მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Wednesday, 23.August 2006

ხელთათმანები HF-1


შოტლანდიურ პოლიციას ახალი გასართობი გაუჩნდა ხელთათმანების სახით. ახალი მოწყობილობა გარდა სტანდარტული ხელების დაცვისა ასრულებს ლითონის დეტექტორის ფუნქციებს. ასე რომ შეიძლება უბრალო ჩხრეკვის დროს იპოვოთ იარაღი, ამასობაში საჭირო აღარ არის შედარებით დიდი ლითონდეტექტორის ტარება. სხვათაშორის ხელთათმანებს კიდევ ერთი პლიუსი აქვთ, ისინი დამზადებული კევლარის ნაჭრისგან, სწორედ ამ ნაჭრისგან მზადდება სამხედრო მუზარადები და მსუბუქი ტყვიაგაუმტარი ჯავშანჟინელები. ასე რომ ხელებიც დაცულია და თუ ეჭვმიტანილი თავდასხმაზე გადავა პოლიციელის თათებს არაფერი მოუვა.

ხელთათმანები იკვებება 9 ვოლტიანი ელემენტისგან და შეუძლია იმუშაონ რამდენიმე რეჟიმში: გამორთული, ჩართულია ერთი ხელთათმანი, ჩართულია ორივე ხელთათმანი. ლითონის აღმოჩენის შემთხვევაში ხელთათმანები იწყებენ ვიბრირებას ეს საკმარისია იმისათვის რომ პოლიციელი მიხვდეს აქ რაღაც იმალება. HF-1 ღირს 370 დოლარი და ეს ნიშნავს იმას რომ სტანდარტული ლითონის დეტექტორები მალე შეიცვლება ხელთათმანებით. სხვათაშორის ახალი ტექნოლოგიით კმაყოფილები არიან თვითონ პოლიციელებიც, მაგრამ აღნიშნავენ რომ ეს ხელთათმანები ყველაფერს ვერ იპოვიან, თუ ეჭვმიტანილი სარგებლობს კერამიკული, ან პლასტიკატის დანით, მაშინ მას ვერაფერი დააფიქსირებს. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მარტივად შეიძლება პირად ჩხრეკვაზე გადასვლა, მაგრამ ჩვენი პოლიციელებისგან განსხვავებით იქაურ პოლიციელებს ამის თვითნებურად გაკეთების უფლება არ აქვთ.

11:07,    |  33174 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 22.August 2006

Sony Ericsson Z610i


კომპანია Sony Ericsson-მა ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი დასაკეცი მობილური ტელეფონი სარკისებური ზედაპირით, რომელსაც ახლებული ნომერი მიანიჭა Sony Ericsson Z610i. მოდელის გამოშვებას კომპანია დიდიხანია გეგმავს, მისი ბოლო მოდელები ძირითადად მონობლოკებს წარმოადგენდა, ასე რომ დასაკეცი მოდელი აუცილებელი იყო, თან საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით.

Z610i-ში კომპანია შეეცადა ერთად შეერწყა ფუნქციების მრავალფეროვნება პლიუს ეფექტური დიზაინი, შედეგად არც თუ ისე ცუდი მობილი გამოვიდა. განსაკუთრებით ეფექტური გამოვიდე სარკისებური ზედაპირი, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს იძლევა როდესაც მის შიგნით ინტეგრირებული დისპლეი ანათაებს. მიიღება რაღაც ძვირფასი ქვის ეფექტი. ბევრი ასეთ ეფექტს ჯადოსნური სარკის ეფექტს ეძახის. მოდელი აშკარად მოხიბლავს ქალბატონებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ეს მოდელი ყველაფერთან ერთად გადავსებულია შესაძლებბლობებით.

რა თქმა უნდა წარმომადგენლობითი მოდელი შეუძლებელია არ იყოს აღჭურვილი 2 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელიც თავის დროზე K750i-ში გამოიყენებოდა და კამერაფონების იმიჯი შეცვალა. ასევე მობილურში ინტეგრირებულია 3G ქსელების კამერა. აქედან გამომდინარე გასაგებია რომ მობილური ახალ 3G ქსელებშიც მუშაობს.

მოდელი გამოდის სამ ფერში, სამივე ფერი აშკარად გოგონების გემოვნებაზეა გათვლილი, მაშ ასე ფერები არის: შავი, ვარდისფერი და ცისფერი. რა თქმა უნდა ყველას ახასიათებს სარკისებური ბრწყინვალება.

ტელეფონის დანარჩენი შესაძებლობები შეგიძლიათ ძირს იხილოთ:

  • შიდა დისპლეი: 2 დუიმიანი  TFD ეკრანი,  გარჩევადობით  220x176 პიქსელზე, 262 ათასი ფერი;
  • გარე ეკრანი: OLED, 128x36 პიქსელზე;
  • ინტეგრირებული კამერა: 2.0 მეგაპიქსელი;
  • ვიდეოზარების მხარდაჭერა, ვიდეო ფაილების ჩაწერა და ნახვა  QCIF სტანდარტში;
  • სამუშაო ქსელების დიაპაზონი: GSM 900/1800/1900, UMTS 2100;
  • 3D-თამაშები;
  • რეჟიმი: Flight Mode;
  • ინტეგრირებული 4 თამაში;
  • Java MIDP 2.0;
  • მედიაპლეერი: ფორმატებით MP3, AAC, AAC+ და eAAC+), MusicDJ, PlayNow, 72-ხმიანი პოლიფონია;
  • აქვს  Bluetooth stereo (A2DP)-ს მხარდაჭერა;
  • მეხსიერების ბარათი:  Memory Stick Micro (M2) 64მბ მოყვება კომპლექტში. შეუძია აღიქვას  Memory Stick Micro (M2) მოცულობით 1 GB-მდე;
  • HTML-ბროუზერი RSS-ის მხარდაჭერით.
  • ზომები - 94,5х49х20 მმ;
  • წონა - 110 გრამი.
  • 13:23,    |  22182 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Monday, 21.August 2006

    ოთხი ბირთვი intel-ისგან 999 დოლარად


    ამასწინათ ვიუწყებოდით რომ კომპანია intel-ის წლის ბოლოსთვის გეგმავდა, როგორც ჩანს გეგმები არ შეიცვალა და უკვე საუბარია ახალი ბირთვის შესახებ. ახალი პროცესორები იქნება გამოშვებული Kentsfield-ის ბირთვზე, აღჭურვილი იქნება ორი ორბირთვიანი პროცესორით, საერთო ჯამში კი ოთხი ბირთვი გამოდის მაგრამ ორ-ორი ცალი წყვილად იმუშავებს. ცნობილი გახდა ახალი პროცესორის ფასიც, იგი გაიყიდება იმავე ფასში როგორც იყიდება ხოლმე ყველა ახალი  Extreme ვერსია, ამჯერად ასეთი პროცესორი არის Core 2 Extreme მისი ფასი კი არის 999$.

    როგორც ვიცით კომპანია AMD-ს ისედაც ცუდათ აქვს CORE 2 DUO-ს გამოსვლის შემდეგ საქმე, ახალმა ბირთვმა კი intel-ის ჩანაფიქრით კონკურენტის კუბოში ბოლო ლურსმანი უნდა ჩაარჭოს.  თუმცა თვითონ AMD ადგილზე არ დგას და იმავე პერიოდში გამოუშვებს თავის ახალ ორბირთვიან პროცესორს Athlon 64 FX-64. თუ რეალობას თვალებში შევხედავთ ორბირთვიანი Athlon 64 FX-62  ვერ ეწევა სტანდარტულ ორბირთვიან ტოპ Core 2 DUO-ს პროცესორებს Core 2 Extreme-ზე საუბარიც არაა, ასე რომ მომავალი 2 ბირთვიანი Athlon 64 FX-64 წინასწარ განწირულია 4 ბირთვიან მონსტრთან დაჯახებისას.  ისე კომპანია AMD-ც აპირებს ახალი პლატფორმის გამოშვებას სახელად 4x4 როგორც სახელიდან ხვდებით საუბარია 4 ბირთვიან სისტემაზე. თუმცა ზუსტად სახელი, ფასი და ანონსის ჯერჯერობით უცნობია.

    სხვათაშორის ჯერჯერობით ასევე უცნობია Kentsfield-ის ბირთვზე გამოშვებული პროცესორების სახელი, შეიძლება მოვესწროთ Core Quadro-ს სახელსაც. ჯერჯერობით ცნობილია რომ ახალი პროცესორი ისევ LGA 775 ბუდეში ჩაჯდება, მისი ტაქტიკური სიხშირე იქნება 2,66 მეგაჰერცი, სისტემური სალტის სიხშირე იქნება 1066 მეგაჰერცი, წარმოებული იქნება 65 ნანომეტრული ტექნოპროცესით და ექნება 2 წყვილი 4 მეგაბაიტიანი L2 დონის ქეშ მეხსიერება, ანუ სულ ექნება 8 მეგაბაიტი L2 ქეშ მეხსიერება. რა თქმა უნდა ასევე იქნება სხვა სტანდარტული ტექნოლოგიებით, 64 ბიტი, Enhanced Intel Speedstep, Virtualization, Execute Bit Disable  და ასე შემდეგ. მოკლედ წლის ბოლოს სუპერ ტიტანს ველოდებით და გარანტირებულად იცვლება ბაზარი.

    P.S. გაგიმხელთ პატარა საიდუმლოებას, კომაპნია intel-ს ჩაფიქრებული აქვს მომავალი წლის დასაწყისში გამოუშვას 8 ბირთვიანი პროცესორი, სავარაუდოდ საუბარია Yorkfield და Harpertown-ის ბირთვებზე რომლებიც 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით იქნება წარმოებული.  მოკლედ ბირთვების ომი დაიწყო და არა მეგაჰერცების :-)

    20:51,    |  32707 ნახვა | 8 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Friday, 18.August 2006

    ქულერი Noctua


    ავსტრალიურმა კომაპანია Noctua-მ საზოგადოებას წარმოუდგინა ახალი ვებერთელა და ჩუმი ქულერი. ახალი მოდელი NH-U12F წარმოადგენს წინა თაობის NH-U12 -ის მოდიფიკაციას. ქულერი შეიძლება უპრობლემოდ დაყენდეს ბოლო დროის აქტუალურ ყველა სოკეტზე, ესენია: Intel Socket LGA 775, AMD K8 754/939/940/AM2.

    NH-U12F-ის გაგრილების მთავარი დეტალია 4 გაერთიანებული გთბოამრიდი სპილენძის მილი, პლიუს 38 ფრთიანი ალუმინის რადიატორი. ყველაფერ ამას ასრულებს 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი 1200 ბრუნით წუთში. იმის გამო რომ ბრუნვათა რიცხვი საკმაოდ დაბალია ქულერს საოცარი სიჩუმე ახასიათებს სულ რაღაც 8 დბ. სტანდარტულად ჩუმ ქულერებად ითვლება 20-25 დბ-ს მქონე ქულერები, მაგრამ NH-U12F-მა ლამის ყველა რეკორდი მოხსნა. გარდა ამისა დაგვრჩა ორი რამ სახსენებელი, თავიდან უნდა ვახსენოთ სპილენძის თავსაფარი, სწორედ იგი ედება პროცესორს თავზე და საუკეთესოთ ახორციელებს სითბოს გადაცემას, მეორე კი არის ქულერის სულერ შესაძლებლობა, იგი 90 გრადუსით ტრიალდება, შესაბამისად კორპუსში ყველაზე ნაკლებად უნდა გიშლიდეთ ხელს.

    14:46,    |  27081 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     

    Google უფასო ინტერნეტს სთავაზობს ხალხს


    კომპანია Google თავის თაყვანისმცემლებს დღითიდღე საუკეთესო სერვისებს სთავაზობს, ერთერთი ასეთი სიახლე არის უფასო ინტერნეტი, ეგაა რომ ყველას ეს სიამოვნება არ ერგება :-) მინიმუმ უფასო ინტერნეტის მისაღებად თქვენ უნდა ცხოვრობდეთ აშშ-ში ქალაქ Mountain View-ში. ეს ქალაქი განთავსებულია კალიფორნიის შტატში და სწორედ ამ ქალაქშია განთავსებული საყვარელი კომპანიის სათაო ოფისი. მოკლედ მაგრა გაუმართლა ამ ქალაქის მოსახლეობას.

    Google  თავის ქალაქში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამონტაჟებდა უმავთულო Wi-Fi ქსელების დაშვების წერტილებს და აი, როგორც იქნა ჩაირთო 380  წერტილისგან შემდგარი ქსელი. ქალაქ Mountain View-ში ცხოვრობს სულ რაღაც 70 ათასი მოსახლე, ნებისმიერს შეუძლია მიიღოს Google-ს ექაუნთი და უფასოდ ჩაერთოს ქსელში. ინტერნეტის ქსელის სიჩქარე ამ ეტაპზე არის 1 მეგაბიტი, მაგრამ Google -ს წარმომადგენლები აცხადებენ რომ მაღალი ინტერესის შემთხვევაში ამ სიჩქარეს 8 მეგაბიტამდე გაზრდიან.

    სხვათაშორის აღსანიშნია ერთი გარემოება, ამ პატარა ქალაქში არის განთავსებული არანაკლებად ცნობილი კომპანიების ოფისები, მაგალითად: Mozilla Foundation, Microsoft, Intuit, SGI და სხვა, მაგრამ არცერთმა ასეთი სიკეთე ქალაქს არ აჩუქა. შეგახსენებთ რომ ასეთივე პროექტი წარდგენილია ქალაქ სან-ფრანცისკოში, მაგრამ გასაგებია რომ ეს უკანასკნელი უფრო დიდი ქალაქია, თან აქ Google-ზე მეტად ამ ქალაქის ქსელის განვითარებაში უდიდესი ხარჯი გაწია კომპანია EarthLink-მა. პატარა ქალაქი Mountain View-ი კი სრულად Google-ს მიღწევაა.

    09:09,    |  29532 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     
    Thursday, 17.August 2006

    აშშ-ში ახალ ელექტრონულ პასპორტებს არიგებენ


    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იწყებს (უფროსწორედ კი დაიწყო) ახალი ელექტრონული პასპორტების გაცემას. როგორც იდეიდან ხვდებით პასპორტები აღჭურვილია ელექტრონული ჩიპით რომელშიც გარკვეული ინფორმაცია ინახება. ინფორმაცია აფსოლუტურად იგივეა რაც ქარალდის ვერსიაში, უბრალოდ ასეთი პასპორტი განკუთვნილია იმისათვის რომ უფრო ჩქარა მოხდეს პიროვნების მონაცემების ამოცნობა კომპიუტერის მეშვეობით და ხელი შეუწყოს საბაჟო, ან აეროპორტების სამსახურებსმგზავრების სწრაფ მომსახურებაში.

    იდეა ძალიან მარტივია, პასპორტში (როგორც წესი ყდაში) ინტეგრირებულია პატარა ჩიპი, რომელშიც ერთხელ ხდება ინფორმაციის ჩაწერა, მას არ გააჩნია კონექტორები, კომპიუტერთან დაკავშირება კი ხორციელდება სპეციალური მაგნიტური სკანერის მეშვეობით. სკანერის პასპორტზე გადატარებისას (ან პასპორტის მოთავსებისას სკანერის მოქმედების არეალში) ხდება ჩიპიდან ინფორმაციის ამოიკთხვა და ეკრანზე გამოტანა. ეს მეთოდი დიდიხანია გამოიყენება ცხოველების აღრიცხვისთვის, როგორც წესი ასეთი ჩიპის ინპლანტირება ხდება კანქვეშ.

    ბევრი ექსპერტის მტკიცებით ახალი პასპორტი საკმაოდ საშიშია უსაფრთოების მხრივ, მართალია მასში შეუძლებელია განსხვავებული ინფორმაციის ჩაწერა, მაგრამ შესაძლებელია კუსტარული მეთოდით გაკეთებული სკანერით პიროვნების მონაცემების ამოკითხვა. შედეგად ნებისმიერს შეიძლება ჩაუვარდეს სხვისი მონაცემები ხელში. აქ ბევრი არ ითვალისწინებს მეორე გარემოებას, ჩიპების წარმოება და პასპორტში ინტეგრირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მოკლედ ამ მეთოდით ყალბი საბუთების გაუქმება წარმოუდგენელია, უბრალოდ მოხდება მფლობელის ჩქარი ამოცნობა. რაც შეეხება ექსპერტების შიშებს, აშშ სახელმწიფრო დეპარტამენტი იუწყება, რომ შიშები გადამეტებულია და სკანერის მოქმედების არეალი შეზღუდულია, ისევე როგორც ჩიპის მოქმედების არეალი, ასე რომ შემტევს მოუწევს პიროვნებასთან პირადად შეხება, პლიუს საკმაოდ დიდი მოწყობილობის ხელში ტარება (ისიც თუ ქარხნული წესითაა დამზადებული, კუსტარულზე საუბარიც კი არაა), ასე რომ დღეისათვის ეს მეთოდი საკმაოდ დაცულია და არაფრით არ განსხვავდება ქაღალდის ვერსიის პასპორტის დაცვისგან. ბოლო ბოლო ქაღალდის პასპორტიდანაც შეიძლება ინფორმაციის ამოწერა :-)

    09:14,    |  30916 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Saturday, 12.August 2006

    IBM PC - 25 წლისაა


    25 წლის წლინს, 1981 წლის 12 აგვისტოს კომპანია IBM-მა გამოუშვა თავისი პირველი პერსონალური კომპიუტერი. მანამდე კომპანია უშვებდა დიდ კომპიუტერებს რომლებსაც დღეს მოყვარულების ენაზე ეძახიან კარადა კომპიუტერებს, ხოლო პროფესიონალურ დონეზე  Main Frame-ბს. სხვათაშორის ეს კლასი დღემდე შემოგვრჩა, უბრალოდ შიგნეულობა თანამედროვე ტექნიკისგან შედგება. დიდი კომპიუტერები მოითხოვდნენ 60 ოპერატორის მომსახურებას და შეიძლება მათი ფასი  მილიონ დოლარს გადასცილებოდა, რა თქმა უნდა აქ არანაირ პერსონალურობაზე არ მიდიოდა საუბარი.

    აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ IBM-მდე პერსონალურ კომპიუტერებს უშვებდა კომპანია APPLE, კომპანიამ მოასწრო მეორე თაობის Apple-ს გამოშვება (ეს მოხდა 1977 წელს Apple II).  1979 წელს გამოვიდა დამოუკიდებელი კომპიუტერი Atari 800. მოკლედ ბაზარს სხვა ფირმები იპყრობდნენ, ამიტომ IBM-ი შეუდგა საქმეს, მაგრამ შეუდგა ძალიან ჩქარი ტემპებით, პროექტზე მუშაობდა მხოლოდ 12 კაცი, ვადა კი იყო განსაზღვრული 12 თვე. გასაგები იყო, რომ თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელ კომპიუტერს ეს ჯგუფი ასეთ მოკლე ვადაში ვერ შესძლებდა, ამიტომ გადაწყვეტილი იყო სხვა კომპანიების მიერ შექმნილი ტექნოლოგიების გამოყენება, ასე მოხვდა ამ გაუგებრობაში intel-ის პროცესორი და MicroSoft-ის ოპერაციული სისტემა, სხვათაშორის ცალცალკე  ამ ორმა ფირმამ PC-დან უფრო მეტი ფული იშოვეს ვიდრე თვითონ IBM-მა :-). ბოლოს 2005 წელს IBM-მა PC ტექნოლოგიის მხარდაჭერა შეწყვიტა და ლიცენზია გაყიდა, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს აღარ ცვლის, ინერცია იმხელაა,  რომ პროცესის გაჩერება შეუძლებელია, ამასობაში IBM-ი პრაქტიკულად ამ საქმეს გამოთიშულია. სრულ ტექსტში კიდევ ბევრს სხვა ინფოს ნახავთ...

    10:10,    |  23697 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     
    Wednesday, 09.August 2006

    PS3 თავსებადია PS2-თან


    PlayStation 3-ის მოლოდინში ირკვევა საკმაოდ საინტერესო გარემოება, აღმოჩნდა რომ ახალი სათამაშო კონსოლის შეძენის შემთხვევაში თქვენ უპრობლემოდ შესძლებთ თქვენი საყვარელი თამაშებს თამაშს, რომელსაც  მიეჩვიეთ PS2-ზე. გარდა ამისა ცნობილი ხდება რომ ახალი PS3-ი თავსებადი იქნება PSone-თანაც, ანუ PS1-თან. ასევე შესაძლებელი იქნება დაწყებული თამაშების შენახული ადგილიდან გაგრძელება (თუ ფლეშ ბარათზე გაქვთ შენახული თამაში), ეს ყველაფერ შესალებელი იქნება დამატებითი ადაპტერების მეშვეობით. ასეთი მეთოდით კომაპნია Sony ცდილობს თავის მომხმარებლებს შეუქმნას უკეთესი კომფორტი. შეგახსენებთ რომ MS-ის სათამაშო კონსოლ XBOX 360-ზე ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე გახმაურებელ პროექტზე იყო შესაძლებელი.

    დღეს მართალია XBOX 360-სთვისაც ბევრი ადაპტერი არსებობს, მაგრამ SONY თავის მომხმარებლებს მორალურ მხარდაჭერას ახლავე აძლევს.  დღეს არ არსებობს გამოცხადებული ადაპტერის ფიზიკური ერთეული, მაგრამ კომაპნია აცხადებს რომ პროექტი გამზადებულია და ექსპერიმენტალური სახით არსებობს, მასიურ წარმოებამდე სულ ცოტა დარჩა, უბრალოდ სათამაშო კონსოლზე ადრე მის გამოშვებას აზრი არ აქვს.

    ასე თუ ისე, Sony-ს აშკარად მეტი პლიუსი აქვს ამ გარემოების გამო. სანამ ახალი თამაშები გამოჩნდება PS3-ისთვის მომხმარებლები მშვენივრად შესძლებენ PS2-ის და PS1_ის თამაშებით გართობას, თან კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი სტუდიებიც კმაყოფილები იქნებიან.  

    16:03,    |  25964 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     
    Saturday, 05.August 2006

    Apple iTalk


    მოკლედ კომაპნია Apple-ს მობილური აშკარად არ დაგვასვენებს :-), ჯერ იყო ჭორი, შემდეგ ვითომ სურათები, აღმოჩენილი ბრძანებები პროგრამის განახლებაში,  ახლა კი ვიდეო რგოლი. საინტერესო ის არის, რომ ვიდეო და სურათები ერთმანეთს არანაირად არ ემთხვევა, რომელია ნამდვილი და რომელი გამოგონილი ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. რომელიღაც, ან ორივე  შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს.  მიუხედავად ამისა ყველაფრის უგულველყოა არ შეიძლება, სარეკლამო რგოლი დამზადებული APPLE-ს სტილში, შეიძლება მართლაც რეალური იყოს.

    წარმოდგენილი მობილური კონცეფციით განსხვავდება ყველა არსებული მობილურისგან, ეს არის გასახსნელიც, დასაკეციც, მინი პლეერიც, მინი ფოტო აპარატიც და ასე შემდეგ. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მობილურის თხელი დიზაინი, ცოტა ძნელია წარმოიდგინო როგორ შეიძლება კლიპში წარმოდგენილ ფორმაში ყველაფერი ჩაატიო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ MOTOROLA ტრაბახობს თავისი თხელი მობილურებით, ამასობაში iPod Nano საკმაოდ თხელია, ასე რომ შეიძლება Apple-ს ინჟინრებმა მართლაც მოახერხეს განსაკუთრებული მოდელის შექმნა.  ტელეფონში არის ძალიან ბევრი ახალი (თუ შეესაბამება რეალობას), მასში გაერთიანებულია ბევრი რამ, მაგალითად ფოტო კამერა და ცნობილი iPod-ის სენსორული  კლავიშები, ასევე მობილურს გახსნის შედმეგ უჩნდება ვეეეებერთელა სენსორული ეკრანი, ანალოგი ამ ეკრანს ნამდვილად არ ყავს. თუ ეს დიზაინი მართლაც არსებობს და ყველა წარმოდგენილი ფუნქცია მართლაც რეალიზებულია, სხვა ტელეფონები ამ მოდელის ფონზე წინა საუკუნის  ხისგან გამოთლილი ვარიაციებს დაემსგავზება.

    მოკლედ ვიდეო კლიპით დატკბობის მსურველებს შეგიძლიათ ეწვიოთ ამ მისამართს და ნახოთ რას ამზადებს კომპანია Apple, ან რას გვატყუებენ ამ კომპანიის მოყვარულები და თაყვანისმცემლები :-) ისე აქვე ჩაგიმწარებთ ოცნებებს, ბევრი ექსპერტი ამბობს რომ ეს რგოლი სუფთა წყლის ფეიკია (ტყუილი), ეს არის ერთერთი დიზაინერის ოცნება და მეტი არაფერი, რეალურ ტელეფონთან მას არაფერი საერთო არ აქვს, მაგრამ რა იცი რა ხდება :-).

    14:47,    |  26722 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
     

    Apple iPhone


    ვაგრძელებთ ბევრისთვის საინტერესო თემას, ახალი მობილური ტელეფონის შესახებ, როგორც ცნობილი ხდება ჭორები კომპანია Apple-ს მობილური ტელეფონის შესახებ გრძელდება, თან გრძელდება საკმაოდ დამაჯერებლად. მართალია თვითონ კომპანია Apple ჩუმად არის, მაგრამ მისი გარკვეული პროგრამული პროდუქტები საიდუმლოს გვიმხელენ, ან პირიქით გაურკვევლობაში გვაგდებენ. მაშ ასე როგორც ანონიმური ფაქტის დამსწრე ამბობს ეს არის ”ყველაზე სექსუალური მობილური ტელეფონი, რომელიც ოდესმე გამოსულა” საინტერესოა რა იგულისხმება ამასში :-) ტელეფონი სავარაუდოდ გამოიყურება ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები, თუმცა შეიძლება ეს 3D კონცეპტ არტიც კი იყოს, რეალური სურათები ჯერ არ არსებობს.

     

    კომპანია Apple რომ რაღაც ამდაგვარს მართლაც აპირებს აშკარად ჩნდება ბოლო ვერსიის პროგრამა iPod Updater-იდან, საქმე იმაშია რომ ეს პროგრამა იდეაში განკუთვლინია ცნობილი მედია პლეერის iPod-ისთვის, მისი მეშვეობით შეიძლება პლეერის პროგრამული კოდის განახლება, მაგრამ ახალ პროგრამაში საუცხოო ბრძანება აღმოჩნდა: "t_feature_app_PHONE_APP" რაც მთავარია მას აქვს რამდენიმე ცვლადი და პარამეტრი: "kPhoneSignalStrength", "clPhoneCallHistoryModel", prPhoneSettingsMenu", "prPhoneSettingsMenuView", prPhoneEnableSetting", "prPhoneMenuItem".

    ლოგიკას თუ მივყვებით ამ ბრძანებებს არაფერი აქვთ საერთო პლეერთან, შეიძლება კომპანია წინასწარ უშვებს პროგრამულ პაკეტს რომელიც მის ახალ აპარატურასთან იმუშავებს!  მოკლედ იმედია ყველაფერი გასაგები გახდება ორშაბათს, ამ დღეს დაგეგმილია Apple-ს პრესკონფერენცია, თუმცა დრო ზუსტად დათქმული არ არის, ასე რომ შეიძლება საერთოდ არ შედგეს, ან რაიმე ჩვეულებრივ განცხადებას დაეთმოს, მიუხედავად ამისა მაინც ველოდებით საინტერესო ინფორმაციას.

    09:17,    |  26012 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
     
    პირველი გვერდი « 49 50 51 52 53 54 55 » ბოლო გვერდი