მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Sunday, 11.June 2006

Computex `2006: DDR2 1250 მეგაჰერცი Corsair-ისგან


Computex `2006-ზე Corsair-მა წარმოადგინა მეხსიერების მოდულები რომლებიც მუშაობდნენ 1250 მჰც სიხშირეზე. ეს სიხშერე შეესაბამება PC10000 სტანდარტს. რაც შეეხება ლატენურობას იგი არც ისე მაღალია ამ სიხშირის მეხსიერებებისთვის და შეადგენს 5-5-5-18 2Т. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოდულები ოვერლოკირებულები იყვნენ, რადგან JEDEC-ის სპეციფიკაციების გათვალისწინებით DDR2-ის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 800 მჰც-ს. ეს მოდულები კი რეალურად მიეკუთვნებოდნენ PC6400 სტანდარტს CL4-ით.


Corsair-ი გვპირდება, რომ იგი მალე გამოუშვებს ახალ მეხსიერების მოდულებს სტანდარტით PC9600, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ ახალი მეხსიერების მოდულების სტაბილური მუშაობისთვის რეკომენდირებულია აქტიური გაგრილების სისტემის გამოყენება.

11:24,   Power_VANO  |  27214 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 09.June 2006

DirectX 10-ის ვიდეო დაფებს 300 ვატი დასჭირდებათ!


ახალი თაობის ვიდეო დაფები სავარაუდოდ საკმაოდ დიდი აპეტიტით იქნებიან გამორჩეულები, ახალი თაობის DirectX 10-ის და Windows Vista-ს   ყველა შესაძლებლობის განსახორციებლად საჭიროა ახალი სიმძლავრეები, ესსიმძლავრეები კი კვებას მოითხოვს. ასე მაგალითად ATI R600 და NVIDIA G80 -ის ჩიპებზე დამზადებულ ვიდეო დაფებს სავარაუდოდ დასჭირდებათ 250-დან 350 ვატამდე კვება. გასაგებია რომ ჩვეულებრივ კვებას უკვე გასაქანი არ ექნება, ამასობაში გასათვალისწინებელია მეორე ფაქტი ცენტრალური პროცესორები ნაკლებ ენერგიას მოითხოვენ, ხოლო გრაფიკული პროცესორები სწორედ იმ ფაზაში შედიან რომელშიც სულ 1-2 წლის წინ პროცესორები იმყოფებოდა.

ალბათ იცით კომპანია intel_მა წარმოადგინა ულტრა დაბალი კვების პროცესორი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 0,75 ვატ ენერგიას მოითხვს. ამ პროცესორის ფონზე ახალი ვიდეო დაფების აპეტიტი ნამეტანი კოშმარრულად ჩანს :-). ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ ცნობილი გახდა რომ ATI-მ და  NVIDIA -მ სათამაშჴ კომპიუტერებბის ამწყობებს შესთავაზეს უაზლოეს პერიოდში მოიმარაგონ 800 და 1000 ვატიანი კვების ბლოკები. გასაგებია რომ ახალი ვიდეო დაფები მაღაზიებში დიდხმით არ დარჩება, მაგრამ რას უპირებს ხალხი გაგრილებას და კვებას ჯერ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მგონი დროა ახალ კეისებზე დაიწყოს ყველამ ფიქრი, მაგრამ როგრორი კეისი უნდა შეიძინოს კაცმა არავინ იცის, ჯერ სხვა მოდელები ფიზიკურად არ არსებობს :-)

10:32,    |  27159 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 05.June 2006

ASUS P5W DH - პირველი დედა დაფა Intel Core 2 Duo-ს ოფიციალური მხარდაჭერით


ASUS-მა წარმოადგინა დედა დაფა ASUS P5W DH რომლიც დამზადებულია i975X ჩიპსეტზე. ეს არის პირველი დედა დაფა, რომელსაც Intel Core 2 Duo-ს ოფიციალური მხარდაჭერა გააჩნია. გარდა ამისა, ახალ დედა დაფას აქვს ATi CrossFire-ის მხარდაჭერაც. ასევე დედა დაფაზე დამონტაჟებულია საკმაოდ სერიოზული გაგრილება (სპილენძის რადიატორები, სითბური მილაკებით) ორივე, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ხიდისა და პროცის კვების სქემისთვის. გაგრილების ამ ახალ სისტემას ეწოდება Stack Cool 2.

დედა დაფას აქვს Wi-Fi-ს მხარდაჭერა, 4 ცალი DDR2 პორტი, 6 ცალი SATA II პორტი, ორი პორტი Gigabit Ethernet და ორიც FireWire პორტი. ევროპულ ბაზარზე ASUS P5W DH-ის ფასი 260 დოლარია.

23:47,   Power_VANO  |  28597 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

მაუსი თუ ფეხბურთის ბურთი?


მოკლედ, ამ ბოლო დროს მწარმოებლები ისეთ რამეებს უშვებენ, ჭკუიდან გადავა ადამიანი. აი მაგალითად ასეთია ეს ახალი მაუსი რომელიც შუაზე გაჭრილი ფეხბურთის ბურთის ფორმისაა. მაუსი მიუხედავად იმისა რომ ბურთის ფორმისაა, ხელში კარგად ჯდება, და იგი არა მრგვალი არამედ ოდნავ წაგრძელებულია.


მაუსს რაიმე განსაკუთრებული ფუნქციები არ გააჩნია, აქვს ორი ღილაკი და სტანდარტული ბორბალი. ფასიც დიდი არ აქვს, სულ რაღაც 12 $.

23:40,   Power_VANO  |  32992 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 30.May 2006

ახალი DDR2 Kingston-ისაგან


კომპანია Kingston-მა ანონსირება გაუკეთა ორ ახალ DDR2 მეხსიერების მოდულს: 1000 მჰც-იან (PC2-8000) და 1066 მჰც-იანს (PC2-8500). მეხსიერების მოდულები გადის HyperX კლასში, ანუ განეკუთვნებიან კინგსტონის ელიტარული კლასის მეხსიერების მოდულებს. მოცულობა არის 1 გბ-მდე. თავიდანვე, ახალი მეხსიერების მოდულები გათვლილია ოვერლოკერებსა და ენთუზიასტებზე.

ესეც ძირითადი მახასიათებლები:
ძაბვა: 2.2 ვოლტი
ტაიმინგები: 5-5-5-15-1
მეხსიერების მოდულები ხელმისაწვდომი იქნება კომპლექტებშიც (ორ არხიანი რეჟიმისთვის).

13:38,   Power_VANO  |  29315 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 29.May 2006

Intel Core 2 Duo-ს გამოსვლის თარიღი


Intel-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბირთვი Conroe, რომელიც უფრო მეტად ცნობილია სახელით Core 2 Duo, გაყიდვაში ჩაეშვება 23 ივლისს! ინტელის განცხადებით, Conroe-ს გაყიდვების რაოდენობა 2007 წლის დასაწყისში დესკტოპ პროცების საერთო გაყიდვების 40%-ს შეადგენს. ასევე ცნობილია, რომ Core 2 Duo-ის საწყისი 1,86 გჰც-იანი მოდელი ეღირება 183$, ხოლო 2,67 გჰც-იანი 530$. ასევე, ინტელი აცხადებს, რომ 4 ივნისიდან 23 ივლისამდე იგი იწყებს 8xx და 9xx სერიის ორბირთვიანი პროცების აქტიურ გაყიდვას ბაზრის განსატვირთად. ვისაც მთელი Core 2 Duo-ს სერიის ფასები გაინტერებთ, იხილეთ მიმაგრებული სურათი.
17:09,   Power_VANO  |  29343 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 22.May 2006

Blu-ray დრაივი Pioneer-ისგან


კომპანია Pioneer-მა გამოუშვა ახალი Blu-ray დრაივი გაყიდვაში. მოდელს მიეცა სახელი BDR-101A და საცალო სავაჭრო ქსელშია გატანილი პერსონალური კომპიუტერებისთვის. უბედურება ის არის რომ მისი ფასი არის ზუსტად 1000 მარადმწვანე.  დრაივს შეუძლია ჩაწეროს და წაიკითხოს Blu-ray დისკები, გარდა ამისა შეუძლია ჩაწეროს DVD დისკები, სამწუხაროდ უცნობია წერს თუ არა ეს დრაივი CD დისკებს, სავარაუდოდ უნდა ვიგულისხმოთ რომ წერს.

ბევრი ექსპერტი პოტენციურ მყიდველს ურჩევს თავი შეიკავოს ახალი პროდუქციის შეძენისგან. მოტივირდება ეს შემდეგი ფაქტით, სულ მალე გაყიდვაში გამოვა NEC და Toshiba -ს HD-DVD დრაივები, რომელთა საცალო ღირებულება 500 მარადმწვანეზე ნაკლები იქნება, აქედანა გამომდინარე 1 თვის თავზე Blu-ray დრაივების ფასი საგრძნობლად უნდა დაეცეს, წინააღმდეგ შენთხვევაში  HD-DVD დრაივებს კონკურენციას ვერ გაუწევს. ამ ორივე დრაივის მოცულობა ამ ეტაპზე ლამის ერთნაირია. უბრალოდ HD-DVD სტანდარტს ამ ეტაპზე აქტივში არ აქვს RW დისკები.

11:41,    |  31557 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 21.May 2006

ახალი თაობის კომპიუტერები


კომპიუტერების ევოლუცია გრძელდება. ზოგი ცდილობს ერთ პატარა ყუთში მოათავსოს კომპიუტერის ძირითადი ნაწილები, ზოგი კი ცდილობს ყველაფერი მონიტორში ჩატენოს.  შედეგად ვიღებთ გამზადებულ კომპიუტერს, რომელსაც მაქსიმუმ დასჭირდება კლავიატურა, თაგუნია და ზოგიერთ შემთხვევაში მონიტორი.

კომპიუტერ ZX Spectrum-ის შემქმნელები უფრო წინ წავიდნენ. ჩათვალეს რომ მონიტორი მომხმარებლის ასარჩევია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ერთ კოლოფში უნდა ეტეოდეს, შედეგად მივიღეთ კომპიუტერ კლავიატურა, რომელზეც ინტეგრირებულია Tuch Pad-ი. ამავე კლავიატურაშია განთავსებული ოპტიკური დრაივი,  HDD, პროცესორი თავისი  ქულერით, ოპერატიული მეხსიერება, აუდი ვიდეო სისტემები,   კლავიატურის უკანა მხარეს გამოტანილია ყველა შესაძლებელი კომექტორი და პორტი.

მოკლედ ვიღებთ კომპაქტურ, სრულყოფილ მუშა კომპიუტეტრს, რომელსაც მჭირდება მხოლოდ მონიტორი და კვების წყარო, თუ თქვენთვის მოუხერეხებელია  Tuch Pad-ით სარგებლობა მაშინ თაგუნიას შეძენაც მოგიწევთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯერჯერობით საცდელი და სადემონსტრაციო მოდელია, მაგრამ რა იცი რა ხდება :-)

სიმართლისთვის უნდა გითხრათ რომ ოდესღაც ასეთი კომპიუტერები გამოდიოდა, ოღონდ მაშინ პროცესორები სუსტი იყო, პროცესორების სიმძლავრის ზრდასთან ერთად გაიზარდა სითბოს გამოყოფა და შესაბამისად ასეთი კომპაქტური კომპიუტერების გამოშვება შეიუძლებელი გახდა. დღესდღეისობით გამოჩენილმა მობილური კლასის პროცესორებმა მწარმოებლებს მეორედ მისცა შანსი ასეთი კომპიუტერები აწარმოონ, საინტერესოა ნოსტალგიას აყვება თუ არა მომხმარებელი და ისევ შეიძენს ასეთ კომპიუტერებს თუ არა, ისე საოფიზე სამუშაოებისთვის ზედგამოჭრილი კონფიგურაციაა. თემის გაგრძელებაში შეგიძიათ ნახოთ ახალია კომპიუტერის სხვადასხვა ხედები.

11:55,    |  27508 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 14.May 2006

Xbox 360-სდაემატება HD DVD დრაივი


როგორც ხდება ცნობილი კომპანია Microsoft-ი მაინც აღასრულებს თავის ოცნებას და თავის სათამაშო კონსოლში ჩაამონტაჟებს HD DVD დრაივს. ოგორც ვიცით თავიდან ანონსი კეთდებოდა რომ კომპანია Microsoft-ი  მხოლოდ HD DVD სტანდარტს უჭერდა მხარს, მაგრამ დროთა განმავლობაშჳ ე სინფორმაცია გაქარწყლებული იყო. მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.

Xbox 360

ნოემბრის შემდეგ მოსალოდნელია კონკურენტი სათამაშო კონსოლის გამოსვლა, როგორც ხვდებით საუბარია PlayStation 3 და Wii-ზე, რომლებიც SONY-ს განცხადებით აღჭურვილი იქნებიან Blu-ray DVD დრაივებით. არ დაგავიწყდეთ რომ კონსოლი გაიყიდება 500-600 დოლარად, მაშინ როდესაც თვითონ Blu-ray DVD დრაივი სავარაუდოდ ჯდება 600-700 დოლარი. უბრალოდ სხვა გზა არ არის, კონკურენტის სათამაშო Xbox ლამის ერთი წელია ბაზარზეა და უკვე გაიყიდა 10 მილიონი ეგზემპლარის სახით, თან გაცილებით იაფი ღირს, მთელი 200$-ით. იმისათვის რომ Xbox-ი კონკურენტუნარიანი დარჩეს კომპანია Microsoft-ი  მას დაამატებს ახალ დიდი მოცულობის დრაივს, რომელიც კონკურენტის დრაივისგან განსხვავებით გაცილებით იაფი ჯდება. ჯერჯერობით ძნელია ზუსტი ფასების დასახელება, მაგრამ ფაქტი ერთია დიდი მოცულობის დისკების მხარდაჭერა  Xbox-ს სჭირდება, ხოლო Toshiba-ს სჭირდება რომ მის სტანდარტს მხარდამჭერები ყავდეს და მისი დისკები იყიდებოდეს, უკვე გაყიდული 10 მილიონი კონსოლი ამის მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა.

11:19,    |  59885 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Saturday, 13.May 2006

ჩვენი მე-18 კონკურსის კითხვები


გარკვეული დაგვიანების შემდეგ ვაქვეყნებთ ჩვენი მე-18 კონკურსის კითხვებს. დაგვიანება ძირითადად გამოწვეული იყო ერთი კითხივთ, ვერაფრით ვერ გადავწყვიტეთ შეიძლებოდა მისი დასმა თუ არა. საბოლოოდ ეს კითხვა დავსვით კონკურსგარეშე მეხუთე კითხვათ.

ჩვენი რედაქციის ერთი ნაწილი თვლიდა რომ ეს საკმაოდ სტანდარტული კითხვაა, მეორე ნაწილმა კი ჩათვალა რომ ამ კითხვის დასმის შემთხვევაში შეგვეძლო კონკურსის შედეგები წინასწარ დაგვესახელებინა, ანუ პასუხს ვერავინ გასცემდა. ამიტომ კითხვები დავსვით ოთხის მაგივრად ხუთი. მეხუთე კითხვა არააქტუალურია, ანუ შეგიძლაით საერთოდ არ გასცეთ პასუხი, ამით არაფერი არ დააკლდება თქვენს პასუხებს. უბრალოდ გვაინტერესებს ასეთი კითხვა რომ დაგვესვა გასცემდა მას ვინმე პასუხს, თუ მართლაც ყველა მაშინვე წაგებული იქნებოდა. ეს მოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, ღირს თუ არა შემდეგში ასეთი კითხვების დასმა.

მოკლედ ყველა კონკურსანტს გისურვებთ სწორი პასუხების გაცემას და გამარჯვებას, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ 4 კაცი იქნება. გათამაშებაში როგორც იცით საკმაოდ საინტერესო პრიზებია. ასეთ გულუხვობას მხოლოდ ჩვენი ჟურნალის დაბადების დღეზე ვიჩენთ წელიწადში ერთხელ, ასე რომ არ გამოტოვე ეს შანსი :-)

კითხვებს და პრიზებს შეგიძლია გაეცნო შემდეგ გვერდზე: ჩვენი კონკურსების გვერდი

15:00,    |  29869 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 52 53 54 55 56 » ბოლო გვერდი