მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Saturday, 14.October 2006

პრიზი - კომაპნია Deffender-ისგან


აღიარეთ რანმდენიხანია არ მიგიღიათ მონაწილეობა კონკურსებში. რა თქმა უნდა კომპიუტერულში. მოკლედ კომპანია Deffender_ი რომელიც ცნობილია მულტიმედია აპარატურის წარმოებით იწყებს ახალ გასართობ სერიას. ჩქარი ტემპებით უნდა ააწყოთ დაშლილი სურათი. პირველ 100-ულში მოხვედრილი მიირებს პრიზებს. გათამაშება ყოველკვირა განახლდება. ზუსტად რამდენი კვირა გაგრძელდება კონკურსები არავინ იცის.

თამაშის პირობები ძლაიან მარტივია გაქვთ ეგრეთწოდებული Puzzle და უნდა ააწყოთ სურათი, სხვათაშორის სურათის ნახვა შეგიძლიათ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით. პირობების მიხედვით თამაშდება 100 პრიზი. ჰო მართლა ყოველი დეტალი გარდა იმისა რომ გადაადგილებულია ასევე ამოტრიალებულია, დეტალებისამოტრიალება შეიძება თაგუნიას ორმაგი წკაპით. სამწუხაროდ რუსეთთან გართულებული ბოლო პოლიტიკური მიზეზების გამო გაუგებარია გამოგზავნილი იქნება თუ არა პრიზი საქართველოშჳ. მართალია კომაპნია საეთაშორისოა, მაგრამ რუსეთი  იკბინება და იღრინება :-) მოკედლ მსურველები გადავეშვით სათამაშო პორტალზე.

09:21,    |  33274 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 08.October 2006

პრიზი - მოგზაურობა intel-ის ქარხანაში - ეს რეალობაა!!!


კომპანია intel-ი ყველა მწარმოებელს შორის გამორჩევა, მას უყვარს მომხმარებლების გართობა, გათამამება და რაც მთავარია დასაჩუქრება. ყოველ ახალ ტექნოლოგიასთან ერთად რაღაც ახალი გათამაშება არ გაიმართოს არ შეიძლება ასე ხდება ამჯერადაც. ახალი ტექნოლოგია intel VPro-ს გაცნობასთან ერთად კომპანია გვთავაზობს პატარა გასართობს სერიოზული პრიზით.

მაშ ასე პრიზი სულ ორია, მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მსურველი, პირველ ადგილზე გასული მიიღებს საფირმო მაისურს (ალბათ გაიფიქრეთ რა ჭირად მინდა), მეორე ადგილზე გასული კი კომპანიის ხარჯზე გაემგზავრება დუბლინში რათა საკუთარი თვალით იხილოს როგორ ცხვება სანატრელი და სათუთი intel-ის პროცესორები. თუმცა პრიზების მიმდევრობას მგონი ხვდებით რაღაც უაზრობა სჭირს :-) ასე ხუმრობს კომპანია, უფრო სწორედ ხუმრობს როდესაც პრიზების მიმდევრობას უკუღმა აწესებს (თუმცა შეიძლება რეალურად წაღმაც აღმოჩნდეს :-) კაცმა არ იცის როგორ იქნება) თორემ პრიზები რომ იქნება ეს გარანტირებულია.

მაშ ასე რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის. დიდი და რთული არაფერი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა თამაშში სახელად IT Manager Pro Chalange. თამაშის შინაარსი შემდეგია, 3 წუთში უნდა გასცეთ სწორი პასუხი მინიმუმ 5 კითხვას  წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებულები ხარ. კითხვები ძალიან ბევრია, ეხება ძალიან ბევრ ნიუანსს, მაგრამ ძირითადი თემა პროცესორებია. მოკლედ თუ 5 კითხვაზე სწორ პასუხს გასცემთ, მაშინ გეძლევათ დარეგისტრირების საშუალება, შესაბამისად მეორე ეტაპში გადადიხართ და როდესაც მეორე ეტაპის კითხვები მზად იქნება შეტყობინებას ელ-ფოსტაზე მიიღებთ. აბა რას იტყვი ღიირს მონაწილეობა? ვიტყოდი რომ ღირს. მოკლედ გაემზადე, სკამზე კარგად დასკუპდი და თუ დეტალები გაინტერესებს ქე იცი რომელ ღილაკს უნდა დააჭირო.

14:24,    |  19876 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

IBM იძულებულია Lenovo-ს აკუმულატორები შეცვალოს


კომაპნია SONY-ს სკანდალი გრძელდება, მგონი ამ კომპანიამ მოასწრო ყველა ნოუთბუქის მწარმოებლისთვის მიეყიდა თავისი წუნიანი აკუმულატორები, რის გამოც სკანდალი სულ უფრო იზრდება და თითქოსდა ბოლო არარ უჩანს. როგორც ვიცით კომპანიებს არ უხარიათ დეტალების შეცვლა, ეს საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული და თუ თავის დაძვრენა რაიმე მეთოდით შეიძლება მაშინ მაქსიმალურად ცდილობენ აპარატურა არ შეცვალონ, მაგრამ აკუმულატორების თემა იმდენად დაღეჭილია რომ მისი გვერდის ავლა არავის აღარ გამოსდის.

მაშ ასე ამჯერად კომპანია IBM-ი იუწყება რომ მისი ნოუთბუქები აღჭურვილია წუნიანი აკუმულატორებით და იწყებს მათ მასიურ შეცვლას, ბოლო მონაცემებით 170 ათასი ნოუთბუქი გაყიდულია აშშ-ს ტერიტორიაზე ხოლო 350 ათასი აშშ-ს საზღვრებს გარეთ (ამ ფირმის ნოუთბუქები თბილისშიც იყიდება).  წუნიანი აკუმულატორებით აღჭურვილია პრაქტიკულად ყველა IBM Lenovo -ს ნოუთბუქი რომელიც გამოსულია 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის სექტემბრის ჩათვლით.

ასევე წუნის კატეგორიაში ხვდება ყველა ის აკუმულატორი რომელიც დამოუკიდებლად მომხმარებლებმა ამ პერიოდში შეიძინეს.  საერთო ჯამში დეფექტური აკუმულატორებით აღჭურვილია შემდეგი ნოუთბუქების სერიები: ThinkPad T4x, ThinkPad R5x, ThinkPad R6x, ThinkPad X60 და ThinkPad X60s ბოლო ორი მოდელი ითვლებოდა IBM-ის ხაზში ყველაზე მსუბუქად და პატარად, როგროც ჩანს მათაც არ გაუმართლა.

09:14,    |  30571 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 05.October 2006

nVidia-ს intel-ის ყიდულობს


დღეს კიდევ ერი მთავარი ინფორმაცია ხდება ცნობილი, თუ ჭორებს და საბორჟო მოძრაობას დავუჯერებთ ერთმანეთს ამაღამ შეერწყმებიან ორი უმსხვილესი კომპანია. როგორც იცით ATI შეიძინა AMD-მ, ამასობაში Intel-ი გეგმავდა ახალი ვიდეო სისტემების დანერგვას, მაგრამ თამამად ამბობდა რომ მისი ვიდეო სიმძლავრეები საკმარისი ამ საქმისთვის არ იყო. როგორც სჩანს კონკურენტი კომპანიის მიერ ერთერთი პროგრესული ვიდეო კომპანიის შეძენა, ამასობაში საკუთარი საჭიროებისთვის ვიდეო პროცესორების წარმოების სისუსტე intel-ს გადაადგმევინებს ნაბიჯს რომლის შემდეგაც სამყარო ორ ბანაკად გაიყოფა.

ჯერჯერობით ამ ჭორს არ ადასტურებს არცერთი კომპანია და ორივე კომპანიის წარმომადგენლები ყველანაირი კომენტარისგან თავს იკავებს, სხვათშორის ეს პირიქით უფრო მეტ ჭორს წარმოშობს (ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ADM-სა და ATI-ს შერწყმის წინა დღეს). სწორედ ამ ჭორების ხარჯზე ბოლო ორი დღის განმავლობაში nVidia-ს აქციების ფასმა 10%-ით მოიმატა. ჯამში ცნობილიქ რომ AMD-სთვის ATI-ს შეძენა იყო 4,2 მილიარდის საქმე. საქმე იმაშია რომ nVidia ლამის სამჯერ მეტად არის შეფასებული, საუბარია 11 მილიარდზე, ასეთი გემრიელი ნაჭრის გადაყლაპვა intel-ისთვისაც კი ძნელი იქნება, ამსობაში თვითონ intel-ის ღირებულება შეფასებულია 120 მილიარდ დოლარად.

მოკლედ სიტუაცია საინტერესო ელფერს იძენს, შეიძლება ცოტახანში პროცესორის ბუდეების არათავსებადობასთან ერთად მივიღოთ ვიდეო დაფების უთავსოებაც, უკვე დღეისთვის ცნობილია რომ ADM ახალი ATI-ს ვიდეო პროცესორს RS690 აძლევს Hyper Transport 2.0-ის მხარდაჭერას, შესაბამისად კომაპნია ATI-ს ვიდეო დაფები AMD-ს პლატფორმაზე უკეთესად იმუშავებენ ვიდრე INTEL-ის პლატფორმაზე, მგონი დასასრულის დასაწყისი იწყება.

მოკლედ ურთიერთ შეჭმის უდიდეს ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ჯერ HP-მ შესანსლა Compaq-ი, შემდეგ, MAXTOR-მა შესანსლა Quantum-ი, შემდეგ თვითონ Maxtor-ი შესანსლა Seagate-მ, შემდეგ AMD-მ შესანსლა ATI და თუ დღეს ჩვენი დროით ღამე და აშშ-ს დროით გამთენიას intel-მა nVidia შესანსლა, ხვალ ჩვენთვის ნამდვილად ახალი დღე გაგვირენდერდება.

19:09,    |  41998 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ELCOMMCAUCASUS 2006 ტექნო გამოფენა თბილისში


დღეს 5 ოქტომბერია და როგორც ვიუწყებოდით წერეთლის გამზირზე არსებულ საგამოფენო კომპლექსში გაიხსნა ELCOMMCAUCASUS 2006. გამოფენა რამდენიმე საათის დაგვიანებით გაიხსნა, მაგრამ მთავარია რომ გაიხსნა და ყველა მსურველს შეუძლია მას ეწვიოს. გაითვალისწინეთ ერთი გარემოება, წინა წლებთან შედარებით შეცვლილია გამოფენაზე შესვლის ღირებულება, წინა წლებში ბილეთის ფასი იყო 1 ლარი, ამჯერად კი ფასი გახდა 2 ლარი, ასე რომ გამზადებული შეხვდით ამ გარემოებას.

ის თუ რა და როგორ ხდებოდა დღეს მე-11 პავილიონში, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებას მიეძღვნა. სამწუხაროდ კომპიუტერული და საერთოდ ციფრული ტექნოლოგიების მოყვარულებს ცოტაოდენ გული დასწყდებათ, რადგან წლევანდელი გამოფენა შედარებით ღარიბია და არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით.

16:55,    |  29049 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 04.October 2006

BenQ-Siemens - შავი ყუთი


კომპანია Siemens-ის შერწყმის შემდეგ იდეაში რაიმე ახალი და საინტერესო მის ახალ მფლობელ კომპანია BenQ-ს პრაქტიკულად არ წარმოუდგენია. დღემდე გამოდის და იყედება იგივე ძველი მობილური ტელეფონები,  მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპანიის გულში მიმდინარეობს საუცხოო აპარატურაზე მუშაობა. ტელეფონს სახელად დაერქმევა Black Box.

თუ სურათს დააკვირდებით მიხვდებით, რომ საუბარი მართლაც შავ ყუთზეა, ბევრი პირველი შეხედვით ვერ იგებს რასთან აქვს საქმე, სინამდვილეში კი საქმე გაქვთ მობილურ ტელეფონთან, რომელიც ტრადიციული დიზაინისგან რადიკალურად განსხვავდება. მობილურს არ აქვს ღილაკები, მის ფუნქციას მთლიანად ითავსებს ვებერთელა სენსორული ეკრანი, ვირტუალური კლავიატურის იდეა და დიდი ეკრანი აშკარად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბევრისთვის.  განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინტერფეისი. ყველაფერი აგებულია ხატულებისა და ანიმირებული სურათების სახით, არანაირი ტექსტი, იდეაში ამით ტელეფონი ხდება მულტი ენობრივი, არანაირი ინტერფეისი საჭირო აღარ არის.  მოკლედ იდეა მშვენიერია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მისი გამოსვლის საბოლოო თარიღი და უცნობია ფასი. თუმცა ერთი ფაქტი ახლავეა ცნობილი ეკრანის გასაწმენდათ მუდამ დაგჭირდებათ სპეციალური ეკრანის გასაწმენდი ხელსახოცები. ამხელა ეკრანს მოვლა ხომ უნდა :-).

11:16,    |  50817 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 02.October 2006

GPS-ი ალბათ 2011 წელს გაითიშება


ყველამ ვიცით რომ ადამიანის მიერ გამოგონებული GPS სისტემა პრაქტიკულად უნივერსალად არის მიღებული ჩვენს პლანეტაზე ნავიგაციისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. ეს ყველაფერი ხორციელდება თანამგზავრების მეშვეობით. მაგრამ ამ ბედნიერებას როგორც ჩანს გარკვეული პრობლემები შეექმნება 2011 წლის მოახლოვებასთან ერთად. საქმე იმაშია რომ ეს სისტემა საკმაოდ მგრძნობიარე აღმოჩნდება მზის აქტივობის დაწყებასთან ერთად. ვინც არ იცის შევახსენებ ჩვენი მზე ყოველ 11 წელიწადში ერთხელ გადადის ახალ ფაზაში, რომელსაც მზის აქტივობას ეძახიან. ამ დროს მზე ზე ადგილმდებარეობას იცვლის მაგნიტური პოლუსები, თვითონ მზის ზედაპირზე კი წარმოიქმნენბა ვეებერთელა დაძაბულობა რაც კოსმოსში მზის ნაწილაკების ამოფრქვევით გამოიხატება.

თითქოს და არაფერია, მაგრამ მილიონობით კილომეტრზე დაცილებული მზის მიერ ამოფრქვეული ნაწილეკები ჩვენს ხელოვნურ თანამგზავრებს ორბიტას უცვლიან ეს კი თავის მხრივ იწვევს მათი ადგილმდებარეობის შეცვლას. მზის აქტივობის წინა პერიოდი მოვიდა 1998-1999 წლიდან 2000 წლამდე, შედეგად ამ პერიოდში  დედამიწაზე აღინიშნებოდა უფრო მაღალი რადიაცია, რამდენიმე ქვეყანაში მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, ალბათ გახსოვთ კანადის დაბნელება და ნიუ-იურკის 2 დღით დაბნელება, თუმცა ეს ორი შემთხვევა შედარებით ნაკლებად აქტიურ პერიოდში მოხდა 2000 წლის შემდეგ, შესაბამისად ასეთი შემთხვევების რისკ ფაქტორი მრავალჯერ აიწევს 2011 წლისთვის და მთავარი დარტყმა კი სწორე GPS-ზე მოვა.

პირველი GPS პრობლემები დაფიქსირებული იყო 2005 წელს აშშ-ს ფედერალური ავია ხაზების ადმინისტარციის მიერ და ბრაზილიის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ. თუ გავითვალისწინებთ რომ გლობალური პოზიციონირების პრობლემები წარმოიქმნა შედარებით პატარა აქტივობისას, მაშინ გასაგებია რომ მზის სრული აქტივობისას GPS სერიოზული პრობლემები ელის. დღეისათვის ექსპერტები თვლიან რომ GPS ნავიგაციის განვითარების პერიოდი ძირითადად მზის აქტივობის შედარებით ნაკლებ ფაზაში მიმდინარეობს, შედეგად პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს, მაგრამ თუ მოხდა ყველაფრის GPS-ზე გადაყვანა ამან შეიძლება კატასტროფული შედეგები მოგვცეს 2011-2012 წლებში. ჯერჯერობით ამ თემის შესახებ სრულ ინფორმაციას ორი მეცნიერი ფლობს Paul Kintner და Alessandro Cerutti, მათ მიერ სრული მონაცემები წარდგენილი იყო ამა წლის 28 სექტემბერს აშშ-ს ნავიგაციის ინსტიტუტში, შედეგებიდან გამომდინარე გასაგები ხდება რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში სერიოზულად იქნება გადასახედი GPS  ნავიგაციის პირობები, შეიძლება ტექნოლოგიაშიც კი იყოს შეტანილი ცვლილებები.

19:54,    |  32689 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 01.October 2006

Toshiba უკან იწვევს 340000 ნოუთბუქს Sony-ს აკუმულატორით


კომპანია Toshiba იძულებულია უკან გაითხოვოს თავისი ნოუთბუქების უდიდესი პარტია, მიზეზი უკვე ცნობილი Sony-ს წარმოების აკუმულატორებია, რომლებსაც სჩვევით გადახურება, აფეთქება და აალება. საინტერესოა ეს უკვე რამდენი მილიონი უკან გაწვეული აკუმულატორი გამოდის.  როგორც კომპანია იტყობინება მის ნოუთბუქებში გამოყენებულ აკუმულატორებს აფეთქება არ სჩვევია, უბრალოდ ისინი მუშაობას, ანუ ენერგიის გაცემას მაშინაც არ წყვიტავენ როდესაც ნოუთბუქი გამორთულია :-)

ამჯერად უკან გაწვეულ ნოუთბუქების სიაში მოხვდა 2006 წლის მარტიდან მაისამდე წარმოებული Dynabook და Satellite სერიის ნოუთბუქები. მოკლედ კომპანია Sony-ს უგროვდება გამოსაცვლელი აკუმულატორების რაოდენობა, საინტარესოა რას უზამს კომპანია ამდენ უკან მიბრუნებულ აკუმულატორს, მათი საერთო რიცხვი კარგახანია 7 მილიონს გასცდა. იდეაში თუ ფულად გადავიანგარიშებთ ეს საქმე Sony-ს იაფი არ დაუჯდება.

22:55,    |  25156 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

ELCOMMCAUCASUS 2006 ტექნო გამოფენა თბილისში


თბილისი გათამამებული არ არის ტექნოლოგიური გამოფენებით ასე რომ ყველა ასეთი ღინისძიება ტექნოლოგიურ მანიაკებს განსაკუთრებით უხარიათ. არ დავმალავთ და გაცნობებთ რომ ჩვენს არანაკლებ გვიხარია და ველოდებით საინტერესო გამოფენას.  როგორც წესი ELCOMMCAUCASUS იმართება ხოლმე შემოდგომაზე, ტარდება დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე, წელსაც ორგანიზატორებმა არ გვიღალატეს და 5-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით მე-11 პავილიონში ჩატარდება ტექნოლოგიური გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგიური მიღწევები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, კომუნიკაციები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ თბილისში ასეთი გამოფენები იშვიათია, ასე რომ მის გამოტოვებას არ გირჩევთ.

გამოფენა დაიწყება 5 ოქტომბრის 10 საათზე  და გასტანს 7 ოქტომბრის 6 საათამდე, გაითვალისწინეთ, რომ გამოფენა 24 საათი არ მუშაობს, ყოველ საღამოს იხურება, ასე რომ მსურველებმა იჩქარეთ. ასევე გაითვალისწინეთ წინა წლების გამოცდილება, გამოფენაზე დასწრება ფასიანია და წინა 2 წლის განმავლობაში ფასი არ შეცვლილა, იგი 1 ლარის ზღვარზე გაჩერდა. ასე რომ ასწიეთ ერთი ლარი მაღლა და 5 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ, ან არჩევნებამდე აუცილებლად ეწვიეთ მე-11 პავილიონს.

გამოფენაზე გელით შემდეგი თემატიკის პავილიონები: კომპიუტერული ტექნოლოგიები,  პროგრამული უზრუნველყოფა , ქსელური სისტემები, აუდიო და ვიდეო სისტემები, საბანკო დაცვის სისტემები, კავშირგაბმულობა, სარეკლამო ტექნოლოგიები, დაზგა დანადგარები  და სხვა.

21:59,    |  28301 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Sony-მ აღიარა რომ მისი აკუმულატორები ფეთქდება


რამდენიმე თვის დუმილის შემდეგ კომპანია Sony-მ როგორც იქნა აღიარა რომ მისი აკუმულატორები რომლებიც პრაქტიკულად ყველა დღევანდელ ნოუთბუქებში გამოიყენება შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს. როგორც ვიცით ნოუთბუქების აფეთქების პიკმა აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანა.  ძირითადად მსხვერპლი აღმოჩნდა კომაპნია HP რომლის ნოუთბუქებიც ლამის ასანთის ღერებივით ბეთქდებოდა, სხვათაშორის არც კომაპნია APPLE გადაურჩა ამ სიტუაციას, ისევე როგორც კომპანიები DELL, ASUS  და IBM.

ნოუთბუქების აფეთქებას გადაყვა 1 ავტომანქანა 3 სახლი, 2 პრესკონფერენცია და ლამის საერთოდ განადგურდა კომაპნია Yahoo-ს ერთერთი ოფისი. როგორც კომპანია SONY-ის ლითიუმ იონურ აკუმულატორებში მართლაც არის შესაძლებელი რომ დამზადების პროცესში გარკვეული ხარვეზები იჩენდეს თავს, ასე მაგალითად ერთერთ მიზეზად მიჩნეულია მიკროსკოპული ლითონის ნაწილაკები, რომლებიც შესაძლებელია ეხებოდნენ ელემენტების სხვა დეტალებს, შედეგად ამან შეიძლება გარკვეული გარემოებების დამთხვევისას გამოიწვიოს მოკლე ჩართვა. იდეაში მოკლე ჩართვამ აკუმულატორი მწყობრიდან უნდა გამოიყვანოს და საერთოდ უნდა გამოირთოს აკუმულატორის ყველა ელემენტი, მაგრამ დამატებითი გარემეობების შემთხვევაში შეიძლება გამორთვა არ მოხდეს, შედეგად მოხდება აკუმულატორის გადახურება და ზოგიერთ შემთხვევაში აფეთქბა და აალება.

კომპანია Sony-მ აღნიშნული განცხადება თავის საიტზე ერთერთ პრესრელიზში განათავსა, ამჯერად მიმდინარეობს აშშ-ს მომხმერებელთა უსაფრთხოების კომისიასთან  (Consumer Products Safety Commission) ინტენსიური კონსულტაციები, მაგრამ ძირითადი კონსულტაციები აკუმულატორების შეცვლასთან დაკავშირებით მაინც OEM მწარმოებლებთან უნდა გაიმართოს, სწორედ მათ ნახეს ყველაზე დიდი ზარალი. სანამ კომპანია Sony დუმდა ნოუთბუქის მწარმოებლები იძულებულები იყვნენ 6 მილიონი აკუმულატორი თავის ხარჯებით აენაზღაურებინათ.

10:00,    |  33673 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 46 47 48 49 50 51 52 » ბოლო გვერდი