მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2007
Tuesday, 23.October 2007

Nehalem-ს ახალი სოკეტი დასჭირდება!


LGA1366

ის რაც ერთი წლის წინ ja_ja-მ დაწერა კომპინფოზე, მეტნაკლებად გამართლდა. თუ გაინტერესებთ, რას ვგულისხმობ დააჭირეთ აქ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია LGA715-ზე უცნობია, თუმცა ინფორმაცია LGA1366-ზე დადასტურდა.

Image

სიმართლე რომ ითქვას, ის უფრო გასაკვირი იყო, რომ ნეჰალემი LGA775-ზე იმუშავებდა... ახალ სოკეტზე გადასვლა კი აბსოლუტურად გასაგებია. ახალ პროცესორებს ინტეგრირებული ექნებათ მეხსიერების კონტროლერი, რომელსაც DDR3-ის მხარდაჭერა ექნება. ნეჰალემს დასჭირდება ახალი ჩიფსეტი და არ იმუშავებს არც LGA775-ზე და არც სერვერულ LGA771-ზე.

მოკლედ, 2008 წლის მეოთხე კვარტალში დიდი ცვლილებები იგეგმება, ჩვენც მოუთმენლად ველით სიახლეებს...

21:51,   Power_VANO  |  22414 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Nehalem-ის დესკტოპ პროცესორების კოდური სახელი: Bloomfield


2008 წლის მეოთხე კვარტალში...

უკვე ვიცით, რომ 2008 წლის ბოლოს ინტელი ახალ პროცესორებს გამოუშვებს, ეს იქნება Nehalem. ახალი პროცესორები 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადდება, თუმცა მათში რამდენიმე რადიკალური ცვლილება იქნება: პროცესორში ინტეგრირებული იქნება მეხიერების კონტროლერი, რომელსაც DDR3-ის მხარდაჭერა ექნება და ასევე ექნება QuickPath (QPI inter chip communication protocol) ტექნოლოგიის მხარდაჭერაც. ეს უკანასკნელი ინტელის პასუხია AMD-ს Hypertransport-ზე.

Nehalem/Bloomfield-ს დასჭირდება ახალი ჩიპსეტი Tylersburg-DT, რომელიც თავის მხრივ, აღჭურვილი იქნება ICH10 სამხრეთ ხიდით. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წლის მეოთხე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.

მანამდე კი ბაზარს Penryn-ის ოჯახის წარმომადგენელი, 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული ოთხბირთვიანი Yorkfield პროცესორები შეავსებენ. ასევე გამოვა X48 ჩიპსეტი, რომელსაც FSB 1600 -ის მხარდაჭერა ექნება და Penryn-სა და Nehalem-ს შორის არსებულ დროს მეტნაკლებად შეავსებს...

21:43,   Power_VANO  |  23435 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

nVidia-მ ვერ შეძლო Quad SLI-ს ამუშავება


სამაგიეროდ გვექნება Triple SLI :)

Nvidia-მ გამოუშვა Tripple SLI. მიუხედავად იმისა, რომ გეგმაში Quad SLI-ს გამოშვება იყო, როგორც რამდენიმე წყარო იტყობინება, კომპანიამ ვერ მიიღო სასურველი შედეგი ოთხი ვიდეო დაფის გამოყენებით. სწორედ ეს გახდა Tripple SLI-ს გამოშვების მიზეზი.

ბევრი მწარმოებელი უკმაყოფილო დარჩა Quad SLI-ს ტესტებისგან, რომელსაც ძალიან მცირე მატება ჰქონდა წარმადობაში, ამიტომ Nvidia-მ არჩევანი Tripple SLI-ზე შეაჩერა. როგორც აცხადებენ, ეს საუკეთესო იყო, რისი გაკეთებაც კომპანიას ამჟამად შეეძლო.

ამასობაში, ვიცით, რომ ATI Quad CrossFire-ზე მუშაობს, რომელიც 2008 წლის დასაწყისში უნდა იყოს მზად. ასე რომ, Nvidia-ს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს გადასაჭრელი.

ასევე, გასათვალისწინებელია ინტელის განცხადებაც, რომ SkullTrail პლატფორმას Quad SLI-ს მხარდაჭერა ექნება. შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ უკვე რაღაც შედეგები არის ამ მხრივ. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

21:34,   Power_VANO  |  23731 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel Skulltrail პლატფორმას Quad SLI-ს მხარდაჭერა ექნება!


4 PCIe სლოტი 2008 წლის პირველ კვარტალში

ჯერჯერობით nVidia მხოლოდ Triple SLI-ს ამუშავებას ახერხებს, მაგრამ თუ კომპანია Quad SLI-სთვის შექმნის დრაივერს, Skulltrail პლატფორმას ამ ტექნოლოგიის სრულფასოვანი მხარდაჭერა ექნება.

Image

შეგახსენებთ, რომ Skulltrail მაღალწარმადობიანი, ორპროცესორიანი გადაწყვეტაა, ძირითადად ენთუზიასტებისა და გეიმერებისთვის.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით, ახალ პლატფორმას არ ექნება Quad Crossfire-ის მხარდაჭერა (შესაძლოა, საერთოდაც არ ჰქონდეს).

Skulltrail პლატფორმას აქვს 8 გბ FBDIMM და Socket 771-ზე მომუშავე პროცესორების მხარდაჭერა. შესაბამისად, საუკეტესო არჩევანი ახალი პლატფორმისთვის იქნება QX9775, რომელიც 3.2 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და FSB 1600-ის მხარდაჭერა ექნება.

21:24,   Power_VANO  |  22876 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

QX9775 და QX9770 - ექსტრემალური მოდელები 3.2 გჰც სიხშირეზე


FSB 1600 და 3.2 გჰც 2008 წლის პირველ კვარტალში

2008 წლის პირველ კვარტალში, ინტელი გეგმავს, გამოუშვას ორი პროცესორი eXtreme Edition ოჯახიდან, ესენი იქნებიან QX9775 და QX9770. ორივე მათგანი იმუშავებს 3.2 გჰც სიხშირეზე, ექნებათ FSB 1600 მჰც.

Image

ორივე პროცესორს ექნება 12 მბ კეშ მეხსიერება და 4 ბირთვი. ერთადერთი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ QX9775-ს ექნება socket 771-ის მხარდაჭერა და SkullTrail პლატფორმისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო QX9770-ი LGA775-ზე იმუშავებს.

ორივე პროცესორი განკუთვნილი იქნება 12 ნოემბერს გამოშვებული QX9650-ს შესაცვლელად, რომელიც 3 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და FSB 1333 მჰც-ის მხარდაჭერა ექნება.

21:15,   Power_VANO  |  26248 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Wolfdale 45nm 3.16 გჰც = Core 2 Duo E8500


ყველაზე სწრაფი ორბირთვიანი პროცესორი იანვარში გამოვა

როგორც იცით, ინტელი 12 ნოემბერს ახალ 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ პროცესორებს გამოუშვებს, Penryn-ის ოჯახიდან. თუმცა ნოემბერში წარმოდგენილი პროცესორები იქნებიან eXtreme Edition ოჯახის წარმომადგენლები, შესაბამისად მათი ფასი 999$ და 1300$ იქნება. ხოლო რაც შეეხება ჩვენთვის მისაღებ სამომხმარებლო ბაზარს, ამ ბაზრისთვის პროცესორები 2008 წლის იანვარში გამოვა.

ამასობაში, არსებულ პროცესორებზე ფასები კიდევ უფრო ეცემა. E6850 უკვე 235 ევრო ღირს. ამერიკაში ამ პროცესორს 270$-ად იშოვნით. რაც შეეხება ახალ პროცესორს, Core 2 Duo E8500 გამოსვლისას 270$ ეღირება და ყველზე სწრაფი ორბირთვიანი პროცესორი იქნება ბაზარზე.

21:07,   Power_VANO  |  22587 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 03.October 2007

Yorkfield 3.2 გჰც-ს 1600 მჰც-იანი სისტემური სალტე (FSB) ექნება!


როგორც უკვე იცით, ინტელის სტანდარტული გეგმის მიხედვით, კომპანია გეგმავდა 12 ნოემბერს გამოეშვა QX9650, 45 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორი პენრინის ოჯახიდან, 12 მბ კეშ მეხიერებითა და 1333 მჰც-იანი სისტემური სალტით.

თუმცა, ინტელმა გეგმები ოდნავ შეცვალა და გადაწყვიტა, რომ QX9650-თან ერთად გამოუშვას მისი უფროსი ძმა, კოდური სახელით - DT C2QXEE 3.2G, რომელიც 3.2 გჰც სიხშირეზე იმუშავებს და უმცროსი ძმისგან განსხვავებით ექნება 1600 მჰც-იანი სისტემური სალტე.

ახალი სისტემური სალტის ოფიციალური მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ X38 და X48 ჩიფსეტებს ექნებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესორი არ იმუშავებს P35 ჩიფსეტზე, უბრალოდ, მაღალი სისტემური სალტის სიხშირის ხელით დაყენება მოგიწევთ :)

მოკლედ, დიდი ბრძოლისათვის წინასწარი მზადება საკმაოდ დიდი ტექმპით მიმდინარეობს, ჩვენ კი ველოდებით 12 ნომბრის მოსვლას და ბრძოლის შედეგებს....

16:02,   Power_VANO  |  24274 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

AMD მუშაობს 2.8 გჰც-იანი Phenom FX-ის გამოსაშვებად


ნოემბერი დიდი თვეა...

რამდენიმე წყარო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია AMD მუშაობს 2.8 გჰც-იანი (თუ 3.0 გჰც-იანის არა) Phenom FX-ის გამოშვებას. თუმცა, ამის გაკეთება კომპანიისთვის საკმაოდ რთულია, ამიტომ მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმში მიდის. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ AMD-ს ამ პროცესორების გამოშვება 2007 წელს სურს!

Rev B2F, რომელიც Barcelona ბირთვის ახალი რევიზიაა, კომპანიას აძლევს საშუალებას 2.5 გჰც-იან ზღვას გადასცდეს და გამოუშვას უფრო მძლავრი პროცესორები.

ასევე, ტესტებს საკმაოდ გაუხარდებათ, ერთნაირი სიხშირის 3.0 გჰც-იანი ფენომისა და FSB1333 Yorkfield 3.0 გჰც-ის შედარება. ასევე, FSB1600-იან, 3.2 გჰც-იან მოდელს (რომელზეც შემდეგ ნიუსში მოგიყვებით) საკმაოდ კარგი შანსები ექნება 3.0 გჰც-იანი ფენომის წინააღმდეგ. მოკლედ, ყველანი მოუთმენლად ველოდებით ახალი პროცესორების გამოსვლას, ტესტირებებსა და AMD-ს ბედის გადაწყვეტას.

15:54,   Power_VANO  |  22454 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

45-ნმ Penryn-ის დესკტოპ პროცესორების ფასები


IDF 2007-ზე კომპანია ინტელმა წარმოადგინა 45-ნმ ტექნოპროცესით დამზადებული პენრინის პროცესორები, რომელთა პირველი წარმომადგენელი, QX9650 ბაზარზე 11 ნოემბერს გამოვა. უკვე ცნობილია დესკტოპ პროცესორების მიახლოებით ფასებიც:

მოდელი სიხშირე კეშ-მეხსიერება ფასი
ოთხბირთვიანი პროცესორები
QX9650 3 გჰც 12 მბ $999
Q9550 2,83 გჰც 12 მბ $530
Q9450 2,66 გჰც 12 მბ $316
Q9300 2,50 გჰც 6 მბ $266
ორბირთვიანი პროცესორები
E8500 3,16 გჰც 6 მბ $266
E8400 3,00 გჰც 6 მბ $183
E8300 2,83 გჰც 6 მბ -
E8200 2,66 გჰც 6 მბ $163

15:46,   Power_VANO  |  25396 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

45-ნმ Penryn-ის სერვერული პროცესორების ფასები


როგორც უკვე იცით, ინტელის პირველი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული 12 ნოემბერს გამოვა გაყიდვაში, ხოლო რაც შეეხება პენრინის ოჯახის სხვა წარმომადგენლებს, ისინი იანვრიდან იხილავენ მზის სინათლეს. ეს ეხება როგორც დესკტოპ პროცესორებს, ასევე სერვერულსა და მობილურ პლატფორმასაც. ამჟამად თითქმის ყველა პროცესორის მიახლოებით ფასი ცნობილია.

სერვერული პროცესორების, Harpertown და Wolfdale-ის ფასები:

კოდური სახელი მოდელი სამუშაო სიხშირე სისტემური სალტე  კეშ-მეხსიერების მოცულობა მაქსიმალური ენერგომოხმარება გამოსვლის თარიღი ფასი
Harpertown X5472 3,0 გჰც 1600 მჰც 12 მბ 120 ვატი ნოემბერი 2007 $958
E5472 3,0 გჰც 1600 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $1022
E5462 2,8 გჰც 1600 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $797
X5460 3,16 გჰც 1333 მჰც 12 მბ 120 ვატი ნოემბერი 2007 $1172
X5450 3,0 გჰც 1333 მჰც 12 მბ 120 ვატი ნოემბერი 2007 $915
E5450 3,0 გჰც 1333 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $851
E5440 2,83 გჰც 1333 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $690
E5430 2,66 გჰც 1333 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $455
E5420 2,50 გჰც 1333 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $316
E5410 2,33 გჰც 1333 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $256
E5405 2,00 გჰც 1333 მჰც 12 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $209
Harpertown LV L5420 2,50 გჰც 1333 მჰც 12 მბ 50 ვატი იანვარი 2008 $380
L5410 2,33 გჰც 1333 მჰც 12 მბ 50 ვატი იანვარი 2008 $320
Wolfdale-DP X5272 3,40 გჰც 1600 მჰც 6 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $1172
X5260 3,33 გჰც 1333 მჰც 6 მბ 80 ვატი ნოემბერი 2007 $851
E5205 1,86 გჰც 1066 მჰც 6 მბ 65 ვატი ნოემბერი 2007 $177
Wolfdale-DP LV L5250 3,16 გჰც 1333 მჰც 6 მბ 40 ვატი იანვარი 2008 -

15:34,   Power_VANO  |  19868 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 42 43 44 45 46 47 48 » ბოლო გვერდი