მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2007
Thursday, 20.September 2007

Nehalem-ი Native 8 ბირთვიანი პროცესორი იქნება


IDF 2007-ზე ინტელის ვიცე პრეზიდენტის, პეტ გელსინგერის (Pat Gelsinger) განცხადებით, Nehalem-ი Native 8 ბირთვიანი პროცესორი იქნება. და ეს განცხადება კეთდება იმ დროს, როცა კომპანიას არ გააჩნია Native 4-ბირთვიანი პროცესორები. თუმცა, როგორც ჩანს, 45 ნანომეტრული ტექნოპროცესი ამის საშუალებას იძლევა.

Nehalem-ს 731 მილიონი ტრანზისტორი და ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი ექნება. ასევე ცნობილია, რომ ნეჰალემის ბირთვის ახალი დიზაინი საშუალებას მოგვცემს ჩავრთოთ ან გამოვრთოთ ბირთვები, კეში და არხები.

ამჟამად უკვე არსებობს Nehalem-ის მუშა 4 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც წარმოდგენილია IDF-ზე. მის შესახებ შემდეგ ნიუსში მოგიყვებით :)

15:04,   Power_VANO  |  25665 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel-ის 45 ნანომეტრული გეგმები


მოკლედ, 19 სექტემბერი ინტელის დღე გამოდგა :-D

როგორც ცნობილია, 2007 წლის მეოთხე კვარტალში AMD გამოუშვებს პირველ ოთხბირთვიან Phenom-ს, ხოლო 2008 წლის დასაწისში გამოვა პირველი სამბირთვიანი პროცესორები. შესაბამისად, კონკურენტ ინტელს უკვე მზად ჰყავს პირველი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული მეომარი, რომელიც იქნება QX9650 - ოთხბირთვიანი, ექსტერემალური სერიის წარმომადგენელი Penryn-ის ოჯახიდან.

როგორც ვიცით, ეს პროცესორი საზოგადოებას 12 ნომბერს წარუდგება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: სიხშირე 3,0 გჰც, 12 მბ მეორე დონის კეში (6 მბ თითოეულ ბირთვზე), მაქსიმალური ენერგომოხმარება – 130 ვატი.

ცხადია, ინტელი მხოლოდ ერთი პროცესორის გამოშვებით არ შემოიფარგლება. უკვე იანვრისთვის პენრინის ოჯახს შეავსებს შვიდი ახალი პროცესორი: სამი ორთხბირთვიანი Q9950, Q9450 და Q9300 და ოთხი ორბირთვიანი გადაწყვეტა E8500, E8400, E8300 და E8200. პროცესორების ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა პროცესორი აღჭურვილია 1333 მეგაჰერციანი სისტემური სალტით.

03:37,   Power_VANO  |  19527 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel-მა განაცხადა კომპანია Havok-ის შესყიდვის შესახებ


ინტელის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კომპანიამ შეისყიდა მიკროსქემების დამამზადებელი კომპანია Havok-ი, რომელიც სპეციალიზირებულია თამაშებისათვის პროგრამული მოდულებისა და სპეცეფექტების (ფილმებისათვის) დამზადებაზე.

ინტელის წარმომადგენლობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ Havok-ი IT-გიგანტის შემადგენლობაში შევიდა, იგი არ შეწყვეტს თავის საქმიანობას. უბრალოდ, ძველ სამუშაოს დაემატება ახალი - გრაფიკისა და ვიზუალური დამუშავების სფეროში. Havok-ის წარმომადგენლის, დევიდ ო’მაიერის განცხადებით, იტელის შემადგენლობაში შესვლა მის კომპანიას პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე უკეთესად მოაკიდებინებს ფეხს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხად შეისყიდა ინტელმა აღნიშნული კომპანია.

Havok-ი, რომლის ცენტრალური ოფისი დუბლინშია, 1998 წელს დაარსდა და მოახერხა ტავისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩადება ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: «BioShock», «Halo 2», «Half Life 2», ასეე ფილმებში «მატრიცა», «ტროა», «ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა». Havok-ს წარმომადგენლობა ჰყავს სტოქჰოლმში, კალკუტაში, მიუნხენში, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში.

02:55,   Power_VANO  |  25844 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Intel-მა წარმოადგინა პირველი 32 ნანომეტრული მიკროსქემები


მიუხედავად იმისა, რომ 45 ნანომეტრული ტექნოლოგია ახალჩაშვებულია მასიურ წარმოებაში, ინტელი არ ჩერდება და უკვე გვთავაზობს 32 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებულ მიკროსქემებს. პირველი 32 ნმ ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპი, რომელიც ინტელმა წარმოადგინა არის SRAM, 1.9 მილიარდი (!) ტრანზისტორით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩიპები არის რეალურად მუშა, ანუ ისინი არ წარმოადგენენ უბრალო პროტოტიპებს.

შეგახსენებთ, რომ 32 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპების მასიურ წარმოებას ინტელი 2008 წლის ბოლოსთვის გეგმავს. კომპანიის გეგმების მიხედვით, პირველი 32 ნმ-იანი პროცესორი იქნება Westmere (Nehalem-C), რომელიც დამზადებული იქნება ახალი Nehalem არქიტექტურის მიხედვით. 32 ნმ-იანი პროცესორების შემდეგი თაობა იქნება Gesher, რომელიც დღევანდელი გეგმების მიხევდით, 2010 წლის დასაწყისში გამოვა.

02:24,   Power_VANO  |  22276 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Penryn-ის გამოსვლის ოფიციალური თარიღი: 12 ნოემბერი!


სან-ფრანცისკოში მიმდინარე IDF 2007-ზე, ინტელის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ოტელინიმ (Paul Otellini) წარმოადგინა ოფიციალური ინფორმაცია პირველი 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებული პროცესორის, Penryn-ის შესახებ. მისი თქმით, პენრინი სავაჭრო ქსელში 12 ნოემბერს გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ახალ არქიტექტურაზე გადავა სერვერული, სამუშაო და სამომხმარებლო კლასის პროცესორები და მობილური პროცესორები ლეპტოპებისთვის.

01:52,   Power_VANO  |  22629 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

USB 3.0 - 10-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე 2.0


ამ დღეებში მიმდინარე IDF (Intel Developer Forum) 2007-ის საშემოდგომო სესიებზე ინტელმა ოფიციალურად განაცხადა USB 3.0 Promoter Group-ის შექმნის შესახებ. ეს ჯგუფი იმუშავებს ახალი უნივერსალური სალტის, USB 3.0-ის, შექმნასა და გავრცელებაზე კომპებისა და სხვადასხვა აპარატურისათვის. ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი დიდი მწარმოებლები, როგორებიცაა Intel, Hewlett Packard, Microsoft, NEC, NXP Semiconductors და Texas Instruments.

წინასწარი ცნობებით, USB 3.0-ის სიჩქარე 10-ჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე USB 2.0. ეს ნიშნავს, რომ 25 გიგაბაიტიანი ფაილის გადაცემას მიახლოებით 10 წამში შევძლებთ :) ასევე, ცნობილია, რომ ახალი სპეციფიკაცია თავსებადი და უფრო ეკონომიური იქნება ვიდრე ძველი USB 2.0.

USB 3.0-ის საბოლოო სპეციფიკაცია 2008 წლის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

01:36,   Power_VANO  |  24880 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 19.September 2007

4,0 გჰც - ეს არ არის ზღვარი Intel-ის 45 ნანომეტრიანი პროცესორებისთვის!


როგორც ვიცით, ინტელის პირველი 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი სამომხმარებლო ბაზარზე, დესკტოპებისთვის,  ნოემბერში გამოვა. პირველი ასეთი მოდელი იქნება QX9550 - ოთხბირთვიანი ექსტემალური მოდელი. აღსანიშნავია, რომ პროცესორის სიხშირე 3.0 გჰც იქნება. თუმცა, Penryn-ის პოტენციალი საკმაოდ დიდია. როგორც Fudzilla იტყობინება, ოვერლოკინგის მოყვარულები ადვილად შესძლებენ სიხშირის 4.0 გჰც-მდე გაზრდას მხოლოდ ჰაერის გაგრილების გამოყენებით.

22:36,   Power_VANO  |  24979 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 16.September 2007

სათამაშო თაგვები: A4Tech სერია X7


A4Tech-ის X7 სერია შეივსო ორი ტყუპი თაგუნიათი, ესენია 710MF და 750MF. თაგვები ერთმანეთისგან მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდებიან. თაგვებს შენარჩუნებული აქვთ X7 სერიისთვის დამახასიათებელი ერგონომიული დიზაინი. ქვედა მხარეს განთავსებულია რეზინის სამაგრები, რომლებიც გამორიცხავენ თაგვის შემთხვევით გადაადგილებას მაქსიმალურად დაძაბულ მომენტებში :)
სპეციალური ღილაკი უზრუნველყოფს გარჩევადობის რეალურ რეჟიმში ცვლას დრაივერების გარეშე. ლაზერული A4Tech Х-750MF-ის მაქსიმალური გარჩევადობაა 2500 dpi, ხოლო ოპტიკური A4Tech Х-710MF-სთვის 1000 dpi. სპეციალური ღილაკი ”სამმაგი კლიკი” ფუნქციით 3хFire უზრუნველყოფს ერთი კლიკით 3 გასროლას.

15:13,   Power_VANO  |  24696 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 14.September 2007

MBW-150 Executive, MBW-150 Classic და MBW-150 Music, Bluetooth საათები Sony Ericsson-ისგან


მობილურების შემდეგ საათების ჯერიც დადგა. კორპორაცია სონიერიქსონის გეგმებში სამი Bluetooth საათია, ესენია: MBW-150 Executive, MBW-150 Classic და MBW-150 Music. სამივე საათი თითქმის იდენტურია, ძირითადი განსხვავება დიზაინშია. სამივეს აქვს Bluetooth 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო არეალს 10 მეტრის რადიუსში და მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 720 kb/s. სამივე საათს აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს ტელეფონის მედია/ვოლქმენ პლეიერი, ანუ ნებისმიერ დროს შეძლებთ სასურველი მუსიკის ჩართვას ისე, რომ ტელეფონს არ შეეხებით.

სამივე საათი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, Executive ვერსიას კი სამაჯურიც იმავე მეტალისა აქვს. Classic და Music ვერსიებს კი ტყავის სამაჯურები აქვთ.

02:25,   Power_VANO  |  22948 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 12.September 2007

Sony Ericsson K850i - Cyber-Shot-ი კომპინფოზე, Walkman ...-ზე


Sony Ericsson-ის მობილური ტელეფონები საქართველოში საკმაოდ დიდი პუპულარობით სარგებლობენ. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ თბილისში, უკვე რამდენიმე ადგილას გაიხსნა კომპანიის ოფიციალური სერვის ცენტრები და მაღაზიები.

დღესდღეობით, კომპანია Sony Ericsson-ის გეგმებში 4 მობილური ტელეფონია W910i, K850i, K770i და W960i. როგორც კომპანია გვპირდება, ეს მობილური ტელეფონები მალე საბოლოო სახით იქნება წარმოდგენილი. ახლა უკვე არსებობს ინჟინრული მოდელები, ე.წ. Brown ვერსიები.

დღეს კომპინფო-ზე განვიხილოთ K850i-ს, ვნახოთ რა სიახლეებს გვთავაზობს ახალი Cyber-Shot სერიის კამერაფონი. ვისაც W910i-ს განხილვა გაინტერესებთ, მას სხვა ქართულ საიტზე იპოვნით, ასე რომ, ეძებეთ :)


14:50,   Power_VANO  |  18501 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 44 45 46 47 48 49 50 » ბოლო გვერდი