მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Wednesday, 20.September 2006

Microsoft გეგმავს ZUNE მობილურის გამოშვებას


ვერ მოასწრო კომაპნიამ ჯერ პლეერის გამოცხადება და მაშინვე კეთდება ახალი განცხადება. ეს ძნელი წარმოსადგენი არც იყო, თუ კომპანია APPLE გეგმავდა თავისი iPhone-ს გამოშვებას, Microsoft-ი მას ნამდვილად არ ჩამორჩება ამ საქმეში, შედეგად კონკურენცია ახალ ფაზაში და ახალ სექტორში გადადის.

როგორც სჩანს კომპანიას მართლაც სერიოზულად აქვს ჩაფუქრებული iPOD-ის დაჩაგვრა, რა თქმა უნდა კონკურენტების ბაზარზე გამოჩენა, მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს მომხმარებელზე. ძირითადად ეს იქნება ფასების ომი რაც მომხმარებელს ყოველთვის ახარებს :-).  ასე თუ ისე მობილურ ბაზარზე საკმაოდ ძლიერი კომპანიის გამოჩენა აშკარად შეცვლის მობილურ სეგმენტს, განსაკუთრებით კი ამ შემთხვევაში საქმე სმარტფონებს შეეხება. რა თქმა უნდა თუ კომპანია მობილურ ბაზარზე შემოიძლება საკუთარი აპარატურით, მაშინ ოპერაციულ სისტემად აუცილებლად Windows Mobile-იქნება შემოთავაზებული, ეს კი დღესდღეისობით არსებულ SIMBIAN-ს და ძლივს ფეხადგმულ LINUX-ს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. მოკლედ ერთი მხრივ სასიამოვნო ინფორმაციაა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლის სიტყვებით Microsoft-ი ამ ეტაბზე მზად არაა სერიოზული ნაბიჯები გადადგას ამ მხრივ, შესაბამისად მკვეთრი ნახტომის მაგივრად მივიღებთ ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას.

12:43,    |  26245 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

RFID დაცვა DVDდისკებში


კომპანიები  Warner Bros., Disney, Fox და სხვები მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე რომ ციფრული კონტენტის მეკობერობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს გადაჭრილი. თქმა იოლია, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას, ბევრი რამ უშლის ხელს, მაგრამ სურვილი თუ იქნება, შეიძლება რესურსების გამოძებნა. ასეთი ერთი გამოსავალი DVD დისკების დასაცველად არის RFID ჩიპების ინტეგრირება DVD დისკებში.

დაცვის იდეა მდგომარეობს იმაში რომ პლეერში დისკის ჩადებისას ჯერ ხდება დისკი იტენტიფიცირება RFID  ჩიპის მეშვეობით, თუ აღმოჩენილი იქნება რომ დისკი განკუთვნილია სხვა DVD რეგიონისთვის, ან წარმოადგენს ორიგინალის ასლს, მაშინ პლეერი მას არ წაიკითხავს. შემდეგ არის რამდენიმე ვარიაცია, ანუ უბრალოდ დისკი ამოღებული უნდა იყოს დრაივიდან, მოხდება დისკის დაზიანება, ან მოხდება პლეერის დაბლოკვა არასანქცირებული დისკის გამოყენების გამო.

პრობლემა მხოლოდ ერთშია, არ არსებობს პლეერები რომლებიც აღნიშნულ ჩიპს აღიქვავდნენ, და არ არსებოვს თვითონ დისკებიც, რომელსაც აღნიშნული ჩიპი ექნებათ ინტეგრირებული, მთელს პლანეტაზე დისკების გამოცვლა კი ერთ დღეში ვერ მოხერხდება, შესაბამისად ეს ტექნოლოგია დროს და ფინანსებს მოითხოვს.

მოიუხედავად ამისა ასეთი დისკების წარმოებას იწყებს კომპანია Ritek-ი თავის თავის შვილობილ კომაპნია U-Tech-თან ერთად, დაგეგმილია რომ ძირითადი წარმოება გადატანილი იქნება ტაივანში, რატომღაც ეს ფაქტი არავის არ გვიკვირს :-). თვეში სავარაუდოდ გამოშვებული იქნება 500 მილიონი დისკი, მაგრამ ეს მაინც წვეთი ზღვაშია იმ დისკების რაოდენობაში რაც უკვე გამოსულია. სხვათაშორის შესაბამისი პლეერების წარმოებაზე ჯერჯერობით არაფერი არ ისმის.

11:21,    |  27569 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Microsoft-მა iPod-ს ომი გამოუცხადა. გაიცანით ახალი პლეერი Zune!


კომპანია Microsoft-მა მელომანები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ცნობილია რომ ამერიკის კონტინენტზე თავდავიწყებული iPOD-ონამიაა. ყველა ცდილობს თავისთვის ერთი iPOD-ი მაინც შეიძინოს, ამასობაში კომპანია Microsoft-ი აკეთებს ანონს, იგი იწყებს თავისი მედია პლეერების გამოშვებას. ახალ პლეერებს დაერქვა სახელი ZUNE, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, ასე მაგალითად ჯერ უცნობია ამ პლეერის ფასი.

როგორც კომპანია Microsoft_ის წარმომადგენელი J Allard-ი იტყობინება ეს პატარა მედია პლეერი არ არის უბრალო პლეერი რომლის ძირითადი ფუნქციაც მუსიკალური ფაილების აღქმაა, მთავარი კოზირი არის ფაილების მიმოცვლის შესაძლებლობა. როგორც ცნობილი გახდა პლეერს აქვს Wi-Fi ადაპტერი, შესაბამისად უზრუნველყოფილია ჩქარი უმავთულო კავშირი აპარატებს შორის. როგორც სჩანს კომპანიამ ერთერთი ყველაზე ძლიერი სუსტი წერტილი მოძებნა iPOD-ის კლასში, APPLE-ს პროდუქციას, ფაილების მიმოცვლის საკითხი დღემდე გადაუწყვეტავი აქვს, არადა მომხმარებლები ხშირად კომპოზიციების გადაწერ გადმოწერის შეზღუდულ ფუნქციებზე ამახვილებენ ყურადღებას. მოკლედ Microsoft-ი აშკარად ცდილობს მომხმარებლების გული მოიგოს :-).

თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები, უფასოდ მუსიკალური კომპოზიციების გადაწერ გადმოწერა რა თქმა უნდა საავტორო უფლებებს დაარღვევდა, ამიტომ მუსიკალური ფაილის გადაწერა შეიძლება, მაგრამ ასლის მოსმენა მხოლოდ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი, ეს ფუნქცია მშვენივრად მუშაობს WMA ფორმატში, მაგრამ რა მოხდება როდესაც WAV და MP3 ფორმატზე მიდგება ჯერი? მოკლედ ჯერჯერობით ჩანაფიქრით შესაძლებელი იქნება 3-ჯერ კოპირებული მელოდიის მოსმენა, შემდეგ კი შემოთავაზებული იქნება ონლაინ მაღაშია Zune Marketplace-ში საყვარელი მუსიკის შეძენა.

პლეერს რა თქმა უნდა მუსიკალური ფაილების გარდა შეუძლია ვიდეო ფაილების აღქმა, აქვს FM-მიმღები, შესაძლებელია სურათების დათვალიერება აქვს საკმაოდ დიდი 3 დუიმიანი ფერადი ეკრანი, რაც დღეს იგივე iPOD_ს არ აქვს, უფრო სწორედ აქვს, მაგრამ არა ამხელა და არა ასეთი დიდი გარჩევადობის.
რა თქმა უნდა ეს პირველი ეტაპია,. ასე რომ მხოლოდ პლიუსების ჩამოთვლა გაუმართლებელია, უნდა ვახსენოთ მინუსებით, პირველ რიგში ეს არის შედარებით პატარა დისკი, ZUNE აღჭურვილი იქნება მაქსიმუმ 30 გიგაბაიტიანი დისკით, მაშინ როდესაც კონკურენტის პლეერი აღჭურვილი იქნება 80 გიგაბაიტიანი დისკით. გარდა ამისა ავტონომიური მუშაობის ვარიაციები ჯერჯერობით კონკურენტის შესაძლებლობებს ვერ ეწევა, ასე მაგალითად აუდიო ფაილების მოსმენისას პლეერი იმუშავებს 12 საათი, ესეც მაქსუმუმია, კონკურენტის 30 გიგაბაიტიანი აპარატი უძლებს 14 საათს, ხოლო 80 გიგაბაიტიანი მოდელი 20 საათს. ვიდეო ფაილების ყურებისას ZUNE გაუძლებს 3,5 საათი, კონკურენტის 30 გიგაბაიტიანი მოდელი 4 საათი, ხოლო 80 გიგაბაიტიანი მოდელი კი 6 საათი.  თუმცა აქ უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი თავისებურება, ZUNE-ს ენერგია მეტი ეხარჯება შედარებით დიდი ეკრანის გამო და ინტეგრირებული Wi-FI მოდულის გამო, რომელიც როგორც ვიცით ენერგო ვამპირიზმის თვისებებით გამოირჩევა.

მოკლედ ეს არის კომპანია Microsoft_ის პირველი მედია ნაბიჯი, მანამდე როგორც ცნობილი იყო, ბილ გეიცი პირადად მოიხმარდა Creative-ს მედია პლეერებს, ახლა ალბათ საკუთარ ნაწარმზე გადავა. თუ გავითვალისწინებთ კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს და მიდრეკილებას აპარატურა წამგებიან ფასად გაყიდოს, მაგრამ მოგება პროგრამული და მედია კონტენტის გაყიდვით ამოიღოს, მაშინ გამოვა რომ iPOD-ს შეიძლება მართლაც სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს, თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ რეალურად iPOD_ს დღეს უკვე მნინიმუმ 4 სერიოზული კონკურენტი ყავს: Arcosh, Creative, SanDisk-ისა და ახლ კი Microsoft-ის სახითაც.

10:38,    |  55196 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 17.September 2006

განახლებული iPod nano და shuffle


კომპანია Apple-მ გამოუშვა განახლებული პროდუქტები ამჯერად რა თქმა უნდა საუბარია მეექვსე თაობაზე. ახალი სერია გამოირჩევა დიდი მოცულობით, მაგალითად ერთერთი მოდელი აღჭურვილია 80 გიგაბაიტიანი ვინჩესტერით. ასევე წარმოდგენილი იყო ახალი iPod nano და shuffle.

პირველად შევეხოთ iPod nano-ს, მთავარი ცვლილება შეეხო კორპუსის სისქეს და ფერს, ამჯერად სისქე დაყვანილია 6,6 მილიმეტრზე, და კლასიკური შავისა და ვერცხლისფერის გარდა გამოდის მყვირალა ფერებიც, ესენია მწვანე, ვარდისფერი, ღია ცისფერი.  მოდელების ხაზი მოცულობის მიხედვით შეიცვალა, ამჯერად ხელმისაწვდომია 2, 4 და 8 გიგაბაიტიანი მოდელები.

პლეერებში გაზრდილია ავტონომიური მუშაობის დროც, ამჯერად დატენვის გარეშე შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მუსიკის მოსმენა, თუმცა აქ არ ზუსტდება ისევ 50%-იანი ხმის აწევისას არის ეს ხანგრძლივობა, თუ სრული დატვირთვისას. შეიცვალა ფასებიც, ყველაზე იაფი ეღირება 2 გიგაბაიტიანი მოდელი, მისი ფასი ამერიკისთვის იქნება 142$ ევროპაში გაიზრდება 15-20%, საქართველოს წარმომადგენლობას პლეერები რუსეთიდან ჩამოაქვს, ასე რომ მათი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, პლიუს 18% დღგ. ყველაზე ძვირი მოდელი ეღირება 250 დოლარი, ეს რა თქმა უნდა იქნება 8 გიგაბაიტიანი მოდელი და ეს მოდელი გამოვა მხოლოდ კლასიკურ შავსა და ვერცხლის ფერებში. ფასი რა თქმა უნდა აქაც აშშ-სთვისაა დაანგარიშებული. შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმომადგენლობა წინა თაობის iPod nano პლეერებს ყიდის შემდეგი ფასდაანგარიშებით: 1GB - $290, 2GB - $320, 4GB - $390 ასე რომ 8 გიგაბაიტზე და 250 დოლარზე ოცნებასაც ვივიწყებთ.

საერთოდ შეიცვალა მინი პლეერების ხაზი რომელიც აქამდე და ახლაც ატარებს სახელს iPod shuffle. ადრე თუ ეს იყო 512 მეგაბაიტიანი, მაქსიმუმ 1 გიგაბაიტიანი პლეერი, ახლა იგი გახდა მინიმუმ 1 გიგაბაიტიანი, თან წაგრძელებული მართხკუთხედიდან, მან ფორმა იცვალა და პატარა კლიფსერს დაემსგავსა.

პლეერს შეეცვალა გაბარიტები, რომლებიც ახლა არის 27 х 41 х 10, აქვს ჯიბეზე ან მაისურზე დასამაგრებელი კლიფსერი, იწონის სულ რაღაც 15 გრამს და მუშაობს 12 საათი, სამწუხაროდ ისევ უცნობია საუბარია 50%-იან ხმის აწევაზე თუ სრულ ხმაზე. ეღირება ახალი მინი მოდელი აშშ-ში 80 დოლარი. ევროპისთვის მისი ფასი ისევ 15-20%-ით გაიზრდება, საქართველოსთვის ცოტათი კიდევ, ლიუს 18% დღგ. 

წინა თაობის  ფლეერებს საქართველოს წარმოამდგენლობა iPod shuffle-ს ყიდის შემდეგი ფასდაანგარიშებით 512 MB - $131, 1 GB - $197, ასე რომ 80$-ში ვერანაირად ვერ ჩავეტევით.

11:53,    |  23356 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 01.September 2006

სუპერ პაწუა Fujitsu LOOX P70T/V


კომპანია Fujitsu-მ კიდევ ერთხელ გააკვირვა საზოგადოება თავისი ახალი ნოუთბუქით. კომპანიამ ბაზარზე გამოუშვა ულტრა თხელი და ულტრა მსუბუქი LOOX P70T/V. ნოუთბუქი აგებულია Intel Core Solo U1400 (1,2გჰ)-ს ბაზაზე. აქვს 512 მეგაბაიტი DDR2 მეხსიერება  30 გიგაბაიტიანი HDD და 8,9 დუიმიანი WXGA  ეკრანი Tuth Screen ფუნქციით. დამატებით მომხმარებელს შეუძლია დაუკვეთოს CD-RW ან DVD-ROM-ი.

ნოუთბუქს ასევე აქვს ორი USB 2.0 პორტი, ქსელი 802.11 a/b/g WLAN, Bluetooth 2.0+EDR,  აღჭურვილია - Windows® XP Tablet PC Edition 2005-ით და ეღირება სულ რაღაც 2142 მარადმწვანე. წონა კი ამ საოცრებას აქვს სულ რაღაც 997 გრამი. მსუბუქუა არა?

12:27,    |  35023 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Sony Vaio თავის ძმებს გაჭირვებაში არ ტოვებს


დიდი ხანია საუბარია კომპანია Dell-ის ნოუთბუქებზე, ამ კომპიუტერებს ბოლო დროს უადგილო ადგილზე აალების მანია დაეწყოთ, ცოტა ხანში მას აყვა Apple-ს ნოუთბუქები. ორივეში გამოიყენება ერთერთი ხულიგანი კომპანიის აკუმულატორი, რომელიც თავისი დეფექტურობის გამო იწვევს კომპიუტერის აალებას. ზოგჯერ კი აფეთქებას, ამის გულისთვის მსოფლიოს მაშტაბით საჭირო გახდა 6 მილიონი აკუმულატორის უკან გაწვევა და კომპანიების ხარჯზე უფასოდ გამოცვლა. ამასობაში კიდევ ერთ კომპანიას ეს პრობლემა თითქოსდა ნაკლებად შეეხო, გადაურჩა სპეციალური ზედამხედველი კომისიის განაჩენს აკუმულატორების შეცვლაზე.

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ეს არის კომპანია Sony, მისი განცხადებით აალების შემთხვევა მსოფლიოს მაშტაბით სულ 2-ჯერ იყო დაფიქსირებული და ეს შემთხვევები არ სცილდება საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს. აქვე უნდა ვახსენო რომ Sony Vaio-ს ნოუთბუქებში გამოიყენება იგივე აკუმულატორები, წუნიან აკუმულატორებს ხომ მხოლოდ ერთი კომპანია თვითონ Sony უშვებს :-). მოკლედ შედარებით დაცულად თავს Sony-ს ნოუთბუქების მფლობელები თვლიდნენ გუშინდლამდე, მაგრამ გუშინ Sony Vaio-ს ნოუთბუქმა, თავი გამოიჩინა ორმაგი სიკვდილით.

მაშ ასე პირველი აალება მოხდა მაშინ როდესაც პატრონს კომპიუტერი გამორთული ჰოქნდა და ელექტრო ქსელიდან ტენიდა (სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე ხშირად აალება წუნიან აკუმულატორებში). პატრონმა სიცხის აგონიაში მყოფ ნოუთბუქს მიუსწრო და ცეცხლმქრობის მეშვეობით უფრობლემოდ ჩააქრო ალი. მაგრამ ნოუთბუქი კერკერტი კაკალი აღმოჩნდა, იმის შემდეგ რას იგი ჩააქრეს და ქსელიდან გამორთეს, მან მაინც მოახერხა რამდენიმე წუთში მეორედ აალება და ამჯერად იმდენად ძლიერად, რომ მეხანძრეების გამოძახება გახდა საჭირო.  სამწუხაროდ როდესაც მეხანძრეები მოვიდნენ ნოუთბუქმა სული ციფრულ საიქიოს მიაბარა. მოკლედ აპარატის გადარჩენა ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ უდროოდ ცხოვრებიდან წასულს კომპანია Sony უმალ შეცვლის ახლით, მაგრამ კომისიას უკვე გაუჩნდა მიზეზი მოითხოვოს ამ მწარმოებლის ნოუთბუქებში არსებული აკუმულატორების შეცვლა მწარმოებლის ხარჯზე.

P.S. სურათზე, აწ გარდაცვლილი, კერკეტი ნოუთბუქია გამოსახული.

11:12,    |  32792 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 31.August 2006

M-Cody M22 - კორეული პასუხი iPod nano-ზე


კომაპნია Median-მა გამოუშვა ტავისი განახლებული პლეერი სახელად M-Cody M22, როგროც წინა მოდელი M-Cody M20 ეს მოდელიც პირველივე შეხედვით გვახსენებს ცნობილ პლეერს iPod nano. პლეერი სისქით არის 7,5 მილიმეტრი, წონით ლო სულ რაღაც 31 გრამი. რა თქმა უნდა გამოდის სხვადასხვა მოცულობით, მაგრამ კონკურენტ iPod nano-სგან განსხავავებით შეუძლია არა მარტო MP3 ფორმატის აღქმა, არამედ შეუძლია Ogg და WMA სტანდარტის აუდიო ფაილების აღქმაც. ერთადერთი დიდი მინუსი რაც ამ პლეერს გააჩნია ეს არის მინი OLED ეკრანი რომლის გარჩევადობაც არის 128 x 64  პიქსელზე.

ახალი პლეერი თავისი წინამორბედი მოდელისგან განსხავვებით (საუბარია M-Cody M20-ზე)  იყენებს USB2,0-ის მთელს სიჩქარეს და ყველა შესაძლებლობას, პლიუს ღილაკების და ეკრანის შეფერადება ამჯერად ლურჯი ფერისაა და არა დამღლელი წიტელი ფერის.

10:57,    |  24267 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 30.August 2006

კომპანია Apple უკან იწვევს 1,8 მილიონ აკუმულატორს


კომპანია Apple  იძულებულია DELL-ის მსგავსად უკნ გაიწყიოს წუნიანი აკუმულატორები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება გადახურდნენ და აფეთქდნენ, რა თქმა უნდა ეს სიამოვნება კომპანიას გემრიელი თანხა დაუჯდება, რადგან აკუმულატორების შეცვლა მოხდება Apple -ს ხარჯზე.  კომპანიას აკუმულატორების შეცვლა მოსთვოვა სპეციალურმა კომისიამ Consumer Product Safety Commission (CPSC). გასათვალისწინებელი ის არის რომ ამ 1,8 მილიონ აკუმულატორს საკმაოდ დიდი არეალი აქვს მოცული.

კერძოდ  აკუმულატორი გამოიყენებოდა iBook-ის სერიაში რომელიც გამოდიოდა 2003 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის აგვისტოს ჩათვლით. 1,8 მილიონი აკუმულატორიდან 1,1 მილიონი გამოყენებული იყო აშშ-ში გამოშვებულ ნოუთბუქებში ხოლო დარჩენილი 700 ატასი კი გამოიყენებოდა ევროპაში გამოგზავნილ ტექნიკაში. თუ გავითვალისწინებთ რომ კომპანი Apple-ს ქართული წარმომადგენლობა ლამის ორი წელიწადია ყიდის iBook-ის სერიის ნოუთბუქებს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ძირითადად გასაყიდი ტექნიკა ჩამოაქვთ რუსეთიდან, თვითონ რუსეთში კი ჩააქვთ ევროპიდან, მაშინ გასაგები ხდება რომ ქართველი ბედნიერი მომხმარებლებიც ვისაც აქვთ ამ სერიის ნოუთბუქები სავარაუდო რისკის ზონაში ხვდებიან.

არის თუ არა თქვენი ნოუთბუქი აალების მიდრეკილებით შეგიძლიათ გადაამოქმოთ აი ამ მისამართზე. თუ აღმოაჩენთ რომ თქვენ გამოსაცვლელი გაქვთ აკუმულარტორი მაშინ მიმართეთ რეგიონალურ წარმოადგენლობას, ან იმ მაღაზიას სადაც თქვენი მეგობარი შეიძინეთ.

11:07,    |  31330 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 23.August 2006

10 საუკეთესო მობილური ტელეფონი


ერთერთმა საიტმა  fosfor.gadgets დაასახელა 10 უმშვენიერესი მობილური ტელეფონი, სია საკმაოდ თავისებურია, მაშ ასე პირველი ადგილი დაიკავა მობილურმა KDDI Penck ასეთი მგონი ჩვენთან არც არავის გაუგია და ალბათ არც არავის უნახავს.

მეორე ადგილზე გავიდა შედარებით ცნობილი მობილი LG KG-800 Chocolate, ამ ტელეფონს ჩვენთანაც იცნობენ, მართალია ბევრი არა, მაგრამ მომხმარებლებს ანონსებში მაინც უნახავთ. დანარჩენი ადგილები გაინაწილეს მობილურებმა Helio Kickflip, Black Diamond, KDDI Neon, Samsung SGH-E870, O2 Ice, KDDI Talby, Samsung SGH-E900 და ბოლო ადგილზე გავიდა  Hitachi W42H. საინტერესო ის არის რომ ამ სიაში არ არის არცერთი საკმაოდ ცნობილი ფირმის მოდელი, მაგალითად სადაა Nokia, Motorola, BenQ-Siemens და Sony Ericsson-ი?? მოკლედ სია არის, მაგრამ რაღაც გაუგებარი პრიორიტეტებით არის შედგენილი.

12:34,    |  24204 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

Dell-ის ნოუთბულები ტერორისტობენ


კომპანია Dell-ს და განსაკუთრებით მის ნოუთბუქებს აშკარად ცუდათ აქვთ საქმე, ჯერ იყო და კომპანიის ახალთახალი ნოუთბუქი ერთერთ პრესკომფერენციაზე აფეთქდა, ამის შემდეგ იგივე აიწყო APPLE-ს ნოუთბუქებს, როგორც გაირკვა ორივე შემთხვევაში აკუმულატორის წუნის გამო ხდებოდა გადახურება რაც იწვევდა კომპიუტერის აალებას. ორივე კომპანიამ თავისი ნოუთბუქები გაიწვია და აკუმულატორების უფასო შეცვლა დაიწყო. ამის შემდეგ APPLE-ს ნოუთბუქების შესახებ აღარაფერი ისმის, მაგრამ დღეს ხდება ცნობილი რომ კიდევ ერთი Dell-ის ნოუთბუქი აფეთქდა.

სულ კომპანია Dell-ის სახელით აფეთქდა 5 ნოუთბუქი, პირველი პრესკომფერენციაზე, ერთი ინტერნეტ კაფეში, მესამე სახლში, მაგრამ მფლობელმა ასაფეთქებელი Hi-Teck მოწყობილობის სახლიდან გამოტანა მოასწრო და გადარჩა, მეოთხემ სახლიდან გამოტანა ვერ მოასწრო, თავს უშველა და დააფიქსირა რომ მის დივანს და დოკუმენტებს ცეცხლი უკიდია, შუაში კი DELL-ის ნოუთბუქი დევს, დღეს ეს საქმე სასამართლოში განიხილება და თუ ნოუთბუქის გამო ხანძრის გაჩენა დადასტურდა, მაშინ კომაპნია Dell-ს მოუწევს დაზარალებულისთვის ახალი სახლის შეძენა, ან ძველის რემონტი, პლიუს 800 DVD დისკისგან შემდგარი ვიდეო კოლექსიის აღდგენა. მეხუთე ნოუთბუქი რომელიც ამ დღეებში აფეთქდა ეკუთვნობა ევროპელ მომხმარებელს, რომელმაც გადაწყვიტა შაბათ კვირას უნგრეთში  დასასველნებლად ჩასულიყო, რა თქმა უნდა დასვენება არ გამოვიდა, იმიტომ რომ საყვარელმა ნოუთბუქმა Latitude D510 გადაწყვიტა პატრონისთვის თავისი ცეცხლოვანი შესაძლებლობები ეჩვენებინა.

როგორც მფლობელი იუწყება ნოუთბუქის ჩაქრობა წყლით არ მოხერხდა, ამიტომ საჭირო გახდა ტბის ნაპირზე გადმოტანა და ქვიშაში ჩაფლობა. უცნობია რა ინფორმაცია ჰქონდა მომხმარებელს კომპიუტერში, გადარჩა იგი თუ არა, მაგრამ ცნობილია მეორე, იმდღესვე როგორც კი მფლობელმა კომპანიას შეატყობინა ამ ფაქტის შესახებ, კომპანიამ მომხმარებელს ცინცხალი ნოუთბუქი ჩააბარა.

ასე თუ ისე Dell-ის ნოუთქულები მალე შაჰიდის ქამრის მაგივრად გაიყიდება, სახელად კი ალბათ დაერქმევა Shahid Book. ასე თუ ისე გაითვალისწინეთ თუ DELL-ის ნოუთბუქი გაქვთ, ჯობია კომპანიას დაუკავშირდეთ და თუ თქვენი ნოუთბუქი ეგრეთწოდებულ რისკის სიაშია მაშინ შეცვალეთ უფასოდ (კომპანიის ხარჯზე) ნოუთბუქის აკუმულატორი, როგორც ჩანს ამერიკის კონტინენტიდან აფეთქების ტალღამ ევროპამდე მოაღწია, ასე რომ ჩვენამდე სულ ცოტა დარჩა. მართალია შეიძლება აფეთქებული ნოუთბუქი კომპანიამ ახლით შეგიცვალოთ, მაგრამ დაზიანებული ინფორმაცია და იგვლივ მყოფი ქონების დაზღვევა ამ პროცედურაში როგორც სჩანს არ შედის!!! :-)

12:06,    |  22825 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 48 49 50 51 52 53 54 » ბოლო გვერდი