მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2007
Friday, 31.August 2007

Google ტელეფონს უშვებს?


აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მსოფლიო ქსელში კიდევ ერთი ჭორი გამოჩნდა - Google მობილურ ტელეფონს უშვებს! იმის მერე ამაზე მსოფლიოს წამყვანმა თითქმის ყველა ტექნიკურმა ბლოგმა, გაზეთმა თუ ჟურნალმა დაწერა, აგერ ორი დღის წინ ერთ-ერთი პოპულარული გაზეთი ჭორებს და ვარაუდებსაც აღარ დასჯერდა და ისიც განაცხადა, Google Phone ორ კვირაში გამოდისო! ზოგი კი უფრო შორსაც წავიდა და LG-ს ახალ, Google-ის პროგრამებით აღჭურვილ ტელეფონს(LG KU-580) დაარქვა Google Phone. ჰოდა, ასეთი აჟიოტაჟის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ინფო ჩვენც მოგვეწოდებინა.

მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ სრულად-ს.

20:53,   domen  |  19146 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 30.August 2007

GA-X38-DQ6: MoBo Intel X38-ის ბაზაზე Gigabyte-სგან


კომპანია Gigabyte-მა Intel X38 Express ჩიფსეტის ბაზაზე გამოუშვა ახალი დედაპლატა GA-X38-DQ6.

დედაპლატას აქვს ინტელის ახალი 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორების მხარდაჭერა სისტემური სალტის სიხშირით 1600 მჰც-მდე და მუშაობს DDR2-1066-ზე, მაქსიმალური მოცულობჳთ 8 გბ. დედალპატას აქვს 2 PCI Express 2.0 x16 პორტი CrossFire-ის მხარდაჭერით, აუდიოპლატა ALC889A, შესაძლებელია Blu-ray და HD DVD სტანდარტების ვიდეოს გაშვება.

დედაპლატის მახასიათებლები:

  • ფორმ-ფაქტორი: ATX;
  • ჩიპსეტი: Intel X38 Express + ICH9R;
  • პროცესორები: Intel Core 2 Extreme/ Core 2 Quad/ Core 2 Duo (45-ნმ) სიშირჳთ FSB 1600/1333/1066/800 მჰც;
  • ოპერატიული მეხსიერება:  DDR2-1066/800/667 მჰც, 4 DIMM სლოტი, მაქსიმალური მოცულობა 8 გბ;
  • სლოტები: 2 PCI Express 2.0 x16 (CrossFire-ის მხარდაჭერით), 3 PCI Express x1, 2 PCI;
  • დისკური სისტემა: 8 არხი - Serial ATA 3 გბ/წმ (SATA II), 1 არხი - UDMA 100/66/33;
  • ქსელი: 2 Gigabit Ethernet (Realtek) პორტი;
  • კომუნიკაცია: 10 USB 2.0 პორტი, 3 IEEE 1394a პორტი;
  • ხმა: 8-არხიანი აუდიოკოდეკი ALC889A, სიგნალი/ხმაური  = 106 დბ;
  • ზომა: 305 x 244 მმ.
  • ახალი მოდელი სავაჭრო ქსელში გამოჩნდება 2007 წლის სექტემბერში, Intel X38 Express-ის ოფიციალური ანონსის შემდეგ.

    22:06,   Power_VANO  |  21008 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
     
    Monday, 11.June 2007

    Power Video Converter 1.5.41


    ეს პროგრამა დაგეხმარებათ ვიდეო ფაილების სხვადასხვა ფრმატებში გადაკონვერტირებაში, კონკრეტულად პროგრამა მუშაობს AVI, DivX, XviD, MPEG-4, MPEG1, MPEG2, VCD, SVCD, DVD, WMV, ASF, DAT, VOB ფორმატებთან, შეუძლია ნებისმიერი მათგანი ერთიდან მეორეში გადააკონვერტიროს, შესაძლებელია ვიდეო ფაილების დაჭრა სხვადასხვა ზომაზე, გარჩევადობაზე, ხარისხზე და კომპრესიის ზომაზე.

    გარდა ამისა შეიძლება ვიდეო ფაილიდან აუდიო ბილიკის ამოღება და ცალკე mp3, wav, wma  ფორმატში შენახვა. თვითონ ვიდეო ფაილები კი შესაძებელია bmp სურათების სეკვენსებად იყოს შენახული. გააჩნია მარტივი და გასაგები მენიუ.

    11:22,    |  32813 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
     
    Friday, 30.March 2007

    HDTV UBS TV ტუნერი Plextor-ისგან


    Plextor-მა გამოუშვა ახალი TV ტუნერი PX-HDTV500U. ახალი მოწყობილობა გამოირჩევა მინიატურული ზომებითა და ფუნქციონალურობით. PX-HDTV500U კომპს უკავშირდება USB 2.0 ინტერფეისით და იწონის სულ რაღაც 20 გრამს. მცირე ზომების მიუხედავად, მოწყობილობის ფუნქციონალურობა საკმაოდ კარგია. იღებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე HDTV სიგნალს. აქვს 16:9 და 4:3 ფორმატების მხარდაჭერა. PX-HDTV500U მუშაობს ATSC სტანდარტში, 42-864 მჰც სიხშირეების დიაპაზონში. რაც შეეხება ფასს, იგი 99$-ია.

    17:26,   Power_VANO  |  27360 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Saturday, 03.February 2007

    კომპის ინტერფეისების ენციკლოპედია


    კომპიუტერს უამრავი ინტერფეისი აქვს. ბევრმა არც კი იცის რომელი რა არის და რისთვის გამოიყენება, ზოგმა კი იცის მაგრამ ცუდად, მაშჳნ ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა. წიგნში განმარტებულია კომპის ინტერფეისები, შესაბამისი სურათებით და ა.შ.-ებით :)

    21:14,   Power_VANO  |  30991 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     

    OCZ Vista Value Upgrade


    კომპანია OCZ-მა წარმოადგინა ახალი მეხსიერების მოდულები Vista Value Upgrade, 4 GB (2x2048MB) და 2 GB (2x1024MB) კომპლექტებში. ეს მეხსიერების მოდულები განკუთვნილია მათთვის ვინც გადაწყვიტა Microsoft Windows Vista-ზე გადაბარგდეს :) მოდულები ხელმისაწვდომია 2 ვერსიაში, 2 გბ-იანი ვერსიები PC2-5400 DDR2-667 მჰც და 1 გბ-იანი ვერსიები PC2-6400 DDR2-800 მჰც, მე მეორე ვერსია მირჩევნია :) თუ მეხსიერების მოდულების ტექნიკური მახასიათებლებიც გაინტერესებთ, დააჭირეთ სრულად-ს.

    20:33,   Power_VANO  |  24806 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     
    სიახლეები 2006
    Sunday, 17.December 2006

    UltraEdit-32 12.20b


    ერთერთი საუკეთესო ტექსტური რედაქტორი. პროგრამა ცნობს აურაცხელ პროგრამირების ენას, შესაბამისად გვაძლევს სინტაქსისი უპრეცენდენტო შესაძლებლობებს, მოკლედ მთელი სულით და გულით ვურჩევ ყველა პროგრამერს, ვებ-დიზაინერს და უბრალოდ ტექსტურ ფაილების მომხმარებლებს

    UltraEdit-32 12.00a

    მოკლედ ვინც იცის გემო ვქაჩავთ ვინც არ იცის მოსინჯეთ

    14:31,    |  25324 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     
    Tuesday, 07.November 2006

    MacMice-ს წითელი მაუსი


    ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც მწარმოებლები ცდილობენ მიიპყრონ მყიდველის ყურადღება არა ტექნიკური სიახლეებით, არამედ რაღაც გამორჩეული, უცხო ფერებით და დიზაინით. ასეთი შემთხვევაა კომპანია MacMice-ს თაგუნას ერთ-ერთი ახალი მოდელი Danger Mouse რომელიც გამოირჩევა საშინლად ასკეტური ფორმით, რომელიც სადღაც ისტორიის დასაწყისის გადმონაშს მოგვაგონებს, მაგრამ ამავე დროს გამოირჩევა საკმაოდ მკვეთრი წითელი ფერით, რომელიც ყველგან და ყოველთვის, თვალს მოგწყვიტავთ.

    როგორც ცნობილი გახდა 3$ დოლარი თითო გაყიდული მანიპულატორის ღირებულებიდან, გადარიცხული იქნება კენიის სკოლების და ბავშვთა სახლების დასახმარებლად. ფერთან ერთად, თაგინას ასევე გამოარჩევს საკმაოდ სწრაფი სენსორი გარჩევადობით 1600 DPI. მწარმოებლების განცხადებით, ამ ერთობ უცნაურ ქმნილებასთან ერთად წარმოებაში ჩაუშვებენ ასეთივე "მყვირალა" ფერის MIDI კლავიატურას GarageKey, რომლის ფასიც შეადგენს 100$. ასე რომ როგორც თვითონ ტექნიკით დაინტერესებულ, ისე უბრალოდ ბავშვების დახმარების სურვილით შეპყრობილებს მოუწევთ ლოფინი მხოლოდ ამ თვის ბოლომდე - ზუსტად დეკემბრის დასაწყისში უკეთებს ანონსირებას მწარმოებელი ფირმა თავისი ახალი პროდუკტის წარმოებას. ისე მეეჭვება ვინმეს ჩვენთან რომელიმეს ყიდვის სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ...

    02:51,   SiD  |  26853 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
     
    Wednesday, 25.October 2006

    GetRight Professional 6.0c+04


    მშვენიერი ჩამოქაჩვების მენეჯერი, გააჩნია ბევრი სტანდარტული თვისება და ზოგიერთი არაჩვეულებრივი თვისება. ის რომ ყოველ მეორე ჩამომქაჩველს შეუძლია ფაილები რამდენიმე ნაწილად დაყონ და სხვადასხვა სერვერიდან დაქაჩონ უკვე დიდ სიახლეას არ წარმოადგენს, მაგრამ აი პირიფით ფაილების აქაჩვა სერვერზე ეს უკვე განსხვავებული თვისებაა. სწორედ ეს განსაკუთრებული თვისება აქვს ამ პროგრამას, თუმცა კიდევ ერთი ორი ჩამოქაჩვის მენეჯერიც ახერხებს აქაჩვის მენეჯერობას.

    დანარჩენში პროგრამა ჩვეულებრივად მუშაობს, ინტეგრირდება სისტემაში, გაძლევთ გაწყვეტილი ჩამოქაჩვების განახლებას და ასე შედმეგ. მოკლედ მსურველები ვქაჩავთ.

    12:36,    |  29404 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     
    Friday, 20.October 2006

    Intel Nehalem - ახალი სოკეტი


    კომპანია intel-ი იტყობინება რომ 2008 წლიდან მის ახალ ბირთვებს სახელით Nehalem  (იგი წარმოადგენს დღევანდელი Core-ს გაგრძელებას) დასჭირდებათ ახალი პროცესორის ჩასასმელი ბუდეები. ეს პროცესი დაიწყება ახალი ბირთვის 45 ნანომეტრზე გადაყვანის შემდეგ. თვითონ პროცესორებს ექნებათ ბევრი ახალი შესაძლებლობა, მიმაჩნია მართებულად ჯერ ვთქვა რა იგეგმება, შემდეგ კი ვახსენებ ბუდეების ახალ სპეციფიკაციებს.

    მაშ ასე ახალი ბირთვი აღჭურვილი იქნება ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერით (IMC), პრაქტიკულად იგივე ტექნოლოგიას აქვს საქმე რასაც კონკურენტის ბანაკში რამდენიმე წელია იყენებენ (საინტერესოა რამდენად გაიზრდება დღევანდელი Core 2 Dou-ს ბირტვის წარმადობა მეხსიერების კონროლერის პირდაპირ პროცესორში ინტეგრირებით, როგროც ვიცით AMD-ს ეს სერიოზულ მატებას აძლევს), ასევე ინტეგრირებული იქნება ინტეგრირებული 8 დამოუკიდებელი CSI სალტე (ბევრი იცნობთ სახელით ”შინა”), ეს ტექნოლოგია განკუთვნილია მრავალპროცესორული და მრავალბირთვიანი სისტემებისთვის.

    ახლა კი ვახსენოთ თვითონ ახალი ბუდეები. სოკეტი იქნება ორი, ერთს დაერქმევა Socket B როემლიც იდეაში წარმოადგენს LGA1366 ანუ გამოყენებული იქნება 1366 კონტაქტი. მგონი ახსნა საჭირო არ არის რატომ იზრდება კონტაქტების რაოდენობა. მეორე კი იქნება Socket H რომელიც იდეაში წარმოადგენს LGA715, ანუ სულ რაღაც 715 კონტაქტი იქნება გამოყენებული რაც დღევანდელ LGA 775-ზე 60 კონტაქტით ნაკლებია, ეს მხოლოდ ერთზე მოითითებს, ამ სოკეტზე დაანგარიშებულ პროცესორებს არ ექნებათ ინტეგრირებული IMC. იდეაში მივირებთ Celeron-ის ახალ განშტოებას.

    16:56,    |  34261 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     
    პირველი გვერდი « 45 46 47 48 49 50 51 » ბოლო გვერდი