მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Sunday, 01.October 2006

Microsoft Zune-ს ანონსის ოფიციალური თარიღი და ფასი


კომპანია Microsoft-მა დაასახელა თავისი მედია პლეერის საბვბოლოო პარამეტრები, ანონსის თარიღი და ფასი. მაშ ასე  პროდუქცია  სამყაროს მოევლინება 14 ნოემბერს. მოკლედ ნოემერში ანონსების და სიახლეების ზღვა გველის პროცეოსრები, მობილურები, ნოუთბუქები და აგერ კიდევ MP3 პლეერი :-).

ანონის გარდა ცნობილია რომ 30 გიგაბაიტიანი აპარატის ფასი იქნება 250$ საკმაოდ ახლოსაა კონკურენტ iPOD-თან ასე რომ ბაზრის მკვეთრი მოპოვება მოსალოდნელი არ არის, თავდაპირვლად MS-ის მოყვარულები და iPOD-ის მოწინააღმდეგეები იქნებიან ალბათ ამ აპარატის მომხმარებლები. გარდა ამისა ცნობილი ხდება რომ ZUNE-ს ინტერფეისი არათავსებადი იქნება MAC OS-თან. ასე რომ APPLE-ს მოყავრულები 100%-ით ზიზღით იქნებიან ამ პლეერის მიმართ განწყობილები.

გარდა ამისა პლეერთანე რთად ამოქმედეება ინტერნეტ რესურსი სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ახალი სიმღერების შეძენა. რესურსს დაერქმევა Zune Marketplace და მასთან წვდომა შესაძებელი იქნება Zune Pass -ის მეშვეობით რომლის ფასით 1 თვეში 15$-ს აღწევს თითო კომპოზიციის ფასი კი 75 Microsoft Points-ს უდრის თუმცა რას უდრის თვითონ 1 Microsoft Point-ი ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, როგროც კომპანია იტყობინება კურსი იგივე იქნება რაც Xbox Live Marketplace-ში.

09:38,    |  25919 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 30.September 2006

IDF Fall 2006 - 45 ნანომეტრი, 80 ბირთვი და ერთი ტერაფლოპი


კომპანია intel-ი არ ფიქრობს მიღწეულზე გაჩერებას. ვინც ჯერ კიდევ არ იცის შევახსენებ, რომ ამა წლის 16 ნოემბერს მოხდება 4 ბირთვიანი პროცესორის ოფიციალური ანონსი, მაგრამ მანამდე ჩატარებულ IDF Fall 2006 -ზე კომპანიამ წარმოადგინა თავისი ახალი შესაძლებლობა და ამით თქვა მე ვარ პროცესორებში ყველაზე ძლიერიო.

მართალია ამ იდეას ბევრი შეიძლება არ დაეთანხმოს, და შეიძლება კონკურენტებსაც რაღაც ამდაგვარი ჰქონდეთ, მაგრამ ის რაც სამყარომ ამ გამოფენაზე ნახა დიდი სალაპარაკო გახდა. მაშ ასე შემსრულებელი დირექტორი პოლ ოტინელი (Paul Otellini) თავის შესავალი სიტყვის დროს ხელში იღებს ვებერთელა კაჟმიწის (ბევრი უფრო იცნობთ სახელით კრემნიუმი) ფირფიტას  და დამსწრე საზოგადოებას აჩვენებს ახალ მიღწევას, 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებულ ფირფიტას, რომელიც შედგება  80 მიკროსქემისგან, რომელით თავის მხრივ შედგებოდა 80 ბირთვისგან. თითო პროცესორის ტაქტიკური სიხშირე ოტინელის სიტყვებით 3,16 გიგაჰერცს აღწევს. რა უნდა თქვა აქ ჩვეულებრივმა მოკვდავმა? ფაქტია კომპანია არ ხუმრობს და აშკარად ამბობს ჩემი დამწევი არც AMD არის თავისი შესაძებელი 4 ბირთვიანი პროცესორით და არც ნაქები SONY + IBM-ი თავისი CELL-ის 7 ბირთვიანი პროცესორითო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სიტყვებითვე ასეთი პროცესორები მასიურ წარმოებაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ იქნება მიღწევა მაინც შთამბეჭდავია. ტექნიკურად ასეთი პროცესორების გამოშვება დაიწყება 45 ნანომეტრული ტექნოპროცესის სრულყოფილი ათვისების შემდეგ, მაგრამ უკვე დრესვე მიახლოებით ცნობილი ხდება ასეთი პროცესორების წარმადობა, იდეაში მათ უპრობლემოდ უნდა გადალახონ 1 ტერაფლოპიანი ზღვარი.
პირველად ეს ზღვარი გადალახული იყო 10 წლის წინ, ეს იყო კომპიუტერი რომელსაც შეეძლო 1 ტრილიონი ოპერაციის ჩატარება წამში (ანუ 1 ტერაფლოპი), პროცესორს ერქვა ASCI Red და შედგებოდა 10 000 PowerPC  პროცესორისგან. გასაგებია რომ ასეთი კომპიუტერი დიდ ადგილს მოითხოვდა კონკრეტულად კი 160  კვადრატულ მეტრს. დღეს კი პოლ ოტინელს 80 ასეთი სიმძლავრის პროცესორი ორ ხელში უჭირავს. მართლაც შთამბეჭდავია.

შემსრულებელი დირექტორის სიტყვებით კომპანია მომავალი წლების განმავლობაში აპირებს არა მარტო  ბირთვების რაოდენობაზე აქცენტირებას, არამედ მისი ძირითადი პრიორიტეტი იქნება  1 ვატ ენერგიაზე წარმადობის გაზრდა (performance per watt) ანუ ცხელი პროცესორები ყველას მობეზრდა ახალი CONROE კი გვიჩვენებს რომ ზეციური წარმადობის მიღწევა გადახურების გარეშეც მიიღწევა. დღესდღეობით მთავარი ამ მიმართულებაში არის უფრო წვრილი ტექნოპროცესის გამოყენება. საუბარია 45 ნანომეტრზე, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს იგივე ტრანზისტორების რაოდენობისას წარმადობა 20 პროცენტით, ხოლო  ენერგიის დაკარგვა ამ დროს შემცირდება 5-ჯერ, ეს თავისმხრივ დადებითად იმოქმედებს პროცესორის ტემპერატურაზე. 

მოკლედ მომავალი 5 წლის სავარაუდო გეგმა იდეაში ვიცით, ახლა მთავარია კომპანია არ აღმოჩნდეს გადაულახავი ბარიერის წინაშე, სულ რაღაც 5 წლის წინ Pentium 4 და მისი ტექნოლოგია Netbrust-ი იდეაში იძლეოდა შესაძლებლობას წარმოებაში ჩაშვებულიყო 0 და 15 გიგაჰერციანი პროცესორები, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ 4 გიგაჰერციანი ზღვარის გადალახვა ტემპერატურის გამო ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.

14:52,    |  37733 ნახვა | 5 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 29.September 2006

მილიონი დიზაინში


კომპანია intel-მა საკმაოდ საინტერესო წინადადება შესთავაზა ყველა დიზაინერს და კომპიუტერული კორპუსების მწარმოებლებს. მაშ ასე, თუ თქვენ ან თქვენს მეგობარს შეგიძლიათ შექმნათ კომპაქტური ლამაზი და მომხიბვლელი ახალი თაობის კომპიუტერული კორპუსი  Intel Viiv -ისთვის, მაშინ თქვენ გაქვთ შანსი პრეტენზია გქონდეთ 1 მილიონ დოლარზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას (პლანეტა დედამიწის ნებისმიერ დიზაინერს, მოსახლეს თუ კომპანიას. ეროვნებას და ადგილსამყოფელს მნიშვნელობა არა აქვს), ოღონდ გაითვალისწინეთ მხოლოდ ფუტურისტული ნახატი ბევრს არაფერს ნიშნავს უნდა იყოს ყველაფერი პრაქტიკული თვალსაზრისით გათვლილი. ასევე გაითვალისწინეთ რომ საპრიზო ფონდიდან 300 ათასი გადაეცემა თვითონ დიზაინერს, დანარჩენი 400 ათასი წავა სარეკლამო და მარკეტინგულ საქმეებში (სავარაუდოდ თითონ დიზაინერიც მიირებს მონაწილეობას ამ საქმეში) ხოლო დარჩენილ 300 ათასზე არავინ არაფერს ამბობს.

ასე თუ ისე თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ საქართველოშიც არის intel-ის წარმომადგენლობა, მაშინ გამოდის რომ ეს შემოთავაზება მთლად ფანტასტიკის სფეროდან არ არის, მთავარია სურვილი და ყველაფერი მიღწევადია.

20:56,    |  86063 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Apple და Google სჭარბობენ intel-ის ფორუმზე


ამ დღეებში მიმდინარე IDF 2006 -ზე საკმაოდ საინტერესო ფაქტი იჩენს თავს. საქმე იმაშია რომ intel-ის მიერ გამართულ ფორუმზე სჭარბობს ორი კომპანია, ესენი არიან Goole და APPLE. კომპანია Apple-ს გამოჩენა ამ ფორუმზე დიდად არავის გაქკვირებია, უკვე ყველამ ვიცით რომ ეს კომპანია intel-ის პროცესორებზე გადაბარგდა. შედარებით მოულოდნელი იყო Google-ს გამოჩენა, მაგრამ როგორც ვიცით ამ კომპანიას სჭირდება ძლიერი და სტაბილური სერვერები, არადა ბოლო მონაცემებით intel-ს სერვეული პროცესორები საკმაოდ მიმზიდველი აქვს.

განსაკუთრებით გასაკვირი რაც იყო ეს არის კომპანია DELL-ისა და MICROSOFT-ის საკმაოდ მოკრძალებული გამოჩენა. თუმცა დიდად გასაკვირი არაა, DELL-მა ასე ვთქვათ intel-ს უღალატა და წელს პირველად გამოუშვა კომპიუტერები კოკურენტის პროცესორების ბაზაზე, ხოლო Microsoft-ი ორმაგ თამაშს ეწეოდა ხან intel-თან ხან AMD-სთან, შედეგად ეს ორი კომაპნია პროცესორული გიგანტისგან თავის ფორუმზე უყურადრებოდ დარჩა. ასე რომ გულისწყენა დიდ კომპანიებშიც არსებობს და გასაკვირი ამაში არაფერია.

ოფიციალურ განცხადებაში intel-ი იტყობინება რომ მას ფავორიტი კომპანია არ ყავს უბრალოდ წელს საყურადღებო ორი ახალი კომპანია იყო და იმიტომ მოხდა ასე.

20:24,    |  35636 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Samsung-ი და მუშა DDR3


კომპანია Samsung-მა წარმოადგინა თავისი ახალი მუშა მეხსიერებები, რომელბიც მართალია დღემდე სერთიფიკაციას გადიან, მაგრამ დღევანდელი ვერსია 0,9 შეიძლება ჩაითვალოს პრაქტიკულად სრულყოფილ მუშა ვარიანტად. ამჯერად IDF 2006-ზე  წარმოდგიილი იყო ორი სტანდარტის მეხსიერება ერთდროულად GDDR4 და DDR3. მეხსიერებები გამოდის 1 გიგაბაიტიანი მოდულების სახით,. სადემინსტრაციო სტენდზე მოდულები გაუჩერებლივ გადიან 3DMark06-ის ტესტებს, ჯერჯერობით ავარიუი სიტუაცია არ შექმნილა.

მოდულები სამწუხაროდ სტანდარტულ დედა დაფაზე არ იმუშავებენ, ახალი მეხსიერებებისთვის გამოიყენება intel-ის სატესტირო სისტემა რომელიც საბოლოოდ მოგვევლინება როგორც i985X ან  i995X.  კომპანიის წარმომადგენლები უპრობლემოდ საუბრობდნენ ახალი მეხსიერებების სპეციფიკაციებზე, ასე მაგალიტად ცნობილი ხდება რომ DDR3 დაიწყებს მუშოაბას 800 მეგაჰერციდან და მისი მაქსიმალური ზღვარი ქინება 1,6 გიგაჰერცი. მაშინ როდესაც DDR4 მუშაობას დაიწყებს 1 გიგაჰერციდან და ავა 2,4 გიგაჰერცამდე. სხვათაშორის სტანდარტული DDR-ის გადათვლით ეს გამოდის 4,8 გიგაჰერცი, ასე რომ მეხსიერებები პროცესორების სიხშიეებს ასწრებენ :-)

ასევე ცნობილი ხდება რომ DDR3  გამზადებულია სტანდარტული typical DIMM, Universal DIMM და SO-DIMM ფორმატში, მაშინ როდესაც DDR4 გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს, საქმე იმაშია რომ მისი კვებისთვის საჭიროა საკმაოდ ბევრი ენერგია. სწორედ ამ ელ-ელერგიის გადაცემა შეუძლებელი ხდება სტანდარტული FB-DIMM-ის მეშვეობით ასე რომ ალბათ ამ ინტერფეისსაც მოუწევს გადაკეთება.

18:49,    |  33712 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Archos 504 და 160 გიგაბაიტი


ცნობილი კომპანია დიდიხანია ცნობილია მსოფლიოსთვის თავისი მულტიმედია პლეერებით. ამ პლეერების რამდენიმე მოდელმა საქართველოშიც კი შემოაღწია. მაგრამ დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე თვის წინ ანონსირებულ მოდელს რომელიც ჭორების მიხედვით დაგეგმილი იყო,მაგრამ გამოვიდოდა თუ არა არავინ იცოდა.

ასე თუ ისე როგროც იქნება ჭორები დადასტურდა და ბაზარზე გამოჩნდა ახალი პლეერი Archos 504, რომელიც თავისი წინამორბედი ძმებისგან ძირითადად გამოირჩევა დიდი მოცულობის ვინჩესტერით. Archos 504  გამოვა ორ ვერსიაში 80 და 160 გიგაბაიტიანი ვინჩესტერებით, გარდა ამისა მოწყობილობას აქვს 4,3 დუიმიანი ფერადი TFT  ეკრანი. რა თქმა უნდა ამხელა ეკრანისა და დიდი ვინჩესტერის მოცულობა მიუთითებს მის ვიდეო ფაილების სიყვარულზე. სწორედ ამიტომაცაა რომ პლეერს აქვს ყველა ძირითადი სტანდარტის ვიდეოს მხარდაჭერა MPEG-4, ASP, WMV, MPEG-2, VOB. თუ შეიძენთ დამატებით DVR სადგურს მაშინ შეგეძლებათ პლეერი გამოიყენოთ ვიდეო მაგნიტოფონის როლში, ამ შემთხვევაში შეგეძლებათ გამოზახულება ტელევიზორში გაუშვათ.

ტელევიზორში გამოსახულება გადის DVD ხარისხით, გარდა ამისა გეძლევათ მშვენიერი შესაძებლობა ჩაიწეროთ ტელეგადაცემები რეალურ დროში MPEG-4 ფორმატში. სამწუხაროდ ეს სილამაზე არც თუ ისე იაფი ეღირება. მისი სავარაუდო ფასი აღწევს 890 დოლარს. ამ ფასში კი შეიძება კაცი დაფიქრდე და საერთოდ ნოუთბუქი შეიძინო, მაგრამ მას Archos 504-ს დამახასიათებელი დიდი მოცულობა ბევრი შესაძებლობა და პატარა ზომები ნამდვილად არ ექნება.

15:18,    |  24808 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 24.September 2006

ანტისკლეროზული ბეჭედი


ტექნოლოგიური პროგრესი წინ მიიწევს, ყველაფერი მონიატურიზაციას განიცდის, ასე მოხდა ახა ბეჭედთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით ეს არის უბრალო ბეჭედი რომელი ჩვეულებრივი ადამიანის თითზე კეთდება, მაგრამ მას გააჩნია თავისი ენერგო სადგური და ელექტრონული შიგნეულობა, ყველაფერი ეს კი გამოიყენება საჭირო თარიღის შესახსენებლად.

მოკლედ მამაკაცებს სჩვევიათ ყურადღება არ მიაქციონ წვრილმანებს, მაგალითად ბევრს არ ახსოვს, ქორწილის თარიღი, ან სიდედრის დაბადების დღე, თუ არ გინდათ რომ მეუღლის თვალში ჩაიჭრათ, სასურველია მოახლოებული თარიღი წინასწარ გაიხსენოთ და მოემზადოთ. სწორედ ასეთი საქმისთვისაა ახალი ტექნოლოგიური ბეჭედი შექმნილი, მას შეუძლია დაიმახსოვროს ერთი ძირითადი თარიღი და მფლობელს მის მოახლოების შესახებ ამცნობებს 24 საათით ადრე. თარიღი პროგრამირდება შეძენის დროს, გასაგებია რომ მომავალმა მფლობელმა გამყიდველს სასურველი თარიღი ზუსტად უნდა მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებრობა გარდაუვალია.

შეხსენების მეთოდი საკმაოდ თავისებურია, ისევე როგორც ბეჭდვის ელ-მომარაგების მეთოდი. ელ-მომარაგება ხორციელდება ადამიანის სითბოს ხარჯზე, ბეჭედში ინტეგრირებულია თერმო ელემენტი რომელიც ადამიანის სითბოს გარდაქმნის ელექტრო ელნერგიაში, ხოლო შეხსენება კი იწყება ბეჭდის შეთბობოით, ანუ ნელნელა ბეჭედი თბება, ოღონდ დათბობა იწყება შესახსენებელი თარიღის დადგომამდე 24 საათით ადრე. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ბეჭედი მით უფრო ცხელდება. საბოლოოდ ბეჭდის ტემპერატურა აღწევს 50 გრადუსს, ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ არ არის ის ნიშნული რომელიც კანს დააზიანებს ან დაწვავს. ექიმების შეფასებით 50 გრადუსი ეს არის ძალიან ცხელი აბაზანის ტემპერატურა. მოკელდ ყველაფერი მშვენიერია.

საინტერესო საქმე კი იმაში მდგომარეობს რომ ასეთი ვეჭედი არ არსებობს ბუნებაში, ეს არის ერთერთი იუველირის Chris Fondell -ის იდეა, რომელიც უბრალოდ გასართობად ჩამოაყალიბა და განათავსა Alaska Jewelry-ის საიტზე. ხუმრობა ბევრმა ვერ გაიგო, შედეგად იუველირმა მიიღო აურაცხელი გამოხმაურება და აურაცხელი ბეჭდების დაკვეთა სხვათაშორის არა მხოლოდ მამაკაცებისგან, ქალბატონები დამატებით რაიმე თვალის ჩასმასაც კი ითხოვდნენ. დღეისათვის იუველირი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია, ბეჭედი არ არსებობს, მოთხოვნა კი პრაქტიკულად ვებერთელაა. ახლა იგი იძულებულია დაჯდეს და იფიქროს როგორ მოახერხოს თავისი იდეის რეალიზაცია რეალურ ცხოვრებაში, ანუ იძულებულია შექმნას რეალურად მუშა ბეჭედი, მაგრამ სად გინდა იშოვო ასეთი მინი თერმო ელემენტები და სითბოს გამომყოფი მოწყობილობები?.

11:30,    |  29884 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft Zune - ფასი ცნობილია


კომპანია Microsoft-ის მიერ გამოსაშვებად გამზადებული პლეერი ZUNE, უკვე ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდით. იგი არის პლეერ iPOD-ის პირდაპირი კონკურენტი და თავიდანვე ცნობილი იყო რომ ახალი პლეერი iPOD-ზე იაფი ეღირებოდა, მაგრამ ზუსტად რა ფასი ექნებოდა არავინ იცოდა.

ამჯერად ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა. საბოლოო ინფორმაციით პლეერის ფასი არ აიწევს 229,99 დოლარზე ზემოთ, ოღონდ რა თქმა უნდა საუბარია აშშ-ს ტერიტორიაზე. ჩენთან ორი პარტნიორი კომპანია და ერთი ოფიციალური წარმომადგენელია, მაგრამ ჩამოიტანენ ამ პლეერს თუ არა და რამდენად გაზრდიან მის ფასს არავინ იცის, უბრალოდ აქვე დავძენდი ისევე როგორც iPOD-ის წარმომადგენლობაც, ასევე შესაძლებელი ZUNE-ს წარმომადგენლობაც საკმაოდ მეძვირეები იქნებიან, ამის უფლებას გვაძლებს პარტნიორ კომპანიების დღევანდელი პროდუქტების სავაჭრო ფასები.

კარგით შევეშვათ ჩვენს მოუწესრიგებენ ბაზარს და მივხედოთ სიახლეს. მოკლედ თავიდან პლეერის ფასი უნდა ყოფილიყო 289,99  დოლარი, მაგრამ იმის შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ iPOD-ის  შესაფერისი მოცულობის ახალი პლეერების ფასი იქნებოდა 249 დოლარი, სხვა გზა აღარ იყო და სასწრაფოდ მოხდა აპარატის 60$-ით გაიაფება. უკვე ცნობილია რომ ორი კომპანია APPLE და Microsoft-ი ერთმანეთს ამ ბაზარზე გემრიელად დაეჯახებიან, თან ამ უკანასკნელს ფინანსური შესაძლებლობები მეტი აქვს, შედეგად ფასთა ომი შეუძლია უპრობლემოდ მოიგოს.  ასე თუ ისე ფასების ომი მხოლოდ მომხმარებლების ჯიბისთვისაა კარგი. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ ორივე კომაპნიას თავისი ონლაინ მაღაზია გააჩნია რომლიდანაც არც თუ ისე ცოტა ფულს ამოქაჩავენ, ასე რომ შეუძლიათ აპარატურა იაფად გაყიდონ, მაგრამ მულტიმედია კონტეტში ამოქაჩავენ დახარჯულ თანხებს.

10:34,    |  21828 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 21.September 2006

Skype ტელეფონი


IP-ტელეფონია ყველგან შეიჭრა და 1000 გასაქანი ნახა. დღეს კი წარმოგიდგენთ ტელეფონს რომელიც ინტეგრირებულია Skype-თან. კომპანია Kensington-მა წარმოადგინა ახალი ტელეფონის აპარატი Vo300. აპარატი კომპთან ერთდება USB პორტით და გაძლევთ საშუალებას ისაუბროთ სკაიპის ტარიფებითა და ფუნქციებით.

ტელეფონი აღჭურვილია LCD ეკრანით, მიკროფონით, რომელიც საუბრისას ექოს ამცირებს და ხმის ხარისხს ზრდის, აქვს ყველა (მგონი) ფუნქცია რაც შეიძლება ტელეფონს ჰქონდეს. ტელეფონი გატიდვაში 24 სექტემბერს გამოვა და 90 მარადმწვანე ეღირება.

23:04,   Power_VANO  |  31602 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 20.September 2006

SanDisk SANSA სერიიდან e200 თბილისში


კომპანია SanDisk-ის მიერ გამოშვებული iPOD-ის კონკურენტი პლეერები სერიიდან e200  თბილისში გამოჩნდა. კომპანია SanDisk-ი ცნობილია ფლეშ მეხსიერების წარმოებით შეიძება ითქვას რომ Samsung-ის შემდეგ იგი მეორე ფირმაა ფლეშ მეხსიერების წარმოების სიმძლავრით. შესაბამისად კომპანიამ ჩაიფიქრა და შესძლო წარმოებაში ჩაეშვა საკუთარი მარკით გამოსული მედია პლეერები. ბოლოსდაბოლოს მეხსიერება კომპანიას სხვისგან შესაძენი არა აქვს. შედეგად გამოჩნდა პლეერების კლასი SANSA. ზაფხულში ამ პლეერების ახალი სერია გამოვიდა მარკით e.


მედია პლეერების ხაზი საკმაოდ ფართოა. არის როგორც 1 გიგაბაიტიანი ასევე 2, 4 , 6 და 8 გიგაბაიტიანი პლეერები. ყველა მათგანი პოზიცირდება როგორც iPOD-ის კონკურენტი, რეალურად კი მკვლელი. გარდა იმისა რომ ყველაზე პატარა მოცულობის მედია პლეერსაც კი ფერაცი ეკრანი გააჩნია (რაც iPod Shufle-ს ნამდვილად არ გააჩნია), ახალი მედია პლეერებს აქვთ დანატებითი სლოტი რომელშიც შეიძება ჩასმული იყოს MicroSD  ფლეშ ბარათი. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ბარათების ზომა დღეისათვს უკვე 4 გიგაბაიტს აღწევს, გამოდის რომ პლეერებს ემატებათ მშვენიერი გაფართოების შესაძლებლობა. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი მათგანის მოსულობა შეიძება აღნიშნული მოცულობით გაიზარდოს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2 და 4 გიგაბაიტიანი MicroSD  ბარათები სულ ახალი გამოსულია და მათი შოვნა არც თუ ისე იოლი იქნება თან არც თუ ისე იაფი ეღირება.

თვითონ სიტყვა SANSA სანსკრიტზე ნიშნავს ”შექებას, დიდებას” ხოლო მარკა e ნიშნავს expandable. ყველა მოდელს აქვს 1,8 დუიმიანი TFT ეკრანი, ტიტანის შენადნობისგან დამზადებული კორპუსი, რაც პლეერს იცავს დაკაწვრისაგან, აღიქვავს უმრავლესობა გრაფიკულ ფორმატებს, შეუძია აუდიო ვიდეო ფორმატების აღქმა, გათვლილია აუდიო ფაილების მოსმენისას 20 საათიან უწყვეტ მუშაობაზე,  ინტეგრირებულია USB 2.0ინტერფეისი რაც უზრუნველყოფს ფაილების სწრაფ გადაწერას. პლეერევს აქვთ FM ტუნერი და შეუძიათ რეალურ დროში ჩაიწერონ აუდიო ფაილები, ანუ მათი კიდევ ერთჳ გამოყენების სფეროა დიქტაფონი.

ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ეს მედია პლეერები უკვე თბილისში გამოჩნდა. საკმაოდ ოპერატიულად მოხდა მათი საქართველოში ჩამოტანა. რასაც იგივე iPOD-ზე ვერ ვიტყვით. თან საკმაოდ იაფიც ღირს SANSA-ს მედია პლეერები. ძირს გთავაზობთ ორ ჩამონათვალს ერთი ასახავს მწარემობლის ინფორმაციას მოდელების შესახებ, მეორე კი ასახავს საქართველოში გამოჩენილ მოდელებს:

 ფასები და ქარხნული მახასიათებლები e200-ის სერიისთვის

მოდელი მუშაობის დრო კომპოზიციების რაოდენობა ფასი ლარი
Sansa e250 (2 GB) 32 საათი 480 318
Sansa e260 (4 GB) 64 საათი 960 405
Sansa e270 (6 GB) 128 საათი 1440 500
Sansa e280 (8 GB) 160 საათი 1920 - - - -

 ფასები და ქარხნული მახასიათებლები e100-ის სერიისთვის

მოდელი
მუშაობის დრო
კომპოზიც. რაოდ. ფასი ლარი
MP3 WMA MP3 WMA
Sansa c140 (1 GB) 16 32 240 480 142
Sansa c150 (2 GB) 32 64 480 960 212
         

* დროისა და რაოდენობის დაანგარიშებისას საშუალოდ აღებულია
128 Kb  4 წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია 

ყველა პლეერს აქვს ზემოთხსენებული გაფართოების სლოტი და ფერადი ეკრანი. ასე რომ ნებისმიერი MP3 პლეერის შეძენის წინ ნამდვილად გირჩევთ რამდენიმე სხვადასხვა მწარმოებლის პლეერები ნახოთ, მითუმეტეს რომ დღეს მათი რაოდენობა შედარებით ბევრია საქართველოშიც კი. არ ღირს ბრმად მოდას და სხვის რჩევას აყოლა.

14:30,    |  24908 ნახვა | 10 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 47 48 49 50 51 52 53 » ბოლო გვერდი