მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Wednesday, 02.August 2006

HD ვიდეო - nVidia-ს გადასახედიდან


კომპანია nVidia-მ ჟურნალისტებს წარმოუდფგინა ახალი ვიდეო ფორმატის თავისებური ხედვა. ამ ბოლო დროს სულ უფრო აქტიყრად მიმდინარეობს საუბარი HD DVD და Blye Ray დისკებზე, რომლებზეც შესაბამისი დონის ფილმი უნდა ჩაიწეროს, მაგრამ თუ გიფიქრიათ რა სიმძლავრეები მოითხოვება ამ დროს კომპიუტერისა და ვიდეო დაფისგან? ბევრს ეგონა რომ დიდი არაფერი არ მოითხოვება, მაგრამ აღმოჩნდა რო ვაი.

პირველად ამ საკითხის ირგვლის საუბარი დაიწყო ATI-მ თავისი Radeon X1800 -ის გამოშვებისას. მისი მტკიცებით მხოლოდ ცენტრალური პროცესორის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის რომ მაღალი ხარისხის ვიდეო უპრობლემოდ ყოფილიყო დეკოდირებული. მაშინ უბრალოდ შესაბამისი ფილმები არ არსებობდა. დღეს კი არსებობს ვიდეო დისკებიც და nVidia-ს ახალი მიდგომაც.

მაშ ასე სადემონსტარციოდ აღებული იყო Intel Pentium D 830, ვიდეო სისტემა nVidia GeForce 7600 და ოპერაციული სისტემა Windows XP SP2. დემინსტრირებისას თავიდან გამოიყენებოდა მხოლოდ პროცესორის და ოპერაციული სისტემის ძალები პროგრამულ პლეერ Cyberlink PowerDVD 6.5-თან ერთად.  ამ დროს აღმოჩნდა რომ პროცესორი ძლივს ართმევს თავს ამ ამოცანას, ორბირთვიანი საკმაოდ ძლიერი პროცესორი დატვირთული იყო 100%-ით და როგორც დამსწრეები ამბობენ იგრძნობოდა კადრების გამოტოვება.  შედეგებს პირველ სურათზე ხედავთ (სურათი გვერდიდანაა გადაღებული ამიტომ სწორედ არ ჩანს).

10:10,    |  26019 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

DirectX 10-ზე მომუშავე ვიდეო დაფები 200 ვატს მოითხოვენ


ადრე ჩვენს საიტზე ნახავდით განცხადბას სადაც ჩვენ გამცნობდით რომ ექსპერტების შეფასებით ახალი DirectX 10-ის სრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით მომუშავე ვიდეო დაფები მოითხოვდნენ 300 ვატს თავიანთი გაუმაძღარი მუშაობისთვის. რა თქმა უნდა ეს ბევრს გულზე შემოეყარა და გაახსენდა თავისი 10-15$-იანი უვარგისი კვების ბლოკი, რომელიც დღევანდელ მინიმალურ კომფიგურაციას ძლივს უძლებს. მაშინვე ვწერდით რომ მსხვილი მწარმოებლები მინიმუმ 800 და 1000 ვატიან კვების ბლოკებს უკვეთავენ შესაბამის ფირმებს.

დღეისათვის სიტუაცია ცოტა გაირკვა, თუმცა ისევ ჭორთან გვაქვს საქმე. საქმე იმაშია რომ მუშა ჩიპი ჯერჯერობით არ არსებობს, ასე რომ ყველა ექსპერტი გამოდის მიახლოებითი საზომებიდან. ამჯერად გამოცხადებულია რომ ვიდეო დაფები მოითხოვენ 200 ვატ ენერგიას, ეს დასკვნა დამყარებულია არსებულ ტექნოლოგიებზე ჩიპების ჩარმოების ტექნოპროცესზე, არსებულ ვიდეო დაფებზე და ექსპერიმენტალურ მოდელებზე. მოკლედ უხეში გადაანგარიშებით ყველაზე ღორმუცელა უნდა იყოს ATI-ს ახალი ჩიპი R600, რომელიც სავარაუდოდ მოითხოვს 200 ვატ ენერგიას. შედარებით პატარა აპეტიტით გამოირჩევა NVIDIA G80 რომელსაც 175 ვატი უნდა ეყოს.

რა თქმა უნდა ეს საბოლოო დასკვნა არ არის. მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფაქტი ერთია, მიახლოებით 100 ვატით იზრდება ვიდეო სისტემები აპეტიტი, შედეგად აუცილებლად გამოიყოფა მეტი სითბო. მოკლედ ახალი ძლიერი ვიდეო სისტემების მფლობელებს მოუწევთ კორპუსის და ვიდეო სისტემის გაგრილებაზე ფიქრი, თუმცა თავიდან მაინც კვების ბლოკი იქნება საფიქრალი.

09:33,    |  25156 ნახვა | 3 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 30.July 2006

Recover My Files v3.9.8.5023


პროგრამა დაკარგული და წაშლილი ფაილების აღსადგენად. ასევე პროგრამა გამოდგება იმ შემთხვევაშიც თუ დაიკაგა მთელი დისკის პარტიშენი, ან შემთხვევით დააფორმატეთ მთელი დისკი. ხდება ხოლმე ასეთი მოქმედებისგან არავინაა დაზღვეული, პირადად მომიხერხებია პატრიშენის დაფორმატება - წაშლა, ზედ კი როგროც წესი ძალიან საჭირო ინფორმაცია წერია ხოლმე.

პროგრამა მუშაობს ვინჩესტერებთან, დისკეტებთან, ფლეშ დრაივებთან და ფლეშ ბარათებთან, მოკლედ ყველა შესაძლებელ შენახვის მოწყობილობასთან. პროგრამა უპრობლემოდ მუშაობს შემდეგ ფაილურ სისტემებთან:  FAT 12, FAT 16, FAT 32 და NTFS.

18:03,    |  31721 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 25.July 2006

AMD - ფასების მორიგი კლება


კონკურენტის ახალი პროცესორების გამოჩენის შემდეგ კომპანია AMD შეუდგა ძველ პოლიტიკას და დაიწყო პროცესორებზე ფასების დაწევა. პირველი ფასდაკლება მოხდა ამ თვეში ხოლო მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბრის შუა რიცხვებში, თუმცა ფასები დრესაც ძალზედ მიმზიდველია, ამაზე უფრო რაღა უნდა იყოს???  მოკლედ კომპანია  AMD-მ ოფიციალურად  განცხადა ფასების კლების შესახებ.

2006 წლის  24 ივლისიდან AMD დაპირებისამებრ მიანიჭა თავის პროცესორებს ახალი, უფრო მიმზიდველი ფასები. მაგალითისთვის საკმარისია AMD Athlon64 X2 4200+ 187$-ად და AMD Athlon64 3500+ სულ რაღაც 91$-ად. სრულად ფასების შესახებ ინფორმაცია შეგიძიათ მიიღოთ აი ამ მისამართზე.

09:09,   r_tatishvili  |  32263 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 22.July 2006

PSP - იაპონური სათამაშო, ქართული რეკლამით


შაბათ-კვირის შარჟი :-)
საერთოდ ჩვენთან ქართული კომპიუტერული იომორი მოიკოჭლებს, არადა ანალოგიების გაკეთება არანაკლებად არის შესაძლებელი. რით გვჯობიან ამერიკელები, რუსები და იაპონლები,? არაფრით ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვა და შეგვიძლია ასეთი სარეკლამო რგოლები გავაკეთოთ :-)

ალბათ ასეთი იქნებოდა იაპონური სათამაშო კონსოლის რეკლამა ქართულ ვარიანტში, PSP ანუ Play Station Portable თბილიშიც არის შემოსული, მაგრამ მას რეკლამა როგორც ასეთი არა აქვს. სამაგიეროდ ერთერთი ქართული კომაპანია ცდილობს სატელევიზიო ეთერი გადაავსოს ცნობილი სახელის ხსენებით. ჩვენც ხელი შევუწყვეთ ორივეს და შევეცადეთ უსამართლობა გამოგვესწორებინა :-).  
იმედია შესაბამისი ორგანიზაცია იომორზე აცრილი არ არის :-)

P.S. შიგნით კიდევ ორი სურათია.

09:09,    |  71420 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 21.July 2006

PlayStation 3-ის წარმოება დაიწყო


როგროც ცნობილი ხდება კომაპნია Sony შეუდგა თავისი სანაქებო სათამაშო კონსოლ PlayStation 3-ის წარმოებბას. წარმოება ბოლო ხელშეკრულებით ევალება კომპანია ASUSteck-ს, რამდენიმე ჟურნალისტმა მიმართა კომპანია ASUS-ს რათა მას კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ კომაპნიის წარმომადგენლებმა დუმილი ამჯობინეს, მოტივად კი დასახელდა სპეციალური ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებს კოპპორატიული საიდომლოს დაცვას. ყვლაფერი ეს საკმაოდ სერიოზულ ეჭვს წარმოქმნის, აშკარად წარმოება ან დაწყებულია, ან დაწყების ბოლო ფაზაშია და დღე დღეზე მართლაც დაიწყება.

კომპანია Sony და ASUS_ის ხელშეკრულების მიხედვით კომაპნია ASUS-მა სულ უნდა დაამზადოს 4 მილიონი PS3. თუმცა თავიდან სანამ მთელი სიმძლავრეები იქნება ამუშავებული თვეში გამოშვებული იქნება 200 ათასი კონსოლი, აქვე დავძენ რომ გამზადებული პროდუქცია მაშინვე დახლებზე არ გავა, მოხდება მათი რეზერვირება, რადგან ოფიციალურად ანონსი დაგეგმილია 11 ნოემბერს, თუმცა ხმაურიანი  პრეზენტაცია მხოლოდ იაპონიაში ჩატარდება, ევროპა ამერიკაში კონსოლო ნოემბრის ბოლოსთვის ჩავა. თვითონ ASUS-ი გეგმავს რომ ნელნელა სინძლავრეებს მოიხვეჭავს და ოქტომბერში 2 მილიონ აპარატს გამოუშვებს მანამდე კი მზარდი პროგრესიით იქნება გამოშვებული დარჩენლი 2 მილიონი აპარატი.

11:59,    |  24438 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Thursday, 20.July 2006

Sony BWU-100A


კომპნია Sony-მ როგროც იქნა გამოუშვა და სამყაროს წარმოუდგინა პირველი მუშა Blu-Ray  დრაივი.  მოწყობილობა წერს და კითხულობს Blu-Ray  დისკებს, ასევე კითხულობს და წერს წინა ტაობის ოპტიკურ დისკებს CD და DVD.  მოწყობილობას შეუძია აღიქვას როგორც ერთშრიანი დისკები, ასევე შეუძლია აღიქვას ორშრიანი დისკები, შესაბამისად 25 და 50 გიგაბაიტის მოცულობით.

ჭორების მოყვარულებს ვაცნობებ რომ დრაივი ყველა წინა არსებულ სტანდარტს კითხულობს CD/DVD+/-R/+/-RW/RAM/DL, ერთადერთი რაც ამ სიაში არ არის ეს არის HD-DVD ფორმატი, ბოლო ბოლო მოსისხლე კონკურენტია, ამიტომ მისი ახლოს გაკერება არ შეიძება :-). მოწყობილობა კომპიუტერში სტანდარტულ IDE ინტერფეისზე ერთდება, მომავალში შეიძება SATA ინტერფეისით გამოჩნდეს, აქვს სტანდარტული CD და DVD  დრაივების ზომა 5.25 დუიმი და დაგვრჩა ბოლო პუნქტი ფასი. ფასი ამ მოწყობილობას საკმაოდ მკბენარე აქვს 750$ თან ეს იაპონიაში, ევროპა ამერიკის ფასი უცნობია როგორც წესი იაპონიის ფასები შედარებით დაბალია ხოლმე, სავარაუდოდ სხვა კონტინენტებზე დრაივის ფასი მინიმუმ 50$-ით მოიმატებს.

ამ ინფორმაციის შემხედვარე გაუგებარია როგორ ახერხებს კომაპნია SONY თავისი ახალი სათამაშო კონსოლის გამოშვებას, Blu-Ray  დრაივი 750 დოლარი, პროცესორი CELL სავარაუდოდ 350-დან 500$-მდე (ჯერ ფასი უცნობია ვიცით რომ მისი წარმოება ძალიან ძვირი ჯდება და  წარმოებული პროცესორების მხოლოდ 10-20% -ია ვარგისი, რის გამოც პროდუქტის ფასი ძალიან იზრდება). რა თქმა უნდა მოწყობილობაში იქნება HDD და საკუთარი ძლიერი ვიდეო სისტემა (სავარაუდოდ nVidia-ს პროდუქტი) და სხვა რომლებიც თავისმხრივ არც თუ ისე იაფი ეღირება, ამასობაში ანონსირებული Play Station 3-ის ფასი სავარაოდოდ 600-700$-ის ფარგლებში მერყეობს. გასაგებია რომ კომპანიას პროდუქტი გაცილებით ძვირი უჯდება, მაგრამ ანონსირებულს ვეღარ გადათქვავს და იძულებულია კონკურენტი X box 360-ის გამო ასეთ დაბალ ფასებზე ისაუბროს. მიუხედავად ამისა კონკურენტის სათამაშო კონსოლი 2-ჯერ იაფი ღირს და უკვე 1 წელია ბაზარზე ტრიალებს. საშობაოდ კიდევ ელოდებიან ფასების დაწევას.

ყველა ამ ფაქორის შემხედვარე ჩვენც და ბევრი სხვა ექსპერტიც ფიქრობს რომ კომპანია Sony შეიძლება საერთოდ გადაიყოლოს სანაქებო PS3-მა. იმედია ასეთ კოშმარს ადგილი არ ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარს საკმაოდ სერიოზული და ძლიერი მოთამაშე გამოაკლდება. ვნახოთ რა მოხდება.

15:23,    |  25017 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 19.July 2006

45 გრამი, 8 გიგაბაიტი და MSI


კომპანია APPLE-ს და მის შვილობილ iPOD-ს კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა, ოღონდ საკმაოდ სერიოზული. კომპანია MSI-მ გამოუშვა 45 გრამიანი MP3 პლეერი P610, რომელსაც გააჩნია LCD ფერადი ეკრანი გარჩევადობით 128 x 160  პიქსელზე. თან რაც მთავარია პლეერს აქვს ალუმინის კორპუსი.

პლეერი ასევე აღჭურვილია 8 გიგაბაიტიანი Microdrive-ით.  პლეერი კომპიუტერთან ერთდება ინტერფეისით USB 2.0.
პლეერს შეუძლია აღიქვას MP3, WMA (DRM) აუდიო ფორმატები, ასევე გრაფიკული JPEG ფაილები, ტექსტური TXT ფაილები და ვიდეო M-JPEG ფორმატში. გარდა ამისა პლეერს აქვს ინტეგრირებული დიქტოფონი, როემლის საშუალებითაც შესაძლებელია 90 საათის ჩაწერა. საბოლოო შტრიხის სახით პლეერს აქვს FM-რადიო. მოკლედ  გახმაურებული iPod Nano-ს სრული კილერია. ეგაა რომ ჯერჯერობით უცნობია ფასი და გამოსვლის ზუსტი თარიღი.  საინტერესოა რას შვება ამასობაშჳ კომაპნია APPLE რომელსაც კარგახანია თავისი პლეერები არ განუახლებია და საკმაოდ ჩამორჩა ამ ბოლო დროს ბაზარს. კონკურენტები აშკარად ყველა მხრიდან უტევენ და საკმაოდ წარმატებით.

22:17,    |  27803 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 18.July 2006

Core 2 E4300 - vs - Athlon 64 X2 3600+


კომაპნია AMD-სა და კომპანია Intel -ს შორის კონკურენცია ახალ ფაზაში გადადის. უკვე ვიცით რომ ახალი ბირთვი Conroe-ს საწინააღმდეგო AMD-ს ბანაკში არაფერია, თან ფასიც საგრძნობლად დიდია. მოკელდ კომპანიამ რაღაც გამოსავალი უნდა ნახოს ფაქტია, ამისათვის სასწრაფოთ AMD-მ ჩაატარა საკუთარი ტესტები და დაასკვნა რომ ფასის თანაბარდობისთვის საჭიროა პროცესორს მოეჭრას L2 მეხსიერება. ამ მეთოდის მიხედვით ორბირთვიან AMD-ს პროცესორში თითო ბირთვისთვის 256 კილობაიტი მეხსიერება იქნება გამოყოფილი და ეს ამშინ როდესაც კონკურენტი თითო ბირთვზე 2 მეგაბაიტს გამოყოფს. ტვნმოჭრილი პროცესორები Athlon 64 X2 3600+  და Athlon 64 X2 3800+ უახლოეს მომავალში გამოჩნდება. შეგახსენებთ რომ ორივე პროცესორის ბირთვი 2 გიგაჰერცზე მუშაობს.

გარდა ამისა შიდა ტესტირებით კომპანიამ მიიღო საინტერესო ინფორმაცია, Athlon 64 X2 3600+ ცოტათი აგებს ახალ  Pentium D 945-თან (ეს ცოტა რამდენია არ ზუსტდება),  თავისმხრივ Pentium D 945 წარმადობით თითქმის უტოლდება Core 2 E4200 (1,6 გიგაჰერცი), ამასობაში Athlon 64 X2 3600+  აშკარად უგებს წარმადობაში Pentium D 925/915.

16:52,    |  25135 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 17.July 2006

პროცესორი Cell და დიდი პრობლემები


კომპანია IBM-მა გამოაცხადა გარკვეული ინფომრაცია, რის შედეგადაც ცნობილი ხდება რომ რეკლამირებული და უძლიერესი პროცესორ Cell-ის გამოშვება საკმაოდ დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული, კერძოდ სრულიად მუშა პროცესორების გამოსვლა შეადგენს 10-20%-ს მთლიანი წარმოებისგან.  ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმაა წარმოებისთვის, მაგრამ როგროც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ ეს არის მხოლოდ Sony PlayStation 3-სთვის საჭირო რაოდენობა.  როგორ კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი რეკლამირებული სათამაშო კონსოლისთვის საჭიროა პროცესორი, რომელიც შედგება მრავალი ბირთვისგან. კონკრეტულად არსებობს ერთი მთავარი ბირთვი და 8 დამხმარე ბირთვი, საჭიროა რომ ძირითად ბირთვთან ერთად დამხმარე 8 ბირთვიც მუშაობდეს.

ამასობაში თუ რომელიმე დამხმარე ბირთვი არ მუშაობს ეს პრობლემას პროცესორისთვის არ წარმოადგენს, მაგრამ ასეთი ჩიპი გამოუსადეგარია თვითონ Sony PlayStation 3-სთვის. არადა ყველა ბლოკით 100%-ზე მომუუშავე პროცესორების გამოშვება აშკარად დაბალ დონეზეა. როგორც კომაპნია IBM-ის წარმომადგენლები აცხადებენ ეს გარემოება გამოწვეულია პროცესორის დამზადების ძალიან რთული ტექნოლოგიური პროცესით. როგორც ხვდებით წუნი ძლაიან ბევრია რის გამოც საერთოდ ვარგისიანი პროცესორების ფასი კატასტროფულად ზემოთ მიიწევს. ამჯერად კომაპნია მუშაობს საკითხზე თუ სად და რა საქმეში გამოიყენოს Sony PlayStation 3-სთვის უვარგისი და ამასობაში მუშა პროცესორები.

ჯერჯერობით გამოსავლად ითვლება სამედიცინო დარგი სადაც პროცესორ Cell-ის სრული სიმძლავრე საჭირო არ არის, მაგრამ რამდენიმე საკითხი მაინც გასარკვევია, კერძოს რომელ აპარატურაში ქინება ახალი პროცესორები გამოყენებული და ხომ არ გამოიწვევს განსხავვაებული სიმძლავრეები რაიმე გართულებას ამოცანების გადაწყვეტაში.

როგროც ხვდებით ეს ინფორმაცია აშკარად ამართლებს Sony PlayStation 3 დაგვიანების ვადებს და მის მაღალ ღირებულებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს გასასამართლებელი საბუთი გეიმერებისთვის დიდი შეღავათი არაა, მითუმეტეს რომ გამოშვებული მუშაო პროცესორების სრული რაოდენობა ჯერჯერობით რეზერვირდება აშშ-ს სამხედრო უწყებისთვის, რეალურად სათამაშო კონსოლისთვის პროცესორები არ რჩება.  მოკლედ ახალი სათამაშო კონსოლის ფანატები ნელნელა გულდაწყვეტილები რჩებიან ქაღალდზე შეპირება არის და ბუნებაში კონსოლი არაფრით არ გამოჩნდა, ამასობაში კი XBOX 360-ი უკვე ლამის ერთი წელია გამოსულია და აურაცხელ მოგებას აძლევს კომაპნია Microsoft-ს. მიუხედავად მისი გარკვეული პრობლემებისა, კერძიდ მაღალი ტემპერატურისა, ეს კონსოლი მინიმუმ 6-8 თვე კონკურენტის გარეშე რჩება.

10:44,    |  24183 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 50 51 52 53 54 55 56 » ბოლო გვერდი