მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2007
Tuesday, 02.October 2007

Intel-ი ფიქრობდა, რომ Barcelona მობილური პლატფორმაც იქნებოდა...


ინტერნეტ რესურსმა, Fudzilla.com-მა განაცხადა, რომ მათ გადახედეს სან-ფრანცისკოში გამართულ IDF 2007-ის ინტერვიუებს და საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. მათ იპოვნეს Molly Eden-ის, ინტელის ლეპტოპების განყოფილების ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი AMD-ს გეგმების შესახებ.

Molly Eden-მა განაცხადა, ინტელი ნამდვილად ფიქრობდა, რომ Barcelona მობილურ პლატფორმაშიც იქნებოდა რეალიზებული, თუნდაც მხოლოდ ორბირთვიან ვარიანტში. ამის გამო ინტელმა განასაკუთრებული ყურადღება დაუთმო მობილურ პლატფორმას, რათა ლიდერობა შეენარჩუნებინა ამ ბაზარზე. თუმცა, მას შემდეგ რაც ინტელმა საბოლოოდ გაიგო, რომ AMD-ს ახალი მობილური პლატფორმა Griffin მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესებული K8-ა, კომპანია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მობილურ პლატფორმაში Penryn-ს 2008 წელს კონკურენციას AMD ვერ გაუწევს, შესაბამისად, ამ სექტორში ინტელი ისევ ლიდერი იქნება.

ინტელი მობილურ პლატფორმაში ლიდერობას მუდმივად ინარჩუნებდა, ეს უცხო არ არის, AMD ამ სექტორში ინტელს ყოველთვის უთმობდა და ახლაც უთმობს.

შეიძლება იფიქროთ, რომ AMD-მ მობილურ პლტფორმაში Griffin-ის გამოშვებით სისულელე ჩაიდინა. შესაძლოა, ეს ასეცაა, თუმცა, როგორც ადრე დავწერეთ, Barcelona-ს არქიტექტურა და 65 ნანომეტრული ტექნოპროცესი დიდ ტექნოლოგიურ წუნთანაა დაკავშირებული. ასევე, Barcelona, Penryn-თან შედარებით საკმაოდ დიდი ჩიპია. ანუ, მე ვფიქრობ, რომ AMD-მ ან უბრალოდ ვერ მოახერხა Barcelona-ს მობილური პლატფორმის შესაბამისად მოდიფიცირება ან ეს ვერ გააკეთა ფინანსური პრობლემების გამო (დიდი ტექნოლოგიური წუნი ისედაც დიდ წაგებას ნიშნავს).

23:08,   Power_VANO  |  26820 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel X48 რეალობაა!


fudzilla-მ განაცხადა, რომ სანდო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ Intel X48 ჩიფსეტი მზად იქნება წლის ბოლოსთვის. ანუ წლის ბოლოსთვის ჩიფსეტი მიეწოდებათ დედაპლატების დამამზადებლებს, ხოლო თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, მზა დედაპლატებს იანვარში უნდა ველოდოთ.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ანანდტეჩმა დატესტა გიგაბიტის X38 ჩიფსეტზე დამზადებული დედაპლატა. ამის შემდეგ ASUS-მა განაცხადა, რომ იგი აპირებდა უფრო სწრაფი დედაპლატების გამოშვებას X48 ჩიფსეტზე.

22:59,   Power_VANO  |  25065 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 25.September 2007

Apple "კლანჭებს აჩენს" - გატეხილი iPhone განახლებისას აღარ იმუშავებს


უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ შესაძლებელია, iPhone სპეციალური პროგრამების დახმარებით ვამუშაოთ ნებისმიერი მობილური კავშრგაბმულობის ოპერატორი კომპანიის ქსელში. და რადგანაც ასეთი გზა არალეგალურად თითქმის არსად ითვლება (პრინციპით ”ტელეფონი პატრონისაა და რასაც უნდა, იმას უზამს”), ასეთმა პროგრამებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ამან კი, რაღა თქმა უნდა Apple-ის შემოსავლები არ გაუზრდია.

აქამდე კომპანია მხოლოდ ცდილობდა, რომ განახლებების დაინსტალირების შემდეგ iPhone-ს კვლავ მხოლოდ AT&T-ს ქსელში ემუშავა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ სიტუაცია შეიცვალა.

16:12,   domen  |  24459 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 20.September 2007

Intel Moorestown - ძლიერი კონკურენტი Apple iPhone-ს


მოკლედ, წელს ინტელი ყველა სფეროში შეიჭრა, სადაც შეეძლო :-D IDF 2007-ზე ცნობილი გახდა, რომ ინტელი UMPC პლაფორმის ბაზარზეც შეიჭრა, თუმცა კონფერენციაზე ეს ტერმინი არ გამოუყენებიათ. ინტელის წარმომადგენელმა ანანდ ჩანდრასეკერმა ახალ აპარატურას MID Mobile Internet Device უწოდა. Moorestown-ში (ასე ერქმევა ახალ აპარატურას) ინტეგრირებული იქნება უმავთულო ქსელის ტექნოლოგიები Wi-Fi და WiMAX.

18:23,   Power_VANO  |  24064 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

25 ვატი TDP Intel-ის ახალი ლეპტოპებისთვის


IDF 2007-ზე ინტელმა განაცხადა, რომ მისი ახალი Montevina პლატფორმა, რომელიც დამზადებულია Penryn-ზე და ახალ ჩიფსეტზე, მოიხმარს 25 ვატს. ახლანდელი პლატფორმა Santa Rosa მოიხმარს 35 ვატს, ანუ ეს ნიშნავს, რომ Montevina კიდევ უფრო უკეთესი იქნება თქვენი ბატარეისთვის :)

18:12,   Power_VANO  |  26156 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

802.11n 300 მბიტ/წმ სიჩქარეს მიაღწევს! + WiMAX ქსელის დაფა ისეთივე პატარა იქნება, როგორიც 802.11n


IDF 2007-ზე ინტელმა განაცხადა, რომ 802.11n სტანდარტის სიჩქარე 300 მბიტ/წმ-ს მიაღწევს. ეს სიჩქარე რეკორდული მაჩვენებელია. დღესდღეობით, 802.11n ცოტათი უფრო სწრაფია (70 მბ/წმ) 802.11g-ზე და ამასთან უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ სიჩქარეს.

18:05,   Power_VANO  |  26026 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Yorkfield-ი 7-დან 63%-მდე უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე იმავე სიხშირის ახლანდელი Core 2 Quad


IDF 2007-ზე ინტელმა გამოაქვეყნა პირველი მონაცემები 3.0 გჰც-იანი Yorkfield პროცესორის შესახებ. როგორც კომპანია აცხადებს, ერთნაირ სიხშირეზე Yorkfield 7-63%-ით სწრაფია დღევანდელ Core 2 Quad-ზე (FSB 1333 მჰც).

Photoshop CS3 7%-იან წარმადობის მატებას იძლევა, Cinebench 10 - 8%-ს, Adobe Aftereffects CS3 - 10%-ს და Half Life 2 Lost Coast - 13%-ს.

ინტელის პროცესორებზე ოპტიმიზირებულ Divx 6.61 with Virtual Dub-ში, რომელსაც ინტელის განცხადებით SSE 4.1-ის მხარდაჭერა აქვს (ეს ტექნოლოგია Penryn-ის ოჯახის პროცესორების ერთ-ერთი მთავარი იარაღია), 12 მბ კეშით აღჭურვილი ახალი პროცესორი 63%-იან მოგებას აჩვენებს წარმადობაში.

თუმცა, ეს ტესტირება ინტელის მიერაა ჩატარებული. პირველი რეალური ტესტირებები კი 12 ნოემბერს (და ამ თარიღის შემდეგ) გამოჩნდება. მაშინ, როცა ინტელი ოფიციალურად გამოუშვებს გაყიდვაში ახალ პროცესორს.

ასევე, დიდი თხოვნა იქნება, თუ წინა გვერდებზე განთავსებულ სიახლეებსაც წაიკითხავთ. უბრალოდ მხოლოდ IDF 2007-დან სიახლეები იმდენია, რომ ერთ გვერდზე არ ეტევა.

17:57,   Power_VANO  |  24559 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

IDF 2007: Yorkfield-ი ოვერლოკირებულია 5.56 გჰც-მდე!


სან-ფრანცისკოში გამართულ IDF 2007-ზე Xtremesysytem.org-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას 4-ბირთვიანი Yorkfield-ის ოვერლოკინგის პოტენციალი წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ Yorkfield წარმოადგენს 4-ბირთვიან 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებულ გადაწყვეტას Penryn ბირთვზე. მწარმოებლის განცხადებით Yorkfield-ს ახასიათებს სანიმუშო ოვერლოკინგის პოტენციალი და 4 გჰც-ზე შეუძლია მხოლოდ ჰაერის გაგრილებით იმუშავოს.

17:21,   Power_VANO  |  23434 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel Larrabee - ინტელი ვიდეო ჩიპების ბაზარზე შეიჭრა!


წლევანდელი IDF-ი საოცარი სიახლეებით გამოირჩევა! უკვე მიჭირს იმის განსაზღვრა, სად გადის ის ზღვარი, რომელსაც ინტელი ვერ გადასცდება.

როგორც ვიცით, ინტელ-მა გამოუშვა ახალი ჩიფსეტი X38. დღესდღეობით, ეს ჩიფსეტი ბაზარზე არსებულებს შორის უძლიერესია ყველა ასპექტში. ერთადერთი პრობლემა არის SLI-ს მხარდაჭერა. nVidia არ აძლევს უფლებას Intel-ს გამოიყენოს მისი ტექნოლოგია ახალ ჩიფსეტზე. თუ კომპანია დაუშვებს და პროცესორულ გიგანტს მისცემს უფლებას გამოიყენოს SLI ტექნოლოგია X38 ჩიფსეტზე, ამით სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს თავის Nforce 780a ჩიფსეტს, რომელიც მალე წარუდგება საზოგადოებას. მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორ კომპანიას შორის ურთიერთობის გაფუჭებას, შედეგად nVdia მოახერხებს და დიდ მეტოქეს გაიჩენს Intel-ის სახით.

IDF 2007-ზე, პოლ ოტელინიმ განაცხადა, რომ Larrabee მრავალბირთვიანი გრაფიკული გადაწყვეტა იქნება. ინტელს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია მუშა ჩიპი, თუმცა ცნობილია, რომ Larrabee გამოვა 2008 წელს და მისი წარმადობა იქნება ~ 1 ტერაფლოპი. ასეთი წარმადობის მქონე ჩიპების წარმოებას nVidia-ცა და  ATI-ც (უკვე AMD) 2008 წელში გეგმავენ.

16:39,   Power_VANO  |  23388 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

4-ბირთვიანი Nehalem-ი LGA775-ზე: მუშა პროცესორი IDF 2007-ზე!


როგორც წინა ნიუსში გითხარით, უკვე არსებობს ინტელის მომავალი პროცესორის, Nehalem-ის მუშა ვარიანტი. ახალი პროცესორი მუშაობს LGA775 სოკეტზე, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, ვიფიქროთ, რომ ახალი ჩიფსეტები საჭირო არ იქნება. პირიქით, საჭირო იქნება ახალი სისტემური ჩიფსეტები და ეს იმის გამო, რომ Nehalem-ს ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი აქვს. ახალი ჩიფსეტების კოდური სახელი Catanga იქნება. Nehalem-ს აქვს ინტეგრირებული ოპერატიული მეხსიერების კონტროლერი და თითოეულ ბირთვზე შეიძლება გაიშვას ორი ნაკადი. ჯამში, 8-ბირთვიანი Nehalem-ი, 16 არხის გაშვებას შესძლებს. სწორედ ამის დემონსტრირება სურდა ინტელს.

15:53,   Power_VANO  |  21893 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 43 44 45 46 47 48 49 » ბოლო გვერდი