მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Wednesday, 06.December 2006

WinRAR v3.62 ENG (Corporate) განახლებული


ვიცი რომ ქართველი ლიჩერები ახლახანს ჩემს მიერ გაკეთებულ კორპორატიულ ვერსიას გადაიწერენ და წარბის გაუტოკებლად თავის პრუდუქტად გაასაღებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა გთავაზობთ განახლებულ და ერთერთ უძლიერეს არქივატორს. ამჯერად შეგიძლიათ დაქაჩოთ სულ ახალი ვერსია, მორჩა ბეტა ვერსიები და 3,61-ის შემდეგ ეს არის პირველი სრულყოფილი ვერსია, რომელიც არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას ან გატეხვას. ეს არის კორპორატიული ვერსია, ანუ დაქაჩეთ, დააყენეთ და გამოიყენეთ შეზღუდვების გარეშე.

მგონი საჭირო არ არის ახსნა, მაგრამ ახალბედებისთვის ვიტყვით რომ ეს არის არქივატორი რომელიც ხსნის პრაქტიკულად ყველა არსებულ არქივს: CAB, ARJ, LZH, TAR, GZ, ACE, UUE, BZ2, JAR, ISO. გააჩნია მინი ისტალერის გასაკეთებელი მენიუ. მოკლედ მოხერხებული და ძლიერი არქივატორი, კუმშავს ლამის ყველაზე უფრო ეფექტურად, მოკლედ ღირს დაქაჩვა.

11:22,    |  32688 ნახვა | 7 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 04.December 2006

Net Transport v2.26.341


Net Transport — ეს არის ძლიერი ჩამოქაჩვების მენეჯერი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ჩქარა და ეფექტურად დაქაჩოთ ფაილები ინტერნეტის ქსელიდან. პროგრამა ჩამოსაქაჩ ფაილს ყოფს რამდნიმე ნაწილად და ისე ქაჩავს, ამ დროს მიიღწევა მაქსიმალური ჩამოქაჩვის სიჩქარე. ჩამოტვირთვის დამთავრების შემდეგ პროგრამა თვითონ გააერთიანებს ნაწილებს და მითითებულ დირექტორიაში შეინახავს თქვენს ფაილს.

პროგრამა მუშაობს სხვადასხვა სახის სერვერებთან, ისეთებთან რომლებსაც არა აქვთ ფაილის ჩამოქაჩის გაგრძელების საშუალება და ისეთებთანაც რომლებიც იძლევიან გაწყვეტილი ჩამოქაჩვის გაგრძელების საშუალებას. აქვს HTTP, HTTPS, FTP, MMS, RTSP, PNM და სხვა პროტოკოლების მხარდაჭერა. აქვს მარტივი და ეფექტური Site Explorer-ი. სხვათაშორის Net Transport-ს შეუძლია პროქსი სერვერებთან ნორმალურად მუშაობა.

11:30,    |  21198 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

AVG Anti-Virus Professional Edition 7.5.432 Build 867


ერთერთი  ახალი და სახელგანთქმული ანტივირუსული პროგრამა, რომელიც ვირუსებთან ერთად იჭერს ყველანაირ სარეკლამო და შპიონურ მოდულს. მოკლედ თუ გაწუხებთ ვირუსები და შიშით აღარ იცით სად დაიმალოთ საკუთარი კომპიუტერიანად, მოსინჯეთ ეს პროგრამა, შიეძლება და გადარჩეთ სირბილს :-)

ესეც შემცველობა
Highlights include:
- Automatic update functionality
- The AVG Resident Shield, which provides real-time protection as files are opened and programs are run
- The AVG E-mail Scanner, which protects your e-mail
- The AVG On-Demand Scanner, which allows the user to perform scheduled and manual tests
- The AVG heueristic analysing monitor
- Free Virus Database Updates for the lifetime of the product
- AVG Virus Vault for safe handling of infected files
- Great customer satisfaction!

10:30,    |  10328 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 01.December 2006

AntiCrash 3.6.1


პატარა პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი სისტემის დაცვაში, მისი მეშვეობით შეიძლება სისტემის დაცლა ყველანაირი პრობლემისგან (იგულისხმება Crahs პრობლემები, ანუ სისყემის დაცემის საკითხები).

პროგრამას აქვს მარტივი ინტერფერისი და სულ რაღაც ერთი ორი ღილაკის დაჭერით შეუძლია სისტემის სკანირება შესაძლებელი პრობლემების აღმოჩენა და გასწორება.

17:05,    |  23181 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

EVEREST Ultimate v3.50.816 Beta


ამ ბოლოდროს ეს პროგრამა არანაკლებ ინტენსიობით განიცდის განახლებებს.  ყველაფერი კი იმის ბრალია რომ ახალი პროცესორები, დედა დაფები და სხვა აპარატურა კოშმარული რაოდენობით და ტემპებით გამოდის.  მოკლედ წარმოგიდგენთ ახალ კომპლექსურ პროგრამას, რომელიც ამოიცნობს თქვენს კომპიუტერში ყველა ნაწილს.
რისთვისაა საჭირო? აი მაგალითად გადააყენეთ სისტემა თქვენთან, ან მეგობართან. სისტემამ დრაივერები თვითონ ვერ დააყენა, ხოლო მწარმოებელი კი არ გახსოვთ. რას იზამთ? ეს პროგრამა დაგეხმარებათ თქვენი აპარატურული ნაწილების ამოცნობაში.

მოკლედ ბევრისთვის ეს პროგრამა ცნობილია სახელით AIDA32, ეგაა რომ ახლა ამ პროგრამას ახალი სახელი აქვს, შეგიძლიათ დაითრიოთ და ისიამოვნოთ.

16:53,    |  23391 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Futuremark 3DMark®06 1.1.0


ტესტირების მოყვარულების საყურადღებოდ, განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული სატესტირო პროგრამა 3DMark-ი. მაშ ასე სტანდარტული 3DMark-ი ასევთქვათ იყო ბოლო ტესტერი პროგრამა რომელიც DirectX9-ზე მუშაობდა. ახალი ოპერაციული სისტემის Windows Vista_ს გამოსვლასთან დაკავშირებით საჭირო გახდა Shaders 2,0-ის მხარდაჭერა, ამიტომაც საჭირო გახდა განახლებული პაკეტი.

ვიცი რომ ბევრ უკვე ჩამოქაჩული და დაყენებული აქვს ახალი ოპერაციული სისტემა, აი თუ გინდათ მისი გატესტირება, მაშინ დროა ახალ პროგრამას გაეცნოთ. სხვათაშორის ახალი პაკეტი  ზოგიერთ ტესტებში მოითხოვს Shaders 3.0 და ტექსტურების FP16-ის მხარდაჭერას. ასევე ახალ ტესტებში გამოიყენება HDR (High Dynamic Range) ტესტი, რომელიც ზოგიერთ ახალ თამაშში აქტიურად გამოიყენება.   მოკელდ ძლიერი კომპების და ძლიერი ვიდეო დაფების მფლობელებს შეუძლიათ ეს დღეები ტესტირებებში გაატარონ :-)

15:51,    |  25052 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Tuesday, 28.November 2006

EZB Systems UltraISO Premium v8.6.0.1936


განახლდა ერთერთი ყველაზე კარგი დისკების იმიჯის რედაქტორი. ამ პროგრამის მეშვეობით შეგიძიათ ნებისმიერი დისკის და დაცვის მკონე კომპაქტის იმიჯის მოხსნა, შეგიძლიათ შეინახოთ რამდენიმე ფორმატში, ყველაზე სტაბილური რა თქმა უნდა არის ISO ფორმატი, ასევე შეგიძლიათ ეს პროგრამა გამოიყენოთ როგორც სხვადასხვა ფორმატების კონვერტორი. პროგრამა მუშოაბს პრაქტიკულად ყველა არსებულ დისკის იმიჯის ფორმატთან.

ყველაზე მთავარი კი არის დისკების იმიჯების რედაქტორი, მაგალითად შეგიძლიათ თამაშის დისკის იმიჯში ჩაამატოთ ინსტრუქციები სამკურნალო ფაილები და შედმეგ ჩაწეროთ ეს იმიჯი დისკზე, როგორც ხვდებით ორიგინალისგან ასეთი დისკი განსხავავდება მოხერხებულობით.
ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ჩამტვირთავი დისკები. მოკლედ პროგრამა განეკუთვნება კლასს MUST HAVE ასე რომ დაქაჩე.

Changes in this release:
- Supports UDF DVD images, can add/extract files above 4GB (up to 200GB) large
- Can create bootable UDF images (such as bootable DVD of Windows Vista)
- Can mount ISO image to virtual CD/DVD drives of Daemon-Tools 4.x and Alcohol 120% 1.9.5.3823
- Can change disc label of ISO images with UDF volume
- Can extract files from audio CD images by command-line
- New command-line parameters for creating/verifying ISO checksums
- Improved RockRidge volume support
- Fixed a bug with extracting files from DVD image of MSDN Subscriptions Library, May 2006 Edition
- Fixed a bug with opening some BWT/BWI/BTS images
- Some minor improvements and bug fixes

18:54,    |  24397 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Nero 7 Lite v7.5.9.0 Revision 1.6.0.1


ალბათ ყველამ იცით რა არის პროგრამა Nero მისი მეშვეობით ვწერთ კომპაქტ და DVD დისკებს, მაგრამ სრული ვერსია საკმაოდ ბევრს იწონის. ბოლო ვერსია საერთოდ 150 მეგაბაიტს ასცდა, ვისაც ამხელა ფაილის ჩამოქაჩვის საშუალება არ აქვს, მათთვის კომაპნიამ გამოუშვა ორი მსუბუქი ვერსია Nero 7 Lite  და Nero 7 Micro.

მოკლედ ახალ პაკეტებში შედის შემდეგი პროგრამები:  Nero Burning Rom,  Nero Express,  Nero CoverDesigner,  Nero WaveEditor,  Nero Toolkit, სამაგიეროდ ამ ვერსიებში არ შედის:  Nero Home,  nero Scout,  Nero StartSmart, Nero SoundTrax,  Nero Vision,  Nero Recode,  Nero Showtime,  Nero MediaHome,  Nero PhotoSnap,  Nero BackItUp,  Nero InCD,  Nero SoundBox,  Nero ImageDrive.

თუ სრული პაკეტი გინდათ ისევ 150 მეგაბაიტიანი ვერსიის დაქაჩვა მოგიწევთ, მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაკმაყოფილებთ შეგიძლიათ სასურველი ვერსიები დაქაჩოთ

16:44,    |  23175 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Maxthon 1.5.9 Build 30 Standard/ Combo


კიდევ ერთი პოპულარული და ბევრისთვსი ცნობილი ინტერნეტ ბროუზერი, რომელიც იყენებს IE-ს ბირთვს. ასე ცალი თვალით ნუ უყურებთ ბროუზერს. მას გააჩანია ძალიან ბევრი ფუნქციონალური შესაძებლობები: მრავალ ფანჯარასთან ერთდრული მუშოაბა, რამდენიმე საძიებო სისტემაში ერთდროული მუშოაბა, კონტექსტური მენიუს ძალიან დიდი შესაძლებლობები.

ესეც მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების სია:
-Tabbed Browsing Interface
-Mouse Gestures
-Super Drag&Drop
-Privacy Protection
-AD Hunter
-Google Bar Support
-External Utility Bar
-Skinning
- Plugins
- Compatibility & Low on Resources
- More...(There are even more features that Maxthon can provide you, such as, Page Zooming, Simple Collector, Web Services, Password protecting Tabs, URL Aliases and many others. All of them working efficiently while you surf the Internet with Maxthon)

15:36,    |  21211 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Sunday, 26.November 2006

Vista Transformation Pack 6.0 RC1


საჩუქარი ყველას ვისაც ძველი ოპერაციული სისტემის ხედი მოსწყინდა, ახალი სისტემა გამოვიდა, მაგრამ ყველას მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი კომპიუტერი არ აქვს. შესაბამისად ვტოვებთ ძველ Windows XP-ს და ზედ ვაინსტალირებთ Windows Vista-ს ვიზუალურ გარსს. მოკლედ როგორ თვლით კომენტაერები საჭიროა? მგონი არა, მაგრამ ვინც არ იცის ავუხსნი, მაინც ყველამ ყველაფერი ხომ არ იცის.

თუ გაქვს დაინსტალირებული Windows XP და გინდა რომ შენი სისტემა გამოიყურებოდეს როგორც Windows Vista, მაშინ გჭირდება სპეციალური პროგრამული პაკეტი, რომელიც მთლიანად შეცვლის შენი სისტემის ხედს, გაფორმებას, ჩატვირთვას, ხმებს, ღილაკებს, ხატულებს, მოკლედ ყველაფერს.  სწორედ ასეთ პროგრამასთან გაქვს ამჯერად შეხება.
ქაჩავ, აინსტალირებ, გადაიტვიეთები და ვუალია, ახალი სისტემაც დაგვიყენებია :-)

P.S. შეიძლება ზოგიერთ კომპიუტერზე გამოიწვიოს სისტემის არასტაბილური მუშაობა!

21:10,    |  96629 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 9 10 11 12 13 14 15 » ბოლო გვერდი