მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2009
Wednesday, 20.May 2009

Dell Latitude 2100 - ნეტბუქი მოსწავლეებისთვის


+1 კონკურენტი Intel Classmate PC-ს

დღეს კომპიუტერების ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა Dell-მა ოფიციალურად წარუდგინა საზოგადოებას პირველი 10.1 დუიმიანი ნეტტოპი, რომელიც განკუთვნილი იქნება განათლების სფეროსთვის. ნეტტოპის სახელია Latitude 2100, რომლის დიზაინიც მაქსიმალურადაა მორგებული მოსწავლეების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. Dell-ის განცხადებით, ნეტბუქი აღჭურვილია თაჩსკრინით, რომელიც ამ კლასში ასევე ინოვაციას წარმოადგენს.

წინა პანელზე Latitude 2100-ს განთავსებული აქვს LED ნათურა, რომელიც ციმციმებს მაშინ, როცა მომხმარებელი ინტერნეტს იყენებს. ეს ფუნქცია მასწავლებლებს მოსწავლეების კონტროლის საშუალებას უადვილებს მაშინ, როცა კონკრეტული დავალებისთვის მათ ინტერნეტის გამოყენება ეკრძალებათ. ნეტტოპი 5 ფერში იქნება ხელმისაწვდომი. ფერების ოფიციალური სახელებია: School Bus Gold, Chalkboard Black, Ball Field Green, Blue Ribbon და Schoolhouse Red.

Latitude 2100 დაფარულია რეზინის საფარით, რაც მას უფრო გამძლეს ხდის მოსწავლის ხელებში. ასევე, ნეტტოპებში ჩაშენებულია მართვის სპეციალური ფუნქციები, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად 24 ასეთი ნეტბუქი იმართოს და მიეწოდოს ქსელის რესურსები. დამატებით ფუნქციებში შედის ანტიბაქტერიული კლავიატურა, SSD-ები, მხარზე გადასაკიდი ზონარი და სახელური და ვებ-კამერა.

Dell-ის პრეზიდენტის პოლ ბელის განცხადებით Latitude 2100-ის საშუალებით კომპანია აგრძელებს განათლების სექტორის მხარდაჭერას. ახალი ნეტტოპი მოსწავლეებსა და სტუნდენტებს საშუალებას მისცემს უკეთ აღჭურვილში შეეგებონ ციფრულ სამყაროს.

Latitude 2100-ში გამოყენებულია Intel Atom N270 პროცესორი, იგი იწონის 2.91 ფუნტს (მიახლოებით 1200 გრამი) 3-ელემენტიანი ბატარეით და შესაძლებელია მათი აღჭურვა დამატებითი გარე ოპტიკური დრაივით. ნეტბუქისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ 6-ელემენტიანი ბატარეაც. რაც შეეხება ოპ. სისტემებს, აქ არჩევანი ფართოა. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ Windows XP Home, Vista Basic ან Linux-ი.

და ბოლოს, ყველა საინტერესო - Dell Latitude 2100 უკვე იყიდება და მისი ფასი 369 მარადმწვანიდან იწყება.

11:50,   Power_VANO  |  23510 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 16.May 2009

Larrabee 2010 წლის პირველ ნახევარში გამოვა


არავითარი დაგვიანება!

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უმეტესობა კომპიუტერში ATI-ს ან NVIDIA-ს ვიდეო დაფას ვიყენებთ, ვიდეოჩიპების ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში მაინც Intel-ია. საინტერესოა, არა? საქმე იმაშია, რომ Intel-ი პირველობას თავისი ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორების საშუალებით ინარჩუნებს, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი ფასით და "ინტეგრირებულობით". წარმადობა კი ფასის შესაბამისად, დაბალია. თუმცა, როგორც უკვე იცით, ლურჯი გიგანტი ამ ყველაფრის შეცვლას აპირებს - Intel-ი 2010 წელს ბაზარზე ჩაუშვებს Larrabee-ს, მაღალწარმადობიან ვიდეოს დაფას, რომელიც ამავე დროს GPGPU ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ Larrabee ძველ და გამოცდილ x86 ტექნოლოგიაზე მომუშავე პროცესორებითაა აწყობილი.

რამდენიმე დღის წინ Intel-ის წარმომადგენლებმა საარლენდის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ Larrabee იყენებს 32 პროცესორის ბირთვს, რომელთაგან თითოეულს თავისი ვექტორული ბირთვი ექნება.

ასევე, ინტელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Larrabee 2010 წლის პირველ ნახევარში გამოვა ბაზარზე და არავითარ შემთხვევაში არ დაიგვიანებს, - Larrabee ჯანმრთელია და ამჯერად ინტელის ლაბორატორიებში იმყოფება. 2010 წლისთვის Larrabee-ს რამდენიმე ვერსია გამოვა. მეტ ინფორმაციას ამჟამად ვერ გავავრცელებთ" - განაცხადა წარმომადგენელმა.

და რაც ყველაზე საინტერესოა, გერმანულმა საიტმა PCGamesHardware-მა მოიპოვა Larrabee-ს ბირთვის სურათი, რომელზეც კარგად ჩანს პროცესორები, კეში და მეხსიერების ინტერფეისი. სურათის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

20:14,   Power_VANO  |  102564 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 13.May 2009

Intel-ის რეკლამა №2: ყველაზე პატარა მიკროპროცესორი მსოფლიოში


სერიიდან “Sponsors of Tomorrow”

როგორც უკვე იცით, Intel-მა რეკლამების ახალი სერიის გამოშვება დაიწყო, რომელიც გაერთიანებულია “Sponsors of Tomorrow” სახელის ქვეშ. პირველი სარეკლამო რგოლის სახელი "თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან!" იყო. ამჯამად ქსელში უკვე მეორე რეკლამა გამოჩნდა, სახელად "ჩვენი დიდი იდეები თქვენსას არ გვანან" (Our big ideas aren’t like your big ideas).

რეკლამაში თავიდან რეპორტიორები ჩანან, რომლებმაც ბრიფინგზე დაიგვიანეს და შეხვედრაზე მიიჩქარიან. ოთახში შესულებს, მათ გასაკვირად, იატაკზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ადამიანი ხვდებათ, რომლებიც რაღაც მცირე ობიექტს ეძებენ (შეიძლება ყველამ ერთად დაკარგა კონტაქტური ლინზა :)). ბოლოს ინტელის ერთ-ერთი თანამშრომელი პოულობს ამ პატარა ობიექტს, იღებს პინცეტით და ჰაერში წევს. დარბაზში ყველა თაშს უკრავს. რეპორტიორების კამერა ფოკუსში პინცეტს იღებს, ადიდებს მასშტაბს მაგრამ ვერაფერს პოულობს. რეპორტიორები გაოცებულები უყურებენ ჰაერში აღმართულ პინცეტს. თუმცა, ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე პატარა მიკროპროცესორის პრემიერაა! :)

მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეკლამა წინამორბედივით ეფექტური არაა, მასში მკვეთრადაა ხაზგასმული კომპ. სამყაროს კულტურის ის ნაწილი, რაც მას-მედიისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

Intel-ის ახალი რეკლამის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

15:36,   Power_VANO  |  111200 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft-ის მეოთხე, ანტი-Apple რეკლამა


მიზანი: iTunes

პირველი ლორენი იყო, გოგონა, რომელმაც MacBook-ს HP-ს ლეპტოპი არჩია და მილიონობით იუზერს თავი შეაყვარა. მეორე რეკლამაში ახალგაზრდა ინჟინერი, ჯიამპაოლო ვიხილეთ რომელმაც MacBook Pro-ს ასევე HP-ს ნოუთბუქი ამჯობინა. მესამე რეკლამაში კი დედა-შვილი, ლიზა და ჯექსონი მონაწილეობდნენ, რომელშიც აშკარად იყო ხაზგასმული Apple-ის მაღალი ფასები პროდუქციაზე.

ამჯერად Microsoft-მა ქსელში მეოთხე რეკლამა გაუშვა, სახელად "ფინანსების დამგეგმავი". ახალი რეკლამის მთავარი გმირი ფინანსების სერტიფიცირებული დამგეგმავი, უეს მოსია (Wes Moss), რომელიც მომხმარებლებს ორ კონკურენტ სერვისს, iTunes-სა (Apple) და Zune Pass-ს (Microsoft) შორის განსხვავებების შესახებ უყვება.

უეს მოსის თქმით, 120 გბ-იანი iPod-ის მუსიკალური კომპოზიციებით გავსებას iTunes სერვისის გამოყენებით 30000 ამერიკული მარადმწვანე სჭირდება. იმავე ზომის Microsoft-ის Zune კი შეიძლება სულ რაღაც 15$-ად გაავსოთ! Zune Pass-ის ერთთვიანი ექაუნთი 14.99$ ღირს და მომხმარებელს უფლებას აძლევს ერთი თვის განმავლობაში ჩამოტვირთოს იმდენ კომპოზიცია, რამდენიც სურს. თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვაც - Zune Pass თვეში მხოლოდ 10 კომპოზიციის შენახვის უფლებას გვაძლევს. ანუ ვსინჯავთ იმდენს, რამდენიც გვსურს, მაგრამ ვინახავთ მაქსიმუმ 10-ს.

თითქოს Zune Pass-ის უპირატესობა აშკარა უნდა იყოს, მაგრამ Ars Technica-მ საინტერესო გამოთვლები ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, თუ თვეში მხოლოდ 10 კომპოზიციას შევინახავთ, 120 გბ-იანი Zune-ის გავსებას 250 წელიწადი დასჭირდება. და თუ თქვენ ამდენ ხანსაც იცოცხლებთ, დღევანდელი ფულის კურსის მიხედვით 120 გბ-ის გავსება 250 წელიწადში 44000 მარადმწვანე დაგიჯდებათ.

შედეგად, ჩვენ გვჭირდება დასკვნა, რომელია უკეთესი, Apple-ის iTunes-ი თუ Microsoft-ის Zune Pass? ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებლის ხედვაზე. თუ აპირებთ სერვისი გამოიყენოთ იმისთვის, რომ მუდმივად გქონდეთ უამრავი მუსიკალური კომპოზიციის "დაგემოვნების" საშუალება, ცხადია, Zune Pass უკეთესია. მაგრამ, ამის საპირისპიროდ, თუ თქვენ უკვე იცით კონკრეტულად რა კომპოზიციებით გსურთ გაავსოთ 120 გბ-იანი სივრცე, მაშინ არჩევანი iTunes-ზე სჯობს შეაჩეროთ. და, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე გზაც - მეკობრეობა. ანუ ტორენტები და სხვადასხვა ვარეზ საიტები, საიდანაც სასურველ კომპოზიციებს უფასოდ გადმოწერთ. საერთოდ კი, ჩვენს რეალობაში ალბათ საუკეთესო არჩევანი Zune Pass (ახალი კომპოზიციებისთვის) + მეკობრეობაა (ძირითადი კოლექციისთვის). აქვე აღვნიშნავთ, რომ მეკობრეობა ცუდი საქმეა და კარგი კომპ იუზერისგან შორს უნდა იყოს :-)

Microsoft-ის ახალი რეკლამის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

14:24,   Power_VANO  |  60389 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 12.May 2009

Intel-ის ახალი რეკლამა: თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან!


სერიიდან “Sponsors of Tomorrow”

Intel-მა რეკლამების ახალი სერიის გამოშვება დაიწყო, რომელიც გაერთიანებულია “Sponsors of Tomorrow” სახელის ქვეშ. Intel-ისგან რეკლამები არავის უკვირს, გახსოვთ ალბათ, Intel Inside-ის ეპოქა და მისი რეკლამები. ამ შემთხვევაში, ლურჯი გიგანტი რეკლამას უკეთებს არა თავის პროდუქციას, არამედ იმიჯს. ცხადია, რაც უფრო პოპულარული იქნება Intel-ი, მით უფრო მეტი ადამიანი შეიძენს მის პროდუქციას.

როგორც ინტელის ინტეგრირებული მარკეტინგის დირექტორი, ნენსი ბაგათი აცხადებს, "როცა ადამიანი ახალი ლეპტოპის ყიდვას გადაწყვეტს, გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ იგი პირველ რიგში Intel-ისკენ გამოიხედავს."


Ajay Bhatt - USB-ს თანაგამომგონებელი

პირველი 30-წამიანი სარეკლამო რგოლი Ajay Bhatt-ს (ეჯაი/აჯაი ბატი? როგორც გსურთ, ისე წაიკითხეთ :-)) დაეთმო, რომელიც USB-ს ერთ-ერთი შემქმნელია. რეკლამაში ჩვენი ეჯაი შედის ოთახში, სადაც მის დანახვაზე ქალებს გული მისდით. იგი ისხამს ფინჯან ყავას, ფანებს რამდენიმე ავტოგრაფს უტოვებს და რეკლამაც მთავრდება მესიჯით - თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან.

Intel-ის YouTube-ის არხზე ვიდეოს შემდეგი აღწერა აქვს: "2009 წლის “Sponsors of Tomorrow” სარეკლამო კამპანია ორიენტირებულია არა ახალი პროდუქციის რეკლამირებაზე, არამედ აღნიშნავს რატომაა Intel-ი განსხვავებული კულტურის, ინდივიდუალურობისა და გმირობის მატარებელი და როგორ შეცვალა ინტელმა მსოფლიო 40 წლის განმავლობაში".

Intel-ის ახალი რეკლამის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.

17:23,   Power_VANO  |  90582 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

OCZ-ის ახალი დაბალძაბვიანი DDR2-1066 ოპ. მეხსიერებები


1066 მჰც მხოლოდ 1.8 ვოლტით!

ჩვენმა ყველასთვის საყვარელმა კომპანიამ, OCZ Technology-მ თავისი DDR2 მოდულების სიას ორი ახალი პროდუქტი შემატა. ორივე მათგანი 2X2GB კიტია. ერთი ახალ Blade სერიის გაგრილებას იყენებს, მეორე კი ძველ და გამოცდილ XTC Platinum-ს.

ყველა სხვა მოდულისგან განსხვავებით, OCZ-ის ახალი ოპერატიული მეხსიერებები 1066 მჰც-ზე სულ რაღაც 1.8 ვოლტი ძაბვის საშუალებით მუშაობენ. დღესდღეობით ბაზარზე არსებული ვერცერთი სხვა ოპ. მეხსიერება ასეთ სიხშირეებს ვერ უზრუნველყოფს ასეთი მცირე ძაბვით. რაც შეეხება ტაიმინგებს, იგი ორივე მოდელისთვის 5-5-5-18-ია.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ინფორმაციით ორივე მოდელი (Blade-ი მაინც) საკმაოდ კარგად ოვერქლოქირებადია. OCZ-ის ფორუმებზე ახალი Blade სერიის მეხსიერება მისმავე თანამშრომელმა Tony-მ დატესტა, რომელსაც 1200 მჰც სიხშირის მიღწევა შეძლო 8GB ოპ. მეხსიერებითა და სულ რაღაც 1.85 ვოლტით, რაც შესანიშნავი შედეგია. Tony-ს ტესტირების შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

რაც შეეხება ახალ მეხსიერებებს, მათი ნახვა OCZ-ის საიტზე შეგიძლიათ, შესაბამისად, Platinum XTC და Blade სერიებში.

ორივე მოდელი უკვე იყიდება გერმანულ ბაზარზე (Alternate.de) და მათი ფასები 63.90 და 74.90 ევროა, შესაბამისად, Platinum XTC-სა და Blade სერიისთვის.

17:04,   Power_VANO  |  23977 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


11 მაისი

ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრები უცხოური საიტებიდან 11 მაისისთვის. დღევანდელ ნაკრებში განსაკუთრებით აღსანიშნავია AnandTech-ის EVGA X58 Classified დედა დაფის მიმოხილვა.

ლეპტოპები
Gateway P-7808u FX Gaming Notebook @ TweakTown

დედა დაფები
EVGA X58 Classified - Trophy Board @ AnandTech
ASUS Rampage II GENE @ InsideHW
ASRock M3A790GXH/128M @ AMD Zone
ECS A790GXM-AD3 @ OCC



მეხსიერება
Patriot EP 8GB DDR2 800 @ Bjorn3D
GSkill Trident 2000MHz @ Bjorn3D

ვიდეო
ATI Radeon HD 4890 vs. Nvidia GeForce GTX 275 @ TechSpot
ATI RADEON HD 4890 Crossfire Video Card Setup @ PCShopTalk
Leadtek WinFast GTS 250 @ Bjorn3D

პერიფერია
Gigabyte GM-M8000 Ghost Mouse @ Bjorn3D

კეისები
Cooler Master Storm Series Scout Gaming Case @ Futurelooks

გაგრილება
NZXT Sentry LX Fan Controller @ Bigbruin.com
Noctua NH-C12P SE (1366) @ Bjorn3D
Thermaltake V1AX - 1366 @ PureOverclock
Noctua NF-S12B FLX 120mm Fans @ PCShopTalk
Thermaltake TMG IA 1 CPU Heatsink @ High Tech Reviews

კვების ბლოკები
In Win Commander 750W Power Supply Unit @ Guru3D

სამომხმარებლო ელ. ტექნიკა
SanDisk Sansa slotMusic MP3 Player @ The TechZone
Blackberry Storm 9530 @ OCModShop

16:38,   Power_VANO  |  18843 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 07.May 2009

AMD-ს წილი ბაზარზე 20.9%-მდე გაიზარდა!


როგორც ჩანს, AMD-ს ახალი პროცესორი, Phenom II, დაგვამახსოვრდება არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პროცესორი ფასი/წარმადობის შეფარდებით, არამედ გაგვახსენებს Athlon 64-ების ეპოქას, როცა AMD ბაზარზე სერიოზული კონკურენტი იყო Intel-ისთვის. მართალია, Phenom II-ის ეფექტი ისეთი არაა, როგორიც Athlon 64-ისა, თუმცა, მისი სახით ბაზარზე პროცესორების მშვენიერი სერია იმყოფება, რომელიც საკმაოდ მძლავრ კონკურენციას უწევს ინტელის Core 2 სერიას.

2008 წლის მეოთხე კვარტალში AMD-ს საბაზრო წილი 17% იყო, ხოლო Intel-ის კი 82.1%. ბოლო კვლევებით ლურჯი გიგანტის წილი 78.2%-მდე შემცირდა, AMD-მ კი მოახერხა თავისი წილის 20.9%-მდე გაზრდა, რაც მშვენიერი შედეგია კვარტალნახევარში.

თუმცა, Mercury Research’s Dean McCarron-მა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლობალური კრიზისის გამო მოხდა საწყობების დაცლა ძველი/ზედმეტი საქონლისგან, ამიტომ ზემოთ მოცემული ინფორმაცია საბაზრო წილების შესახებ შემდეგ კვარტალში შეიძლება საკმაოდ შეცვლილი აღმოჩნდეს.

ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი AMD-სთვის. დედა დაფების ტოპ-მწარმოებლები სხვადასხვა წყაროების განცხადებით აპირებენ თავიანთ წარმოებაში AMD-ს დედა დაფების წილი 8-დან 30%-მდე გაზარდონ.

წყარო: The TECH REPORT

18:53,   Power_VANO  |  21372 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 05.May 2009

Apple Mac-ების ფასების შემცირებას აპირებს


დესკტოპ და ლეპტოპების სეგმენტებში

Apple-ის გაყიდვების საერთო მაჩვენებელი მართალია მაღალია, მაგრამ მხოლოდ iPhone-ის ხარჯზე. კომპანიის დესკტოპ და ლეპტოპების სეგმენტში გაყიდვების მოცულობამ საგრძნობლად იკლო. ამას დაემატა Microsoft-ის რეკლამები, რომლებიც "ვაშლს" მაღალი ფასების გამო აკრიტიკებდნენ და Apple-მაც გადაწყვიტა, თავის ლეპტოპებსა და დესკტოპ კომპიუტერებზე ფასები შეამციროს. როგორც წყაროები იტყობინებიან, ფასდაკლება პირველად iMac-სა და 13 დუიმიან MacBook-ს შეეხება. იმავე წყაროების განცხადებით, ფასდაკლება გამოწვეულია არა Microsoft-ის რეკლამებით, არამედ იმით, რომ Apple-ს სურს ფასთა ბალანსს მიაღწიოს თავის პროდუქციაში, რაც ბაზარზე ნეტტოპების გამოჩენამ და PC-ებზე ფასის ვარდნამ გამოიწვია.

დღევანდელი ინფორმაციით, Apple-ი ნეტტოპის შექმნას ჯერჯერობით, არ აპირებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა განაცხადა, "ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა შევქმნათ 500$-იანი კომპიუტერი, რომელიც ნაგვის გროვა არ იქნება." (ეჰ, სტივ... შენ მაუსის დრაივერის დაწერაც არ იცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბილმა იცოდა. ახლაც, მოგიწევს ისწავლო 500$-იანი კომპიუტერების გაკეთება).


Apple iMac

თუმცა, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple მუშაობს Tablet PC-ზე ან Wi-Fi ტელეფონზე, რომელიც Verizon network-თან ერთად მუშავდება.


MacBook 13" 

რაც შეეხება ფასთა ცვლილებას, წყაროების განცხადებით, იგი დაახლოებით ერთ თვეში ჰპოვებს ბაზარზე ასახვას. ახალი გაიაფებული MacBook -ების პირველი სერია გაზაფხულის ბოლოს გამოვა გაყიდვაში, ხოლო MacBook Pro Intel-ის Montevina პლატფორმის განახლებით ისარგებლებს.

ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდოთ ბაზარზე ფასების ცვლილებას. სავარაუდოდ, ფასები დიდად არ შეიცვლება, ანალიტიკოსები მხოლოდ 100$-იან ცვლილებას პროგნოზირებენ.

17:20,   Power_VANO  |  36362 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ყოველდღიური მიმოხილვები: Hardware


5 მაისი

ტესტირებებისა და მიმოხილვების ნაკრები უცხოური საიტებიდან 5 მაისისთვის.

დედა დაფები
Jetway Hummer HA08 LF Motherboard @ Guru3D
ASRock M3A790GXH-128M (AM3) Motherboard @ CPU3D
Jetway HZ01 AM2+ Motherboard @ Pro-Clockers

ოპ. მეხსიერება
Crucial Ballistix 1333 Memory @ Bjorn3D

ვიდეო
ASUS Radeon EAH4870X2 Tri-Fan Graphics Card @ TweakTown
ATI Radeon HD 4770 Crossfire Performance @ Legion Hardware
Sapphire Radeon HD 4770 512MB and CrossFire Performance @ Elite Bastards
Diamond Radeon HD 4770 @ OCC
Sapphire Radeon HD 4870 Vapor-X 2GB @ Techgage.com
Sapphire Radeon HD 4770 @ PureOverclock
Sapphire HD 4890 Atomic Edition @ OCC
Sparkle Calibre P980 9800 GT @ Neoseeker

ინფორმაციის მატარებლები
Kingston 80GB SSDNow M Series Drive @ Legit Reviews
Super Talent Luxio 64GB Flash Drive @ Bjorn3D
G.Skill Falcon FM-25S2S-128GBF1 Solid State Disk @ TweakTown
2x OCZ Apex 120 GB Solid State Drives in RAID 0 @ OCIA.net
Thecus N7700 SATA 7-Disk RAID NAS @ Benchmark Reviews


Kingston 80GB SSDNow M Series Drive @ Legit Reviews



პერიფერია
Raptor Gaming M3 Platinum Laser Mouse @ Verdis Reviews

კეისები
Silverstone SG03 Sugo SFF Small Form Factor Case @ Tweaknews
Thermaltake ElementS Chassis @ Bjorn3D
AZZA Fantom 900 ATX Midi Tower Case @ TweakTown

გაგრილება
Thermaltake T3000 @ PureOverclock
Cooler Master V8 CPU Cooler @ Hardware Canucks

კვების ბლოკები
PC Power and Cooling Silencer 750 Blue Quad PSU @ XtremeComputing
Thermaltake Toughpower XT 850W PSU @ JonnyGURU.com
Thermaltake Toughpower XT 750W Modular Power Supply @ ThinkComputers.org

16:29,   Power_VANO  |  19581 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 17 18 19 20 21 22 23 » ბოლო გვერდი