ეს დღეებია, Apple დიდ პატივშია ჩვენს საიტზე, უკვე ზედიზედ რამდენიმე ნიუსი გვაქვს, რომლებიც ამ კომპანიას ეხება.
მოკლედ, "დამპალმა ვაშლმა" iTunes-ის ახალი ვერსია გამოუშვა. ვინც არ იცით, მოგახსენებთ, რომ აიწიუნსი გახლავთ პროგრამა, რომელიც განკუთვნილია თქვენი iPod, iPhone და Apple TV-სათვის (ხოლო თუ ასეთი მოწყობილობები არ გაგაჩნიათ, მოცოცხეთ თემიდან! :-)). მისი მეშვეობით შეგიძლიათ მოაწესრიგოთ და დაარედაქტიროთ ფაილები, ჩაიწეროთ ინფორმაცია, გადააკოპიროთ ინფორმაცია, იყიდოთ ინფორმაცია ("ვაშლი" ფულზეა დაგეშილი), გადააკოდიროთ ინფორმაცია და ასე შემდეგ...

ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია VoiceOver და Genius Mixer, 128kbps AAC ფორმატის ფაილების კონვერტაცია და ქრეშ-ბაგი Windows-ზე.
უი, კინაღამ დამავიწყდა, პროგრამა სრულიად უფასოა, რაც Apple-სთვის დიდი იშვიათობაა.
iTunes-ის გადმოსაწერი ბმულისთვის დააჭირეთ სრულად-ს.