მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Friday, 10.July 2009

კომპიუტერები USB 3.0-ით 2010 წლამდე გამოჩნდებიან!


მალე, ძალიან მალე! ახალ წლამდე!

ამ ბოლო დროს, დედა დაფების ტაივანელი მწარმოებლებისგან ხშირად ისმის ინფორმაცია, რომ USB 3.0 დღის სინათლეს 2009 წლის ბოლოს იხილავს. თანაც, ამ დროისთვის იგი არა მხოლოდ რჩეულებისთვის, არამედ რიგითი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

USB 3.0-ს 10-ჯერ მეტი სიჩქარე ექნება, ვიდრე მის უფროს ძმას, 2.0-ს. ახალი ინტერფეისი, რომლის გამტარობა 5 გიგაბიტი/წამში იქნება, საშუალებას მისცემს მწარმოებელებს გამოუშვან ახალი ფლეშ დრაივები, მყარი დისკები და SSD-ები, რომლებიც ამ სიჩქარის გამოყენებას შეძლებენ.

სავარაუდოდ, NEC Electronics-ი ლიდერი იქნება USB 3.0-ის კონტროლერების წარმოებაში. კომპანიამ ერთი თვის წინ უკვე დაიწყო კონტროლერების დაგზავნა. სექტემბრიდან კი NEC-ი ყოველთვიურად ერთ მილიონ კონტროლერს დაამზადებს.

SuperSpeed USB Developers Conference-ის მიმდინარეობისას, რომელიც მაისში გაიმართა, წარმოდგენილი იყო USB 3.0-ზე მომუშავე მოწყობილობები და რეალური სიჩქარეები, რომლებიც აშკარად აღემატებოდნენ eSATA-ს გამტარობას (SATA II სტანდარტი, რომელიც დღესდღეობით გავრცელებულია, მაქსიმუმ 3 გიგაბიტ/წამ გამტარობას უზრუნველყოფს. SATA III სტანდარტის დანერგვა ჯერ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზენტაცია უკვე შედგა და არსებობს).

NEC-ის განცხადებით, 2011 წლისთვის USB 3.0-ით აღჭურვილი კომპიუტერების რიცხვი 140 მილიონი იქნება, 2012 წლისთვის კი ეს რიცხვი 340 მილიონამდე გაიზრდება. Microsoft Windows 7-ს, რომელიც ოქტომბერში გამოვა ბაზარზე, ამჟამინდელი ინფორმაციით USB 3.0-ის ოფიციალური მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა სამომავლოდ დაემატება, სერვის პაკეტის ან სპეც. განახლების სახით.

17:16,   Power_VANO  |  67168 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

AMD Phenom II 42 TWKR Black Edition


მხოლოდ 100 ეგზემპლარი!

წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით Intel-ი და AMD ერთმანეთს ებრძვიან. მეთოდები სხვადასხვა იყო - დარყებული წმინდა მარკეტინგული სვლებით, დამთავრებული სიხშირისა და წარმადობის ომებით. დღესდღეობით კი განსაკუთრებით პოპულარული აჩქარების, ოვერქლოქინგის ფრონტზე ბრძოლაა. სწორედ ამიტომ, AMD-მ ახალი პროცესორი გამოუშვა, სახელად - Phenom TWKR. საინტერესო ისაა, რომ ეს ჩიპები არ გაიყიდება. იგი მხოლოდ 100 ეგზემპლარი არსებობს და უკვე დაურიგდათ სხვადასხვა ტესტ ლაბორატორიებსა და წამყვან ოვერქლოქერებს.

მოკლედ, ახალი ოთხბირთვიანი პროცესორის სრული სახელია Phenom II 42 TWKR Black Edition. იგი მუშაობს 2.0 გჰც სიხშირეზე ("42" სწორედ ამას აღნიშნავს). AMD-ს განცხადებით, ახალი პროცესორის აჩქარების პოტენციალი დაახლოებით 100 მჰც-ით მეტია Phenom II X4 955 Black Edition-თან შედარებით. ექსტრემალური გაგრილებისას კი სხვაობა 200 მჰც-მდე იზრდება. აბრევიატურა TWKR-ის ქვეშ იგულისხმება, რომ პროცესორი განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის, როგორ უნდა მოექცეს მას :-) მისი მუშაობა ჰაერის ან წყლის გაგრილების ქვეშ მფლობელს ავტომატურად ციფრული ჯოჯოხეთის გზას გაუყენებს. Phenom II 42 TWKR Black Edition-ის მუშაობა დაშვებულია მხოლოდ თხევადი აზოტისა და ჰელიუმის გამოყენებით.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

09:55,   Power_VANO  |  26803 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


9 ივლისი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 9 ივლისისთვის.

ლეპტოპები
Acer Aspire Timeline 4810T Notebook @ I4U

დედა დაფები
ASUS Crosshair III Formula @ OCC
Gigabyte MA770T-UD3P AMD 770 AM3 Motherboard @ PC Perspective
ASUS M4A79 Deluxe AM3 High Performance Motherboard @ TechwareLabs
MSI 790FX-GD70 Socket AM3 Motherboard @ Legit Reviews

ვიდეო
Sapphire Radeon HD 4890 ATOMIC Graphics Card @ TweakTown

ინფორმაციის მატარებლები
Corsair P256 2.5-inch Solid State Disk @ TweakTown
Kingston SSDNow 80GB Upgrade Kit @ The Tech Report
QNAP TS-809 Pro 8-Bay SATA NAS @ Benchmark Reviews
SanDisk Ultra Backup 32GB USB Flash Drive @ Everything USB


Corsair P256 2.5-inch Solid State Disk @ TweakTown



პერიფერია
Hercules XPS 2.1 50 2.1 Speakers @ ThinkComputers.org
Rosewill RM-8500 Mouse @ Bjorn3D

კეისები
Lian Li PC-A05N @ Phoronix
In Win X-Fighter @ Bjorn3D

კვების ბლოკები
Thermaltake Litepower 450Watt Power Supply @ Ninjalane

სამომხმარებლო ელ. ტექნიკა
Pure Digital Flip UltraHD Camcorder @ The TechZone
Logitech Harmony 1100 @ Driverheaven
Fujifilm FinePix A150 Digital Camera @ Hardware Secrets

09:52,   Power_VANO  |  19426 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 03.July 2009

Windows 7 7264 Beta/RC სერიულ ნომრებს აღარ ღებულობს


გზა RTM ვერსიისკენ

სხვადასხვა წყაროების ცნობით, Windows 7-ის ახალი ბილდი, ნომრით 7264 უკვე გაპარულია ტორენტებზე და მისი გადაწერა ყველა მსურველს შეუძლია.

თითქოს ამ პროცესს ყველა მიჩვეული ვართ, Windows 7-ის უამრავი ბილდი ვიხილეთ უკვე, თუმცა, ნომერ 7264-თან ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. Windows 7-ის ახალი ბილდი უარს აცხადებს Beta/RC ვერსიების სერიული ნომრებით აქტივაციაზე. ეს ნიშნავს, რომ Microsoft-მა ამ ბილდში უკვე ჩააინტეგრირა საბოლოო ან თითქმის საბოლოო ვერსია აქტივატორისა, რომელიც ფინალურ ვერსიაში იქნება გამოყენებული. ამასთან, ახალი ბილდის იმიჯის სახელი შემდეგია: "6.1.7264.0.win7_rtm.090622-1900." ალბათ თქვენც შენიშნეთ სამი მაგიური ასო - rtm. როგორც ჩანს, ფინალური ვერსია თითქმის მზადაა და არაა გამორიცხული, ივლისის ბოლოს იგი უკვე ხელმისაწვდომი გახდეს.

ასევე, რესურსი Softpedia აცხადებს, რომ ბილდი 7264 არაა საბოლოო ვერსია. მისი ინფორმაციით, არსებობს 7265 ბილდიც, რომლის იმიჯის სახელია "6.1.7265.0.win7_rtm.090624-1905" თუმცა, ტორენტ საიტებზე იგი ჯერ არაა ხელმისაწვდომი.

11:51,   Power_VANO  |  58391 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 01.July 2009

32 ნმ-იანი Intel Clarkdale პროცესორების ანონსი 2009 წლის მე-4 კვარტალში შედგება


უფრო მალე, ვიდრე იგეგმებოდა!

საიტ Digitimes-ის ინფორმაციით, კორპორაცია Intel-მა 32 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული Clarkdale პროცესორების ანონსი ამა წლის მეოთხე კვარტალში გადმოიტანა. ადრინდელი ინფორმაციით, აღნიშნული პროცესორები ბაზარზე 2010 წელს უნდა გამოსულიყვნენ. როგორც ჩანს, ლურჯმა გიგანტმა გადაწყვიტა, ახალი პროცესორები მალე წარუდგინოს საზოგადოებას, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა (ჩვენთვის, რა თქმა უნდა :))

გეგმის მიხედვით, ბაზარზე ახალი პროცესორების წილი წლის ბოლოსთვის 10% უნდა იყოს. რაც შეეხება კომპანიის სხვა პროცესორებს, მათი წილები შესაბამისად გადანაწილდება: Core i7 - 1%, Lynnfield ჩიპები – 2%, Core 2 Quad – 9%, Core 2 Duo E8000/E7000 – 35%, Pentium E5000/E6000 – 31%, Celeron E3000 და Atom – 8%, Pentium E2000 და Celeron 400 - 4%.

2010 წლის პირველი კვარტალისთვის კი Clarkdale ბირთვზე ბაზირებული პროცესორების წილი 20%-ს მიაღწევს, ხოლო 45 ნმ ტექნოპროცესზე აწყობილი ჩიპები კი თავის მაქსიმუმამდე, 78%-მდე ავლენ.

21:09,   Power_VANO  |  82526 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Apple iPhone 3GS-ის მარაგი იწურება


"ვაშლის" ახალი სერვისი

კომპანია Apple-მა მომხმარებლებს განახლებული სერვისი შესთავაზა, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია შეამოწმოთ, არის თუ არა iPhone 3GS აშშ-ს ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე მაღაზიაში.

გასულ პარასკევს, როცა აღნიშნული სერვისი გაეშვა, 257-დან 29 მაღაზიაში iPhone 3GS-ის შეძენა უბრალოდ, შეუძლებელი იყო. კვირას კი ტელეფონის შეძენა მხოლოდ 6 შტატში იყო შესაძლებელი. დანარჩენ შტატებსა და მაღაზიებში iPhone 3GS-ის მარაგი პრაქტიკულად ამოწურული იყო.

იგივე სერვისი მუშაობდა შარშანაც, როცა iPhone გამოვიდა ბაზარზე, თუმცა, მაშინ ინფორმაცია მხოლოდ დღის ბოლოს ახლდებოდა. განახლებული სერვისი კი რაოდენობის კორექციას რამდენიმე საათში ერთხელ ახდენს, ინფორმაცია დღის განმავლობაში მიეწოდება სერვისს მაღაზიებიდან.

21:03,   Power_VANO  |  40351 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel Nehalem-მა 6 გჰც-იანი ზღვარი დაძლია!


დღეს Intel-ს ზეიმი აქვს. რატომ? იმიტომ, რომ Nehalem-მა 6 გჰც-იანი ზღვარი გადალახა. მაშინ, როცა კონკურენტის Phenom II პროცესორებზე მაქსიმალური მიღწეული სიხშირე 6893 მჰც იყო, Intel-ის ახალი არქტიტექტურის რეკორდი მხოლოდ მოკრძალებულ 5813 მჰც-ს შეადგენდა. ეს რეკორდი EVGA X58 SLI Classified დედა დაფისა და  სერვერული Xeon W3570 პროცესორის საშუალებით იქნა დამყარებული.

ამასობაში, გავიდა დრო და ერთ-ერთმა წამყვანმა ოვერქლოქერმა, Coolaler-მა 6 გჰც-იან ზღვარს გადააბიჯა. მან EVGA X58 Classified დედა დაფისა და Core i7 975 Extreme Edition პროცესორის საშუალებით 6092 მჰც სიხშირეს მიაღწია, რაც Nehalem არქიტექტურის აბსოლუტური რეკორდია დღეისათვის.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალური შედეგი, რისი ვალიდაციაც Coolaler-მა მოახერხა, 6061 მჰც-ია (რაც მაინც მეტია 6 გჰც-ზე). მოკლედ, ბრძოლა უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება. შეძლებენ კი Nehalem-ის მომდევნო სტეპინგის ბირთვები უფრო მაღალი სიხშირეების მიღწევას?

20:47,   Power_VANO  |  83298 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 30.June 2009

Intel Braidwood SSD-ს დონის წარმადობას უზრუნველყოფს


სწრაფი ჩატვირთვა, სწრაფი სისტემა...

Intel-ი Nehalem ოჯახის პროცესორებზე დიდ იმედებს ამყარებს. Nehalem-მა პირველად High-End-ი დაიპყრო (Core i7), მალე კი მეინსტრიმის დროც დადგება. მეინსტრიმ პლატფორმის სახელია Kings Creek, რომელიც შედგება Intel-ის მე-5 სერიის ჩიპსეტისა და Lynnfield (ოთხბირთვიანი) / Clarkdale (ორბირთვიანი) პროცესორისგან.

მე-5 სერიის ჩიპსეტებში Intel-მა ერთი განსაკუთრებით საინტერესო ტექნოლოგია ჩადო, რომელსაც Braidwood ჰქვია და დაეხმარება თქვენს სისტემას, იყოს უფრო სწრაფი. ზოგიერთს გემახსოვრებათ Intel Turbo Memory ტექნოლოგია, რომელიც კომპანიამ ლეპტოპებში გამოიყენა. სწორედ ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსიაა ახალი Braidwood-ი.

Braidwood-ი დღის სინათლეს 2010 წლის პირველ კვარტალში იხილავს, P57 ჩიპსეტთან ერთად. Intel-ის განცხადებით, მისი წარმადობა SSD-ს დონეს გაუტოლდება და მეინსტრიმ კომპიუტერების წარმადობას ახალ მწვერვალზე აიყვანს.

Braidwood-ი გამოვა 4, 8 და 16 გბ-იან ვერსიებში. ყველა მათგანი დამზადებული იქნება ახალი 34 (!) ნანომეტრული ტექნოპროცესით.

09:11,   Power_VANO  |  92202 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 29.June 2009

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


29 ივნისი

გთავაზობთ ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრებს უცხოური საიტებიდან 29 ივნისისთვის.

ლეპტოპები
ASUS Eee PC 1008HA Seashell Netbook @ Techgage.com
MSI GX723 Gaming Laptop @ Driverheaven
HP Pavilion dv2 Ultra Portable @ t-break


ASUS Eee PC 1008HA Seashell



დედა დაფები
Gigabyte MA770T-UD3P Mainboard @ Xbit Labs
ZOTAC IONITX-A-U Atom N330 WiFi N Motherboard Kit @ BmR

ვიდეო
ASUS GeForce GTS 250 @ Ultimate Hardware
Galaxy GeForce GTX260+ @ Hardware Bistro

მონიტორები
Samsung SyncMaster T240 @ PureOverclock

ინფორმაციის მატარებლები
Synology DS-409+ Network Attached Storage Device @ ThinkComputers.org

ქსელები
TRENDnet TV-IP512WN Wireless N Internet Camera Server @ PCShopTalk

პერიფერია
iStar xAGE-N99 Hard Drive Docking Station @ OCModShop
Logitech G19 Gaming Keyboard @ TweakTown
Epson WorkForce 600 MFP @ The TechZone

გაგრილება
NZXT Cryo S Notebook Cooler @ Virtual-Hideout
Evercool Transformer 4 CPU Cooler @ Overclockers Online

სამომხმარებლო ელ. ტექნიკა
Panasonic Viera TX-P42G15 42in Plasma TV@ Trusted Reviews

19:06,   Power_VANO  |  23067 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Asus P6T7 WS SuperComputer


Asus-მა, გამოუშვა მაგრამ რა გამოუშვა! უკვე ახალი ამბავი აღარ არის რომ Intel-ი გადავიდა ახალ არქიტექტურაზე. ამ არქიტექტურას არ ჩამორჩენილან დედა დაფების მწარმოებლები და უშვებენ შესაბამის მაზერებს. რა თქმა უნდა, არც Asus-ია გამონაკლისი, მაგრამ დღეს მისი საიტის თვალიერების დროს ვნახე განსაკუთრებული დედა დაფა, P6T7 WS SuperComputer. მართალია, აღნიშნული მოდელი გუშინ გამოშვებული არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, სიახლეს იმსახურებს. თუ გაინტერესებთ რატომ დააჭირეთ სრულად-ს.

01:14,   otosaxel  |  150690 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 15 16 17 18 19 20 21 » ბოლო გვერდი