მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები
სიახლეები

სიახლეები 2006
Saturday, 11.November 2006

Your Uninstaller! 2006 v5.0.0.256


განახლდა საინტერესო პროგრამა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეული ADD/REMOVE განყოფილების მაგივრად. ეს პაკეტი მუშაობს მინიმუმ 5-ჯერ უფრო ჩქარა, ამასობაში შედარებით უფრო კორექტულად, პროგრამის წაშლისას ამოინსტალირებისას პაკეტი ცდილობს შეამოწმოს მთელი რეესტრი, სადმე რაიმე ძველი გამოუდეგარი ჩანაწერი ხომ არ დატოვა წაშლილმა პროგრამამ.

ამოსაინსტალირებელ პროგრამებს ხედავთ თქვენს პროგრამაში, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოძებნოთ უჩინარი პროგრამები, შეიძლება ხელით წაშლილი პროგრამების ამოინსტალირება და ბევრი სხვა სასარგებლო მოვლენა.

მოკლედ ინსტალაციის და შემდგომ ანინსტალის მოყვარულებს ეძღვნებათ, ვაჭერთ ბმულს და ვქაჩავთ

11:10,    |  23787 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Wednesday, 08.November 2006

WM Recorder v11.2


ეს არის საკმაოდ საინტერესო პროგრამა, მისი მეშვეობით შეგიძლიათ ჩაიწეროთ Windows Media Plaer-ის ტრანსლაცია. ვინც ვერ გაიგო ავუხსნი დეტალურად. უინტერნეტში ხშირად წააწყდებით საიტებს სადაც შეიძლება ამა თუ იმ ვიდეო რგოლის ონლაინ რეჟიმში ნახვა, მაგრამ მისი ჩამოქაჩის შესაძლებლობა არ გაგაჩნიათ. რა თქმა უნდა ბავრს მოსწონს ასეთი რგოლები და თავისთან შენახვა უნდა. ეს პროგრამა სწორედ ამ საქმეში დაგეხმარებათ.

ანუ თუ წააწყდით ვიდეო რგოლს რომელიც არ იქაჩება, მაგრამ ძალიან გინდათ მისი დათრევა, მაშინ უბრალოდ გაუშვით ეს პროგრამა ბმულზე დაჭერამდე, შედმეგ დააჭირეთ ბმულს და უყურეთ თქვენს ვიდეო რგოლს. ეს პროგრამა ჩაიწერს მთელს ნაკადს და შინახავს თქვენს კომპიუტერში ვიდეო ფაილად. შემდეგ იმედია მოახერხებთ შენახული ფაილისთვის ადგილის მოძებნას ან გამოყენებას.

15:35,    |  24970 ნახვა | 6 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 

AVG Anti-Virus Professional Edition 7.5.431


ერთერთი  ახალი და სახელგანთქმული ანტივირუსული პროგრამა, რომელიც ვირუსებთან ერთად იჭერს ყველანაირ სარეკლამო და შპიონურ მოდულს. მოკლედ თუ გაწუხებთ ვირუსები და შიშით აღარ იცით სად დაიმალოთ საკუთარი კომპიუტერიანად, მოსინჯეთ ეს პროგრამა, შიეძლება და გადარჩეთ სირბილს :-)

ესეც შემცველობა
Highlights include:
- Automatic update functionality
- The AVG Resident Shield, which provides real-time protection as files are opened and programs are run
- The AVG E-mail Scanner, which protects your e-mail
- The AVG On-Demand Scanner, which allows the user to perform scheduled and manual tests
- The AVG heueristic analysing monitor
- Free Virus Database Updates for the lifetime of the product
- AVG Virus Vault for safe handling of infected files
- Great customer satisfaction!

13:38,    |  10424 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Agnitum Outpost Firewall Pro 4.0 Build 971.584.079


ცოცხალი ცეცხლის კედელი, გინდათ ამოეფაროთ მას და სტერილურ სამყაროში იცხოვრთ, აგერაა ბატონო ა! :-)

Agnitum Outpost Firewall Pro 3.51 Build 759/462

ვინც არ იცის ვუხსნი ეს არის სისტემური ფაირვოლი, ქაჩავთ აყენებთ და შემდეგ თქვენი ნებართვის გარეშე ვერცერთი პროგრამა თქვენს კომპიუტერში ვერ შემოძვრება და ვერც თქვენგან გაბედავს ვერაფრის გაგზავნას. როგორც ხვდებით დრევანდელი ვიდუსული სამყაროს პირობებში ლამის აუცილებელი პროგრამაა, ამიტომ ვქაჩავთ

12:14,    |  25634 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

EVEREST Ultimate v3.50.782 Beta


ამ ბოლოდროს ეს პროგრამა არანაკლებ ინტენსიობით განიცდის განახლებებს.  ყველაფერი კი იმის ბრალია რომ ახალი პროცესორები, დედა დაფები და სხვა აპარატურა კოშმარული რაოდენობით და ტემპებით გამოდის.  მოკლედ წარმოგიდგენთ ახალ კომპლექსურ პროგრამას, რომელიც ამოიცნობს თქვენს კომპიუტერში ყველა ნაწილს.
რისთვისაა საჭირო? აი მაგალითად გადააყენეთ სისტემა თქვენთან, ან მეგობართან. სისტემამ დრაივერები თვითონ ვერ დააყენა, ხოლო მწარმოებელი კი არ გახსოვთ. რას იზამთ? ეს პროგრამა დაგეხმარებათ თქვენი აპარატურული ნაწილების ამოცნობაში.

მოკლედ ბევრისთვის ეს პროგრამა ცნობილია სახელით AIDA32, ეგაა რომ ახლა ამ პროგრამას ახალი სახელი აქვს, შეგიძლიათ დაითრიოთ და ისიამოვნოთ.

11:58,    |  23004 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

Download Master v5.1.5.1045


ცნობილი ჩამოქაჩვების მენეჯერი, შეუძლია რამდენიმე ნაკადად დაქაჩოს ფაილი, შეუძლია შეწყვიტოს და შემდეგ გააგრძელოს დაქაჩვა, აქვს მულტიმედია ფაილების პატარა წინასწარ გადასახედი მენიუ, მაგრამ ჯერ რაღაც ნაწილი უნდა დაქაჩოთ რომ მისი ვიდეო, ან აუდიო რგოლი ნახოთ.

მოკლედ ჩვეულებრივი კიდევ ერთი განახლებული დაუნლოადერი, ვქაჩავთ და შემდეგ მას ვაქაჩინებთ ყველაფერს, გარდა RAPID-ისა :-)

11:31,    |  22921 ნახვა | 1 კომენტარი | ბეჭდვითი ვერსია
 

Alcohol120% 1.9.6.4629 Retail


ერთერთი საუკეთესო CD ემულატორი. შეგიძლიათ დისკების ზუსტი ასლის შექმნა, უკვე არსებულის გახსნა და ვითომ და CD დისკად აღქმა, პრაქტიკულად ვერცერთი პროგრამა თუ თამაში ვერ ხედავს განსხვავებას რეალურსა და სიმულირებულ კომპაქტ დრაივს შორის. თვითონ სისტემაში დრაივი ჩანს როგორც კიდევ ერთი დამატებითი CD/DVD დრაივი. ასე რომ სისტემისთვისაც ეს ვირტუალური მოწყობილობა ლამის აპარატურულ ნაწილად ითვლება.

ერთდროულად შეგიძლიათ რამოდენიმე ვირტუალური კომპქატ დრაივი გამოიყენოთ, შეგიძლიათ ერთი ვირტუალური დრაივი გამოიყენოთ და მრავალი დისკის იმიჯი წააკითხოთ მიმდევრობით. მოკედლ ბევრი საუბრის გარეშე აუცილებელი და საჭირო პროგრამაა.

10:56,    |  25050 ნახვა | 4 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
Monday, 06.November 2006

Adobe Acrobat Professional 8.0


როგორც კომპანია ADOBE-იტყობინება, მან გამოუშვა ახალი პროდუქტი, Adobe Acrobat 8.0 Professional, ამასობაში ჯერჯერობით არ განახლებულა პოპულარული PDF ფორმატის დამოუკიდებელი წამკიტხველი პროგრამის ვერსია. ანუ Adobe Acrobat Reader 8.0 ჯერჯერობით არ არსებობს. შემორჩენილია ბოლო განახლების სოფტი 7,0.

სურათი



კომპანიის შეტყობინებით ახალ პროდუქტში ოპტიმიზირებულია მუშაობა, შესაძლებელია უფრო ფართო მოქმედებების სპექტრი, გაუმჯობესებულია უნიკოდ ტექსტებთან მუშაობა და მრავალ პროგრამასთან არის შესაძლებელია ურთიერთ შეთანხმებული მოქმედება.
გასწორებულია მე-6 და მე-7 ვერსიის გაუგებარი შეცდომა როდესაც ერთ PS ფაილს Distiler-ი 2-ჯერ ატარებდა და ამის შემდეგ იძლეოდა PDF  ფაილს.

17:07,    |  23265 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 

KeyPass v4.3.1 Enterprise Edition


ეს არის პატარა პროგრამა რომელიც თქვენი ტვინის მაგივრად ინახავს გარკვეულ საჭირო ინფორმაციას. მოკლედ თუ თქვენ წარამარა გავიწყდებათ პაროლები, სახელები და სხვა ამდაგვარი ინფორმაცია, მაშინ ამ პროგრამის გამოყენებას გირჩევთ.

ეს პროგრამა ინახავს ყველა თქვენს კონფედენციალურ ინფორმაციას, საჭირო ადგილზე ზედმეტი ჩაწერის გარეშე შეგიძლიათ შეიყვანოთ პაროლი და სახელი. ამით ანთავისუფლებთ თქვენს მეხსიერებას იმ ინფორმაციისგან, როემლიც ადრე თუ გვიან მაინც დაგავიწყდებათ.

14:27,    |  25037 ნახვა | ბეჭდვითი ვერსია
 
Friday, 03.November 2006

Nero 7 Lite v7.5.7.0 Lite


ალბათ ყველამ იცით რა არის პროგრამა Nero მისი მეშვეობით ვწერთ კომპაქტ და DVD დისკებს, მაგრამ სრული ვერსია საკმაოდ ბევრს იწონის. ბოლო ვერსია საერთოდ 180 მეგაბაიტს ასცდა, ვისაც ამხელა ფაილის ჩამოქაჩვის საშუალება არ აქვს, მათთვის კომაპნიამ გამოუშვა ორი მსუბუქი ვერსია Nero 7 Lite  და Nero 7 Micro.

მოკლედ ახალ პაკეტებში შედის შემდეგი პროგრამები:  Nero Burning Rom,  Nero Express,  Nero CoverDesigner,  Nero WaveEditor,  Nero Toolkit, სამაგიეროდ ამ ვერსიებში არ შედის:  Nero Home,  nero Scout,  Nero StartSmart, Nero SoundTrax,  Nero Vision,  Nero Recode,  Nero Showtime,  Nero MediaHome,  Nero PhotoSnap,  Nero BackItUp,  Nero InCD,  Nero SoundBox,  Nero ImageDrive.

თუ სრული პაკეტი გინდათ ისევ 180 მეგაბაიტიანი ვერსიის დაქაჩვა მოგიწევთ, მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაკმაყოფილებთ შეგიძლიათ სასურველი ვერსიები დაქაჩოთ.

15:24,    |  22902 ნახვა | 2 კომენტარები | ბეჭდვითი ვერსია
 
პირველი გვერდი « 11 12 13 14 15 16 17 » ბოლო გვერდი