულ რაღაც 6 ვატია და მწარმოებლის განცხადებით თავის უფროს ძმასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი გადაწყვეტილებაა.

Lucid HYDRA 200 დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით და საშუალებას იძლევა ერთდროულად ვამუშავოთ სისტემაში NVIDIA-სა და ATI-ს ორი, სამი ან ოთხი სხვადასხვა სიმძლავრის (არა ერთნაირი მოდელები) ვიდეო დაფა. ახალ ჩიპს აქვს PCI Express 2.0-ის მხარდაჭერაც და თავსებადია ყველა პროცესორსა და ვიდეო დაფასთან, რომელსაც აქვს DirectX 9.0c, DirectX 10.1-სა და DirectX 11-ის მხარდაჭერა. ასევე, ჩიპი სრულად აკმაყოფილებს Windows Vista-სა და Windows 7-ის მოთხოვნებსაც. ბაზარზე Lucid HYDRA 200 სამ სხვადასხვა მოდიფიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი.

პირველი დედა დაფა, რომელიც ამ სასწაულმოქმედი ჩიპით იქნება აღჭურვილი MSI Big Bang იქნება. MSI Big Bang აღჭურვილია Intel P55 Express ჩიპსეტით, სამი PCI-Express x16 სლოტით და თავსებადია Socket LGA1156 პროცესორებთან.

IDF 2009 San Francisco-ზე საპრეზენტაციო სისტემა სწორედ MSI Big Bang დედა დაფაზე იყო აწყობილი.

საპრეზენტაციო სისტემის სურათების სანახავად დააჭირეთ სრულად-ს

14:20,   Power_VANO  |  20966 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel Gulftown-ის (Core i9) დემონსტრაცია


IDF 2009 SF

დღეს სტარტი აიღო შემოდგომის Intel Developer Forum-მა, რომელიც ტრადიციულად, სან ფრანცისკოში იმართება. ტრადიციულად, შემოდგომის IDF-ი ყოველთვის დიდი სიახლეებითა და სიურპრიზებით ხასიათდება ხოლმე. დღეს შოუზე წარმოდგენილი იყო Intel-ის უახლეს 32 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებული Gulftown პროცესორზე აგებული სადემონსტრაციო სისტემა.

Intel Gulftown-ს ხშირად Core i9-დ მოიხსენიებენ, თუმცა, ჯერჯერობით მისი ოფიციალური დასახელება უცნობია. Gulftown-ი თავის თავში აერთიანებს 6 ბირთვს Hyper-Threading-ის მხარდაჭერით, და შედეგად ვეებერთელა წარმადობას იძლევა. ამხელა წარმადობის მქონე პროცესორს კი ახალი სახელი ნამდვილად სჭირდება.

სადემონსტრაციო სისტემა სტანდარტულად იყო აწყობილი, მონიტორზე რენდერინგი მუშაობდა, გვერდით კი 12 ლოგიკური ბირთვის დამადასტურებელ ფაქტს დაინახავთ. ინტელის წარმომადგენლის განცხადებით, Gulftown პროცესორების მასიური წარმოება ფაბრიკებში უკვე დაწყებულია და მისი ანონსი არ დაიგვიანებს.

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ სრულად-ს

13:41,   Power_VANO  |  114618 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


23 სექტემბერი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 23 სექტემბრისთვის. ყურადღების ცენტრში დღეს ATI/AMD Radeon 5870-ია, რომელიც AMD-მ დღეს გამოუშვა ბაზარზე. ასევე ნახავთ Seagate-ის SATA 6 გბ/წმ-იანი მყარი დისკის მიმოხილვებს, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია თავის კლასში ბაზარზე.

 ATI Radeon HD 5870
@ PC Perspective
@ AnandTech
@ Legion Hardware
@ Hardware Canucks
@ Legit Reviews
@ Inside Hardware
@ TweakTown
@ Hot Hardware
@ Guru3D

დესკტოპები
ASRock NetTop Ion 330 @ Virtual-Hideout

დედა დაფები
MSI P55-GD65 Xtreme Speed Motherboard @ Futurelooks
P55 Roundup: Gigabyte P55-UD6 / P55-UD6 and MSI P55-GD80 @ Madshrimps

ვიდეო დაფები
Calibre X260 Nvidia GeForce GTX260 896MB Video Card @ DragonSteelMods
VisionTek HD 3650 AGP @ Bjorn3D
XFX Radeon HD 4850 1GB Video Card @ Legit Reviews
Gigabyte 4890 OC (GV-R489OC-1GD) @ Bjorn3D
HIS Radeon HD 4890 iCooler x4 1GB Video Card @ TweakTown

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს

13:10,   Power_VANO  |  19853 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 11 12 13 14 15 16 17 » ბოლო გვერდი